კამილო ხოსე სელა
კამილო ხოსე სელა (დ. 11 მაისი, 1916 ქ. პადრონი — გ. 17 იანვარი, 2002) — ესპანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი, სერვანტესის პრემიის ლაურეატი, თანამედროვე ესპანური ლიტერატურის კლასიკოსია. ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს ესპანური კულტურის ტრადიციებში აშუქებდა და ესპანური ენის განვითარებას უწყობდა ხელს.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კამილო ხოსე სელა 1916 წლის 11 მაისს დაიბადა ქალაქ პადრონში, ლა კორუნიას პროვინციაში. მამამისი კამილო სელა ფერნანდესი საბაჟოზე მსახურობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. დედა, კამილა ტრულოკი წარმოშობით ინგლისელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სელა მადრიდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მედიცინას, ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და სამართალს ეუფლებოდა.
1935 წელს ავტობიოგრაფიული ჩანაწერი და რამდენიმე ლექსი გამოაქვეყნა არგენტინულ ჟურნალში, სელას ლექსების პირველი კრებული კი 1936 წელს დაიწერა და 1945 წელს გამოიცა. 1955 წელს წიგნისათვის ვენესუელური მოთხრობები. ჟღალთმიანი სელა ესპანური კრიტიკის პრემიით დაჯილდოვდა, 1989 წელს კი ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. მწერალი 2002 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რომანი „პასკუალ დუარტეს ოჯახი“, რომელმაც დიდი პოპულარობა მოუტანა, 1942 წელს დაწერა. იგი ალეგორიაა ესპანეთში არსებულ იმჟამინდელ ცხოვრებაზე და ყველაზე პოპულარული ესპანური რომანია დონ კიხოტის შემდეგ.
ფართო აღიარება მოიპოვა მწერლის შემდეგმა რომანებმა და მოთხრობებმა, რომელიც შავი იუმორით იყო გაჯერებული. მის შემოქმედებით მემკვიდრეობაში ასევე არის პიესები და მემუარები. წიგნი ესპანური ამბები. უსინათლოები და სულელები სელამ ჰემინგუეის მიუძღვნა, რომელთანაც მეგობრობდა. ცენზურა რომ აეცილებინა თავიდან, სელა ზოგიერთ ნაწარმოებს ფარეხში ბეჭდავდა და არალეგალურ ტირაჟებად ავრცელებდა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კამილო ხოსე სელა“ ვიკისაწყობში.
- კამილო ხოსე სელა — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- კამილო ხოსე სელა — Find a Grave-ზე
- კამილო ხოსე სელას ბიოგრაფია
- BBC obituary
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118667629 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1995.
- ↑ 5.0 5.1 Babelio — 2007.
- ↑ 6.0 6.1 Discogs — 2000.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 9.0 9.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ Proleksis enciklopedija — 2009.
- ↑ Села Камило Хосе // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1989/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ http://dogc.gencat.cat/ca/pdogc_canals_interns/pdogc_resultats_fitxa/?action=fitxa&documentId=36189
- ↑ http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154&list=1
- ↑ http://www.ordens.presidencia.pt/?idc=154
- ↑ http://www.usc.es/es/info_xeral/honoris/
|