გრაცია დელედა
გრაცია დელედა | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 27 სექტემბერი 1871[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბადების ადგილი | ნუორო[10] [8] |
გარდაცვალების თარიღი | 15 აგვისტო 1936[10] [11] [12] [13] [14] [8] [9] (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | რომი[10] [8] |
დასაფლავებულია | კამპო ვერანო |
ფსევდონიმი | Ilia di Saint-Ismael[15] |
საქმიანობა | მწერალი[8] [9] , პოეტი, რომანისტი, დრამატურგი და პროზაიკოსი |
ენა | სარდინიული ენა, იტალიური ენა[1] და ფრანგული ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | საშინაო განათლება |
Magnum opus | ლერწამი ქარში, ელიას პორტულო, დედა და Q18223014? |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[17] [18] |
ხელმოწერა |
![]() |
გრაცია დელედა (დ. 27 სექტემბერი, 1871 — გ. 15 აგვისტო, 1936) — იტალიელი მწერალი, 1926 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.[19] იგი იყო პირველი იტალიელი ქალი, რომელსაც ეს პრემია მიენიჭა.[20]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა ნუოროში, იტალიაში, ბურჟუაზიულ ოჯახში. მას შემდეგ, რაც დაამთავრა დაწყებითი სკოლა, განათლება მიიღო კერძო მასწავლებლისაგან.
მან პირველი ნოველები გამოაქვეყნა ჟურნალში „ლ'ულტიმა მოდა“. იგი იმავდროულად ბეჭდავდა პროზაულ ნაწარმოებესა და ლექსებს.
მისი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი არის Paesaggi sardi (სარდინიის მიწა), რომელიც დაბეჭდა „Speirani“-მ 1896 წელს. 1899 წლის ოქტომბერში გრაცია შეხვდა პალმირო მადეზანის, სამხედრო მინისტრს, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. 1900 წელს მწერალი რომში მიდის. 1895 წელს იბეჭდება მისი კიდევ ერთი ნაწარმოები Anime oneste (წმინდა სულები), 1900 წელს კი Il vecchio della montagna („მთის მოხუცი შვილი“). ამასთან ერთად იგი თანამშრომლობდა გაზეთ-ჟურნალებთან „La Sardegna“, „Piccola rivista“ და Nuova Antologia. დელედას ნამუშევრებმა დიდი ინტერესი დაიმსახურა.
1903 წელს მან დაბეჭდა Elias Portolu („ელიას პორტულო“), რომლის შემდეგაც ის უკვე აღიარეს მწერლად. ამის შემდეგ იგი უკვე იწყებს ნოველებისა და სასცენო ნაწარმოებების გამოქვეყნებას: Cenere („ნაცარი“ — 1904), L'edera („სურო“ — 1908), Sino al confine („საზღვარზე“ — 1911), Colombo e sparvieri („მტრედი და არწივი“ — 1912), Canne al vento („ლერწამი ქარში“ — 1913), L'incendio nell'oliveto („ცეცხლი ზეითუნის კორომებში“ — 1918), Il Dio dei venti (1922). Cenere-ის მიხედვით გადაიღეს ფილმი ცნობილი იტალიელი მსახიობის, ელეონორა დუზის, მონაწილოებით.
გრაცია დელედა გარდაიცვალა რომში 64 წლის ასაკში.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დელედას მთელი შემოქმედება დაფუძნებულია სიყვარულზე, ტკივილსა და სიკვდილზე. მის ნაშრომებში შეიძლება ამოვიცნოთ ჯოვანი ვერგას ვერიზმის გავლენა და გაბრიელ დ'ანუზიოს დეკადენტიზმი.
დელედას ნოველებში ასახულია ხალხის სოციალური მდგომარეობა და მათი გრძნობები.
მთავარი ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Fior di Sardegna (1892)
- La via del male (1896)
- Racconti sardi (1895)
- Anime oneste (1895)
- Dopo il divorzio (1902)
- Elias Portolu (1903)
- Cenere (1904)
- L'edera (1908)
- Canne al vento (1913)
- Marianna Sirca (1915)
- La madre (1920)
- La fuga in Egitto (1925)
- Il sigillo d'amore (1926)
- Cosima (1937) [21].
- Il cedro del Libano (1939) [21]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნაწარმოებები ინტერნეტში (იტალიურ ენაზე)
- ავტობიოგრაფია (ინგ.)
- გრაცია დელედას ნაშრომები და სრული ტექსტები (იტა.)
- მარტა კინგის მიერ ინგლისურად ნათარგმნი Cosima.
- მარტა კინგის მიერ ინგლისურად ნათარგმნი Canne al vento (ლერწამი ქარში)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ AA.VV. Dizionario Biografico degli Italiani — 1960.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ FemBio: Банк інформації про видатних жінок, Frauendatenbank, Банк данных о выдающихся женщинах
- ↑ Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 9.0 9.1 9.2 BeWeB
- ↑ 10.0 10.1 10.2 Деледда Грация / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Enciclopedia Treccani — Istituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1926/deledda-bio.html
- ↑ nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ http://id.sbn.it/bid/CAG0034544
- ↑ Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1926/deledda-facts.html
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ Grazia Deledda (Italian author). britannica.com
- ↑ Hallengren, Anders. Grazia Deledda: Voice of Sardinia. Nobel Media. ციტირების თარიღი: 16 April 2014.
- ↑ 21.0 21.1 გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ
|
- დაბადებული 27 სექტემბერი
- დაბადებული 1871
- გარდაცვლილი 15 აგვისტო
- გარდაცვლილი 1936
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- იტალიელი მწერლები
- ნობელის პრემიის ქალი ლაურეატები
- იტალიელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- XIX საუკუნის იტალიელი რომანისტები
- XX საუკუნის იტალიელი რომანისტები
- იტალიელი ქალი პოეტები
- იტალიელი დრამატურგები
- იტალიელი ქალი დრამატურგები
- იტალიელი ქალი რომანისტები
- სარდინიული ლიტერატურა
- ქალი დრამატურგები
- XIX საუკუნის იტალიელი ქალი მწერლები
- XX საუკუნის იტალიელი ქალი მწერლები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით