ზიდჰარტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზიდჰარტაგერმანელ-შვეიცარიელი მწერლის ჰერმან ჰესეს (1877-1962 წწ.) ნოველა. დაიწერა 1919-1922 წლებში.

წიგნი დაიწერა გერმანულ ენაზე, მარტივი, ლირიკული სტილით. იგი გამოიცა 1951 წელს და გავლენიანი გახდა 1960-იან წლებში. ჰერმან ჰესემ მისი პირველი ნაწილი რომან როლანს მიუძღვნა, ხოლო მეორე ნაწილი ვილჰემ გუნდერტს, მის ბიძაშვილს. რომანში აღმოსავლური სულიერი სამყაროს სიყვარული და სიღრმისეული ცოდნა ჩანს. ავტორის მიზანია მოძებნოს და მიაკვლიოს იმას, რაც ყველა რელიგიას ერთმანეთთან აერთიანებს.

„ზიდჰარტა“ ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას. „სიცოცხლე და სიკვდილი, სიხარული და მწუხარება, სიკეთე და ბოროტება მარადიული ერთიანობის ნაწილია და ეს ყველაფერი აუცილებელია ცხოვრების მნიშვნელობის გასაგებად“, ასე ჭვრეტს ცხოვრების ერთიანობას ზიდჰარტა. საბოლოოდ ის მიაღწევს სრულყოფილებას, ნირვანას, რომლის მოპოვებაც ახალგაზრდობაში სურდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: