გერტრუდ სტაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერტრუდ სტაინი
Gertrude Stein 1935-01-04.jpg
დაბ. თარიღი 3 თებერვალი 1874(1874-02-03)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ალეგენი[5]
გარდ. თარიღი 27 ივლისი 1946(1946-07-27)[6] [1] [2] [3] [4] (72 წელი)
გარდ. ადგილი ნეიი-სიურ-სენი, საფრანგეთი
საქმიანობა მწერალი[5] , პოეტი[7] , ხელოვნების კოლექციონერი[7] , სალონის მფლობელი[7] , ავტობიოგრაფი, ლიბრეტისტი და დრამატურგი
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი რედკლიფის კოლეჯი[7] , ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო სკოლა[7] , ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი
Magnum opus სამი სიცოცხლე[7] , Tender buttons: objects, food, rooms[7] , The Making of Americans[7] , Four Saints in Three Acts[7] , ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია[7] , ყველას ავტობიოგრაფია და Doctor Faustus Lights the Lights
პარტნიორ(ებ)ი ელის ბაბეტ ტოკლასი[7]
ხელმოწერა Gertrude Stein- Autograph.svg

გერტრუდ სტაინი (ინგლ. Gertrude Stein; დ. 3 თებერვალი, 1874, პიტსბურგი, პენსილვანიის შტატი ― გ. 27 ივლისი, 1946, პარიზი) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, ფემინისტი, დრამატურგი და თანამედროვე ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარების კატალისტი; ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერტრუდ სტაინის პორტრეტი პიკასოს მიერ, 1906.

დაიბადა პიტსბურგის ძველ ალეგენის გარეუბანში (პიტსბურგს შემოუერთდა 1907 წელს) ებრაულ-გერმანული წარმოშობის ოჯახში. სამი წლის ასაკში ოჯახი ჯერ ვენაში, შემდეგ კი პარიზში გადავიდა. თითქმის ორი წლის შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულმა განათლება კალიფორნიაში მიიღო, ამთავრებს რა ჯერ რადკლიფის კოლეჯს (1897), შემდეგ კი ჯონს-ჰოპკინზის სამედიცინო სკოლას.

1902 წელს ის საფრანგეთში გადადის მონპარნასზე ხელოვანთა შემოქმედებითი თავყრილობების აპოგეის პერიოდში. 1903-12 წლებში ის პარიზში ცოხვრობს ძმა — ლეონთან ერთად, რომელიც იმჟამად ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსი გახდა. 1907 წელს სტაინი თავის ცხოვრებისეულ მეგზურს ელის ტოკლასს ხვდება; სტაინი თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ძმის — მაიკლის ბიზნესის სტიპენდიით არსებობდა.

ძმასთან ერთად სტაინმა თავი მოუყარა კუბისტური ხელოვნების ერთ-ერთ უპირველეს კოლექციას. ის ფლობდა პაბლო პიკასოს (პაბლო მისი მეგობარი გახდა და გერტრუდის პორტრეტიც აქვს შესრულებული), ანრი მატისის, ანდრე დერენისა და სხვა ახალგაზრდა მხატვართა ადრეულ ნამუშევრებს. პიკასოს ასევე დახატული აქვს გერტრუდის ძმისშვილი ალან სტაინის პორტრეტი.

1920-იან წლებში მისი სალონი რუ-დე-ფლორუსის 27-ში, რომლის კედლები ავანგარდული მიურალებით იყო მოხატული, მრავალი უდიდესი ხელოვანისა და მწერლის თავშეყრის ადგილი იყო, მათ შორის იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, თორნტონ უილდერი, შერვუდ ანდერსონი და ჟორჟ ბრაქი. გერტურდს ეკუთვნის ტერმინი „დაკარგული თაობა“, რომელიც მან პარიზს შემოხიზნულ ამერიკიდან ჩამოსულ მწერლებს შეარქვა. გამორჩეული შარმით, მახვილსიტყვაობითა და კეთილი ბუნებით გერტრუდს მეგობართა დიდი წრე ჰყავდა. მის შეხედულებებს დიდი გავლენა ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Gertrude Stein
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC
  5. 5.0 5.1 The Feminist Companion to Literature in English — გვ. 1025. — ISBN 978-0-300-04854-4
  6. Стайн Гертруда // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 The Feminist Companion to Literature in English — გვ. 1026. — ISBN 978-0-300-04854-4