შტუტგარტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შტუტგარტი

Stg-schlossplatz-kunstmuseum.jpg

შტუტგარტის გერბი შტუტგარტის მდებარეობა
(გერბი) (მდებარეობა)
ქვეყანა გერმანია
მიწა ბადენ-ვიურტემბერგი
მერი ვოლფგანგ შუსტერი გქდკ
ფართობი 207.36 კმ²
მოსახლეობა
 - სულ (2010 ცენზი)
606,588
სიმჭიდროვე 2,925 /კმ²
დაარსდა X საუკუნე
საფოსტო კოდი 70173–70619
ოფიციალური საიტი www.stuttgart.de

შტუტგარტი — ქალაქი გერმანიაში, მდინარე ნეკარის ნაპირზე. ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. 606,588 ათასი მცხოვრები (2010 წლის 31 დეკემბრის მიხედვით). ქვეყნის მნიშვნელოვანი ინდუსტრიის, საფინანსო და კულტურის ცენტრი.

ეკონომიკა[რედაქტირება]

შტუტგარტის სამრეწველო აგლომერაცია იძლევა ბადენ-ვიურტემბერგის მხარის მრეწველობის პროდუქციის დაახლოებით 1/3-ს. ქალაქი დიდი სატრანსპორტო კვანძია. განვითარებულია მანქანათმშენებლობის, მ. შ. ავტომშენებლობა („Daimler AG“-ის, ‎„Mercedes-Benz“-ის და „Porsche“-ს ქარხნები), ელექტროტექნიკა ("Robert Bosch GmbH-ის" და "სტანდარდ ელეკტრიკ ლორენცის" ქარხნები), ზუსტი მექანიკა და ოპტიკა ("კოდაკი", "ცაის იკონი"), სამხედრო იარაღისა და აღჭურვილობის წარმოება, პოლიგრაფიის, კვების, საფეიქრო, სამკერვალო, ტყავის, ფეხსაცმლის მრეწველობა. შტუტგარტზე გადის ნავთობსადენი. Hewlett-Packard-ს და IBM-ს ასევე შტუტგარტში აქვთ თავისი ევროპული სათავო ოფისები.

კულტურა[რედაქტირება]

შტუტგარტის ცენტრში ძველი ქალაქია; მის ჩრდილოეთით სწორკუთხა კვარტალებიანი რაიხე ფორშტადტის რაიონია (XV საუკუნის II ნახევარი), ომლის ცენტრიცაა მოედანი შოლსპლატცი.

ხუროთმოძღვრული ძეგლები:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: