ფოვიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოვიზმი (ფრანგ. Les Fauves — გარეული მხეცები) — მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში. დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. მიმდინარეობამ მცირე ხანი იარსება — დაახლოებით 1898-1908 წლებში.

სახელი „ფოვები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოქსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]