Internet Archive

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Internet Archive
Internet Archive logo and wordmark.svg
საიტი Archive.org
კომერციულობა არა
საიტის ტიპი ელექტრონული ბიბლიოთეკა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
დამფუძნებელი ბრიუსტერ კეილი
Alexa-ს რეიტინგი Increase2.svg 260 (ოქტომბერი, 2016)[1]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

Internet Archive (ქართ. ინტერნეტ არქივი) — არაკომერციული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც დაფუძნდა 1996 წელს სან-ფრანცისკოში, ბრიუსტერ კეილის მიერ. არქივი აგროვებს ვებგვერდების ასლებს, გრაფიკულ მასალებს, ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს, სურათებს, ვიდეო თამაშებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. იგი მოიცავს 3 მილიონამდე საერთო მოხმარების წიგნს. Internet Archive უზრუნველყოფს მოძიებული მასალების გრძელვადიან არქივაციას და თავის მონაცემთა ბაზაზე უფასოდ წვდომას პუბლიკისთვის. მისი მიზანი არის ცივილიზაციის კულტურულ-ისტორიული ფასეულობების შენარჩუნება ინტერნეტის ეპოქაში და ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა და მხარდაჭერა. 2014 წლის მონაცემით, არქივის მოცულობა შეადგენდა 15 პეტაბაიტს,[2][3][4] ხოლო 2016 წლის მონაცემით იგი მოიცავს ვებგვერდების 502 მილიონ ასლს.

არქივი მომხმარებლებს აძლევს ციფრული მასალების ატვირთვა/ჩამოტვირთვის საშუალებას, თუმცა მონაცემების უმეტესობა გროვდება ავტომატურად, სხვადასხვა საძიებო სისტემების მეშვეობით. მისი ვებარქივია Wayback Machine, რაზეც ხელმისაწვდომია ვებსაიტების 150 მილიარდამდე სკრინშოტი.[5][6]

ბიბლიოთეკის ყოველწლიური ბიუჯეტი არის 10 მილიონი ამერიკული დოლარი და შემოსავალს ღებულობს სხვადასხვა წყაროებიდან: გრანტები, შემოწირებულობები და ა.შ.[7] შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია და ჰყავს 200-მდე თანაშრომელი, რომელთა უმეტესობა მუშაობს წიგნების სკანირების ცენტრში. არქივს აქვს მონაცემთა ცენტრები კალიფორნიის სამ ქალაქში: სან-ფრანცისკო, რედვუდ-სიტი, რიჩმონდი. იგი არის International Internet Preservation Consortium-ის წევრი[8] (ბიბლიოთეკების საერთაშორისო ორგანიზაცია). 2007 წელს ოფიციალურად მიენიჭა ბიბლიოთეკის სტატუსი.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. archive.org Site Info. Alexa Internet. წაკითხვის თარიღი: 18 October 2016.
  2. Meet the People Behind the Wayback Machine, One of Our Favorite Things About the Internet. ციტატა: „A collection like the Internet Archive's is extremely valuable. Kahle estimates it has about 15 petabytes of information“ წაკითხვის თარიღი: 21 September 2015.
  3. 10,000,000,000,000,000 bytes archived!. Internet Archive Blogs (26 ოქტომბერი, 2012). ციტატა: „On Thursday, 25 October, hundreds of Internet Archive supporters, volunteers, and staff celebrated addition of the 10,000,000,000,000,000th byte to the Archive's massive collections.“
  4. Brown, A. (2006). Archiving websites: A practical guide for information management professionals. London: Facet Publishing. p. 9.
  5. Internet Archive: Projects. Internet Archive. წაკითხვის თარიღი: 6 მარტი, 2013.
  6. Grotke, A. (December 2011). "Web Archiving at the Library of Congress". Computers In Libraries, v.31 n.10, p. 15-19. Information Today.
  7. Womack, David (Spring 2003). "Who Owns History?". Cabinet Magazine (10). http://www.cabinetmagazine.org/issues/10/womack.php.
  8. "Members" საიტზე Wayback Machine (არქივირებულია ივნისი 13, 2010) International Internet Preservation Consortium. Netpreserve.org
  9. "Internet Archive officially a library", 2 მაისი, 2007. Internet Archive
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Internet_Archive&oldid=3495190“-დან