ელიას კანეტი
ელიას კანეტი (დ. 25 ივლისი 1905 — გ. 14 აგვისტო 1994) — ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი, კულტუროლოგი და სოციალური მოაზროვნე. 1981 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[23]
ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანი „მარაკეშის ხმები“.[24]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ელიას კანეტი 1905 წელს ბიზნესმენი ჯეკ კანეტისა და მატილდა არტიდის ოჯახში ბულგარეთის ქალაქ რუსეში დაიბადა. იგი სამ დედმამიშვილს შორის ყველაზე უფროსი იყო.[25] კანეტის დედა წარმოშობით ებრაელ-სეფარდი,[26] ხოლო მამა ოსმალეთის იმპერიიდან იყო.[25] მისი წინაპრები რუსეში ადრიანოპოლიდან დასახლდნენ. მათი თავდაპირველი გვარი კანეტე იყო.
კანეტის მამა და ბაბუა წარმატებული ვაჭრები იყვნენ. რუსეში ისინი კომერციულ შენობას მართავდნენ, რომელიც 1898 წელს ააშენეს.[27] მომავალი მწერლის დედა, მატილდა არტიდი ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ებრაელ-სეფარდების ოჯახის შთამომავალი იყო, რომელთა შორის XVIII საუკუნეში რუსეს ებრაელთა კოლონიის დამაარსებლებიც იყვნენ. არტიდები XIV საუკუნეში არაგონის სამეფო კარზე ალფონსო IV-ის ფიზიკოსები და ასტრონომები იყვნენ. რუსეში დასახლებამდე, ისინი იტალიის ქალაქ ლივორნოში ცხოვრობდნენ.[28]
1911 წელს კანეტის ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში, მანჩესტერში გადავიდა, სადაც ჯეკ კანეტი ცოლის ძმების ბიზნესს შეუერთდა. 1912 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იმავე წელს მატილდა არდიტი შვილებთან ერთად ჯერ ლოზანაში, შემდეგ კი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ავსტრიაში იგი ელიასს გერმანულს ასწავლიდა და ამ ენაზე სთხოვდა ლაპარაკს. ამ დროისთვის, შვიდი წლის კანეტი უკვე თავისუფლად ფლობდა ლადინოს, ბულგარულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. 1916 წელს ოჯახი ციურიხში, ხოლო 1924 წელს ფრანკფურტში გადავიდა, სადაც კანეტმა საშუალო სკოლა დაამთავრა.
1924 წელს კანეტი ვენაში ქიმიის სასწავლად დაბრუნდა, თუმცა მოგვიანებით მისი ინტერესის სფეროში ფილოსოფია და ლიტერატურა მოექცა. იგი ვენის ლიტერატურულ საზოგადოებას გაეცნო და თავადაც დაიწყო წერა. 1919 წელს კანეტმა ვენის უნივერსიტეტი ქიმიის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა, თუმცა ამ პროფესიით არასოდეს უმუშავია.
ვენაში კანეტმა ორი რომანი გამოაქვეყნა: „აუტოდაფე“ (1935) და „ბრბო და ძალაუფლება“ (1960), რომლებშიც იგი მასების აზროვნებას იკვლევს და საზოგადოებაზე ნაცისტური გერმანიისა და პოლიტიკური ქაოსის გავლენას აღწერს.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1934 წელს კანეტმა ცოლად ვეზა ტობნერ-კალდერონი შეირთო, რომელიც მისი შთაგონების წყარო და ლიტერატურული ასისტენტი იყო. მწერალს სხვა ქალებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. მას ხანმოკლე რომანი ჰქონდა ავსტრიელ მოქანდაკე ანა მალერთან. 1938 წელს, გერმანიის ანშლუსის შემდეგ, კანეტი ლონდონში გადავიდა, სადაც დაუახლოვდა მარია-ლუიზა ვონ მოტესიკის, ავსტრიელ მხატვრალს, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მისი კომპანიონი იყო. 1963 წელს, ცოლის სიკვდილის შემდეგ, კანეტი ჰერა ბუშორზე დაქორწინდა. წყვილს 1972 წელს ქალიშვილი, ჯოანა შეეძინა.
კანეტმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა 1952 წელს მიიღო და იქ 1970-იან წლებამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ციურიხში გადავიდა, სადაც ცხოვრების ბოლო 20 წელი გაატარა. იგი 1994 წელს გარდაიცვალა.[29]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კანეტს 1981 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი სამწერლობო შემოქმედებისათვის, რომელიც შორსმჭვრეტელობით, იდეათა სიუხვითა და მხატვრული სიძლიერით გამოირჩევა.“[23] მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ავტობიოგრაფიული მემუარების ტრილოგიაა. ასევე ცნობილია მისი მოდერნისტული რომანები, რომლებშიც იგი ბრბოს ფსიქოლოგიას იკვლევს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1972: გეორგ ბიუხნერის სახელობის პრემია
- 1975: ნელი ზაქსის სახელობის პრემია
- 1981: ნობელის პრემია ლიტერატურაში
- 1981: ფრანც კაფკას სახელობის პრემია[30]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქორწილი (Hochzeit) 1932
- დაბრმავება (Die Blendung) 1935
- ამაოების კომედია (Komedie der Eitelkeit) 1950
- მასა და ძალაუფლება (Masse und Macht) 1962
- დროით შემოსაზღვრულნი (Die Befristeten) 1964
- ადამიანის პროვინცია (Die Provinz des Menschen: Aufzeichnungen) 1973
- თვითმხილველი. ორმოცდაათი ხასიათი (Der Ohrenzeuge: Fünfzig Charaktere) 1974
- გადარჩენილი ენა. სიჭაბუკის ისტორია (Die gerettete Zunge: Geschichte einer Jugend) 1977
- ჩირაღდანი ყურში. ცხოვრების ისტორია 1921–1931 (Die Fackel im Ohr: Lebensgeschichte 1921–1931) 1980
- (Das Augenspiel) 1985
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ელიას კანეტის ბიოგრაფია ენციკლოპედია ბრიტანიკაში
- Preface to Donahue, The End of Modernism
- ელიას კანეტი — ნამუშევრები საიტზე Open Library
- ელიას კანეტი ბიბლიოთეკის WorldCat კატალოგში
- Elias Canetti დაარქივებული 2019-04-16 საიტზე Wayback Machine. , Nobel Luminaries - Jewish Nobel Prize Winners, on the Beit Hatfutsot-The Museum of the Jewish People Website.
- ელიას კანეტი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 RKDartists
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 9.0 9.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 10.0 10.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 12.0 12.1 Munzinger Personen
- ↑ 13.0 13.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118518801 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Academy of Arts, Berlin — 1696.
- ↑ https://www.stadt-zuerich.ch/ted/de/index/gsz/natur-_und_erlebnisraeume/friedhoefe/friedhof_fluntern.html
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ NNDB — 2002.
- ↑ RKDartists
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1981/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.wien.gv.at/kultur/abteilung/ehrungen/preise/preistraeger.html#lit
- ↑ Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della Svizzera — Bern: 1998.
- ↑ 23.0 23.1 nobel prize in literature 1981.
- ↑ 1tv.ge—ელიას კანეტი.
- ↑ 25.0 25.1 Lorenz, Dagmar C. G. (17 April 2004). „Elias Canetti“. Literary Encyclopedia. The Literary Dictionary Company Limited. ISSN 1747-678X. ციტირების თარიღი: 2009-10-13.
- ↑ Heroes – Trailblazers of the Jewish People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07.
- ↑ The Canetti House – a forum for alternative culture. Internationale Elias Canetti Gesellschaft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2010. ციტირების თარიღი: 2009-10-13.
- ↑ Angelova, Penka (2006). „Die Geburtsstadt von Elias Canetti“, Elias Canetti: Der Ohrenzeuge des Jahrhunderts (German). Internationale Elias-Canetti-Gesellschaft Rousse.
- ↑ Encyclopædia Britannica profile
- ↑ Hanser Verlag author page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 12 November 2013.
ავსტრიის პორტალი – დაათვალიერეთ სტატიები ავსტრიის შესახებ. |
|
- დაბადებული 25 ივლისი
- დაბადებული 1905
- გარდაცვლილი 14 აგვისტო
- გარდაცვლილი 1994
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- გეორგ ბიუხნერის პრემიის მფლობელები
- სტატიები HDS იდენტიფიკატორით
- ავსტრიელი მწერლები
- გერმანელი მწერლები
- ავსტრიელი დრამატურგები
- ავსტრიელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ბრიტანეთიდან
- ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ბულგარელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ავსტრიელი ესეისტები
- ბრიტანელი ებრაელი მწერლები
- ბულგარელი მწერლები
- გერმანულენოვანი მწერლები
- ბულგარელი ებრაელები
- ბრიტანელი ესეისტები
- ფრანც კაფკას მკვლევრები
- გაერთიანებული სამეფოს ნატურალიზებული მოქალაქეები
- XX საუკუნის ესეისტები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით