ერიკ აქსელ კარლფელდტი
| ერიკ აქსელ კარლფელდტი | |
|---|---|
| შვედ. Erik Axel Karlfeldt | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1864[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
| დაბადების ადგილი | Folkärna[2] |
| გარდაცვალების თარიღი | 8 აპრილი, 1931[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] (66 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | Engelbrekt church parish[2] |
| დასაფლავებულია | Folkärna Church |
| საქმიანობა | პოეტი[2] [11] და მწერალი[2] |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | უფსალის უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[12] [13] და Samfundet De Nio's Grand Prize |
| მეუღლე | Gerda Karlfeldt |
| პარტნიორ(ებ)ი | Aagot Vilhelmine Klaveness |
ერიკ აქსელ კარფელდტი (შვედ. Erik Axel Karlfeldt; დ. 20 ივლისი, 1864 — გ. 8 აპრილი, 1931) — შვედი პოეტი, რომლის უაღრესად სიმბოლისტური პოეზია ძალიან პოპულარული იყო. მაღალი მხატვრული ღირებულებების მქონე პოეზიის გამო მწერალს სიკვდილის შემდეგ ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში (1931). კარლფელდტი ნომინაციაზე წარადგინა შვედეთის აკადემიის წევრმა — ნათან სიოდერბლუმმა. არსებობს ვერსია, რომ კარლფელდტს ჯილდო 1919 წელსაც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.
კარლფელდტი შვედეთში, დარლის პროვინციის პატარა სოფელში, კარლბოში, დაიბადა. თავდაპირველად მისი სახელი იყო ერიკ აქსელ ერიქსონი, მაგრამ 1889 წელს მამისგან გამიჯვნის მიზნით, მან გვარი გამოიცვალა. სწავლობდა უფსალის უნივერსიტეტში, ერთდროულად ასწავლიდა რამდენიმე ადგილას, მათ შორის, დიურშოლმის (სტოკჰოლმის გარეუბანი) სკოლაში და სხვა სკოლებში. სწავლის დასრულების შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში კარლფელდტი სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. 1904 წელს კარლფელდტი შვედეთის აკადემიის წევრად აირჩიეს და მან 11 ნომერი სკამი დაიკავა. 1905 წელს აკადემიის ნობელის ინსტიტუტში მიიღეს, 1907 წელს კი — ნობელის კომიტეტში. 1912 წელს აკადემიის მუდმივ მდივნად აირჩიეს. მას ეს პოსტი სიკვდილამდე ეკავა.
1917 წელს ერიკ კარლფელდტი უფსალის უნივერსიტეტმა, მწერლის ალმა-მატერმა, დოქტორის საპატიო დიპლომით დააჯილდოვა.
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Karlfeldtsamfundet (Swedish). Retrieved 2010-02-17.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 Erik Axel Karlfeldt — 1917.
- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Nationalencyklopedin — 1999.
- 1 2 IMSLP — 2006.
- 1 2 Discogs — 2000.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- 1 2 3 abART
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1931/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
| ||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||
- დაბადებული 20 ივლისი
- დაბადებული 1864
- გარდაცვლილი 8 აპრილი
- გარდაცვლილი 1931
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- შვედი პოეტები
- შვედეთის აკადემიის წევრები
- შვედი ნობელის პრემიის ლაურეატები
- შვედურენოვანი პოეტები
- უფსალის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით
- მწერლები ანბანის მიხედვით