შინაარსზე გადასვლა

ანრი ბერგსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანრი ბერგსონი
ფრანგ. Henri Bergson
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1859(1859-10-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი პარიზი[17] [10]
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 1941(1941-01-04)[17] [2] [4] [5] [6] [8] [9] [10] [12] [13] [16] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[17] [10]
დასაფლავებულია Cemetery of Garches
საქმიანობა ფილოსოფოსი[18] [19] , პროფესორი[20] , სოციოლოგი და მწერალი[21]
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი კონდორსეს ლიცეუმი, პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და პარიზის უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[22] [23] , საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, კონკურ ჟენერალ, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
მეუღლე Louise Neuberger
ხელმოწერა

ანრი ბერგსონი (დ. 18 ოქტომბერი 1859, პარიზი, საფრანგეთი, — გ. 4 იანვარი 1941, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი ფილოსოფოს–იდეალისტი, ინტუივიზმის წარმომადგენელი. ავტორი თხზულებებისა: „ცნობიერების უშუალო მონაცემები“, „მატერია და მეხსიერება“, „მორალისა და რელიგიის ორი წყარო“, „შემოქმედებითი ევოლუცია“. ბერგსონის იდელიზმის ცენტრალური ცნებაა „წმინდა“, ე. ი. არა მატერიალური, „ხანიერება“, რომლის შეცნობა შეიძლება მხოლოდ ინტუიციით. ბერგსონი იყო საფრანგეთის აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1927).

ბერგსონი ცხოვრობდა მშვიდი ცხოვრებით, მისი გამოქვეყნებული ძირითადი წიგნები:

  • დრო და თავისუფალი ნება (Essai sur les données immédiates de la conscience) (1889)
  • მატერია და მეხსიერება (Matière et mémoire) (1896)
  • კრეატიული განვითარება (L'Évolution créatrice) (1907)
  • ზნეობის და რელიგიის ორი წყარო (Les deux sources de la morale et de la religion) (1932)

ანრი ბერგსონი 1859 წლის 18 ოქტომბერს დაიბადა პარიზში. მამამისი მიშელ ბერგსონი იყო პოლონელი ებრაელი, ხოლო დედამისი კატერინა ლივისონი, წარმოშობით იყო ინგლისელი და ირლანდიელი ებრაელი. ბერგსონები ანრის დაბადების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდნენ, იგი ინგლისურ ენას ადრეულ ასაკში დედის დახმარებით დაეუფლა. სანამ 9 წლის გახდებოდა მისი მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ საფრანგეთში, მოგვიანებით ბერგსონი გახდა საფრანგეთის კანონიერი მოქალაქე.

ჰენრი ბერგსონი 1891 წელს დაქორწინდა მარსელ პრუსტის ბიძაშვილზე, ლუიზა ნიუბერგერზე. მათ 1891 წელს ეყოლათ ქალიშვილი. ბერგსონის და მინა ბერგსონი დაქორწინდა ინგლისელ ავტორზე, სამუელ ლიდელ მაკგრეგორ მათერზე, ისინი მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდნენ პარიზში.

განათლება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Essai sur les données immédiates de la conscience (დიზერტაცია, 1889)
Quid Aristoteles de loco senserit (დიზერტაცია, 1889)

ბერგსონი 1868 წლიდან 1878 წლამდე სწავლობდა პარიზის ერთ-ერთ სკოლაში, „Lycée Fontanes“-ში. მიიღო ებრაული განათლება, თუმცა მოგვიანებით მოზარდობის პერიოდში დაკარგა რელიგიური რწმენა.

სკოლაში სწავლის დროს, მან ორჯერ მოიგო პრიზი: ერთხელ სამეცნიერო ნაშრომისთვის, ხოლო მეორედ 1877 წელს, მათემატიკური პრობლემის გადაჭრის გზის პოვნისთვის. მისი მათემატიკური პრობლემის გადაჭრის გზა იმავე წელს გამოქვეყნდა ფრანგულ სამეცნიერო ჟურნალში „Nouvelles Annales de Mathématiques“.[25] ეს იყო ბერგსონის პირველი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 19 წლის ასაკში მან სწავლა განაგრძო პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დამამთავრებელ სკოლაში „École Normale Supérieure“. ამ პერიოდში მან წაიკითხა ინგლისელი ფილოსოფოსის, ბიოლოგის, ანთროპოლოგის და სოციოლოგის ჰერბერტ სპენსერის ნამუშევრები. 1881 წელს დაამთავრა „პარიზის უნივერსიტეტი“.

მოგვიანებით მან ანჟუს უძველეს დედაქალაქში ანჟეში მოიპოვა მასწავლებლის ლიცენზია. ორი წლის შემდეგ დასახლდა ოვერნის რეგიონში, კლერმონ-ფერანიში, ცენტრალურ საფრანგეთში.

კლერმონ-ფერანიში დასახლების შემდეგ, მან ლიტერატურული პუბლიკაციით გამოავლინა თავისი უნარი ჰუმანიტარული მეცნიერების დარგში. ლექტორობის და მაწავლებლობის პერიოდში, იგი დიდ დროს უთმობდა სწავალსა და ორიგინალურ მუშაობრომანული და ბერძნული ფილოსოფიისას. 1889 წელს „პარიზის უნივერსიტეტისგან“ დოქტორის ხარისხის მისაღებად მან დაწერა მოკლე ლათინური სადისერტაციო ნაშრომი არსიტოტელეს შესახებ, სახელწოდებით: „დრო და თავისუფალი ნება“. ეს ნაშრომი იგივე წელს გამოქვეყნებული იქნა ფრანგი გამომცემლის ფელიქს ალკანის მიერ. ბერგსონმა „დრო და თავისუფალი ნება“ მიუძღვნა განათლების მინისტრს და ინდუქციის დაარსების შესახებ შექმნილ ფილოსოფიური ნაშრომის ავტორს, ჟიულ ლაშერიელს (1832-1918), რომელიც იყო ფრანგი ფილოსოფოსის ფელიქს რავაისონის (1813-1900) მოწაფე.

1888 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა კვლავ პარიზში. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში მასწავლებლობდა მუნიციპალურ კოლეჯში, რომელიც ცნობილი იყო როგორც „კოლეჯ როლინნი“, მან მუშაობა განაგრძო პარიზის საჯარო სკოლა „Lycée Henri-Quatre“-ში, სადაც იგი 8 წლის განმავლობაში დარჩა. ამ სკოლაში იგი კითხულობდა ჩარლზ დარვინის თეორიებს.

1896 წელს მან გამოაქვეყნა თავისი რიგით მეორე ფილოსოფიური ნაშრომი, სახელწოდებით „მატერია და მეხსიერება“, ეს საკმაოდ რთული შრომა იკვლევს ტვინის ფუნქციონირებას და ახდენს აღქმის და მეხსიერების ანალიზს. ბერგსონმა თითოეულ ნამუშევარზე მუშაობას რამდენიმე წელი მოანდომა, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა წიგნით „მატერია და მეხსიერება“.

1900 წელს იგი გახდა „საფრანგეთის კოლეჯის“ პროფესორი, სადაც იგი ლექციებს რომანული და ბერძნული ფილოსოფიის შესახებ კითხულობდა.

შემდეგი წლები და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზში მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ცხოვრებისას, 1927 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, წიგნის „კრეატიული რევოლუციის“ დაწერისათვის.

1928 წელს გახდა „ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის“ წევრი.[26] პენსიაზე გასვლის შემდეგ იგი დაავადდა დეგენერაციული დაავადებით რევმატიზმით, რომელმაც ბერგსონი ნახევრად პარალიზებული დატოვა. მან შემდეგ თავისი ახალი ნაშრომი „ორი წყარო მორალსა და რელიგიაზე“ დაწერა. რომელიც მოიცავს თავის ფილოსოფიურ შეხედულებებს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის: რელიგიასა და ზნეობრიობაზე.

იგი ბრონქიტით 1941 წლის 3 იანვარს, ოკუპირებულ პარიზში გარდაიცვალა.[27]

ჰენრი ბერგსონი დაკრძალულია საფრანგეთის ერთ-ერთი განყოფილების „Hauts-de-Seine“-ის რომანულ-კათოლიკურ სასაფლაოზე.

მისი პუბლიკაციები ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი როგორც თავის სიცოცხლეში ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც. მეოცე საუკუნეში მრავალმა მწერალმა გააკრიტიკა ბერგსონის ნაშრომები, მათემატიკური ინტუიციონიზმი, ინდეტერმინიზმი და ფსიქოლოგიზმი, მათ შორისაა: ბერტრან რასელი, ჯორჯ სანტაიანა, ჯორჯ ედუარდ მური, მარტინ ჰაიდეგერი, ტომას სტერნზ ელიოტი, ჯინ-პოლ სარტრე, ლუსია კოლეტი და სხვა.

  • მიშელ ფუკო – სიტყვები და საგნები, 2004 წ. გვ.462

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118509578 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Léonore databaseministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Internet Philosophy Ontology project
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Kinmont D. Bergson, Henri // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T008125
  8. 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  9. 9.0 9.1 AlKindi
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 www.accademiadellescienze.it
  11. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  13. 13.0 13.1 The Fine Art Archive — 2003.
  14. Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
  15. Base biographiqueBIU Santé.
  16. 16.0 16.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  17. 17.0 17.1 17.2 Бергсон Анри // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  18. Union List of Artist Names — 2011.
  19. BeWeB
  20. კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  21. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  22. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1927/
  23. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  24. 24.00 24.01 24.02 24.03 24.04 24.05 24.06 24.07 24.08 24.09 24.10 24.11 24.12 24.13 24.14 24.15 24.16 24.17 24.18 24.19 24.20 24.21 24.22 24.23 24.24 24.25 24.26 24.27 24.28 24.29 24.30 24.31 Collinson D. Biographical Dictionary of Twentieth-Century Philosophers — 1996. — ISBN 978-0-415-06043-1
  25. „Nouvelles Annales de Mathématiques“. 2 (17). Paris. 1878: 268. ციტირების თარიღი: 15 March 2018. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  26. Book of Members, 1780–2010: Chapter B. American Academy of Arts and Sciences. ციტირების თარიღი: 16 June 2011.
  27. Henri Bergson – Philosopher – Biography. www.egs.edu (3 January 1941). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2010. ციტირების თარიღი: 17 February 2010.