ტომას სტერნზ ელიოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტომას სტერნზ ელიოტი
Thomas Stearns Eliot by Lady Ottoline Morrell (1934).jpg
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი 1888(1888-09-26)[1] [2] [3] [4] [4] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი სენტ-ლუისი[9] [10] [11]
გარდ. თარიღი 4 იანვარი 1965(1965-01-04)[1] [2] [3] [4] [4] [4] [5] [6] [7] [8] (76 წელი)
გარდ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
დასაფლავებულია სომერსეტი
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი[12] [13] , ესეისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, სოციალური კრიტიკოსი, ნოველისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, სცენარისტი, ლირიკოსი[14] [15] , საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი და დრამატურგია
ენა ინგლისური ენა[1]
მოქალაქეობა აშშ[16] [17]
Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო[18] [19] [20]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, მერტონის კოლეჯი და მილტონის აკადემია
ჟანრი პოეზია
Magnum opus უნაყოფო მიწა და ოთხი კვარტეტი
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში[21] [22], თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[23], ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[24] , Emerson-Thoreau Medal, ლოურენს ოლივიეს პრემია საუკეთესო ახალი მიუზიკლისათვის, ტონის ჯილდო საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის[25] , Tony Award for Best Book of a Musical, საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, Pour le Mérite, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი და ღირსების ორდენი
მეუღლე ვივიენ ჰაი-ვუდ ელიოტი[26] და ვალერი ელიოტი[27]
ხელმოწერა TS Eliot Signature.svg

ტომას სტერნზ ელიოტი (ინგლ. Thomas Stearns Eliot; დ. 26 სექტემბერი 1888 — გ. 4 იანვარი 1965) — წარმოშობით ამერიკელი, ბრიტანელი ესეისტი, გამომცემელი, დრამატურგი, ლიტერატურის კრიტიკოსი, მოაზროვნე და „მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პოეტი“[28]. 25 წლის ასაკში, 1914 წელს, ის მშობლიური აშშ-დან დიდ ბრიტანეთში გადავიდა, დასახლდა, მუშაობა განაგრძო და იქვე დაქორწინდა. ელიოტის პოემა — „ალფრედ პრიუფროკის სიყვარულის სიმღერა“ — მოდერნისტული მიმდინარეობის შედევრად მიიჩნევა. ამ პოემას ინგლისურ ლიტერატურაში სხვა, კარგად ცნობილი, პოემები მოჰყვა: „ნარჩენთა მიწა“, (1922), „გამოფიტული კაცი“, (1925), „ოთხშაბათის ფერფლი“ (1930) და „ოთხი კვარტეტი“ (1945).[29]. ელიოტი ცნობილია თავისი შვიდი პიესითაც, უმეტესად, ლირიკული დრამით — მკვლელობა კათედრალში (1935). მწერალს 1948 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში, „მისი, როგორც თანამედროვე პოეზიის ნოვატორის აღსანიშნავი ღვაწლისათვის“[30].[31] იყო დიდი ბრიტანეთის ღირსების ორდენის კავალერი. XX საუკუნის ერთ-ერთი ავტორიტეტული პიროვნება. ელიოტი იყო ღრმად მორწმუნე ქრიატიანი. ზოგიერთი თანამედროვე მას ბრალს სდებდა ანტისემიტიზმში. ელიოტი იყო ცნობილი ამერიკელი პოეტისა და ინგლისურენოვანი მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლის — ეზრა ფაუნდის — თანამოაზრე.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიოტი სწავლობდა სორბონის, ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1914 წ. საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში და 1927 წ. მიიღო გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა. ამავე წელს გახდა ანგლიკანური ეკლესიის წევრი. 1928 წ. ელიოტმა შემდეგი დახასიათება მისცა თავის მსოფლმხედველობას: ლიტერატურაში — კლასიცისტი; პოლიტიკაში — როიალისტი; რელიგიაში — ანგლო-კათოლიკური.

ელიოტმა უზარმაზარი კვალი დატოვა ინგლისურენოვან პოეზიაში; ავტორია XX ს. უმნიშვნელოვანსი ფილოსოფიური პოემებისა (პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა; იავარქმნილი მიწა; ოთხი კვარტეტი და ა.შ.). ელიოტი – რევოლუციური პოეტია; მან თანამედროვე ინგლისურენოვანი პოეზიის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ელეიოტმა დიდი კვალი დატოვა ლიტერატურის კრიტიკაშიც. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ახალი კრიტიკის სკოლაზე. ელიოტი იყო მრავალი ესსეს ავტორი (მათ შორის „მუსიკის პოეზია“). ელიოტი თანამედროვე ინგლისური ლიტერატურული ენის რეფორმატორია; ის იმდენად სკურპულოზურად ეკიდებოდა ამ საქმეს, რომ დღეს ბევრი კრიტიკოსი მას კრიპტო-ფაშისტატადაც კი მიიჩნევს.

დრამატურგიაში ელიოტს აგრეთვე, დიდი დამსახურება მიუძღვის. ის რამდენიმე ცნობილი პიესის ავტორია (ბედი; მკვლელობა საკათედრო ტაძარში, ოჯახის გაერთიანება; კოქტეილის წვეულება; კონფიდენციალური კლერკი და ა.შ.).

დამსახურება და საპატიო ორდენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელიოტის გარდაცვალების შემდეგ კენტის უნივერსიტეტს კოლეჯს ეწოდა მისი სახელი.
  • 1983 წ. მიენიჭა ტონის პრემია.
  • დაიბეჭდა მისი სახელობის მარკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ackroyd, Peter. T. S. Eliot: A Life. (1984)
  • Asher, Kenneth T. S. Eliot and Ideology (1995)
  • Brand, Clinton A. "The Voice of This Calling: The Enduring Legacy of T. S. Eliot," Modern Age Volume 45, Number 4; Fall 2003 online edition, conservative perspective
  • Bush, Ronald. T. S. Eliot: A Study in Character and Style. (1984)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 1987. — ISBN 978-85-7979-060-7
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 American National Biography — 1999.
  9. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118529854 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. http://www.maniadb.com/search.asp?sr=LO&q=St.+Louis+Shuffle
  11. http://www.theguardian.com/books/2008/jun/12/ts.eliot
  12. http://www.nndb.com/event/409/000085154/
  13. http://www.nndb.com/honors/702/000165207/
  14. http://www.sheetmusicdirect.com/se/ID_No/100693/Product.aspx
  15. http://www.sheetmusicdirect.com/se/ID_No/100725/Product.aspx
  16. http://www.telegraph.co.uk/arts/main.jhtml?xml=/arts/2008/11/26/bteliot126.xml
  17. http://www.telegraph.co.uk/culture/books/9672458/Keepers-of-the-literary-flame-T-S-Eliots-widow-Valerie-was-the-last-of-her-kind.html
  18. http://www.bbc.co.uk/pressoffice/pressreleases/stories/2009/10_october/08/poetry.shtml
  19. http://www.bbc.co.uk/programmes/b01p9gk2
  20. http://www.nytimes.com/books/97/04/20/reviews/eliot-lask.html
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1948/
  22. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  23. https://www.geni.com/projects/Presidential-Medal-of-Freedom-recipients/10809
  24. https://books.google.tn/books?id=4f_dQFXQpVkC&pg=PA90&lpg=PA90&dq=honours+and+awards+bestowed+upon+T.S.+Eliot&source=bl&ots=OvvBSKRALk&sig=WWaodj46G3jsxRPvkBrYfa8UDVU&hl=fr&sa=X&ved=0ahUKEwipxZWpzsbZAhUFVhQKHbXcAJoQ6AEIWzAG#v=onepage&q=honours%20and%20awards%20bestowed%20upon%20T.S.%20Eliot&f=false
  25. https://www.ias.edu/files/pdfs/publications/letter-2007-spring.pdf
  26. http://www.notablebiographies.com/Du-Fi/Eliot-T-S.html
  27. https://www.theguardian.com/books/2012/nov/18/eliot-tragic-first-marriage
  28. Bush, Ronald. "T.S. Eliot's Life and Career." American National Biography. Ed. John A Garraty and Mark C. Carnes. New York: Oxford University Press, 1999
  29. Thomas Stearns Eliot, Encyclopaedia Britannica, accessed 7 November 2009.
  30. The Nobel Prize in Literature 1948". Nobelprize.org. Nobel Media. Retrieved 26 April 2013.
  31. "The Nobel Prize in Literature 1948 – T.S. Eliot", Nobelprize.org, taken from Frenz, Horst (ed). Nobel Lectures, Literature 1901–1967. Elsevier Publishing Company, Amsterdam, 1969, accessed 6 March 2012.