ფრიც ლანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრიც ლანგი
Fritz Lang et Curt Courant.jpg
ფრიც ლანგი (მარჯვნივ) და ოპერატორი კურტ კურანტი გადაღებებზე, 1929 წ.
დაბ. სახელი ფრედერიკ კრისტიან ანტონ ლანგი
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1890
ვენა
გარდ. თარიღი 2 აგვისტო, 1976
ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა კინორეჟისორი
აქტიური 1919–1960

ფრედერიკ კრისტიან ანტონ „ფრიც“ ლანგი (დ. 5 დეკემბერი, 1890 — გ. 2 აგვისტო, 1976) — გერმანელ-ავსტრიელი კინორეჟისორი. სწავლობდა საინჟინრო სასწავლებელში და ხელოვნების აკადემიაში. 1918 წლიდან მუშაობდა რეჟისორად. თავდაპირველად დგამდა დეტექტიურ ფილმებს: „დოქტორი მაბუზე, მოთამაშე“ (1922), „მ“ (1931, გერმ. Mörder — მკვლელი) და სხვა. 1927 წელს ლანგმა გადაიღო ცნობილი კინოფილმი „მეტროპოლისი“, რომელიც იქცა მუნჯი კინოს ისტორიაში ყველაზე მსხვილბიუჯეტიან ფილმად. ლანგი ავტორია ფილმისა „ნიბელუნგები“ (1924), რომელშიც გერმანელები უმაღლეს რასად არიან წარმოდგენილი. ფაშისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ემიგრაციაში იყო ჯერ საფრანგეთში, შემდეგ — აშშ-ში. ლანგის სხვა მნიშვნელოვანი ფილმებია ლინჩის კანონის წინააღმდეგ მიმართული სურათი „მძვინვარება“ (1936), ანტიფაშისტური ფილმი „ჯალათებიც კვდებიან“ (1942). 1958 წელს გადაიღო ფილმი „ინდოეთის აკლდამა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]