ეივინდ ულუფ ვერნერ იუნსონი (შვედ.Eyvind Olov Verner Johnson; დ. 29 ივლისი, 1900 — გ. 25 აგვისტო, 1976) — შვედი მწერალი. ნობელის პრემიის 1974 წლის ლაურეატი ლიტერატურის დარგში „თხრობითი ხელოვნების, სივრცეების ჭვრეტისა და თავისუფლების სამსახურში ჩაყენებული დროისთვის“. იუნსონი სოფელ სვარტბიორნსბენში დაიბადა, ბოდენთან ახლოს. ბოდენში იუნსონების ოჯახს პატარა სახლი ჰქონდათ, სადაც მომავალი მწერალი გაიზარდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია Här har du ditt liv! (აქ არის შენი ცხოვრება!) 1935, Strändernas Svall (ითაკაზე დაბრუნება) 1946 და Hans Nådes Tid (მისი დიდების დღეები) 1960.
როდესაც ეივინდ იუნსონს ნობელის პრემია მიანიჭეს, კომიტეტს საკმაოდ რთული არჩევანის გაკეთება მოუხდა; იმავე წელს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარდგენილნი იყვნენ გრეჰემ გრინი, სოლ ბელოუ და ვლადიმერ ნაბოკოვი.