შეიმას ჰინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შეიმას ჰინი
Seamus Heaney (cropped).jpg
დაბადების თარიღი 13 აპრილი 1939(1939-04-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბადების ადგილი Castledawson[12] [13]
გარდაცვალების თარიღი 30 აგვისტო 2013(2013-08-30)[14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი დუბლინი, ირლანდიის რესპუბლიკა[1]
საქმიანობა დრამატურგი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, პოეტი, მწერალი[15] [16] [17] , უნივერსიტეტის პროფესორი, მსახიობი[18] და ავტორი[19] [20]
ენა ინგლისური ენა[2]
ეროვნება ირლანდიელები
მოქალაქეობა Flag of Ireland.svg ირლანდიის რესპუბლიკა[21] [22] [23]
ალმა-მატერი St Columb's College[24] , Queen's University Belfast[24] და Bates College
ჟანრი პოეზია
Magnum opus Death of a Naturalist, District and Circle და Human Chain
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[25] [26], Cholmondeley Award[27] , ჯეფრი ფებერის მემორიალური ჯილდო[28] , ერიკ გრეგორის პრემია[29] , Irish PEN Award[30] , T. S. Eliot Prize[31] , ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი[32], ე. მ. ფორსტერის ჯილდო[33] , Common Wealth Award of Distinguished Service, სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია[34] , ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, Sikkens Prize[35] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, honorary doctorate of the University of A Coruña[36] , Ulysses Medal[37] , Duff Cooper Prize[38] , Poetry Now Award[39] , Poetry Now Award[40] , დევიდ კოენის პრემია, Irish Book Awards, Griffin Poetry Prize[41] , Forward Poetry Prize[42] , PEN Translation Prize, კოსტას პრემია, კოსტას პრემია, კოსტას პრემია, Truman Capote Award for Literary Criticism, People of the Year Awards, Lannan Literary Awards, Golden Rose Award, სომერსეტ მოემის პრემია, WH Smith-ის ლიტერატურული პრემია, Flaiano Prize, AWB Vincent Literary Award, AWB Vincent Literary Award, Cunningham Medal და Golden Wreath
მეუღლე Marie Devlin

შეიმას ჯასტინ ჰინი (ინგლ. Seamus Justin Heaney; დ. 13 აპრილი, 1939 — გ. 30 აგვისტო, 2013) — ირლანდიელი პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი. 1995 წელს გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.[43][44] მის ცნობილ მხატვრულ ნამუშევრებს შორისაა თავისი პირველი გამოქვეყნებული ტომი „ნატურალისტის სიკვდილი“, რომელიც მოიცავს პოემების კოლექციას. აღიარებული იქნა, პოეზიაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის გამო. ამერიკელი პოეტი რობერტ ლოუილი, მას აღწერს როგორც, „ყველაზე მნიშვნელოვანი ირანელი პოეტი, უილიამ იეიტსის შემდეგ“. ბევრმა მათგანმა, მათ შორის აკადემიკოსმა ჯონ სატერლენდიმ ჰინი დაახასიათა როგორც, „ჩვენი დროის უდიდესი პოეტი“. ამერიკელმა პოეტმა, ესეისტმა და მთარგმნელმა რობერტ პინსკიმ შეიმას ჰინის შესახებ განაცხადა რომ „ჰინი შესანიშნავ თვალთან და ყურთან ერთად, დასაჩუქრებულია ისტორიის მოყოლის ნიჭით“. 2013 წელს, ჰინის გარდაცვალების შემდეგ, ახალი ამბების ბრიტანულმა გამოცემამ, „The Independent“-მა ჰინის შესახებ თქვა: „ალბათ ყველაზე ცნობილი პოეტი მთელს დედამიწაზე“. [45]

დაიბადა ქალაქგარეთ, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ადრეულ 1960-იან წლებში, მას შემდეგ რაც, „ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტი“ დაამთავრა და დაიწყო თავისი პოეტური ნაშრომების გამოქვეყნება, ჩრდილოეთ ირლანდიის უდიდეს ქალაქში, ბელფასტში, „ჯოზეფის კოლეჯში“ კითხულობდა ლექციებს. 1976 წლიდან გარდაცვალებამდე, ცხოვრობდა დუბლინში.[46] 1981 წლიდან 2006 წლამდე ასევე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1981 წლიდან, 1997 წლამდე იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1988 წლიდან 2006 წლამდე, რეზიდენციაში მისი პოეტი. 1989 წლიდან 1994 წლამდე, იგი ასევე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის ფაკულტეტის პროფესორი. სხვა ნომინაციებთან ერთად, მას აღებული აქვს „ჯეფრი ფაბერის მემორიალური პრემია“ (1968), „ე.მ ფორსტერის ნომინაცია“ (1975), „პოეზიის ოქროს გვირგვინი“ (2001), „ტ. ს ელიოტის პრიზი“ (2006), 1996 წელსა და 1999 წელს „Costa წიგნის პრიზი“. მის ლიტერატურულ გამოცემებს ფლობს „ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა“.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიმას ჰინი დაიბადა 1939 წლის 13 აპრილს, ფერმერების ოჯახში, ჩრდილოეთ ირლანდიის ორ სოფელს, „ქასთლდოუსონის“ და „თუმბრიჯს“ შორის.[47] მამამისი პატრიკ ჰინი (გ. ოტომბერი, 1986)[48] ფერმერი იყო, თუმცა მის მთავარ ვალდებულებას პირუტყვების გაყიდვა წარმოადგენდა.

ჰინის დედა მარგარეტ მაკკენი, (1911-1984)[49] მაკკენების ამ თაობის მეცხრე შვილია.[50] მისი ბიძიები და სხვა ნათესავები დასაქმებულები იყვნენ ადგილობრივ თეთრეულის ქარხანაში. მისი ბიცოლა მოსამსახურედ მუშაობდა ქარხნის მეპატრონის ოჯახში.

ჰინი დადიოდა ანაჰორიშის დაწყებით სკოლაში. 12 წლის ასაკში მან სტიპენდია აიღო და სწავლის გაგრძელება ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ დერის, კათოლიკურ სკოლაში „კოლუმბიის კოლეჯში“ შესთავაზეს. როდესაც ჰინი კოლეჯში სწავლობდა, მისი ძმა ქრისტოფერი საგზაო უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. პოემები „Mid-Term Break“ და „The Blackbird of Glanmore“ დაკავშირებულია თავისი ძმის გარდაცვალებასთან.[51]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიმას ჰინი 1970 წელს

1957 წელს, „ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტში“ ინგლისური ენის და ლიტერატურის შესასწავლად ბელფასტში გაემგზავრა. იქ ყოფნისას მან იპოვა ინგლისელიი პოეტის, ტედ ჰიუზის „Lupercal“-ის ასლი, რომელმაც მას პოეტობისკენ უბიძგა. კოლეჯი 1961 წელს დაამთავრა, და მიენიჭა პირველი კლასის ხარისხი.

ბელფასტის წმინდა ჯოზეფის მასწავლებელთა მომზადების კოლეჯში სწავლების დროს (ახლა ის გაერთიანებულია ქალაქ მერის უნივერსიტეტის კოლეჯში), ჰინი გაემგზავრა დასავლეთ ბელფასტის წმინდა თომას საშუალო სკოლაში. სკოლის დირექტორი ირანელი მწერალი მაიკლ მაკკლავერტი იყო, რომელმაც ჰინი ირანელ პოეტს, პატრიკ კავანაჰს წარუდგინა.[52][53] მაკკლავერტის მენტორობით, 1962 წელს მან თავისი პირველი პოეტური ნამუშევრების გამოქვეყნება დაიწყო. ჰინიმ პოემა „Fosterage“, რომელიც „ჩრდილოეთი“-ის პოემების კოლექციიდან ერთ-ერთია, პატრიკ კავანაჰს მიუძღვნა.[54]

1966 წელს, დამოუკიდებელმა გამომცემლობამ, „Faber and Faber“-მა გამოაქვეყნა ჰინის პირველი პოემების კრებული, სახელწოდებით „ნატურალისტის სიკვდილი“, რომელმაც სხვა ჯილდოებთან ერთად ჯეფრი ფაბერის პრიზიც მოიგო. 1966 წელს „ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტში“ დაინიშნა თანემდროვე ინგლისური ლიტერატურის ლექტორად. ამის შემდეგ მისი ვაჟი, მაიკლი დაიბადა, 1968 წელს კი მეორე ვაჟი, ქრისტოფერი. 1969 წელს გამოაქვეყნდა მისი რიგით მეორე პოეტური კრებული „კარი სიბნელეში“.[55]

კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) მოწვეული ლექტორის თანამდებობის დაკავების შემდეგ, 1971 წელს, ჰინი ბელფასტში, „დედოფლის უნივერსიტეტში“ დაბრუნდა. თუმცა, 1972 წელს უნივერსიტეტში ლექციების კითხვა შეწყვიტა და ირლანდიის პატარა ქალაქში, უიკლოუში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი მთელს დროს წერას უთმობდა. 1972 წელს, მან გამოაქვეყნა რიგით მესამე პოეტური კრებული, სახელწოდებით — „ზამთრის გარეთ“. ხოლო 1975 წელს პოემების კრებული „ჩრდილოეთი“,[56] კოლექცია დაყოფილია ორ ნაწილად, რომელთაგან პირველი უფრო სიმბოლურია, ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: ანტეოსის ბერძნული მითი, ვიკინგები და სხვა. მეორე ნაწილში ძირითადად მოცემულია ლექსები, რომლებიც კონკრეტულად ეხება ჩრდილოეთ ირლანდიაში განვლილ ცხოვრებას, ლექსებს შორისაა მაიკლ მაკლავერტისა და სემიუს დენისათვის მიძღვნილი ლექსებიც.

მისი რიგით მეხუთე პოეტური კრებული „საველე სამუშაო“ 1979 წელს გამოქვეყნდა. 1981 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტში 1997 წლამდე კითხულობდა ლექციებს.

1984 წლის შემოდგომას, მისი დედა მარგარეტი გარდაიცვალა.

1989 წლიდან 1994 წლამდე, იგი ასევე იყო ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის ფაკულტეტის პროფესორი. 1991 წელს მან მეცხრე პოეტური კრებული გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ნივთების დანახვა“.

პოეზია: მთავარი კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1966: ნატურალისტის სიკვდილი, Faber & Faber
  • 1969: კარი სიბნელეში, Faber & Faber
  • 1972: ზამთრის გარეთ, Faber & Faber
  • 1975: ჩრდილოეთი, Faber & Faber
  • 1979: საველე სამუშაო, Faber & Faber
  • 1984: სადგურის კუნძული, Faber & Faber
  • 1987: ჰოკის ფარანი, Faber & Faber
  • 1991: ნივთების დანახვა, Faber & Faber
  • 1996: სულის დონე, Faber & Faber
  • 2001: ელექტრო შოკი, Faber & Faber
  • 2006: უბანი და წრე, Faber & Faber
  • 2010: ადამიანის ჯაჭვი, Faber & Faber

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118547410 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 Munzinger-Archiv — 1913.
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Store norske leksikon — 1978.
  11. Archive of Fine Arts — 2003.
  12. http://www.broadwayworld.com/off-broadway/article/Paul-Muldoon-to-Host-Irish-Reps-REMEMBERING-SEAMUS-114-20130930
  13. http://www.poemhunter.com/poem/keeping-going/comments.asp
  14. Seamus Heaney, Irish Poet of Soil and Strife, Dies
  15. http://www.bbc.co.uk/programmes/b007ctnx
  16. http://www.bbc.co.uk/programmes/b03ybs21
  17. http://www.bbc.co.uk/programmes/b040r9g9
  18. http://www.theguardian.com/artanddesign/2014/jun/16/colin-davidson-jerusalem-portraits-dublin
  19. http://www.bbc.co.uk/programmes/b03c3bhv
  20. http://www.bbc.co.uk/programmes/b03c46nt
  21. http://www.nytimes.com/2001/05/05/business/john-scanlon-tenacious-public-relations-consultant-for-high-profile-clients-dies.html
  22. http://www.nytimes.com/2006/12/28/arts/28arts.html?ref=arts
  23. http://www.nytimes.com/2008/12/24/world/asia/24china.html?hp
  24. 24.0 24.1 Who's Who(untranslated), 1849.
  25. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1995/
  26. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  27. https://www.societyofauthors.org/Prizes/Poetry/Cholmondeley/Past-winners
  28. https://www.foyles.co.uk/geoffrey-faber-memorial-prize
  29. https://www.societyofauthors.org/Prizes/Authors-Awards/Poetry/Eric-Gregory/Past-winners
  30. http://www.irishpen.com/irish-pen-award-for-literature/
  31. https://tseliot.com/prize/about-the-t-s-eliot-prize/
  32. https://www.siv.archives-nationales.culture.gouv.fr/siv/rechercheconsultation/consultation/ir/pdfIR.action?irId=FRAN_IR_026438
  33. http://artsandletters.org/?s=seamus+heaney
  34. http://lib.slu.edu/about/associates/literary-award.php
  35. http://www.sikkensprize.org/winnaar/seamus-heany/
  36. https://www.udc.es/es/sobreUDC/honoriscausa/
  37. http://www.ucd.ie/president/universityawards/ulysses/
  38. http://www.theduffcooperprize.org/past-duff-cooper-prize-winners/3
  39. https://www.irishtimes.com/news/heaney-wins-irish-times-poetry-award-1.583080
  40. https://www.irishtimes.com/news/heaney-work-a-unanimous-choice-1.1294963
  41. http://www.griffinpoetryprize.com/awards-and-poets/lifetime-recognition-award/2012-seamus-heaney/
  42. http://www.forwardartsfoundation.org/poet/seamus-heaney/
  43. Obituary: Heaney ‘the most important Irish poet since Yeats’, Irish Times, 30 August 2013.
  44. Seamus Heaney obituary, The Guardian, 30 August 2013.
  45. Craig, Patricia. “Seamus Heaney obituary: Nobel Prize-winning Irish Poet“, The Independent, Independent Print Limited, 30 August 2013. ციტირების თარიღი: 30 August 2013. 
  46. Heaney, Seamus (1998). Opened Ground. New York: Farrar, Straus, and Giroux. ISBN 0-374-52678-8. 
  47. Biography of Irish Writer Seamus Heaney. www.seamusheaney.org. დაარქივებულია ორიგინალიდან - 24 February 2010. ციტატა: „Heaney was born on 13th April 1939, the eldest of nine children at the family farm called Mossbawn in the Townland of Tamniarn in Newbridge near Castledawson, Northern Ireland, ...“ ციტირების თარიღი: 20 February 2010. Archived at Wayback Engine.
  48. Parker, Michael (1993). Seamus Heaney: The Making of the Poet. Iowa City: University of Iowa Press, გვ. 221. ISBN 0-87745-398-5. „The deaths of his mother in the autumn of 1984 and of his father in October 1986 left a colossal space, one which he has struggled to fill through poetry.“ 
  49. Verdonk, Peter (2002). Stylistics. Oxford: Oxford University Press, გვ. 57. ISBN 0-19-437240-5. 
  50. Parker, Michael (1993). Seamus Heaney: The Making of the Poet. Iowa City: University of Iowa Press, გვ. 3. ISBN 0-87745-398-5. „Mrs Heaney bore nine children, Seamus, Sheena, Ann, Hugh, Patrick, Charles, Colum, Christopher, and Dan.“ 
  51. Heaney, Seamus: Mid-Term Break. Litmed.med.nyu.edu (27 October 1999). ციტირების თარიღი: 20 November 2010.
  52. Biography. British Council. დაარქივებულია ორიგინალიდან - 9 October 2012. ციტირების თარიღი: 23 May 2010.
  53. Ed. Bernard O’Donoghue The Cambridge Companion to Seamus Heaney (2009) Cambridge University Press pxiii ISBN 978-0-521-54755-0. Retrieved 23 May 2010.
  54. Sophia Hillan. “Michael McLaverty, Seamus Heaney and the writerly bond“, Irish Times, 20 October 2017. 
  55. Andrew Motion. “Door into the Dark opened the portals to a different future“, The Guardian, 17 August 2014. 
  56. Seamus Heaney. Nobel Prize.