შინაარსზე გადასვლა

თომას მანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თომას მანი
გერმ. Thomas Mann
დაბადების თარიღი 6 ივნისი, 1875(1875-06-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20]
დაბადების ადგილი ლიუბეკი[1] [21] [17]
გარდაცვალების თარიღი 12 აგვისტო, 1955(1955-08-12)[1] [21] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] [16] [17] [18] [19] [20] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ციურიხი[1] [21]
დასაფლავებულია Kilchberg cemetery[22]
საქმიანობა რომანისტი, ესეისტი[19] , ავტობიოგრაფი, ნოველისტი, სოციალური კრიტიკოსი, დღიურის ავტორი, სცენარისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი[18] [19] [23] [24] , პოეტი[24] და მუსიკოსი[24]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა გერმანიის იმპერია
ჩეხოსლოვაკია[25]
აშშ[26]
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი[27] და Katharineum
Magnum opus ბუდენბროკები, ჯადოსნური მთა, სიკვდილი ვენეციაში, იოსები და მისი ძმები, ლოტე ვაიმარში, სამეფო უდიდებულესობა, დოქტორი ფაუსტი, The Holy Sinner, Confessions of Felix Krull, ტრისტანი, ტონიო კრეგერი, მარიო და ჯადოქარი, Reflections of an Unpolitical Man, ხილვა, Gefallen, ბედნიერებისკენ სწრაფვა, Disillusionment, სიკვდილი, Little Herr Friedemann, ჯამბაზი, ტობიას მინდერნიკელი, The Wardrobe, შურისძიება, Luischen, The Road to the Churchyard, Gladius Dei, Fiorenza, მშიერი, The Child Prodigy, იღბლიანი, როდესაც წინასწარმეტყველი, დაღლილი საათი, Anekdote, Railway Accident, The Fight between Jappe and the Do Escobar, A Man and His Dog, ბავშვის სიმღერა, The Blood of the Walsungs, Disorder and Early Sorrow, The Transposed Heads, The Tables of the Law, შავი გედი, Q2518449?, Die Lösung der Judenfrage, Q230370?, Q27019791?, The German Republic, Q331051?, Q1202051?, Q1814783?, That man is my brother, The Problem of Freedom, Listen, Germany!, Germany and the Germans, Q1749651?, Q2518447? და The Coming Victory of Democracy
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[28] [29] , გოეთეს პრემია, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ფელტრინელის პრემია, Goethe Plaque of the City of Frankfurt, პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Commander of the Order of Orange-Nassau, honorary citizen of Lübeck, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის საპატიო დოქტორი, ლუნდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Bonn, იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Jena, Goethe Medal for Art and Science, honorary doctor of Rutgers University, ორდენი „დამსახურებისათვის“, Order of Orange-Nassau და Taylorian Lecture
მეუღლე კატია მანი[30]
შვილ(ებ)ი ერიკა მანი[30] , კლაუს მანი[30] , გოლო მანი[30] , მონიკა მანი[30] , ელიზაბეთ მან-ბორგეზე[31] [30] და მიხაელ მანი[30]
ნათესავ(ებ)ი Alfred Pringsheim
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

პაულ თომას მანი (გერმ. Paul Thomas Mann; დ. 6 ივნისი 1875, ლიუბეკი, გერმანია — გ. 12 აგვისტო 1955, ციურიხი, შვეიცარია) — გერმანელი მწერალი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ლიტერატორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1929).

1901 წელს გამოქვეყნებულ მის პირველ რომანს „ბუდენბროკები“ მოჰყვა ნოველები და მოთხრობები, როგორიცაა „ტონიო კრიოგერი“, „ტრისტანი“ და „სიკვდილი ვენეციაში“.

1924 წელს გამოსცა „ჯადოსნური მთა“. ამ ნაწარმოებით მან განაგრძო ევროპული საგანმანათლებლო რომანის ტრადიცია, წარმოაჩინა შემოქმედებითი ოსტატობა: მთხრობელი ინარჩუნებს სკეპტიკურ-ირონიულ დისტანციას პერსონაჟების მიმართ, ტიპური სიტუაციები მეორდება,[32] ხოლო მთელ ტექსტში სუფევს სინტაქსურად რთული და მაღალმხატვრული სტილი. მის შემდგომ ნამუშევრებსაც ეს თავისებურებები ახასიათებს – მაგალითად, ნოველას „მარიო და ჯადოქარი“, ტეტრალოგიას „იოსები და ძმანი მისნი“ და გვიანდელ ნაწარმოებს „დოქტორი ფაუსტუსი“.

დიდი ყურადღება დაიმსახურა მისმა ესეებმა და გამოსვლებმა აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებზე. თავდაპირველად იგი სკეპტიკურად იყო განწყობილი დასავლური დემოკრატიისადმი, თუმცა 1920-იანი წლების დასაწყისში გადაიქცა ვაიმარის რესპუბლიკის ერთგულ დამცველად. ნაციონალ-სოციალისტური მმართველობის პერიოდში იგი 1933 წელს ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში, სადაც 1936 წელს მიიღო ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა, ხოლო 1938 წელს გადავიდა აშშ-ში, რომლის მოქალაქეობაც 1944 წელს მიიღო. 1952 წლიდან გარდაცვალებამდე კვლავ შვეიცარიაში ცხოვრობდა.


თომას მანი არის ლიუბეკის მაღალი საზოგადოების, კომერსანტთა ოჯახის – მანების საგვარეულოს წარმომადგენელი. ოჯახის უფროს ჰაინრიხ მანს ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში „და სილვა-ბრუნსი“ წარმომავლობით გერმანელი პლანტატორისა და პორტუგალიური წარმოშობის ბრაზილიელი კრეოლების შთამომავალი იყო. მისი უფროსი ძმა, ჰაინრიხ მანი და მის ექვს შვილთაგან ოთხი – ერიკა, კლაუსი, გოლო და მონიკა აგრეთვე მწერლები იყვნენ.

თომას მანი 1875 წლის 11 ივნისს მოინათლა ლიუბეკის წმინდა მარიას ეკლესიაში როგორც ევანგელისტი.

ოჯახში მის გარდა კიდევ ოთხი შვილი გაჩნდა: უფროსი ძმა ჰაინრიხი (1871–1950), იულია (1877–1927, თვითმკვლელობა), კარლა (1881–1910, თვითმკვლელობა) და ვიქტორი (1890–1949).

ბავშვობა თომას მანმა შემდგომში აღწერა, როგორც „განებივრებული და ბედნიერი“. იგი გაიზარდა შეძლებულ გარემოში ლიუბეკში, სადაც მამამისი 1877 წლიდან 1891 წელს გარდაცვალებამდე ეკონომიკისა და ფინანსების სენატორი იყო.

1891 წელს თომას მანის მამა გარდაიცვალა შარდის ბუშტის კიბოთი. ანდერძით მან დაიბარა, რომ ლიუბეკში არსებული საწარმო და საცხოვრებელი სახლი უნდა გაყიდულიყო. მიღებული თანხა ინვესტიციად უნდა განთავსებულიყო, ხოლო ამ თანხის პროცენტები მის მეუღლესა და შვილებს უნდა მიეღოთ საარსებო შემოსავლის სახით.

ცხრაწლიანი სასკოლო სწავლების შემდეგ, თომას მანმა 1894 წელს ლიუბეკში საშუალო განათლების ატესტატის გამოცდები ჩააბარა, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ ექვსწლიანი სწავლების შემდეგ გაიცემოდა. მან, ეს გამოცდები საშუალო, ზოგ შემთხვევაში კი საკმაოდ სუსტი შეფასებებით ჩააბარა.[33] სასწავლო წლები მან შემდგომში მოიხსენია, როგორც „მონოტონური და უინტერესო“.

ადრეული ასაკიდან დაიწყო წერა, უკვე 1893 წელს მონაწილეობდა საკუთარ თანაკლასელებთან ერთად გამოცემული ჟურნალის „გაზაფხულის ქარიშხალი“ რედაქტირებაში და აქვე აქვეყნებდა პროზაულ ჩანახატებსა და ესეებს. 1889 წელს, როცა თომასი მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო, ფრიდა ლ. ჰარტენშტეინისადმი მიწერილს წერილს ასე მოაწერა ხელი: „თომას მანი, ლირიკული და დრამატული პოეტი“.

1894 წელს მან, როგორც მაღალი კლასის მოსწავლემ, ნაადრევად დატოვა ლიუბეკის გიმნაზია და გადავიდა მიუნხენში, სადაც დედა და და-ძმები უკვე წელიწადით ადრე იყვნენ საცხოვრებლად გადასულები.

კრაფტ ტესდორფმა, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ დანიშნეს თომას მანისა და მისი არასრულწლოვანი და-ძმების მეურვედ, განსაზღვრა, რომ თომასს სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა აერჩია პრაქტიკული პროფესია. აქედან გამომდინარე, მან სტაჟიორად მუშაობა დაიწყო ერთ ხანძარსაწინააღმდეგო სადაზღვევო კომპანიაში, თუმცა საოფისე საქმიანობა მოსაწყენი და უინტერესო აღმოჩნდა მისთვის.

მისი სამწერლო დებიუტი შედგა 1894 წელს ნოველით „დაცემული ქალი", რომელიც გამოქვეყნდა ლიტერატურულ ჟურნალ „საზოგადოებაში“. იმავე ჟურნალში, ჯერ კიდევ 1893 წელს უკვე დაბეჭდილი იყო მისი ლექსი „ორგზის გამომშვიდობება". ამ წარმატების შემდეგ თომას მანს შესთავაზეს ახალი პუბლიკაციები ცნობილ სამხატვრო ჟურნალში „Pan“.[34]

პირველი წარმატების შემდეგ, 1895 წელს თომას მანმა დატოვა სამსახური სადაზღვევო კომპანიაში და დაიწყო ლექციების მოსმენა მიუნხენის ტექნიკურ უმაღლეს სკოლაში იმ მიზნით, რომ მომავალში ჟურნალისტის პროფესია შეეძინა.

1896 წელს, 21 წლის ასაკში იგი სრულწლოვანი გახდა და დაიწყო მამის დანატოვარი ქონებიდან მიღებული პროცენტის, თვეში 180 მარკის მიღება, რაც საშუალებას აძლევდა დამოუკიდებლად ეცხოვრა და მხოლოდ მწერლობით დაკავებულიყო.

1895–1896 წლებში იგი თანამშრომლობდა ნაციონალისტურ-შოვინისტურ ჟურნალთან „მეოცე საუკუნე“, რომლის რედაქტორიც გარკვეული პერიოდით მისი ძმა ჰაინრიხ მანი იყო.[35]

პირველი გამოცემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჰაინრიხ და თომას მანების ფოტოსურათი, „ატელიე ელვირა“, დაახლოებით 1902 წელი

1896 წელს თომას მანი იტალიაში გაჰყვა თავის უფროს ძმას, ჰაინრიხ მანს. 1897 წლის ივლისში მათ იქირავეს საცხოვრებელი ოთახი რომის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პალესტრინაში, სადაც ერთად შექმნეს წიგნი სათაურით „ილუსტრირებული წიგნი დამჯერი ბავშვებისთვის“. წიგნი შეიცავდა პაროდიულ მხატვრულ ლექსებს და თავად ძმების მიერ შექმნილი ილუსტრაციებით იყო გაფორმებული. ძმებმა ეს წიგნი აჩუქეს დას, კარლას კონფირმაციის დღეს.

აღნიშნული წიგნის ერთადერთი ეგზემპლარი კარლას გარდაცვალების შემდეგ გადავიდა უმცროსი ძმის, ვიქტორ მანის მფლობელობაში, რომელმაც მოგვიანებით იგი გადასცა თომას მანის შვილებს. 1933 წლის ემიგრაციის შემდეგ ეს უნიკალური წიგნი დაიკარგა და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მხოლოდ ის ლექსები, რომლებსაც ვიქტორ მანი ციტირებდა თავის მემუარებში „ჩვენ ხუთნი ვიყავით“ და რამდენიმე ილუსტრაციის ასლი შემორჩა, როგორც თომას და ჰაინრიხ მანების ერთობლივად შექმნილი ერთადერთი ნამუშევრის ნაშთი.

პალესტრინაში ყოფნის პერიოდში თომას მანმა დაწერა რამდენიმე ნოველა, მათ შორის „პატარა ბატონი ფრიდემანი“ და დაიწყო თავისი პირველ რომან „ბუდენბროკების“ შექმნა.

მისი ეპიზოდური თანამშრომლობა ანტისემიტურ ჟურნალთან „მეოცე საუკუნესთან“ შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერიოდით, როცა ჟურნალს მისი ძმა ჰაინრიხ მანი რედაქტორობდა (1895–1896 წლები). მიუხედავად იმისა, რომ თომას მანის სტატიები შედარებით ზომიერი ტონით იყო დაწერილი, ვიდრე დანარჩენი მასალები, მათშიც იკითხება ანტიიუდაური სტერეოტიპები, ისევე, როგორც მე-19 და მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე შექმნილ მის ადრეულ ლიტერატურულ ნაშრომებში.[36][37]

1898 წლიდან თომას მანი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სატირული ჟურნალ „სიმპლიცისიმუსის“ რედაქციაში.

1900 წელს იგი მიუნხენში ერთწლიან მოხალისედ ჩაეწერა სამხედრო სამსახურში. მისი სამხედრო კარიერა მხოლოდ სამი თვე გაგრძელდა, იგი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად გამოცხადეს. ეს მოხერხდა დედის გავლენით, რომელმაც ერთ-ერთი უფროსი სამხედრო ექიმი დაარწმუნა, რომ თომასი ბრტყელტერფიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად თავის ძმას, ჰაინრიხს წერდა ბრტყელტერფიანობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო.[38]

ეს შემთხვევა მოგვიანებით ირონიულად არის ასახული მის რომანის „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“ სცენაში, სადაც გმირი სამხედრო შემოწმებას გადის. ასევე, ჰაინრიხ მანის რომანში „ქვეშევრდომი“ მთავარი გმირიც სწორედ მოგონილი ბრტყელტერფიანობის გამო თავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან.

1901 წელს გამოიცა თომას მანის პირველი რომან “ბუდენბრუკები“ ორ ტომად. პირველმა გამოცემამ თავდაპირველად მცირე ყურადღება მიიპყრო, თუმცა 1903 წელს გამოცემულმა ერთტომიანმა მეორე გამოცემამ დიდი წარმატება მოიპოვა და თომას მანი ფართო საზოგადოებაში ცნობილ მწერლად აქცია.

"ბუდენბროკების" რამდენიმე მთავარი პერსონაჟი მანების ოჯახის წევრების პროტოტიპია, ხოლო მრავალი მეორეხარისხოვანი ფიგურა, ქალაქ ლიუბეკის რეალურ მოქალაქეებს ჰგავს. მათი უმეტესობა არ იყო მოხარული, რომ საკუთარ თავს ირონიულად წარმოდგენილს ხედავდა წიგნში. თომას მანმა ამ პრეტენზიებზე საჯაროდ უპასუხა თავის ესსეში „ბილზე და მე“, სადაც საკუთარი პოზიცია განმარტა. ცოტა ხანში ლიუბეკში გავრცელდა სია, რომელშიც ჩამოთვლილი იყო რომანის პერსონაჟთა რეალური პროტოტიპები. ამ სიას ერთ-ერთი ადგილობრივი წიგნის მაღაზია კლიენტებს ურიგებდა. ამის გამო ლიუბეკელთა დამოკიდებულება თავიანთ ცნობილ თანამოქალაქესთან მრავალი წლის განმავლობაში დაძაბული დარჩა.

1929 წელს, რომანის გამოცემიდან 28 წლის შემდეგ თომას მანს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში სწორედ, ბუდენბრუკებისათვის მიენიჭა.

1903 წელს ძმებს, თომასსა და ჰაინრიხს შორის პირველი უთანხმოებები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ თომას მანი უკვე დამკვიდრებული მწერალი იყო და ფართო აღიარებით სარგებლობდა, იგი საკუთარ თავს მაინც ჩრდილში მყოფად გრძნობდა თავისი უფროსი ძმის შემოქმედებასთან შედარებით. ამასთან, თავადაც მწვავედ აკრიტიკებდა ჰაინრიხის ნაშრომებს და მათში არსებულ „მოსაწყენ ურცხვობას“ საყვედურობდა. განსაკუთრებით ცუდათ შეხვდა ჰაინრიხ მანის ახლადგამოცემულ რომანს „სიყვარულიზე ნადირობა“.[39] მიუხედავად დაძაბულობისა, ძმებს შორის კავშირი საბოლოოდ არ გაწყვეტილა, პერიოდულად თავშეკავებული და თავაზიანი ურთიერთობა ისევ გრძელდებოდა, თუმცა მათი შემოქმედებითი დიალოგი შემოიფარგლებოდა მხოლოდ წერილობითი მიმოწერით, სადაც ისინი ერთმანეთის ახალ ნაწარმოებებს და იდეებს კრიტიკულად განიხილავდნენ.

კატია პრინგსჰაიმის ნიშნობის ფოტო, 1905

თომას მანმა მომავალი მეუღლე კატარინა (კატი) პრინგსჰაიმი 1904 წელს გაიცნო. იგი მათემატიკოს ალფრედ პრინგსჰაიმის ქალიშვილი და ფემინისტ მოაზროვნე ჰედვიგ დომის შვილიშვილი იყო.

ქორწინებამდე თომას მანის წერილებსა და დღიურებში მხოლოდ ჰომოეროტიული სიმპატიება დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, თომას მანი საკუთარ ჰომოსექსუალობას პრაქტიკულად არ გამოხატავდა, იგი მხოლოდ ყმაწვილებისადმი ინტელექტუალური და ემოციური აღფრთოვანებით შემოიფარგლებოდა, რაც შემდგომში მხატვრულად აისახა მის ცნობილ ნაწარმოებებში: „სიკვდილი ვენეციაში“ – პერსონაჟების, გუსტავ ფონ აშენბახისა და ტაციოს, ხოლო „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარებაში" – ლორდ კილმარნოკისა და კრულის ურთიერთობაში. მოგვიანებით, ეს თემატიკა მან პირდაპირ გააანალიზა თავის ესსეში „ქორწინების შესახებ“, სადაც „ჰომოეროტიკას“ საკუთარ შინაგან პრობლემად განიხილავდა. თავის დღიურში (1934 წლის 6 მაისის ჩანაწერში) მან პაულ ერენბერგთან ურთიერთობას უწოდა თავისი ახალგაზრდობის „მთავარი გულის გამოცდილება“. ამ შინაგანმა და სულიერმა თემებმა გავლენა მოახდინა მის შემდგომ შემოქმედებაზე, მათ შორის ტეტროლოგიაში „იოსები და ძმანი მისნი“ და რომანში „დოქტორ ფაუსტუსი“.[40]

კატიასთან დაქორწინების გადაწყვეტილებით თომას მანმა აირჩია მოწესრიგებული და საზოგადოებრივად მიღებული ცხოვრება, ქორწინება მიუნხენის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ოჯახის შვილთან. თავდაპირველად კატია ყოყმანობდა და ქორწინება მხოლოდ 1905 წლის 11 თებერვალს შედგა. მწერალი ამ პერიოდში განცდილ გრძნობებს შემოქმედებითად გადმოსცემს თავის მეორე რომანში „სამეფო უდედებულესობა“, რომელიც 1909 წელს გამოქვეყნდა და არაერთ ავტობიოგრაფულ ელემენტს შეიცავს.

კატია და თომას მანები, 1929.

ქორწინებიდან თომას და კატი მანებს შეეძინათ ექვსი შვილი:

  • ერიკა (1905–1969)
  • კლაუსი (1906–1949, თვითმკვლელობით გარდაიცვალა)
  • გოლო (1909–1994)
  • მონიკა (1910–1992)
  • ელისაბედ (1918–2002)
  • მიხაელი (1919–1977, სავარაუდოდ თვითმკვლელობითგარდაიცვალა)

1912 წელს კატია მანს ექიმებმა სავარაუდოდ ტუბერკულოზი დაუდგინესეს, რის გამოც იგი იძულებული გახდა ხანგრძლივი მკურნალობისთვის შვეიცარიის ქალაქ დავოსის სანატორიუმში წასულიყო. თომას მანი, რომელიც მოგვიანებით ეწვია მას, მოიხიბლა სანატორიუმის ატმოსფეროთი, პაციენტების სამყაროთი და კატიას მიერ აღწერილი შთაბეჭდილებებით. ეს გარემოებები მისთვის შთაგონება იყო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი რომანისთვის „ჯადოსნური მთა“, რომლის წერაც მან დაიწყო 1913 წელს, თუმცა მუშაობა 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო შეაჩერა და მხოლოდ 1924 წელს დაასრულა.

პირველი მსოფლიო ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თომას მანი თავის მიუნხენის ბინაში (1932)

1914 წელს თომას მანის ოჯახმა მიუნხენში, ჰერცოგპარკის რაიონში, პოშინგერის ქუჩა №1-ში შეიძინა სახლი. იმავე წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, რომლის მიმართაც გერმანიაში, განსაკუთრებით კი ბურჟუაზიულ წრეებში, ფართოდ გავრცელდა ენთუზიაზმითა და პატრიოტული აღტკინებით სავსე განწყობა. ბევრი მწერალი, მათ შორის ალფრედ კერი, რობერტ მუზილი, რიხარდ დეჰმელი და გერჰარტ ჰაუპტმანი გამოთქვამდა ომის სამართლიანობისა და უცილებლობის რწმენას.

თომას მანი ომის შესახებ თავის ძმას, ჰაინრიხს წერდა: „პირადად მე ჩემი ცხოვრების მატერიალური საფუძვლების ძირფესვიანი შეცვლისთვის ვემზადები. თუ ომმა დიდხანს გასტანა, საკმაოდ დაბეჯითებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, როგორც იტყვიან, „დაქცევა“ არ ამცდება. ღმერთმანი! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას იმ ძვრების ფონზე (უწინარეს ყოვლისა კი სულიერი ძვრებისა), რომლებიც აუცილებლად მოჰყვება ასეთ მოვლენებს! განა მადლიერი არ უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოწმენი გავხდით ამ სრულიად მოულოდნელი, დიადი მოვლენებისა?“ თომას მანს ომი აუცილებლად მიაჩნდა, რადგან, მისი აზრით, საჭირო იყო „მსოფლიოს ყველაზე ამაზრზენი პოლიციური სახელმწიფოს“, ანუ ცარისტული რუსეთის, განადგურება.

ესეში „აზრები ომიანობის ჟამს“ თომას მანი თავისი მილიტარისტი თანამოაზრეების დამცველად მოგვევლინა. იგი ომს „გათავისუფლებად“ მიიჩნევდა, ამტკიცებდა, რომ გერმანია „კულტურის“ ქვეყანა იყო და თავი უნდა დაეცვა ფრანგულ-ბრიტანული „ცივილიზაციისგან“. ამ პერიოდში მან მთლიანად გაწყვიტა ურთიერთობა თავის ძმასთან, ჰაინრიხთან, რომელიც შტეფან ცვაიგის, არტურ შნიცლერის, რომენ როლანისა და, მოგვიანებით, ჰერმან ჰესეს მსგავსად აქტიურად ეწინააღმდეგებოდა 1914 წლისთვის საზოგადოებაში ფართოდ ფეხმოკიდებულ შოვინისტურ იდეებს. თავის მოზრდილ ნაშრომში „აპოლიტიკური კაცის ფიქრები“ თომას მანი დაწვრილებით აანალიზებს ომის პერიოდში და ომამდე გავრცელებულ სულიერ ტენდენციებს, გვიჩვენებს სხვაობას გერმანელთათვის დამახასიათებელ პესიმისტურ თვითირონიას (რაც სულ არ გამორიცხავს სიცოცხლის სიყვარულს) და რომანული სამყაროსთვის ჩვეულ სულიერსა თუ ცხოვრებისეულ რადიკალიზმს შორის. გერმანულ-ბურჟუაზიული ხელოვნების წარმომადგენლის ანტიპოდად თომას მანს მიაჩნდა თავისი ძმა ჰაინრიხი, რომელიც, მისი აზრით, ფრანკოფილური ცივილიზაციის მწერალი იყო.

ვაიმარის რესპუბლიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ვალტერ რათენაუს მკვლელობამ 1922 წლის 24 ივნისს მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თომას მანზე და ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი გახდა, რის გამოც მან საჯაროდ დაუჭირა მხარი ვაიმარის რესპუბლიკასა და მის ღირებულებებს. თავისი ცნობილი სიტყვით გამოსვლით „გერმანული რესპუბლიკის შესახებ“, ის პირველად გამოვიდა როგორც პოლიტიკური მრწამსის მქონე ინტელექტუალი და ახალი სახელმწიფო წყობის მხარდამჭერი. თომას მანის თქმით, „დემოკრატია და ჰუმანურობა“ ერთი და იგივეა და რადგან ადამიანი ვალდებულია ემსახუროს ჰუმანურობის პრინციპს, ის უნდა ისწრაფოდეს დემოკრატიული თანაცხოვრებისაკენ. ამ პერიოდის განმავლობაში იგი შეუერთდა ლიბერალ-დემოკრატიულ „გერმანიის დემოკრატიული პარტიას“ და ასევე გახდა პანევროპული კავშირის კომიტეტის წევრი. [41]

1924 წელს მანმა გამოსცა რომანი „ჯადოსნური მთა“, რომელმაც მყისიერად დიდი წარმატება მოიპოვა. ამას მოჰყვა ნაშრომები „უწესრიგობა და ადრეული მწუხარება“ და „ქორწინების შესახებ“. 1925 წელს მანმა დაიწყო მუშაობა მონუმენტურ ტეტრალოგიაზე „იოსები და ძმანი მისნი“. იოსების სახის ფორმირებისას მან მოდელად გამოიყენა ახალგაზრდები, რომლებიც მას განსაკუთრებულად იზიდავდნენ და შთაგონებას აძლევდნენ, მათ შორის იყო მაშინ მხოლოდ თვრამეტი წლის კლაუს ჰოიზერი (1909–1994) – მხატვარ ვერნერ ჰოიზერის შვილი და მანის შვილების მეგობარი, რომელსაც მწერალი 1927 წელს შეხვდა კამპენში, (ზილტის კუნძულზე). მანი თავის დღიურში მასზე ასე წერდა: „ადამიანური განზომილებით, ეს იყო ჩემი უკანასკნელი ვნება". კლაუს ჰოიზერის პიროვნული შთაბეჭდილებები აშკარად აისახა იოსების სახის ჩამოყალიბებაში.

თომას მანი, როგორც პრუსიის ხელოვნებათა აკადემიის პოეზიის სექციის დამფუძნებელი წევრი, აქტიურად ცდილობდა და მიზნად ისახავდა ლიტერატურის მნიშვნელობისა და პრესტიჟის ამაღლებას. განსაკუთრებით მწვავედ გამოვიდა ის იმდროინდელი კანონის წინააღმდეგ, რომელსაც ახალგაზრდობა უნდა დაეცვა ბინძური და უხამის ლიტერატურისგან, კანონის, რომელმაც მწერლის შემოქმედებითი თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდა.

მიუხედავად იმისა, რომ თომას მანი აღარ ცხოვრობდა და მუშაობდა ლიუბეკში, იგი ხშირად ბრუნდებოდა მშობლიურ ქალაქში. თომას მანი 1926 წელს ქალაქის 700 წლის იუბილეზე მოწვეულ სტუმართა შორის იყო. დღესასწაულის კულმინაცია 1926 წლის 6 ივნისს სწორედ თომას მანის 51-ე დაბადების დღეს დაემთხვა. ლიუბეკელმა მეცენატმა და მწერალმა იდა ბოი-ედმა, რომელიც დიდ მხარდაჭერას უცხადებდა თომას მანს, მწერალი და სხვა სტუმრები თავის ბინაში მიიწვია, საიდანაც მათ საზეიმო მსვლელობას უყურეს. ამის შემდეგ მათ იდას მიერ გამართულ თომას მანის დაბადების დღის წვეულებაზე იზეიმეს.[42]

1926 წლის 30 ნოემბერს მიუნხენის საკონცერტო დარბაზში წარმოთქმულ გამოსვლაში თომას მანმა მიუნხენის კულტურულ ცხოვრება და ლიტერატურული პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. ქალაქმა სწრაფად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა „ლიტერატურის ხელშეწყობის კომიტეტი“, ხოლო უკვე 1927 წლის დასაწყისში თომას მანი დანიშნეს ახლად დაარსებულ მიუნხენის ლიტერატურულ საბჭოში. საბჭოს მთავარი ამოცანა იყო მწერლების მხარდაჭერა, მათი ფინანსური დახმარება, ბეჭდვის ხარჯების დაფინანსება. 1928 წელს თომას მანის ინიციატივით დაწესდა ქალაქ მიუნხენის პოეზიის პრემია. თავდაპირველი ოპტიმიზმის მიუხედავად, 1929 წლიდან თომას მანმა სულ უფრო მეტად იგრძნო მემარჯვენე პოლიტიკური ძალების ზეწოლა, რის შედეგადაც მისი ლიტერატურული და კულტურული წინადადებები იშვიათად პოულობდა მხარდაჭერას.[43]

თომას მანისთვის ლიტერატურის ნობელის პრემიის მოპოვება მოულოდნელი არ ყოფილა, უკვე წლების წინ არსებობდა სპეკულაციები, რომ იგი ამ ჯილდოს მიიღებდა, თავადაც კი 1927 წლიდან იმედოვნებდა ამას.

1929 წლის 12 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში მას სტოკჰოლმიდან აცნობეს, რომ იგი დაჯილდოებული იყო. სიახლემ მას მცირე შოკი მოჰგვარა, რადგან შვედეთის აკადემიამ გადაწყვეტილება მხოლოდ მის პირველ რომანზე – „ბუდენბროკები, ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი“ – დაყრდნობით მიღო, ხოლო შემდგომი შემოქმედება, განსაკუთრებით "ჯადოსნური მთა“ შეფასებაში თითქმის უგულებელყოფილი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით გადამწყვეტი როლი ითამაშა გავლენიანმა შვედმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა, ფრედერიკ ბოოკმა, რომელსაც „ჯადოსნური მთა“ არ მოსწონდა და უარყოფითად აფასებდა.[44]

ჯილდოს თანხა შეადგენდა 200 000 რაიხსმარკას. თომას მანმა ამ თანხის ნაწილი გამოიყენა თავისი შვილების კლაუსისა და ერიკას ვალის დასაფარად, რომელიც მათ მსოფლიო ტურნეს შემდეგ ჰქონდა, სხვა ნაწილი მოხმარდა ნიდენში მდებარე საზაფხულო სახლის მშენებლობას, სახლს, რომელიც დღეს ფუნქციონირებს როგორც „თომას მანის კულტურის ცენტრი“, ასევე შეიძინა ორი ავტომობილი. დარჩენილი თანხა ინვესტიციად განათავსა. სტოკჰოლმში ყოფნისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ოჯახს ურჩია, ფული ქვეყნის გარეთ დაეტოვებინათ, თუმცა ისინი ვერ მიხვდნენ რატომ. როცა 1933 წელს გერმანიიდან ემიგრაციაში წავიდნენ, მანების ოჯახმა დაკარგა თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით უძრავი და მატერიალური აქტივები.

„გერმანული მიმართვა“ და ემიგრაცია 1933-1938 წლებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წლის რაიხსტაგის არჩევნებმა ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიის მუშათა პარტიას უზარმაზარი ხმების ზრდა მოუტანა, 1928 წლის 20 მაისის 2,6 პროცენტიდან 1930 წლის 14 სექტემბრისთვის 18,3 პროცენტამდე. თომას მანი, რომელიც, როგორც მრავალი სხვა სკეპტიკოსი, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მზარდ პოლიტიკურ გავლენს უნდობლობით აკვირდებოდა, საბოლოოდ გადავიდა გონიერების მოწოდებაზე. მან 1930 წლის 17 ოქტომბერს ბერლინის „ბეთჰოვენის დარბაზში“ წარმოთქვა საჯარო სიტყვა, რომელიც შემდგომ ისტორიაში შევიდა სახელწოდებით „გერმანული მიმართვა“. რესპუბლიკელებით და სოციალ-დემოკრატებით შევსებულ დარბაზში, ასევე იმყოფებოდა დაახლოებით ათიოდე ნაციონალ-სოციალისტი, რომლებმაც უშედეგოდ სცადეს გამოსვლის ჩაშლა ხმამაღალი შეძახილებით.[45]

თომას მანმა ნაციონალ-სოციალიზმი აღწერა როგორც: „ექსტრავაგანტური ბარბაროსობისა და პრიმიტიულ-მასობრივი ბაზრის სიხისტის გიგანტური ტალღად, რომელიც გამოირჩეოდა მასობრივი კრუნჩხვებით, გალობით, ჰალელუიებით და დერვიშულ, მონოტონურ ლოზუნგთა განმეორებით, სანამ ყველას პირზე ქაფი არ გადმოუვათ“. თომას მანი ამ პერიოდიდან მოყოლებული გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ინტელექტუალი მოწინააღმდეგე ნაციონალ-სოციალიზმისა.

1932 წლის ოქტომბერს ვენაში, ოტაკრინგერის სახალხო სახლში გამოსვლისას თომას მანმა კვლავ გააფრთხილა მსმენელი ადოლფ ჰიტლერის, ნაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის საფრთხეებზე. თავის სიტყვაში მან გამოკვეთა ერთობა სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან და გამოაცხადა სიმბოლური კავშირი „წითელ ვენასთან". მან თქვა:

„სოციალიზმი არაფერია სხვა, გარდა საზოგადოების მოვალეობრივი გადაწყვეტილებისა, კოლექტიური ცხოვრების უაღრესად გადაუდებელ მატერიალურ მოთხოვნებთან მიმართებაში. არ ჩავრგოთ თავი მეტაფიზიკური ფანტაზიების ქვიშაში, არამედ დავდგეთ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ცდილობენ სამყაროს მიანიჭონ აზრი - ადამიანური აზრი“.[46]

1933 წლის 13 თებერვალს, როდესაც აღინიშნებოდა რიხარდ ვაგნერის გარდაცვალების 50 წლისთავი, თომას მანმა მიიღო რამდენიმე მოწვევა, რათა ამ დღესთან დაკავშირებით წაეკითხა საჯარო ლექცია. 10 თებერვალს მან მიუნხენის უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში წაიკითხა თავისი ცნობილი მოხსენება „რიხარდ ვაგნერის ვნებანი და სიდიადე“. მეორე დღეს მეუღლესთან ერთად დატოვა გერმანია და გაემგზავრა უცხოეთში: ამსტერდამში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გამართა ლექციათა ციკლი. შემდგომში ისინი ერთად გაემგზავრნენ ზამთრის კურორტზე დასასვენებლად შვეიცარიის ქალაქ აროზაში, სადაც ისინი რეგულარული სტუმრები იყვნენ. მანები გაჩერდნენ „ვალდჰოტელ აროზაში“, სადაც კატია მანს 1914 და 1926 წლებში სანატორიუმში მკურნალობა მოუწია. 1933 წლის მარტის დღეები აროზაში იქცა თომას და კატია მანების ემიგრაციაში ცხოვრების პირველ დღეებად.

ნაწილობრივ მათი შვილების, ერიკა და კლაუს მანების დაჟინებული თხოვნით ისინი მიუნხენში აღარ დაბრუნებულან. როდესაც პრუსიის ხელოვნების აკადემიის პოეზიის სექციის ყველა წევრს ეროვნული-სოციალისტური ხელისუფლებისადმი ერთგულების დეკლარაციაზე ხელმოწერა მოსთხოვეს, თომას მანმა უარი განაცხადა. 1933 წლის 17 მარტს მან აკადემიის პრეზიდენტს, მაქს ფონ შილინგსს წერილობით აცნობა გადადგომის შესახებ, რითაც მკაფიოდ გამოხატა დისტანცირება ახალი რეჟიმისგან.

ბავარიის პოლიტიკურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა მანების მიუნხენის სახლში, ჩამოართვა სახლი, ქონება, დააყადაღა საბანკო ანგარიშები.[47][48] 1993 წლის 12 აპრილს რეინჰარდ ჰეიდრიხმა, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა ბავარიის პოლიტიკურ პოლიციას, მისწერა იმდროინდელ ბავარიის რაიხსშტატჰალტერ რიტერ ფონ ეპს: „არაგერმანული, ეროვნული მოძრაობის მიმართ მტრული, მარქსისტული და ებრაელთმოყვარე დამოკიდებულება გახდა საფუძველი თომას მანის წინააღმდეგ პრევენციული პატიმრობის ბრძანების გამოსაცემად; თუმცა მისი არყოფნის გამო ბრძანება ვერ სრულდება“.[49] ეს დოკუმენტი ნათლად აჩვენებს, რომ თომას მანი უკვე 1933 წლის აპრილში აღიქმებოდა ნაცისტური რეჟიმის პირად მტრად და სახელმწიფოს მტრად, თუმცა ის უკვე უსაფრთხოდ იმყოფებოდა შვეიცარიაში.

წიგნების დაწვის დღეს, 1933 წლის 10 მაისს, როცა ნაცისტები საჯაროდ წვავდნენ მათთვის მიუღებელი ავტორების წიგნებს, თომას მანი მიუნხენის ლიტერატურის საბჭოდან ოფიციალურად გარიცხეს. მისი წიგნები დაწვას გადაურჩნენ, თუმცა მისი ძმის, ჰაინრიხ მანისა და შვილის, კლაუს მანის წიგნები იმ დღეს დაიწვა.[50]

თომას და კატია მანებისთვის გერმანიის დატოვება ადვილი არ ყოფილა. ისინი იძულებულნი გახდნენ ქონება, სახლები, ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები იქვე დაეტოვებინათ, მხოლოდ მცირე ნაწილი მოგვიანებით სხვადასხვა არხებით და მესამე პირების დახმარებით შვეიცარიაში გადმოიტანეს. საბედნიეროდ, ოჯახი ფინანსურ სიძნელეებს არ შეხვედრია: მანებმა დროულად გადაიტანეს შვეიცარიაში ნობელის პრემიით მიღებული თანხისა და სხვა ნაღდი სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი. თომას მანის გამომცემელი დაჟინებით სთხოვდა მას ამ რთულ დროს გერმანელები არ მიეტოვებინა და პირდებოდა მისი ყოველი ახალი ნაწარმოების გამოცემას.

დასავლეთ ევროპაში ემიგრაციის პირველი ეტაპი სამხრეთ საფრანგეთში, „სანარი-სიურ-მერი” პატარა სანაპირო ქალაქი იყო, სადაც მანები დროებით დასახლდნენ. ოჯახი განიხილავდა თუ სად უნდა დაემკვიდრებინათ საბოლოო საცხოვრებელი: პარიზი, ბაზელი თუ ციურიხი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა შვეიცარიის ქალაქ კიუსნახტზე, ციურიხთან ახლოს. თომას მანის მდგომარეობა მალე გართულდა, მას გაუვიდა გერმანული პასპორტის მოქმედების ვადა, ხოლო ნაცისტური რეჟიმი მის განახლებას ისეთი პირობით დათანხმდა, რომ მწერალი პირადად გამოცხადებულიყო მიუნხენში, სადაც მის წინააღმდეგ უკვე გამოცემული ჰქონდათ დაპატიმრების ბრძანება.

მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტურმა ხელისუფლებამ დროებით შეაჩერა ემიგრირებული ცნობილი პირების მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი, გერმანიის ფინანსურმა უწყებებმა ეს მომენტი გამოიყენეს თომას მანის დასასჯელად. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს მან გამომცემლებთან გაფორმებული კონტრაქტებით 1929-1930 წლების განმავლობაში გადასახადები არ გადაუხდია, რის საფუძველზეც მიუნხენში მდებარე სახლი, ავეჯი და მთელი ინვენტარი ჩამოართვეს.

1934 და 1935 წლებში მანების ოჯახი პირველად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ თომას მანი დიდი ინტერესით მიიღეს როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ევროპელი მწერალი. მოქმედი პასპორტი არქონის მიუხედავად, ამერიკის ხელისუფლებამ იგი ქვეყანაში შეუშვა.

თომას მანმა თავისი სამოცი წლის იუბილე შვეიცარიის ქალაქ კიუსნახტში აღნიშნა, სადაც ადგილობრივებმა მას განსაკუთრებული პატივით მიულოცეს.

1936 წლის 19 ნოემბერს მანსა და მის ოჯახს, აგრეთვე ჰაინრიხ მანსაც მიენიჭათ ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა. თომას მანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ფიცი დადეს ციურიხში ჩეხოსლოვაკიის კონსულის თანდასწრებით. ყველა საჭირო დოკუმენტი პრაღიდან სპეციალურად გამოიგზავნა.[51] მანი ამ მოვლენას დღიურში მხოლოდ მოკლედა ასე ახსენებს: „საოცარი შემთხვევა.“

რამდენიმე კვირის შემდეგ თომას და კატია მანებს და შვილებს: გოლოს, ელიზაბეტს და მიხაელს ოფიციალურად გაუუქმეს გერმანიის მოქალაქეობა.

ისტორიკოსთა დამოუკიდებელი კომისიის დასკვნით, ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა იმდროინდელმა გერმანანელმა დიპლომატმა ერნსტ ფონ ვაიცზეკერმა, რომელმაც 1936 წლის მაისში ბერნიდან გაგზავნილ წერილში მიუთითა, რომ თომას მანმა არა მხოლოდ "დამცინავი შენიშვნები, არამედ მტრული პროპაგანდაც გაავრცელა უცხოეთში გერმანიის წინააღმდეგ".[52]

ამავე წელს, 1936 წლის 19 დეკემბერს ბონის უნივერსიტეტმა თომას მანს 1919 წელს მინიჭებული საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვა.[53]

მანმა 1937 წლის 1 იანვარს უნივერსიტეტის დეკანს წერილობით უპასუხა, სადაც წერდა:[54] „საკმარისია მხოლოდ იმის დაფიქრება, ვინ არიან ისინი, ვისაც ამდენი უბადრუკი შემთხვევითობით მიცემული აქვთ უფლება, შემიკვეცონ ჩემი გერმანელობა – და ეს მოქმედება თავის მთელ აბსურდულობაში ცხადი ხდება. მე, თურმე, გერმანია გავლანძღე იმით, რომ მათ (ნაცისტები) წინააღმდეგ დავდექი! გაუგონარი თავხედობაა საკუთარი თავი გერმანიასთან გააიგივო!“

თომას მანის ეს ღია წერილი, ბონის უნივერსიტეტის მიერ გაგზავნილი მოქალაქეობის ჩამორთმევის ოფიციალურ წერილთან ერთად, 1937 წლის 15 იანვარს ციურიხელმა გამომცემელმა ემილ ოპრეხტმა გამოსცა სათაურით „წერილების მიმოწერა“. გამოცემამ მალევე მოიპოვა საერთაშორისო გამოხმაურება, ითარგმნა რამდენიმე ენაზე და ფართოდ გავრცელდა ევროპასა და ამერიკაში. ნაცისტურ გერმანიაში აკრძალული იყო, თუმცა მაინც ვრცელდებოდა დამალულ ფორმატში, სათაურით „გერმანელი კლასიკოსების წერილები, ცოდნისკენ მიმავლი გზები“,[55] როგორც საიდუმლო, არალეგალური გამოცემა.

1937 წლის სექტემბერში პირველად გამოიცა გერმანული ემიგრაციის ჟურნალი „ზომა და ღირებულება – ორთვიანი ჟურნალი თავისუფალი გერმანული კულტურისათვის“, რომელიც ციურიხში ემილ ოპრეხტის გამომცემლობაში გამოდიოდა და 1940 წლის ოქტომბრამდე გამოვიდა სულ 17 ნომერი. ჟურნალის დამფუძნებლები და გამომცემლები იყვნენ თომას მანი და კონრად ფალკე. პირველი მთავარი რედაქტორი იყო ჟურნალისტი ფერდინანდ ლიონი, ხოლო 1939 წლის ნოემბრიდან ეს პოზიცია დაიკავა თომას მანის შვილმა, გოლო მანმა.[56]

„სადაც მე ვარ იქ არის გერმანია“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს გამონათქვამი გახდა თომას მანის ემიგრაციის პერიოდში ერთგვარი დევიზი, რომელიც გულისხმობდა, რომ გერმანიის ჭეშმარიტი სული და კულტურა არ იყო ნაცისტური რეჟიმის ხელში, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც თავისუფლებასა და ჰუმანურობას იცავდნენ. თომას მანი ამ სიტყვებით გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ და მორალურ პოზიციას. ხაზს უსვამდა, რომ გერმანული კულტურა და ჰუმანური ტრადიცია ემიგრაციაშიც ცოცხლობდა იქ, სადაც ის თავად იმყოფებოდა.

1938 წელს თომას მანი ოჯახთან ერთად საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად აშშ-ში.[57]

1938 წლის 21 თებერვალს, როცა იგი ნიუ-იორკში ჩავიდა, ჟურნალისტებმა მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ბერჰტესგადენის შეთანხმებაზე (1938 წლის 12 თებერვალი), რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა ავსტრიასთან გააფორმა და ავსტრიელ ნაცისტებს თავისუფლად მოქმედების უფლებას აძლევდა, და ჰკითხეს, ხომ არ მიაჩნდა ემიგრაცია მძიმე ტვირთად. მისი პასუხი მეორე დღეს დაიბეჭდა გაზეთში ნიუ-იორკ ტაიმზი სადაც მან თქვა: „რთულია ამის ატანა, მაგრამ ის, რაც ამას ამსუბუქებს არის გაცნობიერება იმ დამახინჯებული და მოწამლული ატმოსფეროსი, რომელიც დღეს გერმანიაში სუფევს. ეს კი ამარტივებს საქმეს, რადგან სინამდვილეში ეს დანაკარგი არ არის. სადაც მე ვარ იქ არის გერმანია. მე ჩემს შინაგან სამყაროში ვატარებ გერმანულ კულტურას, მე ვცხოვრობ სამყაროსთან ურთიერთობაში და საკუთარ თავს დაცემულად არ მივიჩნევ.“

ეს პასუხი ემიგრაციაში მყოფი თომას მანის ერთ-ერთ სიმბოლურ და ყველაზე ციტირებულ განცხადებად იქცა მისი რწმენის, რომ ნაციზმისგან მოწამლული გერმანია არ წარმოადგენდა ჭეშმარიტ გერმანიას, რომლის კულტურაც მან საკუთარ სულში ატარა.

პრინსტონის უნივერსიტეტი (ნიუ-ჯერზი)

ემიგრაციის პირველი წერტილი აშშ-ში იყო პრინსტონი. თომას მანმა, თავისი კეთილისმოსურნის აგნეს ი. მაიერის შუამდგომლობით, მიიღო მოწვული პროფესორის თანამდებობა პრინსტონის უნივერსიტეტში. სასწავლო გეგმით მან თავად შეარჩია ოთხი თემატური კურსი: გოეთეს ფაუსტი, ვაგნერი, ფროიდი და ექსკურსი ჯადოსნურ მთაში.

პირველი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებულად წარიმართა. თომას მანი ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო, მისი წიგნები კარგად იყიდებოდა, იგი მართავდა ლექციათა ტურნეებს, ხვდებოდა მნიშვნელოვან კულტურისა და სამეცნიერო წრეებიის მოღვაწეებს, მიიღო ხუთი საპატიო დოქტორის ხარისხი - კოლუმბიის, ჰობარტის, პრინსტონის, რატგერსისა და იელის უნივერსიტეტებისაგან.

1939 წლის 6 ივნისს მან გამგზავრება გადაწყვიტა ევროპაში. ამავე დროს მუშაობდა გოეთესადმი მიძღვნილ რომანზე, რომელიც დაასრულა 1939 წლის ოქტომბერში და იმავე წელს გამოიცა სათაურით „ლოტე ვაიმარში“.

„ისმინე გერმანიავ!“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წლის 1 სექტემბერს ჰიტლერმა პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, ამ მოვლენამ შოკში ჩააგდო როგორც გერმანიის შიდა, ისე საერთაშორისო საზოგადოება. სწორედ იმ პერიოდში შვედეთში მყოფმა თომას მანმა მრავალი აქტიური ნაბიჯი გადადგა. იგი იყო რამდენიმე კომიტეტის წევრი, რომლებიც ემიგრანტთა მხარდაჭერას ემსახურებოდნენ, მათ შორის „უნიტარული დახმარების კომიტეტი“[58] და „ებრაელი და ქრისტიანი ლტოლვილების კომიტეტი“.

1940 წლის ოქტომბერში მან დაიწყო ტექსტების წერა თავისი ცნობილი რადიოგადაცემისათვის „ისმინე გერმანიავ!“. რადიომიმართვები გადაიცემოდა თვეში ერთხელ. 1941 წლის მარტიდან მისი გაფრთხილებებითა და მწვავე ტონით გამორჩეული რადიომიმართვები იწერებოდა კალიფორნიაში დისკებზე, შემდეგ კი საჰაერო ფოსტით იგზავნებოდა ნიუ-იორკში, იქიდან მათი შინაარსი ტელეგრაფით გადაჰქონდათ ლონდონში, სადაც BBC-ის მეშვეობით ხუთიდან რვა წუთამდე სიგრძის ჩანაწერები გერმანიის ტერიტორიაზე გადაიცემოდა გრძელი ტალღის მეშვეობით.

დასავლელმა მოკავშირეებმა ეს გადაცემები ჩართეს თავიანთ საინფორმაციო და პროპაგანდისტულ სტრატეგიაში, რომლის მიზანიც იყო გერმანელი მოსახლეობისთვის ალტერნატიული, სანდო ინფორმაციის მიწოდება მესამე რაიხის პერიოდში. თომას მანმა ამ რადიოგადაცემიდან მიღებული შემოსავალი სრულად შესწირა ბრიტანეთის ომის დახმარების ფონდს.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმართვა იყო 1945 წლის 14 იანვრის გამოსვლა, რომელშიც მან იმედით ისაუბრა ომის დამთავრებაზე და გერმანიის მორალურ აღდგენაზე:

„ნეტავ მხოლოდ ეს ომი დამთავრდეს! ნეტავ ის საშინელი ადამიანები მოისპონ, რომლებმაც გერმანია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს და შეიძლებოდეს სიცოცხლის თავიდან დაწყებაზე ფიქრი, ფიქრი ნანგრევების როგორც შიდა, ისე გარეს გაწმენდაზე, თანდათანობით აღდგენაზე, გონივრულ შერიგებაზე სხვა ხალხებთან და მათთან ღირსეულ თანაცხოვრებაზე! გამოვხატავ ამით თქვენ ნატვრას. მჯერა, რომ ასეა. თქვენ სიკვდილისგან, ნგრევისგან, ქაოსისგან მაძღრები ხართ, თქვენ გსურთ წესრიგი და სიცოცხლე, ახალი ცხოვრების წესრიგი, თუნდაც ის წლების განმავლობაში ბნელი და მძიმე იყოს.“

ეს სიტყვები გადმოსცემდა მისი ჰუმანისტური რწმენის შინაარსს: ომი უნდა დასრულდეს არა შურისძიებით, არამედ გონივრული შერიგებითა და ახალი ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლის აღდგენით.

თომას მანმა შეგნებულად გამოიყენა აპოკალიპტური გამოთქმები, რათა ომისა და ტოტალიტარიზმის მასშტაბური განადგურების ხასიათი ეჩვენებინა. თუმცა, მან ამავე დროს ირონიული ტონითაც მიმართა საკუთარ მსმენელებს, რათა თავიდან აეცილებინა ჰიტლერისა და მისი დამხმარეების გადამეტებული დემონიზება.[59] მან ერთ-ერთ რადიომიმართვაში თქვა: „ჰო, ომი საშინელია, მაგრამ ერთი სარგებელი მაინც მოაქვს – ჰიტლერს არ აძლევს ხელს, რომ კულტურაზე ლექციები წაიკითხოს.

თომას მანი იყო ერთ-ერთი იმ ცოტაოდენი საჯაროდ მოქმედი ანტინაცისტ ინტელექტუალთაგან, ვისაც ჰიტლერს თავის აგიტაციურ სიტყვებში პირდაპირ ასახელებდა. თომას მანი სარკასტული მინიშნებებით ხსნიდა ჰიტლერის ორატორულ სისუსტეებს და ხაზს უსვამდა საკუთარი პროგნოზების სიზუსტეს:[60]

"გერმანელო მსმენელო! ვცდილობდი ჩემი მწირი ძალებით შემეჩერებინა ის, რაც გარდაუვალი იყო – ომი, რომლის ბრალიც თქვენი მატყუარა ლიდერების აზრით ებრაელებს, ინგლისელებს, მასონებს და ღმერთმა იცის კიდევ ვის ბრალდებოდა, მაშინ როცა ყველასთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ომი დაიწყო იმ წამიდან, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და დაიწყეს იმ მანქანის აშენება, რომლითაც თავისუფლება და სამართალი უნდა გაენადგურებინათ".

ომის დასრულების შემდეგ გერმანიაში ფართო დისკუსიების თემად იქცა იმ დროის გერმანული რადიოგადაცემები, რომლებიც ცნობილია „Deutsche Hörer“-ს სახელით.[61] ზოგი ამტკიცებდა, თითქოს თომას მანმა თავის გამოსვლებში გერმანელი ერის საერთო კოლექტიურ დანაშაულზე მიანიშნა, თითქოს ყველა გერმანელი თანადამნაშავე იყო ნაციზმის დანაშაულებში. სხვა მკვლევრები კი მიიჩნევდნენ, რომ მანი უბრალოდ მკაცრად აკრიტიკებდა ვაიმარის რესპუბლიკის მენტალიტეტს და სოციალურ ატმოსფეროს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ნაციზმის აღმასვლა, მაგრამ არა გერმანელი ხალხს მთლიანად.

ცხოვრების აღსარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს თომას მანის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის უბანში – „Pacific Palisades“. თავდაპირველად ისინი ქირით ცხოვრობდნენ სახლში Amalfi Drive-ზე, ხოლო 1942 წლიდან გადაინაცვლეს ახლად აშენებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში „San Remo Drive“-ზე.[62]

1942-1952 წლებში მანების საცხოვრებელი სახლი ლოს-ანჯელესსში

2016 წლის შუა პერიოდში ეს სახლი დემონტაჟის საფრთხის ქვეშ მოექცა, რაც გახდა მიზეზი ფართო ონლაინ პეტიციისა, რომელსაც ორგანიზება გაუწია ემიგრაციის კვლევის საზოგადოებამ. პეტიციას ხელი მოაწერა არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატმა ჰერტა მიულერმა. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ „ეს სახლი უნდა გახდეს გერმანული ემიგრაციის ისტორიის ხსოვნის ადგილი, ასევე ინტელექტუალური, საზოგადოებრივი და კულტურული დიალოგის სივრცე“.[63] მოგვიანებით ეს შენობა გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეისყიდა ზუსტად ამ მიზნისათვის.[64] 2018 წლის ივნისში იგი საზეიმოდ გაიხსნა როგორც „თომას მანის სახლი - კულტურისა და დიალოგის საერთაშორისო ცენტრი“.

თომას მანი თითქმის ათწლიანი, მაგრამ მტკიცე მეგობრობით იყო დაკავშირებული ოლდოს ჰაქსლთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მანი მის უშუალო მეზობლად გადავიდა საცხოვრებლად.[65]

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა თომას მანმა მხოლოდ 1944 წელს მიიღო. 1943-1947 წლებში (1946 წელს ფილტვის კიბოს ოპერაციით გამოწვეული იძულებითი შესვენების გამოკლებით, რომელიც ჩიკაგოში ჩატარდა) მანი მუშაობდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქმნილებაზე, რომანზე „დოქტორ ფაუსტუსი“. რომანზე მუშაობის დაწყებამდე მან საფუძვლიანად შეისწავლა მუსიკათმცოდნეობითი სახელმძღვანელოები, აგრეთვე ბიოგრაფიები ისეთი კომპოზიტორებისა, როგორებიც იყვნენ მოცარტი, ბეთჰოვენი, ბერლიოზი, ჰუგო ვოლფი და ალბან ბერგი. მანი კონტაქტს ამყარებდა თანამედროვე კომპოზიტორებთანაც, მათ შორის იგორ სტრავინსკისთან, ჰანს აისლერთან და განსაკუთრებით არნოლდ შენბერგთან, რათა უკეთ გაეგო თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციის პრინციპები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თეოდორ ვ. ადორნომ, რომელიც იმ პერიოდში მის მეზობლად ცხოვრობდა. ადორნო მანს ხშირად და დეტალურად აძლევდა რჩევებს მუსიკალური ფორმისა და ესთეტიკის საკითხებში. ამ თანამშრომლობის შესახებ თავად მანი გვიამბობს თავის ავტობიოგრაფიულ ნარკვევში „დოქტორ ფაუსტუსის შექმნა – რომანი ერთი რომანის შესახებ“, ხოლო მისი მეუღლე კატია – წიგნში „დაუწერელი მემუარები“.

მანის შვილიშვილმა, ფრიდო მანმა შთააგონა პერსონაჟ ნეპომუკის სახე, რომელიც რომანის მთავარ გმირს, ადრიან ლევერქიუნს ანგელოზივით სუფთა და ნაადრევად გარდაცვლილი დისშვილის სახით ეჩვენება.

რომანის წერის მოსამზადებელ ეტაპზე, მანი ასევე სწავლობდა ლუთერის ეპოქისა და ოცდაათწლიანი ომის ქრონიკებს, შუა საუკუნეების ანდაზათა კრებულებს, გრიმელშაუზენის ნაწარმოებებს და ნიცშესადმი მიძღვნილ ფილოსოფიურ ლიტერატურას.

თომას მანმა ამ წიგნს თავისი „ცხოვრების აღსარება“ უწოდა და 1948 წლის 21 ოქტომბერს მეგობარ პაულ ამანს მისწერა: "ცაიტბლომი ჩემი პაროდიაა. ადრიანის ცხოვრებისადმი განწყობაში ჩემი საკუთარი უფრო მეტია, ვიდრე ხალხს სჯერა – ან უნდა სჯეროდეს".[66]

კალიფორნიაში ცხოვრებისას თომას მანი დაუახლოვდა ჩრდილოამერიკელ უნიტარელებთან (უნიტარული ეკლესია, რომელიც შემდგომში უნიტარულ, უნივერსალურ საზოგადოებასთან გაერთიანდა) და საბოლოოდ მათი წევრიც გახდა. მანამდე ლუთერანული აღმსარებლობის მანი განსაკუთრებულად აფასებდა უნიტარელთა მოძრაობას იმ მიზეზით, რომ ეს იყო სარწმუნოებრივი გაერთიანება ურელიგიო დოგმატიზმის გარეშე. მანი უფრო ახლოს გრძნობდა თავს ქრისტიანულად ორიენტირებულ უნიტარიზმთან, ვიდრე უფრო თანამედროვე ჰუმანისტურ მიდგომასთან. იგი არა მხოლოდ მრევლის წევრი გახდა, არამედ ხშირად მოწვეულ მქადაგებლადაც გამოდიოდა.

მისი ოჯახური კავშირიც გაღრმავდა ამ თემთან. 1942 წლის გაზაფხულზე მან მოაწყო საკუთარი შვილიშვილების, ფრიდოს და ანჟელიკას ნათლობა ლოს-ანჯელესის უნიტარულ ეკლესიაში, სადაც თავად თომას მანი ნათლიად იყო წარმოდგენილი.[67]

დამოკიდებულება ომის შემდგომ გერმანიასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას მანმა ომისშემდგომი დასავლეთ გერმანიის ლიტერატურულ და პუბლიცისტურ წრეებთან ურთიერთობაში აშკარა დისტანცია დაიკავა. ამის მიზეზი იყო მისი ღია წერილი მწერალ ვალტერ ფონ მოლოსადმი, სათაურით „რატომ არ ვბრუნდები გერმანიაში“, სადაც მან წამოაყენა თეზისი გერმანელთა კოლექტიური დანაშაულის შესახებ. წერილმა გერმანიაში მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მანი გახდა მუქარის წერილებისა და კრიტიკული თავდასხმების სამიზნე, განსაკუთრებით კი მის რომან „დოქტორ ფაუსტუსზე“.

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ქალაქების დაბომბვებზე მან გამოთქვა მკაცრი, მაგრამ მორალურად თანმიმდევრული შეფასება: „ყველაფერს თავისი ფასი აქვს“.

ფედერაციულ გერმანიაში, საზოგადოებრივი აზრის თანდათან შერიგებისკენ და აღიარებისკენ შემობრუნებას და თომას მანის კვლავ ეროვნულ კულტურულ ავტორიტეტად აღქმას, რამდენიმე წელი დასჭირდა.[68]

ევროპაში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის პოლიტიკით თომას მანი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული იყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი რუზველტი 1945 წელს გარდაიცვალა და 1947 წლიდან დაიწყო ცივი ომის ეპოქა. ევროპაში დაბრუნების გადაწყვეტილება მან პირველად 1949 წლის დეკემბერში თავის დღიურებში დააფიქსირა.[69] ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ გამყარდა, როცა 1951 წლის ივნისში ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მას უწოდეს: „სტალინისა და მისი თანამოაზრეების მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დამცველი“.

მანს მოუწია, ისევე როგორც გერმანელ ემიგრანტებს ჰანს აისლერსა და ბერტოლტ ბრეხტს, კომიტეტის (House Un-American Activities Committee) წინაშე ამერკაში საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტების მიცემა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1952 წლის ივნისში მანი, მეუღლე კატია და ქალიშვილი ერიკა დაბრუნდნენ შვეიცარიაში. თავის დღიურში მან ამ პერიოდს უწოდა „განმეორებითი ემიგრაცია“.[70]

დასაწყისში ოჯახი ცხოვრობდა ქირით აღებულ სახლში ერლენბახში, ციურიხის მახლობლად. ხოლო 1954 წლიდან ისინი დასახლდნენ საკუთარ ახლად შეძენილ ვილაში კილხბერგში, ციურიხის ტბის პირას, სადაც თომას მანი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

1949 წელს, გოეთეს დაბადების 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თომას მანმა პირველად მოინახულა გერმანია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. იგი ეწვია ფრანკფურტს (დასავლეთის სამთა ზონა) და ვაიმარს (საბჭოთა ოკუპაციის ზონა).[71] დასავლეთ გერმანიის საზოგადოებამ ეს ვიზიტი გარკვეული ეჭვითა და უნდობლობით მიიღო, თუმცა მანი ამას ასე პასუხობდა: „მე არ ვიცი ზონები. ჩემი ვიზიტი ეძღვნება თვით გერმანიას, გერმანიას მთლიანად, და არა რომელიმე ოკუპირებულ ზონას“.

ფრანკფურტში მას გადაეცა „ფრანკფურტის გოეთეს პრემია“, ხოლო ვაიმარში – „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გოეთეს ეროვნული პრემია“.[72]

მთელი მოგზაურობა, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს შტუტგარტში და ომით დანგრეულ მიუნხენშიც მიმდინარეობდა პოლიციური დაცვის ქვეშ, რადგან მანამდე მიღებული იყო მუქარის წერილები. თუმცა, საბოლოოდ იგი ყველგან განსაკუთრებული აღტაცებითა და პატივისცემით მიიღეს. ფრანკფურტში გამართული მისი ცნობილი სიტყვა – „გოეთე და დემოკრატია“ – გადაიცა წმინდა პავლეს ტაძრიდან მოედანზე გამოტანილი დინამიკებით.

ფრანკფურტის პრემიის თანხა მან დაუთმო ღარიბ მწერლებს, ხოლო ვაიმარის პრემიით მიღებული თანხა წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აღდგენას მოახმარა.[73] შვეიცარიიდან გერმანიაში ვიზიტებმა საბოლოოდ რეგულარული სახე მიიღო.

1953 წელს თომას მანმა მიიღო ვაიმარის „შილერის ფონდის საპატიო პრეზიდენტობა“. იმავე წლის ივნისში, ჰამბურგის მიწვევით მან მეორედ მოინახულა ჩრდილოეთ გერმანია. ჰამბურგიდან 10 ივნისს მან და მისმა მეუღლემ მცირე მოგზაურობა მოაწვეს ბალტიის ზღვასთან, სადაც ეწვივნენ ტრავემიუნდეს – ადგილს, რომელსაც მწერალი თავის „ბავშვობის სამოთხეს“ უწოდებდა. სწორედ აქ ატარებდა მანი ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს, ისე, როგორც თავის რომანში „ბუდენბრუკები“ აღწერს ახალგაზრდა ჰანო ბუდენბრუკის განცდებს.[74] ტრავემიუნდეში გატარებული ბავშვობის მოგონებები ცოცხლობს მანის სხვა ნაწარმოებებშიც, მათ შორის „ტონიო კრიოგერსა“ და „ფელიქს კრულში“.

თომას მანი ასევე ესტუმრა თავის მშობლიურ ქალაქ ლიუბეკს, თუმცა ცოტა ხნით გაჩერდა იქ. მან გადაიღო ფოტო ძველი ბუდენბრუკების სახლის ნანგრევებთან, სახლის, რომელიც მის პირველ რომანს დაედო საფუძველად. შემდეგ წელს (1954) მან განაახლა მუშაობა რომანზე, რომელიც ჯერ კიდევ 1909 წელს ქონდა დაეწყებული – „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“. თუმცა, მწერლის გარდაცვალების გამო რომანის დასრულება ვერ მოესწრო, იგი დარჩა ფრაგმენტის სახით.

1955 წელს, ფრიდრიხ შილერის გარდაცვალებიდან 150 წლისთავის აღსანიშნავად თომას მანმა გამოაქვეყნა ესე „ეტიუდები შილერზე“ და მონაწილეობა მიიღო იუბილესადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებში. თავდაპირველად მან შტუტგარტში წარმოთქვა სადღესასწაულო სიტყვა, ხოლო 14 მაისს ვაიმარის ეროვნულ თეატრში გამართა მთავარი საფესტივალო გამოსვლა. იმავე დღეს მას გადაეცა გერმანიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრობის სიგელი.

თომას მანი 1955 წლის 14 მაისს ვაიმარში გერმანიის ეროვნულ თეატრში.

1955 წლის, ზაფხულის დასაწყისში თომას მანმა ბოლოჯერ მოინახულა ტრავემიუნდე და თავისი მშობლიური ქალაქი ლიუბეკი სადაც, ამჯერად ოფიციალურად იყო მოწვეული სტუმარი, მიენიჭა „საპატიო მოქალაქის” წოდება. სამადლობელ სიტყვაში მან ნაზად გაიხსენა თავისი მამა, ქალაქის ყოფილი სენატორი და თქვა:

შემიძლია ვთქვა, რომ მამაჩემის სახე მუდამ იდგა ჩემი ყველა საქმის ფონზე და მუდამ ვწუხდი, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მივეცი იმედი იმისა, რომ ჩემგან ამქვეყნად რაღაც მნიშვნელოვანი გამოვიდოდა. ღრმა კმაყოფილებას ვგრძნობ, რომ ჩემი წარმომავლობისა და ამ ქალაქისათვის, თუნდაც უჩვეულო გზით, მაინც შევძელი პატივის მიგება“.

ეს იყო თომას მანის უკანასკნელი საჯარო გამოსვლა თავის სამშობლოში, ცოტა ხანში ის დაუბრუნდა შვეიცარიას, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა.

1955 წლის ივლისში თომას მანი და მისი მეუღლე ისვენებდნენ ნიდერლანდების კურორტ ნორდვეიკში. 18 ივლისს მან პირველად შესჩივლა მეუღლეს მარცხენა ფეხში მოზღვავებული ტკივილის შესახებ. ექიმებმა მას ფეხის ვენების თრომბოზი დაუდგინეს და ურჩიეს მკაცრი დასვენება. 23 ივლისს მანი დაბრუნდა შვეიცარიაში, სადაც მკურნალობა განაგრძო ციურიხის კანტონალურ საავადმყოფოში. თავდაპირველად მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა და ოპტიმისტურად განწყობილმა თეოდორ ვ. ადორნოს მისწერა: „მოთმინება! ეს ხომ „ჯადოსნური მთის“ დროა, რომელშიც შევაბიჯე“. თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობა კვლავ დამძიმდა: დაეწყო ძლიერი სისუსტე, წონის კლება და გულის მუშაობის გაუარესება.

თომას მანის, მისი მეუღლის, კატია მანისა და მათი ოთხი შვილის – ერიკას, მონიკას, მიხაელისა და ელიზაბეტის – საერთო სამარხი, რომელიც მდებარეობს შვეიცარიაში, კილხბერგის სასაფლაოზე.

1955 წლის 12 აგვისტოს 80 წლის ასაკში თომას მანი გარდაიცვალა ციურიხის კანტონალურ საავადმყოფოში, ატეროსკლეროზით გამოწვეული ქვემო მუცლის აორტის გასკდომის შედეგად.

16 აგვისტოს იგი დაკრძალეს კილხბერგის სასაფლაოზე, ციურიხის მახლობლად. დაკრძალვას დაესწრო მისი მრავალი მეგობარი, კოლეგა და თაყვანისმცემელი სხვადასხვა ქვეყნიდან.

მწერალმა კარლ ცუკმაიერმა, თომას მანის დიდი ხნის მეგობარმა წერილით მიუძღვნა შემდეგი სიტყვები: „ამ კუბოს წინ ჩუმდება დღევანდელი აზრი. დასრულდა სიცოცხლე, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა, გერმანული ენის შემოქმედებასა და ევროპის სულიერი კულტურის გაგრძელებას“.

მხატვრული შემოქმედება და სტილისტური თავისებურებანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას მანის მხატვრული სტილი მჭიდრო კავშირშია მე-19 საუკუნის მხატვრულ ტრადიციასთან, განსაკუთრებით ლევ ტოლსტოის ფართო მხატვრულ მანერასთან და თეოდორ ფონტანესა და რიხარდ ვაგნერის სიმბოლოებსა და ლაითმოტივებთან. მანის პროზის დამახასიათებელი ნიშნებია ირონია და ე.წ. „მხიარული ორაზროვნება“[75]. ეს ირონია ტიპოლოგიურად ახლოს დგას ფონტანეს[76] იუმორთან და თითქმის უცვლელად ინარჩუნებს თავის სახეს „ბუდენბრუკებიდან“ მოყოლებული. მის ადრეულ ნამუშევრებში, განსაკუთრებით „ჯადოსნურ მთაში“, დომინირებს ფსიქოლოგიური სიზუსტე, ადამიანის ბუნების ამოცნობა და თანამედროვეობის თემატიკა. მისი შემოქმედების მეორე ნახევარში,[77] განსაკუთრებით „იოსები და ძმანი მისნი“ ტეტრალოგიაში, მანი ცდილობს მიაღწიოს მეტ ფილოსოფიურ სიღრმესა და დროის საზღვრებს მიღმა არსებულ ზოგადობას. ამ მიზნისთვის იგი იყენებს მითოლოგიურ მოტივებსა და რელიგიურ თემებს, რომელთა ინტერპრეტაციას აძლევს ფრიდრიხ ნიცშეს იდეის „მარადიული დაბრუნების“ კონტექსტში.[78] თავის გვიანდელ ნამუშევარ „დოქტორ ფაუსტუსში“ მანი აერთიანებს ორივე ფაზის ნიშან–თვისებებს: ფსიქოლოგიურ დაკვირვებასა და მითოლოგიურ განზოგადებას.

გარდა თავისი მხატვრული ნაწარმოებებისა, მანმა დატოვა მნიშვნელოვანი ესეისტური მემკვიდრეობა, სადაც იგი ეხება კულტურულ, ესთეტიკურ და ფილოსოფიურ საკითხებს. მისი პროზა გამოირჩევა რთული სინტაქსითა და მკაცრი სტრუქტურით, რაც ქმნის მორთულ რიტმსა და ბალანსს. ენა და ტონი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ თემას და შინაარსის მოთხოვნებს, იქნება ეს ირონიული, სატირიკული თუ ტრაგიკული ტონი. თომას მანის რვა ძირითადი რომანი განსხვავდება როგორც მოცულობით, ისე შინაარსობრივი მიდგომით. ისინი წარმოადგენენ ერთი ავტორის მიერ სხვადასხვა ჟანრული და სულიერი სამყაროს შესწავლას:

  • თავისი პირველი რომანით „ბუდენბროკები“ თომას მანმა შექმნა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნამუშევარი, რომლისთვისაც მას 1929 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. ამ რომანში მან საკუთარი ოჯახის ისტორია გადააქცია ბურჟუაზიის დაკნინების ალეგორიად, ხოლო თავისი მშობლიური ქალაქ ლიუბეკს ისე გაუთქვა სახელი საუკუნო მეხსიერებით, რომ მის სახელს არც ერთხელ არ ახსენებს. რომანში მანის ბავშვობის ანარეკლი ჩანს ჰანო ბუდენბრუკის ფიგურაში.
  • სამეფო უდედიბულესობა“სტრუქტურითა და ტონალობით უფრო ზღაპრული ნაწარმოებია, თუმცა მასში აშკარად იკვეთება ავტობიოგრაფიული ელემენტები. რომანში ირონია და სინაზე თანაარსებობენ, როგორც მანის ცხოვრებაში „მშრალი გონიერება“ და „მოგონებითი პოეტურობა“.
  • ჯადოსნური მთა“, რომელიც ნობელის პრემიის მინიჭებისას ოფიციალურად არ იყო მოხსენიებული მიუხედავად იმისა, რომ გამოცემიდან უკვე ხუთი წელი იყო გასული, ავტორმა განიზრახა, როგორც რომანის „სიკვდილი ვენეციაში“ ირონიულ-იუმორისტული პარალელი. თუმცა ამჯერად „ჯადოსნურ მთაში“ განმანათლებლური რომანის მოდელის საპირისპიროდ, წარმოდგენილია დაღუპვისა და დაშლის ისტორია, რომელიც უკვე არა რომანტიულ-ნოსტალგიური ირონიით, არამედ კრიტიკული ირონიით არის დაწერილი. რომანის დიალოგებში და გმირთა დისკუსიებში აისახება ეპოქის საზოგადოებრივ-ფილოსოფიური ანალიზი და ზუსტი დროის დიაგნოზი.[79]
  • იოსები და ძმანი მისნი“ ტეტრალოგიას თავად მანი თავის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნევდა. ის იქმნებოდა 1926–1943 წლებში, ძირითადად ნაცისტური მმართველობის ხანაში და წარმოადგენდა მცდელობას შეექმნა ძველი აღთქმის იოსების ისტორიაზე დაფუძნებული, აღმოსავლურად ნათელი და სიცოცხლისმოყვარე ეპოსი, რომელიც ჩაენაცვლებოდა რიხარდ ვაგნერის ნიბელუნგების ბნელ ჩრდილოეთის მითს. გარდა ამისა, მანი ამ ეპოსში, კერძოდ იოსების ფიგურაში, გამოხატავდა მოწიწებასა და აღტაცებას აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მიმართ, რომლის პოლიტიკასაც იგი მაღალჰუმანურ მაგალითად მიიჩნევდა.
  • ლოტე ვაიმარში“ – რომანი გოეთეზე. რომანი შეიქმნა იოსების ტეტრალოგიის მესამე და მეოთხე ტომებს შორის. მოქმედება ასახავს 1816 წელს გოეთესა და შარლოტე კესტნერის (დაბადებით ბუფი, იგივე „ვერჩერის ლოტე“) გვიანდელ შეხვედრას წარმოდგენილს სხვადასხვა პერსპექტივიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოეთეს შინაგანი მონოლოგი რომანის ბოლოსკენ, სადაც თომას მანი ამ დიალოგში თავისი საკუთარი შეხედულებები ხელოვნებაზე, ცხოვრებაზე, სიყვარულსა და სულიერებაზე ნატიფად გადმოსცა.
  • დოქტორ ფაუსტუსი“ დაიწერა 1943-1947 წლებში. რომანის მთხრობელი ერენუს ცაიტბლომი აღწერს კომპოზიტორ ადრიან ლევერკიჰენის ცხოვრების ისტორიას, რომელიც სიმბოლურად უკავშირდება გერმანიის ისტორიულ ბედს მეორე მსოფლიო ომის ფონზე. ავტორს ნიცშეს ბიოგრაფიამ შთააგონა რომანის სიუჟეტი, ხოლო თეოდორ ადორნომ მიაწოდა მუსიკალურ-თეორიული საფუძვლები, განსაკუთრებით თანამედროვე, თორმეტ ტონალური მუსიკის აღწერისთვის საჭირო მასალა.
  • რჩეული“ თომას მანის გვიანი პერიოდის ყველაზე მოკლე რომანია, რომელსაც საფუძვლად უდევს შუა საუკუნეების პოეტ ჰარტმან ფონ აუეს მიერ დაწერილი ლეგენდა „გრეგორიუსისა“ და მის თანამედროვე ინტერპრეტაციას შორის არსებული ბრძოლა.
  • ფრაგმენტად დარჩენილი რომანი „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“ ერთგვარი სატირულ-ირონიული სათავგადასავლო რომანია და თომას მანის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

მრავალი სხვა ნოველიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: „ტრისტანი“, „ტონიო კრიოგერი“, „სიკვდილი ვენეციაში“ და „მარიო და ჯადოქარი“.

თომას მანის ნაშრომებს (გარდა „აპოლიტიკური კაცის ფიქრებისა“, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწერა და რომელიც, ავტორის აზრით, ისედაც „მცდარ“ ნაშრომად უნდა ჩაითვალოს) შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვთ:

  • საკუთრივ მანისთვის დამახასიათებელი, მკითხველის მიერ ფართოდ აღიარებული, „მძიმე-მომხიბვლელი“ სტილი, გარეგნული სიმწვავითა და შიდა ირონიული იუმორით ხასიათდება. ეს იუმორი თითქმის ყოველთვის კეთილგანწყობილია, იშვიათად მწვავე ან ბილწად სატირული და თითქმის არასოდეს გადადის აგრესიულ ტონში. „ბუდენბროკებში“ ეს ირონია შერბილებულია ოჯახურობისა და ჩრდილოგერმანული დიალექტის ელემენტებით, ხოლო „დოქტორ ფაუსტუსში“ ავტორი უკვე უფრო სერიოზულ ტონალობაზე გადადის ომის საშინელების ფონზე, თუმცა კრიტიკული ირონია არც აქ ქრება.
  • მჭიდრო კავშირი მშობლიურ ქალაქებთან და სივრცეებთან: ლიუბეკი („ბუდენბროკები“ და „ტონიო კროეგერი“) და მიუნხენი (“ღვთის ძახილი“ , „წინასწარმეტველთან“, „არეულობა და ადრეული მწუხარება“) წარმოადგენენ თომას მანის მრავალი ნაწარმოების მთავარ დეკორატიულ და სულიერ ფონს.
  • მუსიკის თემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ბუდენბროკებსა“ და „ტრისტანში", ხოლო „დოქტორ ფაუსტუსში“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. იქ იგი ხდება მთელი რომანის მთავარი კონცეპტუალური ღერძი, სადაც მუსიკა გადაიქცევა ადამიანის სულის ტრაგიკული ექსპერიმენტის მეტაფორად. თომას მანისთვის ცენტრალური მნიშვნელობა ჰქონდა ხელოვნებისა და ცხოვრების ურთიერთმიმართებას, ანუ იმ აზრს, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება ორაზროვნების სისტემად შეიძლება განიმარტოს. ამგვარი ორაზროვნება, როგორც სისტემა წარმოადგენს მანის ძირითად ესთეტიკურ პრინციპს და მისივე მოთხოვნას ხელოვნებისადმი: ხელოვნება არ უნდა იყოს ცალსახა, არამედ უნდა გამოხატავდეს ადამიანის შინაგან წინააღმდეგობებს, სულიერ დუალიზმსა და ცხოვრების მრავალმნიშვნელოვნებას.
  • კეთილსინდისიერება — თომას მანი თავის ნაწარმოებებს ყოველთვის ქმნიდა საფუძვლიანი და ხანგრძლივი კვლევის შემდეგ. სანამ რომელიმე თემას მოეკიდებოდა, ის გამუდმებით იკვლევდა ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ და ფსიქოლოგიურ წყაროებს, რათა ტექსტი მაქსიმალურად სიზუსტითა და ინტელექტუალური სიღრმით ყოფილიყო გამართული.
  • პოლიტიკური ჩართულობა ძირითადად ირიბია, მაგრამ მის გავლენას ვხედავთ მანის თითქმის ყველა ძირითად ნაწარმოებში: „ბუდენბროკები“ ასახავს მთელი მე-19 საუკუნის რევოლუციურ და კონტრრევოლუციურ გადატრიალებებს ბურჟუაზიული ოჯახის დაცემის ფონზე; „მარიო და ჯადოქარი“ წარმოადგენს იტალიური ფაშიზმის ატმოსფეროს მორალურ-ალეგორიულ აღწერას; ხოლო „დოქტორ ფაუსტუსი“ ნაციზმის აღმავლობის, ტრიუმფისა და საბოლოო კატასტროფის სიმბოლურ ინტერპრეტაციას. თავის შემოქმედებით გზაზე თომას მანი პოლიტიკურად განიცდიდა ევოლუციას: თავდაპირველად იგი იდგა კონსერვატორების მხარეს, თუმცა მოგვიანებით გადავიდა პროგრესულ-ლიბერალურ ბანაკში, მაშინ როცა მისი ძმა ჰაინრიხი და შვილები — ერიკა და კლაუსი — თავიდანვე უფრო მემარცხენე იდეებს იზიარებდნენ.
  • ჰომოეროტიკული მოტივები განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს თომას მანის რომანში „სიკვდილი ვენეციაში“, თუმცა ისინი უფრო შეფარულად მიუყვებიან მისი მთელი შემოქმედების მრავალ ნაწარმოებს: „ტონიო კრიოგერში“ მთავარი გმირი ბავშვური მღელვარებით არის შეპყრობილი ერთ კლასელზე. ისტორიულად ამ ეპიზოდს მართლაც ჰქონდა პროტოტიპი მანის ლიუბეკურ სასწავლებელში,[80] სადაც თავად მწერალი, როგორც მოზარდი შეყვარებული იყო თანაკლასელზე და ერთხანს მისგან ნასესხებ ფანქრის ნატეხებს „რელიკვიად“ ინახავდა; იგივე მოტივი მეორდება „ჯადოსნური მთაში“, სადაც ჰანს კასტორპი სიყვარულით შეპყრობილი კლაუდია შოშას ფანქრის ნატეხს ინახავს;[81] ასევე, ჰანო ბუდენბროკის და ფელიქს კრულის ფიგურები ატარებენ იგივე ნაზ, მგრძნობიარე, ახალგაზრდული ეროტიზმის ნიშნებს; „მარიო და ჯადოქარი“ მთავრდება მკვლელობით, რომელიც გამოწვეულია ორი მამაკაცის კოცნით – სიმბოლურად შერწყმული თემებით: ეროტიკა, ძალაუფლება და დამცირება.
  • უმანკოებისა და უარყოფის თემები ხშირად მეორდება მანის შემოქმედებაში, განსაკუთრებით „იოსების“ რომანებში და „დოქტორ ფაუსტუსში“. ეს მოტივები უკავშირდება მის ესსეს „Über Kleists Amphitryon“ (1927), სადაც ღმერთი იუპიტერი აღიქმება როგორც „მარტო მყოფი შემოქმედებითი სული“, რომელიც ამაოდ ესწრაფვის სიცოცხლეს და ბოლოს „ტრიუმფალური უარყოფის“ გზით სწავლობს თუ როგორ დაკმაყოფილდეს თავისი ღვთაებრიობით. ეს ნარკვევი მიძღვნილი იყო 17 წლის კლაუს ჰოიზერისადმი, რომელსაც მანი 1927 წლის ზაფხულში შეხვდა ზილტზე, კამპენში. მან შემდეგ წლების განმავლობაშიც განაგრძო მასთან მიმოწერა და მოგვიანებით ორჯერაც შეხვდა 1935 და 1954 წლებში.[82] თომას მანის დღიურებში ხშირად ჩნდება ამ ახალგაზრდული კავშირის გახსენება, როგორც ადამიანის წიგნში ჩაწერილი ბედნიერება. მწერალი აღნიშნავს: „ადრეული განცდები მათთან შედარებით ბავშვურად გამოიყურება; ის, რაც კლაუს ჰოიზერთან მქონდა, იყო გვიანი ბედნიერება ცხოვრებისეული მნიშვნელობის, თუმცა უკვე ახალგაზრდული ინტენსივობის გარეშე, იმ ზეცამდე ამაღლებული და სულისშემძვრელი გრძნობის გარეშე, რომელიც ჩემი 25 წლის გულის მთავარი გამოცდილება იყო“. ამ „ცენტრალური გულის გამოცდილებით“ იგი გულისხმობდა მხატვარ პაულ ეჰრენბერგთან ურთიერთობას.[83] „სამეფო უდედიბულესობა“ ასახავს ახალგაზრდა, მეოცმებე პრინცს, რომელიც გონივრული გათვლით ქორწინებას ირჩევს და საბოლოოდ ამ არჩევანში ბედნიერებას პოულობს. აშკარად შთაგონებული თვით თომას მანის რომანითა და ქორწინებით კატია პრინგსჰაიმთან. ამ თემას უშუალოდ ან ირიბად ეხება მანის არაერთი ესსე: „ფრიდრიხი და დიდი კოალიცია“ (1915), „ქორწინება გარდამავალ ხანაში“ (1920)[84] და განსაკუთრებით „მიქელანჯელო თავის ლექსებში“ (1950),[85] რომელიც შთაგონებული იყო მანის გატაცებით ერთ 19 წლის მიუნხენელი ოფიციანტით.[86] ამავე განცდებმა გავლენა მოახდინა 1953 წლის მოთხრობაზე „მოტყუებული“.[87]

თვითარეკვლა და რეცეფცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას მანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა დღიურებს. 1933 წელს, შვეიცარიაში იძულებითი ემიგრაციის შემდეგ მისი დღიურები მიუნხენში დარჩა, რის გამოც მანი შიშობდა, რომ ისინი ნაცისტების ხელში აღმოჩნდებოდა. საბედნიეროდ მისმა შვილმა, გოლო მანმა სარისკო და თავგადასავლებით სავსე გზით მოახერხა ამ ხელნაწერების გადატანა შვეიცარიაში. თუმცა 1933 წლის მარტამდე დაწერილი ყველა დღიური თავად თომას მანმა 1945 წლის მაისში დაწვა თავისი საცხოვრებელი სახლის ბაღში, კალიფორნიაში. მხოლოდ 1918 წლის სექტემბრიდან 1921 წლის დეკემბრამდე პერიოდის ჩანაწერები გადაურჩა განადგურებას, რადგან მწერალს ისინი სჭირდებოდა სამუშაო პროცესში, როდესაც „დოქტორ ფაუსტუსზე“ მუშაობდა. დანარჩენი დღიურები, რომლებიც დღემდე არის შემონახული და გამოქვეყნებული, მოიცავს პერიოდს 1933 წლის მარტიდან 1955 წლის ივლისამდე. თომას მანმა თავის ანდერძში განსაზღვრა, რომ ეს დღიურები მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ გამოქვეყნებულიყო.

თომას მანის დღიურების თანმიმდევრული გამოცემა დაიწყო 1975 წელს, როდესაც მწერალს დაბადებიდან ასი წელი შეუსრულდა. ამ თარიღმა საზოგადოებაში დიდი მოლოდინი გააჩინა, თუმცა გამოქვეყნებულმა ტექსტებმა მრავალ მკითხველს იმედები გაუცრუა. აღმოჩნდა, რომ დღიურების ენა და სტილი ულიტერატურო იყო და ვერ ერწყმოდა მანის შემოქმედების მაღალ მხატვრულ დონეს. ეს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მანს თავადვე ჰქონდა თავისი დღიურების ხელნაწერებზე დაწერილი შენიშვნა – „ლიტერატურული ღირებულების გარეშე“ სანამ მათ მომავალ თაობებს ჩააბარებდა.

დღიურებში მკვეთრად გამოიკვეთა თომას მანის ჰომოეროტიკული მიდრეკილება, რაც მანამდე არც მის შემოქმედებაში, არც საჯარო განცხადებებში ასე აშკარად არ ჩანდა. როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ავტორი თავის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მამაკაცების მიმართ სიყვარულის განცდას, რასაც იგი საკუთარი სულიერი გამოცდილების ცენტრალურ ნაწილად მიიჩნევდა. დღიურების მთავარი მნიშვნელობა უფრო მეტად იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არა მხოლოდ პირად ცხოვრებას, არამედ მწერლის გონებრივ, კულტურულ და მეცნიერულ საფუძველს ავლენს. ჩანაწერები საშუალებას იძლევა განვიცადოთ მისი ნაწერების შექმნის პროცესი და უკეთ გავიგოთ ავტორის ზრახვები, სულიერი და ესთეტიკური მიზნები. დღიურები რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საბუთად მწერლის შინაგანი სამყაროსა და შემოქმედებითი დინამიკის გასაგებად.

1950 წლის 15 სექტემბრის დღიურის ჩანაწერში თომას მანი კიდევ ერთხელ მიუბრუნდა იმ აზრს, რომ თავისი დღიურები სავსებით გაენადგურებინა. ეს იდეა მას აქამდეც არაერთხელ გასჩენია. იგი აშკარად აცნობიერებდა ამ ტექსტების პირად და მტკივნეულ შინაარსს. მამის ასეთი განწყობისადმი ოჯახის რეაქცია საერთო ჯამში საკმაოდ ფრთხილი და თავშეკავებული იყო. განსაკუთრებით მძაფრად ამ საკითხმა იმოქმედა მის უმცროს შვილზე, მიხაელ მანზე რომელიც, როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, მძიმედ განიცდიდა მამის ცივ დამოკიდებულებას მის მიმართ, დამოკიდებულებას, რომელიც დღიურებში აშკარად იკვეთებოდა. დღემდე დაუდგენელია, ქონდა თუ არა მიხაელ მანის სიკვდილს (1976/1977 წლების მიჯნაზე) რაიმე პირდაპირი კავშირი იმ ფაქტთან, რომ ის სწორედ მაშინ მუშაობდა მამის დღიურების გამოცემაზე.[88] მკვლევართა აზრი ამ საკითხზე გაყოფილია, ზოგი ამას მამის უარყოფითი დამოკიდებულების გავლენას უკავშირებს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს იყო მხოლოდ დამთხვევა და არა მიზეზობრივი კავშირი.

თომას მანის შემოქმედება ხშირად წარმოადგენს წლების განმავლობაში მიმდინარე, დისციპლინირებულ და შრომატევად შემოქმედებით პროცესს. მისი ტექსტების სიღრმე და სიზუსტე არ არის შემთხვევითი. ყოველი ნაწარმოები დამყარებულია ფაქტობრივ რეალობებზე, ხოლო სრულად გამოგონილი მოვლენები იშვიათია. მანისათვის დამახასიათებელია ინოვაციური სტრუქტურული გადაწყვეტები, მოულოდნელი ასოციაციური კავშირების შექმნა და ენობრივი სიზუსტე, რომლებიც ერთიანად ქმნიან მის სტილს – ინტელექტუალურად გამჭვირვალეს, მაგრამ ემოციურად თავშეკავებულს.

ეს ყველა ელემენტი განსაზღვრავს მის ლიტერატურულ იდენტობას, რომელიც ზოგჯერ ირონიულად მოიხსენიება, როგორც „განათლებული ბურჟუაზიული“ მწერლობა, სადაც გონიერება, განათლება და ფორმალური სრულყოფილება მორალური და ესთეტიკური ღირებულებების გადამწყვეტ საფუძველს წარმოადგენს. მისი ლიტერატურული წარმატება, ადრეული პერიოდის კონსერვატიზმი, მაღალი ბურჟუაზიული ცხოვრების წესი და განსაკუთრებით მისი უნარი, მკაფიო და ზუსტი პოლემიკის წარმართვისა, ხშირად იწვევდა შურიან და მტრულ დამოკიდებულებებს. შესაბამისად, მანის ურთიერთობები ზოგიერთ თანამედროვე მწერალთან საკმაოდ დაძაბული იყო. მიუხედავად იმისა, რომ თომას მანი დიდად აფასებდა რობერტ მუზილს, სწორედ მუზილმა და კურტ ტუხოლსკიმ იგი ირონიულად „დიდ მწერლად“ მოიხსენიეს, ეპითეტად, რომელიც ერთდროულად აღიარებასაც შეიცავდა და ირონიასაც. ბერტოლტ ბრეხტმა ის „მმართველობისადმი მორჩილ, ბურჟუაზიის დაქირავებული მწერალად“ შეაფასა, ხოლო ალფრედ დებლინმა სარკასტულად უწოდა „ბატონი, რომელმაც შარვლის ნაკეცი ხელოვნების პრინციპად აქცია“. გარდა ამისა, მანის ჩვევა – გმირების შექმნა რეალური პიროვნებების მიხედვით ხან ოჯახის წევრების, ხანაც ცნობილი ნაცნობებისა და კონკურენტების შთაგონებით – ხშირად იწვევდა უკმაყოფილებასა და წყენას მის გარემოცვაში.

მიუხედავად ასეთი დაპირისპირებებისა, მანმა შეინარჩუნა თბილი და მეგობრული ურთიერთობები ისეთ მწერლებთან, როგორებიც იყვნენ ჰერმან ჰესე, ჰერმან ბროხი და იაკობ ვასერმანი, ადამიანებთან, რომლებიც იზიარებდნენ მის ინტელექტუალურ და სულიერ ფასეულობებს.

თომას მანის ურთიერთობა იუდაიზმთან წინააღმდეგობრივი იყო. მიუხედავად ამისა, თავად მწერალი საკუთარ თავს ფილოსემიტად მიიჩნევდა, იგი მხარს უჭერდა ებრაელების თანასწორობას დასავლეთ ევროპის საზოგადოებებში და აღნიშნავდა მათ გადამწყვეტ წვლილს ევროპის, განსაკუთრებით კი გერმანიის კულტურულ ცხოვრებაში, რომელსაც „შეუცვლელი მნიშვნელობა“ ჰქონდა.[89]

1921 წელს მანმა გააკრიტიკა გერმანიის უნივერსიტეტებში ებრაელი პროფესორების წინააღმდეგ მოწყობილი ანტისემიტური სტუდენტური გამოსვლები და მათ „საშინელი სირცხვილი“ უწოდა. ამასთანავე, ის მკაფიოდ აღუდგა იმ „კულტურულ რეაქციას“, რომელიც, მისი თქმით, იმ დროს გერმანიაში ტრიალებდა და რომლის „უხეში პოპულარული გამოხატულება“ ნაცისტური მოძრაობა და მისი სიმბოლიკა იყო.[90]

რაც შეეხება, ნაციონალ-სოციალისტების დამოკიდებულებას თომას მანისადმი, ის 1933 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული დროით არაერთგვაროვანი დარჩა. მიუნხენში მისი სახლი და ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა, მასზე კი გაიცა დაკავების ბრძანება. მიუხედავად ამისა, 1934 წლის მარტში ბერლინის გამომცემლობამ (S. Fischer Verlag) მაინც გამოსცა მისი რომანი „ახალგაზრდა იოსები“, რაც მიანიშნებდა, რომ ბერლინში ზოგიერთი მმართველისთვის ხელსაყრელი იქნებოდა ნობელის პრემიის ლაურეატის თომას მანის შესაძლო დაბრუნება გერმანიაში.

თუმცა თვითონ მანი, დიდხანს თავს იკავებდა რეჟიმთან საჯარო დაპირისპირებისგან, ნაწილობრივ თავისი გამომცემლის ინტერესების გათვალისწინებითაც. მხოლოდ 1936 წლის თებერვალში შვილის, ერიკა მანის ძლიერი ზეწოლის შედეგად, გადაწყვიტა საჯაროდ გაეწყვიტა კავშირი გერმანიის ხელისუფლებასთან. ამ მიზნით მან ღია წერილი გაუგზავნა ედუარდ კოროდს და გამოაქვეყნა ის გაზეთ „Neue Zürcher Zeitung“-ში. ამ ნაბიჯის შემდეგ თომას მანს ჩამოერთვა გერმანიის მოქალაქეობა, ხოლო მისი მიუნხენში დარჩენილი ქონება და საოჯახო ნივთები აუქციონზე გაიყიდა.

თუ რატომ არ ჰყავდა თომას მანს გამოკვეთილი, მისი იდეების მიმდევარი „მოწაფეები“, ეს საკითხი მანის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აკადემიურად იქნა გაანალიზებული. ლიტერატურათმცოდნე პეტერ პიუტცი მიიჩნევს, რომ მანის გავლენა მდგომარეობს არა მიმდევრობაში, არამედ პირიქით – საპირისპირო კონცეფციაში.[91]მის მიერ შექმნილი იდეები უფრო ხშირად შთააგონებდნენ შემოქმედებითად დაპირისპირებას, ვიდრე ბრმად მიბაძვას. თომას მანი თავადაც ხაზგასმით ამბობდა, რომ იგი არასოდეს ეკუთვნოდა ლიტერატურულ სკოლას ან მიმდინარეობას: „მე არასოდეს ვყოფილვარ არცერთ იმ სკოლაში ან ჯგუფში, რომელიც იმ დროისთვის გავლენიანი იყო, არც ნატურალისტურ, არც ახალრომანტიკულ, ახალკლასიკურ, სიმბოლისტურ, ექსპრესიონისტულ ან როგორც არ უნდა ეწოდებინათ მათთვის. ამიტომ არცერთი სკოლა არ მიჭერდა მხარს და მწერლებისგან იშვიათად მიმიღია ქება“.[92]

ლიტერატურათმცოდნე მარსელ რაიხ-რანიცკიმ ასეთი შეფასება მისცა მანის პოზიციას ლიტერატურულ სამყაროში: "ათობით მწერალი აცხადებდა, რომ მათთვის „ჯადოსნური მთის“ ავტორი სრულიად უმნიშვნელო იყო, მაგრამ ამას იმგვარი სიბრაზითა და ალბათ შურით, კანკალით ამბობდნენ, რომ ეს უარყოფა თავად იქცეოდა აღიარებად“.[93]

ლიტერატურული ჟურნალის „აზრი და ფორმის“ მიერ 1965[94] წელს გამოცემულ სპეციალურ ნომერში, რომელიც თომას მანს მიეძღვნა, სტანისლავ ლემი წერს: „თომას მანის კრიტიკოსს მძიმე ამოცანა ეძლევა, რადგან ეს უდიდესი მწერალი თავადაც იყო თავისი შემოქმედების უდიდესი და ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი. მან თავისი განზრახვები, განსაკუთრებით შემოქმედებითი სიმწიფის წლებში, ისე სრულად განახორციელა, რომ მხოლოდ ის, ვინც მათ ძირითად პრინციპებს არ ეთანხმება, შეძლებს მის შემოქმედებას დაუპირისპირდეს.“

მეტ გამჭრიახობასა და თანაგრძნობას ავლენს უნგრელი მწერალი შანდორ მარაი, რომელმაც თომას მანის რთულ ურთიერთობას გერმანიასთან მიუძღვნა ანალიზი: „თომას მანი ისე არის გერმანელი, თითქოს ის აფრიკაში დაბადებულიყო: ჯიუტად და ერთგულად, მაგრამ ამავდროულად ოდნავ იძულებულად, თეატრალურად, განაწყენებულად და ამაყად გერმანელი. მასში არის რაღაც მოცარტისგან – მუსიკალური ჰარმონია, და რაღაც გოეთესგან – მისი როლი, მაგრამ, ბუნებრივია, უფრო მეტად თავად თომას მანი – ადამიანი, რომელიც ლიუბეკში პატრიციულ ოჯახში დაიბადა და ახლა კიუზნახტში, ციურიხის მახლობლად ცხოვრობს. იგი სიცოცხლის ფასად ებრძვის საკუთარ გერმანულობას, ერთდროულად უნდა, რომ ეს გერმანულობა არ მოკვდეს და ამავე დროს სიკვდილამდე დაჩხვლიტოს იგი. შესაძლოა, ის არ იყოს იდეალური გერმანელი, მაგრამ უეჭველად ყველაზე პატიოსანი გერმანელია. რა დიადი შინაგანი კონფლიქტია! ღრმად ვიხრები მის წინაშე და ზოგჯერ მეც მებრალება ეს ღრმად შეცნობილი, საბრალო კაცი“.[95]

თომას მანის ნაწაროებების კინოეკრანიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას მანს კინოს მიმართ ორმაგი და ორჭოფული დამოკიდებულება ჰქონდა. თავდაპირველად მას ეჩვენებოდა, რომ ფილმს ხელოვნებასთან საერთო ცოტა რამ ჰქონდა, თუმცა 1923 წელს „ბუდენბრუკების“ ეკრანიზაციის შემდეგ (რომელსაც შემდგომში კიდევ სამი ადაპტაცია მოჰყვა), მან მცირე ესსე-ში „ფილმის შესახებ“ სრულიად სხვა ტონი შეიტანა და აღნიშნა, რომ მისი ინტერესი კინოს მიმართ გაიზარდა. იგი ხშირად ესწრებოდა ჩვენებებს და ამ „მუსიკით გაჯერებული სანახაობისგან“ სიამოვნებას იღებდა.[96]

მანის სიცოცხლეში მის შემოქმედებასთან დაკავშირებული მხოლოდ ორი ფილმი შეიქმნა „ბუდენბროკები“ და „სამეფო უდიდებულესობა“. მეორე მათგანით იგი განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა, ფილმს უწოდა „სასიამოვნო, მაგრამ ზოგჯერ სამარცხვინოდ სულელური“ და აღნიშნა, რომ იგი შედგებოდა „წყალში თავისუფლად მოტივტივე ფრაგმენტებისგან.[97]ფილმმა „ბუდენბროკები“ კი თავისი ლიტერატურული წყაროს მიმართ დიდი თავისუფლება გამოიჩინა, მოქმედება გადაიტანა 1923 წლის ვაიმარის რესპუბლიკის ინფლაციის პერიოდში, შედეგად, ისტორიის აქცენტი ოჯახურ და კულტურულ დეკადენსზე კი არა, ეკონომიკურ კრიზისსა და საშუალო ფენის დაცემაზე გადავიდა. ეს განახლებული ინტერპრეტაცია პირდაპირ აღინიშნა ფილმის ტიტრებშიც: „დაფუძნებულია თომას მანის იმავე სახელწოდების რომანის მოტივებზე, ადაპტირებულია და მორგებულია თანამედროვე ეპოქას“.[98]

თომას მანი ფორმალურად თანახმა იყო „გათანამედროვებულ“ ვერსიაზე. რეჟისორმა გერჰარდ ლამპრეხტმა და სცენარის ავტორმა ლუიზა ჰაილბორნ-კერბიცმა აღიარეს, რომ „შინაგანად იმედოვნებდნენ“, ავტორი ცვლილებების შეყვანას მოითხოვდა რაც, როგორც ჩანს, მან განზრახ არ გააკეთა.[99]

ესსეები, წერილები და დღიურის ჩანაწერები ნათლად მოწმობს, რომ თომას მანი იყო მოხიბლული კინოს შესაძლებლობებითა და საზღვრებით.[100] იგი პირადადაც მონაწილეობდა სამ კინოპროექტში, რომლებიც სამუშაო ეტაპზე ატარებდნენ სახელწოდებებს: „ტრისტანი და იზოლდა“, „ოდისევსის დაბრუნება“ და „ქალი ასი სახით“. თუმცა, საბოლოოდ ვერცერთი მათგანი განხორციელდა, ან მხოლოდ კონცეპტუალური მონახაზის დონეზე დარჩა.[101]

1934 წელს, როცა გაჩნდა მისი ცნობილი ნოველის „სიკვდილი ვენეციაში“ ეკრანიზაციის იდეა მანი ამ განზრახვას მხარდაჭერით შეხვდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ როგორ წარმოედგინა ამ ნამუშევრის კინოენაზე გადატანა. ლუკინო ვისკონტის ფილმი „სიკვდილი ვენეციაში“ მოგვიანებით „გერმანული ტრილოგიის“ მეორე ნაწილი გახდა და აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი შემოქმედებითი გარდაქმნა და გარდატეხის წერტილი ლიტერატურული ეკრანიზაციების ისტორიაში.

ვისკონტიმ ფილმში გამოიყენა გუსტავ მალერის მუსიკა, ნოველა შეაერთა მანის გვიანდელ რომან „დოქტორ ფაუსტუსთან“ და ამ გზით წამოჭრა ღრმად ფიქსირებული მუსიკალურ-ესთეტიკური პრობლემატიკა, როგორ შეიძლება მუსიკა და ხელოვნება გახდეს ადამიანური ვნებების, ცოდვისა და დაცემის სიმბოლო.[102]

1955 წელს თომას მანმა თავად ისაუბრა ფილმის, როგორც „ხილული ნარატვის“ დამოუკიდებელ კანონზომიერებებზე და მას უწოდა მასობრივი გართობის ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც თანდათან უფრო ძლიერი კულტურულ-ესთეტიკური ამბიცია ეუფლებოდა. აღნიშნა, რომ კინოს ხშირად შესძლებია ისეთი ხელოვნური ხარისხის მიღწევა, რომელიც „საშუალო დონის რომანსაც კი აჭარბებს“ და რომ ხელოვნების იერარქიის საკითხი მხოლოდ კონკრეტული ნამუშევრების ინდივიდუალური ღირებულებით უნდა განისაზღვროს. მან გულწრფელად გამოთქვა მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციის სურვილი. თომას მანის აზრით, კარგი რომანი ეკრანიზაციით არ უნდა გაფუჭდეს, რადგან ფილმის არსი თხრობის არსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დრამასთან.[103]

მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო თომას მანის შემოქმედების ინტენსიური ეკრანიზაცია, რომელიც დღემდე გრძელდება. მხოლოდ გერჰარდ ლამპრეხტის 1923 წლის ადაპტაციიდან მოყოლებული, დღემდე აღრიცხულია სულ მცირე 23 ეკრანიზაცია მისი რომანის „ბუდენბროკების“ მიხედვით.[104][105]

1968 წელს ესეისტმა ჟან ამერმა თავის ლექციაში დეტალურად განიხილა თომას მანის დამოკიდებულება კინოს მიმართ. მისი თქმით, თომას მანი მართლაც რამდენჯერმე შეხებია კინოს, როგორც ხელოვნების ფორმას და გარკვეული პოზიციებიც დაუკავებია, თუმცა ეს ყოველთვის გაუკეთებია ინტელექტუალური სინდისის ტვირთით, რადგან მისთვის კინო არსებითად წარმოადგენდა მხოლოდ იმას, რაც მან პაროდიულად გამოსახა „ჯადოსნური მთაში“ ორდინარული, მასობრივი გართობის საშუალებად. ამერიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად ასეთი სკეპტიციზმისა, მანის მიერ რეალისტურად და პლასტიკურად დახატული პერსონაჟები თითქოს თავად ითხოვენ ეკრანიზაციას, რის გამოც, თვითონაც გაუაზრებლად, თითქოს ფილმისთვის წერდა.

ამ ხედვას მოგვიანებით დაეთანხმა ბერნჰარდ ი. დოცლერი, რომელმაც მიუთითა „ჯადოსნური მთის“ ცნობილ ეპიზოდზე, სულიერ სეანსზე, რომელშიც თომას მანი თითქოს თავად აჩვენებს მკითხველს კინოს არსს. დოცლერის აზრით, ეს სცენა არა მხოლოდ თითქოს ელოდება ეკრანიზაციას, არამედ უკვე თავად ითვისებს ფილმის ტექნიკას, თითქოს თვითონვე ახორციელებს საკუთარ ეკრანიზაციას.[106]

  • 1919 – ბონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1936 წელს ჩამოერთვა, 1946-ში აღუდგინეს)
  • 1926 – ქალაქ ლიუბეკის სენატის მიერ მინიჭებული პროფესორის ტიტული
  • 1926 – პრუსიის ხელოვნების აკადემიის წევრი
  • 1929 – ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში
  • 1932 – გოეთეს მედალი ხელოვნებისა და მეცნიერებისათვის
  • 1932 – ქალაქ ფრანკფურტის გოეთეს პლაკეტი
  • 1935 – ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1938 – კოლუმბიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1938 – იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1939 – პრინსტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1939 – რატგერსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1939 – ჰობარტის კოლეჯის საპატიო დოქტორი
  • 1941 – კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) საპატიო დოქტორი
  • 1941 – Phi Beta Kappa-ს საპატიო წევრი. ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული საპატიო საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1776 წ.
  • 1945 – ებრაული კავშირის კოლეჯის საპატიო დოქტორი
  • 1947 – იტალიის Accademia Nazionale dei Lincei-ს წევრი
  • 1949 – ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
  • 1949 – ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1949 – ლუნდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1949 – ქალაქ ფრანკფურტის გოეთეს პრემია
  • 1949 – ბავარიის ხელოვნების აკადემიის საპატიო თავმჯდომარე
  • 1949 – ქალაქ ვაიმარის საპატიო მოქალაქე
  • 1949 – აღმოსავლეთ გერმანიის გოეთეს ეროვნული პრემია
  • 1950 – ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი
  • 1952 – Premio Feltrinelli იტალიის უმაღლესი, მეცნიერების და ხელოვნების პრემია
  • 1952 – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოფიცერი
  • 1953 – კემბრიჯის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1955 – იენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
  • 1955 – გერმანიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი
  • 1955 – ქალაქ ლიუბეკის საპატიო მოქალაქე
  • 1955 – გერმანიის ენისა და პოეზიის აკადემიის საპატიო წევრი
  • 1955 – Pour le Mérite – მშვიდობის კლასის ორდენი
  • 1955 – ციურიხის ფედერალური ტექნიკური ინსტიტუტის (ETH Zürich) საპატიო დოქტორი
  • 1955 – ორანჟ-ნასაუს ორდენის კომანდორი
  • 1998 – 1998 წლის 10 ივნისს ერთ-ერთ ასტეროიდს (8382) დაერქვა Mann, თომას და ჰაინრიხ მანების პატივსაცემად.

თომას მანის ხსოვნის პატივსაცემად

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წელს ლიუბეკში, ბრაიტენის ქუჩაზე, სადაც თომას მანი დაიბადა, მოქანდაკე ულრიხ ბეიერმა დადგა წიგნის ფორმის მემორიალური ქვა. ქვის ზედაპირზე ამოტვიფრულია თავად თომას მანის სიტყვები, წარმოთქმული მისი 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიაზე: „არავინ იცის, როგორ და რა ხარისხში წარუდგება ის მომავალ თაობებს, როგორ გაუძლებს დროს. თუკი ჩემი შემოქმედების შემდგომი აღიარებისთვის რაიმე სურვილი გამაჩნია, ეს მხოლოდ ისაა, რომ ჩემზე ითქვას ის სიცოცხლის მოყვარულია, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სიკვდილს შესხებ ცნობილია“.

თომას მანის სამუშაო მაგიდა

2023 წლიდან ციურიხში მოქმედებს გამოფენა თომას მანი და მისი სამუშაო ოთახი — „Im Schreiben eingerichtet. Thomas Mann und sein Arbeitszimmer“, რომელიც მწერლის ცხოვრებისეულ და შემოქმედებით სივრცეს, მის პირად სამუშაო გარემოსა და ინტელექტუალურ სამყაროს ასახავს.

თომას მანის გამოსახულებები სახვით ხელოვნებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თომას მანის სახე და ფიგურა არაერთხელ გამხდარა მხატვრებისა და მოქანდაკეების შთაგონების წყარო. მის გამოსახულებას მრავალი ცნობილი მხატვარი და მოქანდაკე დაუბრუნდა სხვადასხვა ფორმითა და სტილით. ქვემოთ მოყვანილია არასრული ჩამონათვალი მის ცნობილ ვიზუალურ რეპრეზენტაციათა შორის:

  • ფრანც ბაიერი - Thomas Mann (დაახლოებით 1958, მემორიალური ფირფიტა)
  • ვილანდ ფერსტერი - Thomas Mann (დაახლოებით 1962, მჯდომარე ფიგურა, ბრინჯაო, სიმაღლე: 32 სმ)
  • ჰორსტ იანსენი - Thomas Mann (სერიგრაფია, ზომა: 29,3 × 52 სმ)
  • გერჰარდ რიხტერი - Thomas Mann (1972, ზეთი ტილოზე, 70 × 55 სმ; განთავსებულია კიოლნის მუზეუმ „ლუდვიგში“
  • ჰანფრიდ შულცი - Thomas Mann (დაახლოებით 1958, ხის გრავიურა)
  • ანს შვეგერლე - Thomas Mann (1919, პორტრეტული ქანდაკება, ბრინჯაო)
  • გუსტავ ზაიცი - Thomas Mann (1956 წლამდე შექმნილი, პორტრეტული ბიუსტი, ბრინჯაო)

ამ ნამუშევრების ერთობლიობა წარმოაჩენეს, თუ როგორ აღიქმებოდა თომას მანი, როგორც ინტელექტუალური სიმშვიდისა და სულიერი დინამიკის მქონე ფიგურა სხვადასხვა ეპოქის ხელოვანთა თვალით.

  • ბუდენბრუკები = ერთი ოჯახის გადაშენების ამბავი (Buddenbrooks = Verfall einer Familie), 1901წ.
  • სამეფო უდიდებულესობა (Königliche Hoheit), 1909წ.
  • ჯადოსნური მთა (Der Zauberberg), 1924წ.
  • იოსები და ძმანი მისნი – ტეტრალოგია (Joseph und seine Brüder), 1933–1943წწ.
  1. იაკობის ისტორიები (Die Geschichten Jaakobs), 1933წ.
  2. ახალგაზრდა იოსები (Der junge Joseph), 1934წ.
  3. იოსები ეგვიპტეში (Joseph in Ägypten), 1936წ.
  4. იოსები მარჩენალი (Joseph der Ernährer), 1943წ.
  • ლოტე ვაიმარში (Lotte in Weimar), 1939.
  • დოქტორ ფაუსტუსი (Doktor Faustus), 1947წ.
  • რჩეული (Der Erwählte), 1951წ.
  • ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება (Bekenntnisse des Hochstaplers Felix Krull), 1954წ.

მოთხრობები და ნოველები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ხილვა. პროზაული ესკიზი (Vision. Prosa-Skizze), 1893 წ.
  • დაცემული ქალი (Gefallen), 1894 წ.
  • სწრაფვა ბედნიერებისკენ (Der Wille zum Glück), 1896 წ.
  • იმედგაცრუება (Enttäuschung), 1896 წ.
  • სიკვდილი (Der Tod), 1897 წ.
  • პატარა ბატონი ფრიდემანი (Der kleine Herr Friedemann), 1897 წ.
  • ჯამბაზი (Der Bajazzo), 1897 წ.
  • ტობიას მინდერნიკელი (Tobias Mindernickel), 1898 წ.
  • ტანსაცმლის კარადა (Der Kleiderschrank), 1899 წ.
  • შურისძიება. ჩანახატი ნოველის ტილში (Gerächt. Novellistische Studie), 1899 წ.
  • ლუიზხენი (Luischen), 1900 წ.
  • სასაფლაოს გზა (Der Weg zum Friedhof), 1900 წ.
  • გლადიუსი. ნოველა (Gladius Dei. Novelle), 1902 წ.
  • ტონიო კრიოგერი. ნოველა (Tonio Kröger. Novelle), 1903 წ.
  • ტრისტანი. ნოველა (Tristan. Novelle“), 1903 წ.
  • მოშიმშილე (Die Hungernden), 1903 წ.
  • ვუნდერკინდი (Das Wunderkind), 1903 წ.
  • ბედნიერება (Ein Glück), 1904 წ.
  • წინასწარმეტყველთან (Beim Propheten), 1904 წ.
  • მძიმე დრო (Schwere Stunde), 1905 წ.
  • ანეკდოტი (Anekdote), 1908 წ.
  • სარკინიგზო ავარია (Das Eisenbahnunglück), 1909 წ.
  • როგორ იჩხუბეს იაპემ და დო ესკობარმა (Wie Jappe und Do Escobar sich prügelten), 1911 წ.
  • სიკვდილი ვენეციაში (Der Tod in Venedig), 1911 წ.
  • პატრონი და ძაღლი. იდილია (Herr und Hund. Ein Idyll), 1918 წ.
  • ბავშვის სიმღერა. იდილია (Gesang vom Kindchen. Ein Idyll), 1919 წ.
  • ველზუნების სისხლი (Wälsungenblut), 1921წ (პირველი გამოცემა 1906 წ. უკან გამოთხოვილი)
  • ტრისტანი და იზოლდა (Tristan und Isolde), 1923 წ.
  • არეულობა და ნაადრევი სევდა (Unordnung und frühes Leid), 1926 წ.
  • მარიო და ჯადოქარი (Mario und der Zauberer), 1930 წ.
  • შეცვლილი თავები. ინდური ლეგენდა (Die vertauschten Köpfe. Eine indische Legende), 1940 წ.
  • კანონი (Das Gesetz), 1944 წ.
  • მოტყუებული (Die Betrogene), 1953 წ.

აღნიშნული ნამუშევრები მოიცავს თომას მანის მთელი შემოქმედებითი გზის განვითარების ძირითად ეტაპებს — ადრეული ფსიქოლოგიური პროზიდან ფილოსოფიურ და მითოლოგიურ რომანებამდე.

  • ფიორენცა (Fiorenza), 1906 წ.
  • ლუთერის ქორწინება (Luthers Hochzei), 1954 – ფრაგმენტი
  • თეატრის შესახებ (Versuch über das Theater), 1907 წ.
  • ებრაული საკითხის გადაჭრა (Die Lösung der Judenfrage), 1907 წ.
  • აზრები ომიანობის ჟამს (Gedanken im Kriege), 1914 წ.
  • ფრიდრიხი და დიდი კოალიცია (Friedrich und die große Koalition), 1915 წ.
  • აპოლიტიკური ადამიანის დაკვირვებები (Betrachtungen eines Unpolitischen), 1918 წ.
  • ებრაული საკითხის შესახებ (Zur jüdischen Frage), 1921 წ.
  • გოეთე და ტოლსტოი (Goethe und Tolstoi), 1923 წ.
  • გერმანული რესპუბლიკის შესახებ (Von deutscher Republik), 1923 წ.
  • შპენგლერის მოძღვრების შესახებ (Über die Lehre Spenglers), 1924 წ.
  • თეოდორ ფონტანე (Theodor Fontane), 1928 წ.
  • ფროიდის ადგილი სულიერების თანამედროვე ისტორიაში (Die Stellung Freuds in der modernen Geistesgeschichte), 1929 წ.
  • მიმართვა გერმანიას. მოწოდება გონიერებისკენ (Deutsche Ansprache. Ein Appell an die Vernunft), 1930 წ.
  • გოეთე როგორც ბურჟუაზიული ეპოქის წარმომადგენელი (Goethe als Repräsentant des bürgerlichen Zeitalters), 1932 წ.
  • გოეთე და ტოლსტოი. ჰუმანურობის საკითხზე (Goethe und Tolstoi. Zum Problem der Humanität), 1932 წ.
  • გოეთეს როგორც მწერლის კარიერა (Goethes Laufbahn als Schriftsteller), 1933 წ.
  • რიხარდ ვაგნერის ვნებანი და სიდიადე (Leiden und Größe Richard Wagners), 1933 წ.
  • ფროიდი და მომავალი (Freud und die Zukunft), 1936 წ.
  • ძმობილი ჰიტლერი (Bruder Hitler), 1938 წ.
  • კორესპონდენცია (Ein Briefwechsel), 1937 წ.
  • დემოკრატიის მომავალი გამარჯვების შესახებ (Vom zukünftigen Sieg der Demokratie), 1938 წ.
  • შოპენჰაუერი (Schopenhauer), 1938 წ.
  • ეს მშვიდობა (Dieser Friede), 1938 წ.
  • ყურადრებით ევროპა! (Achtung Europa!), 1938 წ.
  • თავისუფლების პრობლემა (Das Problem der Freiheit), 1939 წ.
  • ისმინე გერმანიავ! (Deutsche Hörer!), 1942 წ.
  • გერმანია და გერმანელები (Deutschland und die Deutschen), 1947 წ.
  • ნიცშეს ფილოსოფია ჩვენი გამოცდილების შუქზე (Nietzsches Philosophie im Lichte unserer Erfahrung), 1947 წ.
  • გოეთე და დემოკრატია (Goethe und die Demokratie), 1949 წ.
  • სიტყვით გამოსვლა გოეთეს იუბილეზე (Ansprache im Goethejahr), 1949 წ.
  • მიქელანჯელო თავის ლექსებში (Michelangelo in seinen Dichtungen), 1950 წ.
  • მხატვარი და საზოგადოება (Der Künstler und die Gesellschaft), 1953 წ.
  • გერჰარტ ჰაუპტმანი (Gerhart Hauptmann), 1952 წ.
  • ეტიუდი ჩეხოვზე (Versuch über Tschechow), 1954 წ.
  • ეტიუდები შილერზე (Versuch über Schiller), 1955 წ.

აღნიშნული ესეები ასახავს თომას მანის ინტელექტუალურ დიაპაზონს, მისი ტექსტები ეხება კულტურათმცოდნეობას, ფილოსოფიას, ფსიქოანალიზს, პოლიტიკასა და ეთიკას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაშრომები გოეთეზე, ნიცშეზე, ფროიდსა და ვაგნერზე, რომლებიც წარმოადგენენ თომას მანის ესეების ფილოსოფიურ ბირთვს.

  • თეოდორ ვ. ადორნო–თომას მანი: წერილები. 1943-1955 წწ. (Theodor W. Adorno, Thomas Mann: Briefwechsel. 1943–1955)[107]

თომას მანისა და ადორნოს მიმოწერა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინტელექტუალურ დოკუმენტად ითვლება XX საუკუნის შუა ხანებიდან, განსაკუთრებით „დოქტორ ფაუსტუსის“ შექმნის კონტექსტში, სადაც ადორნო მანის მუსიკალურ-თეორიული მრჩეველი იყო.

  • ჰერმან ჰესსე–თომას მანი: წერილები (Hermann Hesse, Thomas Mann: Briefwechsel)[108]

წერილობითი მიმოწერა ორ ნობელიანტს შორის ასახავს ჰესესა და მანის ურთიერთპატივისცემასა და მსოფლმხედველობრივ განსხვავებებს, ინდივიდუალიზმსა და კლასიკურ ჰუმანიზმს შორის.

გამოცემა მოიცავს მათ პირად მიმოწერას, ასევე წერილებსა და დოკუმენტებს, რომლებიც ნათელს ხდის მათ ურთიერთობას, განსხვავებულ ემიგრანტულ პოზიციებსა და ევროპული კულტურისადმი ერთგულებას.

  • ჰაინრიხ მანი–თომას მანი: წერილები (Heinrich Mann, Thomas Mann: Briefwechsel)[110]

ძმებს შორის ხანგრძლივი და ხშირად დაძაბული მიმოწერა მოიცავს ოჯახურ, პოლიტიკურ და ლიტერატურულ საკითხებს, მათ შორის განსხვავებულ დამოკიდებულებებს დემოკრატიასა და ხელოვნების სოციალურ როლზე.

  • თომას მანი–კატია მანი: წერილები 1924–1955 წწ. (Thomas Mann, Katia Mann: „Liebes Fräulein Herz“. Briefwechsel mit Ida Herz 1924–1955)[111]

წერილები მანების ოჯახური წრისა და მეგობრული ურთიერთობების ინტიმურ მხარეებს აჩვენებს, განსაკუთრებით მათ ემიგრანტულ ცხოვრებასა და ურთიერთგაგების სირთულეებს.

თომას მანის ლიტერატურული მემკვიდრეობა მრავალი წლების განმავლობაში არაერთი აკადემიური და კომენტარიანი გამოცემის სახით დაიბეჭდა. მისი ტექსტების რედაქცია და მეცნიერული დამუშავება სხვადასხვა ეპოქის მკვლევართა თანამშრომლობით ხდებოდა. ძირითადი გამოცემებია:

„Gesammelte Werke in zwölf Bänden“ — კრებული თორმეტ ტომად, გამოქვეყნებული აღმოსავლეთ გერმანიის ხელოვნების აკადემიის მიერ, თომას მანის უშუალო მონაწილეობით და ჰანს მაიერისა და ერიხ ნოიმანის რედაქტორობით. გამომცემლობა: Aufbau-Verlag , ბერლინი, 1955.

ამ გამოცემის ახალი რედაქცია გამოიცა ფრანკფურტში 1960 წელს.

„Gesammelte Werke in dreizehn Bänden“ — გაფართოებული კრებული ცამეტ ტომად, რედაქტორები ჰანს ბურგინი და პეტერ დე მენდელსონი. გამომცემლობა: „S. Fischer Verlag“, ფრანკფურტი, 1974წ.

„Große kommentierte Frankfurter Ausgabe. Werke — Briefe — Tagebücher“ — დიდი აკადემიური გამოცემა, მოიცავს თომას მანის მთელ შემოქმედებას, წერილებსა და დღიურებს. გამოიცა ჰაინრიხ დეტერინგის, ეკჰარდ ჰეფტრიხის, ჰერმან კურეცკეს, ტერენს ჯეიმს რიდის, თომას შპრეხერის, ჰანს რუდოლფ ვაგეტის და რუპრეხტ ვიმერის მიერ. გამოცემა მომზადდა „ETH Zürich“-ის მიერ თომას მანის არქივთან თანამშრომლობით. ჯამში გათვალისწინებულია 36 ტომი, აქედან დღემდე გამოსულია 17 ტომი. გამომცემლობა: „S. Fischer / Frankfurt am Main“, 2001 წლიდან დღემდე.

აღნიშნული გამოცემები საფუძველს ქმნის თანამედროვე თომას მანის კვლევისა და ტექსტოლოგიისთვის, ხოლო „Große kommentierte Frankfurter Ausgabe“ - ყველაზე სრულ და აკადემიურად დადასტურებულ ტექსტად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 Pascal R. Encyclopædia Britannica
  4. 1 2 SNAC — 2010.
  5. 1 2 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 1 2 RKDartists
  8. 1 2 filmportal.de — 2005.
  9. 1 2 (unspecified title)
  10. 1 2 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  11. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  12. 1 2 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. 1 2 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  14. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  15. 1 2 Salzburgwiki
  16. 1 2 Babelio — 2007.
  17. 1 2 3 Archivio Storico Ricordi - digital collection
  18. 1 2 3 BeWeB
  19. 1 2 3 4 abART
  20. 1 2 Munzinger Personen
  21. 1 2 3 Манн Томас // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  22. https://web.archive.org/web/20151120213311/http://www.kilchberg.ch/xml_1/internet/de/application/d20/d24/d302/f243.cfm
  23. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  24. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118577166 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  25. Hübinger P. E. Thomas Mann, die Universität Bonn und die Zeitgeschichte / Hrsg.: Bundeszentrale für politische BildungFrankfurter Societät, 1974. — გამ. 43. — ISSN 0479-611X; 2194-3621
  26. https://www.thomas-mann-gesellschaft.de/thomas-mann/1933-1945/index.html
  27. https://www.tum.de/die-tum/aktuelles/pressetermine/detail/article/30502/
  28. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1929/
  29. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  30. 1 2 3 4 5 6 7 Kindred Britain
  31. Ostwald G. Jüngste Tochter von Thomas Mann gestorben: Elisabeth Mann Borgese, die jüngste Tochter von Thomas Mann, ist in ihrem Urlaubsort St. Moritz gestorben. // Frankfurter Allgemeine Zeitung / Hrsg.: Werner D’Inka, G. Braunberger, J. Kaube et al. — F, Deutschland: Frankfurter Allgemeine Zeitung GmbH, 2002. — ISSN 0174-4909; 1431-3138; 1866-5314
  32. Der Brockhaus. Universallexikon in 20 Bänden. Band 11. F. A. Brockhaus, Leipzig 2007, S. 4731.
  33. Peter J. Brenner: Thomas Mann – ein Virtuose der Halbbildung. In: Universitas. Band 68, Nr. 5, 2013, S. 5–6.
  34. Viktor Mann: Wir waren Fünf. S. 30.
  35. Stephan Stachorski: Thomas Mann. In: Michael Fröhlich (Hrsg.): Das Kaiserreich. Portrait einer Epoche in Biographien. Primus Verlag, Darmstadt 2001, S. 443–453, S. 444 f.
  36. Stefan Breuer: Das „Zwanzigste Jahrhundert“ und die Brüder Mann. In: Manfred Dierks, Ruprecht Wimmer (Hrsg.): Thomas Mann und das Judentum. Frankfurt am Main 2004, S. 75–95, S. 92 f.
  37. Rolf Thiede: Stereotypen vom Juden. Die frühen Schriften von Heinrich und Thomas Mann. Zum antisemitischen Diskurs der Moderne und dem Versuch seiner Überwindung. Metropol, Berlin 1998, S. 55–80.
  38. თომას მანის წერილი ჰაინრიხ მანისადმი, დათარიღებული 1912 წლის 27 აპრილით Aus: Thomas Mann/Heinrich Mann: Briefwechsel 1900–1949. S. Fischer Verlag, Frankfurt am Main 1984.
  39. Tilmann Lahme, Thomas Mann: Ein Leben, Deutscher Taschenbuch-Verlag (München), besonders S. 70 ff. [105 ff.] und passim.
  40. Dieter Borchmeyer: Von der Wollust des Unterganges. In: Thomas Mann. Werk und Zeit. Insel, Berlin 2023, S. 508.
  41. Thomas Sprecher, Ruprecht Wimmer (Hrsg.): Thomas Mann Jahrbuch. Band 20, S. 86.
  42. Rubrik: Zu unseren Bildern. In: Von Lübecks Türmen, 36. Jahrgang, Nr. 14, Ausgabe vom 26. Juni 1926, S. 60.
  43. Dirk Heißerer (Hrsg.): Thomas Mann in München. Band V: Vorträge 2007–2009. Peniope, München 201.
  44. ნობელის პრემიის ციტატის ფორმულირებაში ნათქვამი იყო, რომ მანს პრემია მიენიჭა „უპირველეს ყოვლისა მისი შესანიშნავი რომანისთვის „ბუდენბრუკები“, რომელმაც წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო განამტკიცა აღიარება, როგორც თანამედროვე ლიტერატურის კლასიკურმა ნაწარმოებმა“.
  45. Frank Dietrich Wagner: Appell an die Vernunft. Thomas Manns Deutsche Ansprache und Arnolt Bronnens nationale Attacke im Krisenjahr 1930. In: Thomas Mann Jahrbuch. Nr. 13, 2000, S. 53.
  46. Alfred Pfoser: Thomas Mann für das Rote Wien. In: Werner Michael Schwarz, Georg Spitaler, Elke Wikidal (Hrsg.): Das Rote Wien 1919–1934. Ideen, Debatten, Praxis. Birkhäuser, Basel 2019, S. 136.
  47. Robert Gerwarth: Reinhard Heydrich. Biographie Siedler, München 2011, S. 93.
  48. Eckart Conze, Norbert Frei, Peter Hayes, Moshe Zimmermann: Das Amt und die Vergangenheit. Deutsche Diplomaten im Dritten Reich und in der Bundesrepublik. München 2010, S. 85.
  49. Robert Gerwarth: Reinhard Heydrich. Biographie. Siedler, München 2011, S. 94.
  50. 1936 წლამდე თომას მანის წიგნების გერმანიაში გამოქვეყნება კვლავ დაშვებული იყო. მას შემდეგ, რაც მანი ბონის უნივერსიტეტის რექტორისადმი ღია წერილში ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდა და ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა მიიღო, მისი სრული ნაშრომები პროპაგანდის სამინისტროს მავნე და არასასურველი ლიტერატურის სიაში მოხვდა. პირველად ეს 1936 წლის 9 დეკემბერს დაფიქსირდა. მისი წიგნები გერმანული წიგნის მაღაზიებიდან ამოიღეს და პრესას მის შესახებ დუმილი უბრძანეს.
  51. Peter Lange: Prag empfing uns als Verwandte. Die Familie Mann und die Tschechen. 1. Auflage. Vitalis, Prag 2021, S. 175–176.
  52. Eckart Conze, Norbert Frei, Peter Hayes, Moshe Zimmermann: Das Amt und die Vergangenheit. Deutsche Diplomaten im Dritten Reich und in der Bundesrepublik. Blessing, München 2010, S. 85.
  53. ომის შემდეგ, 1946 წლის 13 დეკემბერს, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა. Pascal Beucker, Anja Krüger: Antwort erwogen. In: beucker.de, / taz, 17. Januar 2002.
  54. Objekte - Thomas Mann: Briefwechsel mit der Philosophischen Fakultät der Universität Bonn (1936/1937). Abgerufen am 12. August 2025.
  55. მარსელ რაიხ-რანიცკი იუწყება, რომ წერილი ხმამაღლა წაიკითხეს ბერლინში რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ლიტერატურულ წრეში, რომელსაც ის პირადად ესწრებოდა, როგორც საშუალო სკოლის მოსწავლე. Reich Ranicki über Golo Mann und die Familie Mann, Gespräch mit Peter Voß, 2001.
  56. Mass und Wert. Zweimonatsschrift für freie deutsche Kultur (1937–1940). Virtuelles Museum „Künste im Exil“, abgerufen am 10. März 2022.
  57. Gert Heine, Paul Schommer: Thomas-Mann-Chronik. Vittorio Klostermann, Frankfurt am Main. 2004, S. 331.
  58. Literaturherbst: Wissenschaftler Heinrich Detering sprach im Alten Rathaus. Weißer Fleck bei Thomas Mann. In: Hannoversche Allgemeine. 21. Oktober 2012, abgerufen am 7. Januar 2018.
  59. 1943 წლის 28 მარტის გამოსვლა.
  60. 1941 წლის ნოემბრის გამოსვლა.
  61. Die Texte sind abgedruckt im Insel-Buch Nr. 900: Deutsche Hörer 25 [recte: 55] Radiosendungen nach Deutschland. Insel Verlag, Leipzig 1970.
  62. Francis Nenik / Sebastian Stumpf: Seven Palms. Das Thomas-Mann-Haus in Pacific Palisades, Los Angeles. Spector Books, Leipzig 2018, S. 109, 145.
  63. Peter von Becker: Streit um Thomas-Mann-Villa. Das Große Geisterhaus. In: Der Tagesspiegel. 1. September 2016.
  64. Stefanie de Velasco: Thomas Manns Villa in Amerika: Onkel Toms Hütte. In: Frankfurter Allgemeine Zeitung. 14. Dezember 2016.
  65. Andreas Platthaus: Thomas Mann und Huxley: Bei Drogen war Schluss [abgerufen am 8. Oktober 2022].
  66. Zitiert nach Hubert Mainzer: Thomas Manns „Doktor Faustus“ — ein Nietzsche-Roman? In: Wirkendes Wort. Band 21, 1971, S. 28.
  67. დეტალურად იხილეთHeinrich Detering: Thomas Manns amerikanische Religion. S. Fischer, Frankfurt am Main 2012. Besprechungen bei Michael Braun: Kein ungläubiger Thomas. In: Literaturkritik.de. 1. November 2012; Religion im Exil: Der Unitarier Thomas Mann. In: Die Welt. 1. Dezember 2012.
  68. ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Manfred Görtemaker: Thomas Mann und die Politik. Frankfurt am Main 2005, S. 177–234. Die Kontroversen zeichnen folgende Dokumentenbände nach: J. F. Grosser (Hrsg.): Die Große Kontroverse. Ein Briefwechsel um Deutschland. Hamburg 1963; Wigand Lange, Jost Hermand (Hrsg.): „Wollt ihr Thomas Mann wiederhaben?“ Deutschland und die Emigranten. Europäische Verlags-Anstalt, Hamburg 1999,; Stephan Stachorski (Hrsg.): Fragile Republik. Thomas Mann und Nachkriegsdeutschland. 2. Auflage, Fischer Taschenbuch Verlag, Frankfurt am Main 2005.
  69. Francis Nenik, Sebastian Stumpf: Seven Palms. Das Thomas-Mann-Haus in Pacific Palisades, Los Angeles. Spector Books, Leipzig 2018, S. 278.
  70. Ulrich Raulff; Ellen Strittmatter (Hrsg.): Thomas Mann in Amerika. Marbacher Magazin, 163/64. Deutsche Schillergesellschaft, Marbach am Neckar 2018, S. 12–22, hier S. 21.
  71. Torsten Unger: Thomas Mann in Weimar, Heidelberg 2015.
  72. Ronald Hayman: Thomas Mann. A Biography. Bloomsbury, London 1995, S. 564 ff.
  73. Georges Motschan: Thomas Mann – von nahem erlebt. Verlag der Buchhandlung Matussek, Nettetal 1988.
  74. Volker Hage: Eine Liebe fürs Leben. Thomas Mann und Travemünde. S. Fischer Verlag, Frankfurt am Main 2002, S. 42 f., 67 f.
  75. Tagebuch 13. Oktober 1953.
  76. Hans Wysling, Yvonne Schmidlin: Thomas Mann. Ein Leben in Bildern. Artemis, Zürich 1994, S. 78, 81; M. Swales: Humor und Ironie bei Fontane und Thomas Mann, in: Theodor Fontane und Thomas Mann, Die Vorträge des Internationalen Kolloquiums in Lübeck 1997, hg. von Eckhard Heftrich u. a., 1998.
  77. Thomas Mann am 29. März 1949 an Hermann Ebers.
  78. Hermann Kurzke: Thomas Mann. Das Leben als Kunstwerk. Eine Biographie. Beck, München 1999, XV. Kapitel: Gottvater und das Engeltier, S. 437–440.
  79. Inklusive einer Kritik der wissenschaftlichen Weltanschauung laut Patrick Bahners Referat von Andreas Kablitz: „Der Zauberberg“. Die Zergliederung der Welt. Universitätsverlag Winter, Heidelberg 2017; in seinem Bericht von der Kölner Tagung des Arbeitskreises „Text und Textlichkeit“ der Fritz-Thyssen-Stiftung zum Verhältnis von „Prädikation und Bedeutung“.
  80. თომას მანის დღიურების მიხედვით, საუბარია მის თანაკლასელ არმინ მარტენსზე ლიუბეკიდან. იხილეთ: Hermann Kurzke: Thomas Mann. Das Leben als Kunstwerk. Eine Biographie. Beck, München 1999, I. Kapitel (Frühes Leben, erstes Dichten), Abschnitt Erste Liebe: Armin Martens
  81. Hermann Kurzke: Thomas Mann. Das Leben als Kunstwerk. Eine Biographie. Beck, München 1999, I. Kapitel (Frühes Leben, erstes Dichten), Abschnitt Williram Timpe.
  82. Das Wiedersehen mit Heuser 1954 ist Thema von Hans Pleschinskis Roman Königsallee, C. H. Beck, München 2013
  83. Hermann Kurzke: Thomas Mann. Das Leben als Kunstwerk. Eine Biographie. Beck, München 1999, S. 121, 132–150.
  84. Die Ehe im Übergang. Brief an den Grafen Hermann Keyserling, Fischer E-Books, 2009.
  85. იხილეთ: R. A. Guardini: Michelangelo. Gedichte und Briefe, im Project Gutenberg .
  86. Sung-Hyun Jang: Dichtung und Wahrheit bei Thomas Mann: Manns ‘Letzte Liebe’ und ihre Verarbeitung im Felix Krull in Doppelter Form. In: German Life and Letters. Band 51, Nr. 3, 1998, S. 372–382.
  87. Hermann Kurzke: Thomas Mann. Das Leben als Kunstwerk. Eine Biographie. Beck, München 1999, Kapitel XIX (Bis zum letzten Seufzer), Abschnitt Franzl.
  88. Thomas Mann: Autorenseite - Seine Kinder | S. Fischer Verlage. Abgerufen am 12. August 2025.
  89. Thomas Mann: Die Lösung der Judenfrage (1907). In: Hermann Kurzke, Stephan Stachorski (Hrsg.): Thomas Mann: Essays, Band 1: Frühlingssturm (1893–1918). 1993.
  90. Thomas Mann: Zur jüdischen Frage (1921). In: Hermann Kurzke, Stephan Stachorski (Hrsg.): Thomas Mann: Essays, Band 2: Für das neue Deutschland (1919–1925). 1993.
  91. Peter Pütz: Thomas Manns Wirkung auf die deutsche Literatur der Gegenwart. In: Heinz Ludwig Arnold (Hrsg.): Text und Kritik. Sonderband Thomas Mann. 1976, S. 135–145.
  92. Thomas Mann: Meine Zeit. Vortrag in der Universität Chicago, Mai 1950. Bermann-Fischer/Querido, Amsterdam 1950, S. 20.
  93. Marcel Reich-Ranicki: Nachprüfung. Aufsätze über deutsche Schriftsteller von gestern. DVA, Stuttgart 1980, S. 110.
  94. Sinn und Form 165, Sonderheft Thomas Mann.
  95. Sándor Márai: Die vier Jahreszeiten. Aus dem Ungarischen übersetzt und mit Anmerkungen versehen von Ernö Zeltner. Piper, München/Zürich 2009, S. 68.
  96. Thomas Mann: Über den Film. Gesammelte Werke in dreizehn Bänden, Band 10, Fischer, Frankfurt 1974, S. 898.
  97. ციტირებულია: Peter Zander: Thomas Mann im Kino. Bertz und Fischer, Berlin 2005, S. 57.
  98. ციტირებულია: Peter Zander: Thomas Mann im Kino. Bertz und Fischer, Berlin 2005, S. 196.
  99. ციტირებულია: Peter Zander: Thomas Mann im Kino. Bertz und Fischer, Berlin 2005, S. 197.
  100. Hans Rudolf Vaget: Film and Literature: The case of "Death in Venice": Luchino Visconti and Thomas Mann. The German Quarterly, Vol. 53, Nr. 2, März 1980, S. 60., JSTORE
  101. Andreas Blödorn, Stephan Brössel: Mediale Wirkung. In: Andreas Blödorn, Friedhelm Marx (Hrsg.): Thomas Mann-Handbuch. Metzler, Stuttgart 2015, S. 389.
  102. Rolf G. Renner: Verfilmungen. Thomas-Mann-Handbuch, Fischer, Frankfurt 2005, S. 799.
  103. Thomas Mann: Film und Roman. Gesammelte Werke in dreizehn Bänden, Band 10, Fischer, Frankfurt 1974, S. 937.
  104. შენიშვნა: 2005 წლისთვის პიტერ ზანდერი 23 რეალურ ადაპტაციას ითვლის, გარდა ბრიტანული სატელევიზიო სერიალისა „თანამედროვე სამყარო: ათი დიდი მწერალი“, რომელიც ერთ ეპიზოდში რომანის „ჯადოსნური მთა“ სცენებს აღადგენს და ჩაწერილი სცენური ვერსიებისა. „ბადენბრუკების“ კიდევ ერთი კინოადაპტაცია 2008 წელს გამოვიდა, რასაც 2009 წელს მოჰყვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გარდერობი“, რომელიც ამავე სახელწოდების ნოველას ეფუძნება. პ. დევიდ ებერსოლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სიკვდილი ვენეციაში, კალიფორნია“, რომელიც 1994 წელს გამოვიდა, ცნობილი ნოველას კიდევ ერთი ადაპტაცია იყო.
  105. Peter Zander: Thomas Mann im Kino. Bertz und Fischer, Berlin 2005, S. 11.
  106. Peter Zander: Thomas Mann im Kino. Bertz und Fischer, Berlin 2005, S. 13.
  107. ISBN 978-3-596-15839-3.
  108. ISBN 978-3-596-15672-6
  109. ISBN 978-3-465-04373-7.
  110. ISBN 978-3-10-002262-2.
  111. ISBN 978-3-10-397671-7.