შინაარსზე გადასვლა

ნობელის პრემია ლიტერატურაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიული პრიუდომი, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ლიტერატურის დარგში

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში — ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც, ალფრედ ნობელის აზრით, შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. „თხზულებაში“ იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომებსაც დაუმსახურებია ჯილდო (მაგალითად, უინსტონ ჩერჩილის შემთხვევაში). შვედეთის აკადემია მთელი წლის განმავლობაში განიხილავს მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ ტენდენციებს და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენებ ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება, როგორც იდეალისტური, აგრეთვე როგორც იდეალი. შესაბამისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა ნობელის სურვილი სიტყვასიტყვით შეესრულებინა, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორებიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები საკმარისად „იდეალისტური“ არ იყო. შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შერჩევის კრიტერიუმები შეარბილა და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გააკეთა.

ნობელის პრემია არ არის ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომი. ბევრი მწერალი, საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერების ავტორი, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

ალფრედ ნობელმა თავის ანდერძში გაითვალისწინა, რომ მისი ფული უნდა გამოყენებულიყო პრიზების სერიების შესაქმნელად მათთვის, ვისაც მიენიჭებოდა ტიტული „უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის“ ფიზიკის, ქიმიის, მშვიდობის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის და ლიტერატურის დარგებში. თუმცა ნობელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენიმე ანდერძი დაწერა, ბოლო მათგანი დაიწერა მის გარდაცვალებამდე არაუგვიანეს ერთი წლისა და მას ხელი შვედურ-ნორვეგიულ კლუბში, პარიზში, 1895 წლის 27 ნოემბერს მოეწერა. ნობელმა თავისი მთლიანი ქონების 94% (31 მილიონი შვედური კრონი/198 მილიონი ამერიკული დოლარი/176 მილიონი ევრო) გაიღო, რომ დაეარსებინა და მუდმივი შემოსავლით უზრუნველეყო ხუთი ნობელის პრიზი. ანდერძს უნდობლობით ეკიდებოდნენ, რაც მხოლოდ 1897 წლის 26 აპრილამდე გაგრძელდა, რადგან მისი მართებულობა სტორთინგმა (ნორვეგიული პარლამენტი) დაამტკიცა. ანდერძის შემსრულებლები იყვნენ რაგნარ სოლმანი და რუდოლფ ლილეჟისტი, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ნობელის ფონდი, რათა ნობელის ბედსა და მისი პრიზების ორგანიზებაზე ეზრუნათ.

ნობელის კომიტეტის წევრები მშვიდობის დარგში პრემიით დაჯილდოების შემდეგ, მალევე დაინიშნენ ნობელის კომიტეტის წევრებად, მას შემდეგ, რაც ანდერძი დამტკიცდა. ამას მოჰყვა პრიზით დაჯილდოების ორგანიზაციების განსაზღვრა: კაროლინსკას ინსტიტუტი დაარქივებული 2020-06-14 საიტზე Wayback Machine. (7 ივნისს), შვედეთის აკადემია (9 ივნისს), შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია (11 ივნისს). შემდგომ ნობელის ფონდმა მიაღწია შეთანხმებას, თუ როგორ უნდა მინიჭებულიყო ნობელის პრემია. 1900 წელს ნობელის ფონდმა შექმნა წესდება, რომელიც მეფე ოსკარ II-მ გამოაცხადა. ნობელის ანდერძის თანახმად, პრიზი ლიტერატურაში უნდა განესაზღვრა „აკადემიას სტოკჰოლმში“, რომელიც, ნობელის ფონდის წესდებით, იყო შვედეთის აკადემია.

ნომინაციის პროცედურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სელმა ლაგერლოფი, პირველი ქალი მწერალი, რომელმაც მიიღო ეს პრემია

ყოველწლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების მოღვაწეები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილი არიან წარადგინონ კანდიდატები. მათ არ შეუძლიათ თავიანთი თავის წარდგენა.

ყოველ წელს ათასობით განაცხადი მიიღება. მაგალითად, 2011 წელს 220 წინადადება იქნა დაბრუნებული. განაცხადი უნდა იყოს მიღებული აკადემიის მისამართზე 1 თებერვლამდე, რის შემდეგაც ის უნდა განიხილოს ნობელის აკადემიამ. ამის შემდეგ აკადემია ამცირებს მიღებულ სიას 20 კანდიდატამდე. მაისში კომიტეტი წარადგენს მოკლე სიას 5 შერჩეული კანდიდატისა. შემდეგი 4 თვე კი ეთმობა ამ ხუთი კანდიდატის ნამუშევრების კითხვასა და განხილვას. ოქტომბერში აკადემიის წევრები ირჩევენ კანდიდატს, რომელიც მიიღებს ნახევარზე მეტ ხმებს. ამის შედეგად ის იღებს ნობელის პრემიის ლაურეატის წოდებას. ვერავინ მიიღებს პრიზს ისე, თუ სულ მცირე ორჯერ მაინც არ არის ნობელის სიაში წარდგენილი. ასე, ბევრი ავტორი უბრუნდება სიას და განიხილება წლების განმავლობაში.

აკადემია ფლობს 13 ენას, მაგრამ, როდესაც კანდიდატის ნამუშევარი არის უცხო ენაზე, იწვევენ ექსპერტებს, რათა ნაწარმოები სრულფასოვნად იქნეს განხილული. პროცესის სხვა ელემენტები სხვა დარგის ნობელის პრემიის მსგავსია. კომიტეტი შედგება 18 წევრისაგან, რომლებიც არჩეული არიან მთელი ცხოვრების ვადით. 2018 წლამდე ტექნიკურად არ იყო დაშვებული, რომ მათ დაეტოვებინათ პოსტი. 2018 წლის 2 მაისს მეფე კარლ XVI გუსტავმა შეძლო შეცვლა წესებისა, რომელთა თანახმადაც, წევრებს შეეძლოთ უარის განცხადება და კომიტეტის დატოვება სასურველ დროს. ახალ წესებში ის წესიც შევიდა, რომ წევრი, რომელიც სულ მცირე 2 წლის განმავლობაში არააქტიური იყო, ავტომატურად დატოვებდა კომიტეტს.

ჯილდო, წესისამებრ, ცხადდება ოქტომბერში, მაგრამ ხანდახან ის გამოცხადებულა სანომინირებო წლის შემდეგაც. ამის მაგალითი იყო 2018 წლის დაჯილდოება.

პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ დაახლოებით 10 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. ლაურეატი იღებს აგრეთვე ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატს შეუძლია მიიღოს ოქროს მედალი, დიპლომი ციტატით ან გარკვეული ოდენობის თანხა. თანხის ოდენობა დამოკიდებულია ნობელის ფონდის გასული წლის შემოსავალზე. თუ პრიზი ერთზე მეტ ლაურეატს გადაეცემა, თანხა ამის მიხედვით იყოფა. შესაძლებელია ის გაიყოს არათუ ნახევრად, არამედ ოთხ ნაწილადაც კი. თუკი პრიზი ორ ან მეტ ლაურეატს გადაეცემა, თანხაც მათი რაოდენობის შესაბამისად იყოფა. ნობელის პრემიის საპრიზო თანხა მერყეობს ინაუგურაციის შემდეგ, მაგრამ 2012 წლისთვის ის შეადგენდა 8 000 000 კრონას (რომელიც დაახლოებით 1,100,000 დოლარია), მანამდე კი საპრიზო თანხა შეადგენდა 10 მილიონ კრონას. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საპრიზო თანხის ოდენობა შემცირებული იყო. საწყისი ღირებულებიდან, 150,782-დან, რომელიც ჯერ კიდევ 1901 წელს იყო, იგი 1945 წლისთვის შეადგენდა 121,333-ს, მაგრამ ის გაიზარდა და დასტაბილურდა 2001 წელს (ამ დროისთვის იგი შეადგენდა 11,659,016-ს). ნობელის პრემიის ლაურეატს აგრეთვე იწვევენ ხოლმე ლექციაზე სახელწოდებით „ნობელის კვირა“, რომელიც იმართება სტოკჰოლმში. ამ მოვლენის მთავარი ლაიტმოტივი არის ჯილდოს გადაცემის ცერემონია და ბანკეტი 10 დეკემბერს. ნობელის პრემია მიჩნეულია მეორე ყველაზე მდიდარ სალიტერატურო პრიზად მსოფლიოში.

ნობელის პრემიის მედლებს იქმნება მინტვერკეტის კომპანია შვედეთში, აგრეთვე ნორვეგიაში 1902 წლიდან, რომელიც მიჩნეულია ნობელის ფონდის სიმბოლოდ. თითოეულ მედალს აქვს ალფრედ ნობელის სურათი მარცხენა პროფილში (მედლის წინა მხარეს). ფიზიკის, ქიმიის, ფიზიოლოგიისა და მედიცინის და ლიტერატურის დარგებში ნობელის პრემიის მედლებს აქვს იდენტური წარწერები, რომლებზედაც მოცემულია ალფრედ ნობელის სურათი და მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები (1833−1896). ნობელის პორტრეტი ჩანს აგრეთვე მშვიდობისა და ეკონომიკის დარგებში პრემიის მედლებზე, თუმცა ოდნავ განსხვავებული დიზაინით. მედლის შებრუნებული სურათი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა პრემიისთვისაა პრიზი მინიჭებული. ქიმიისა და ფიზიკის დარგებში ნობელის პრემიის მედლების უკანა მხარეებს ერთი და იგივე დიზაინი აქვს. ლიტერატურაში ნობელის პრემიის მედალი შემუშავებულია ერიკ ლინდერბეგის მიერ.

ნობელის პრემიის ლაურეატები დიპლომს პირდაპირ შვედეთის მეფისგან იღებენ. თითოეული დიპლომი შემუშავებულია მხოლოდ პრიზით დაჯილდოების ინსტიტუტების მიერ იმ ლაურეატებისთვის, რომლებიც მას მიიღებენ. დიპლომი შეიცავს სურათსა და ტექსტს, რომელშიც მოცემულია ლაურეატის სახელი და გვარი და, ჩვეულებრივ, ციტირება,[6] თუ რატომ მიიღო მან ეს პრიზი.

ნობელის პრემია გადაცემული აქვს ისეთ დამსახურებულ და აღიარებულ მწერლებს, როგორებიც არიან თომას მანი, რაბინდრანათ თაგორი, რადიარდ კიპლინგი, უოლე შოინკა, უილიამ ბატლერ იეიტსი, გაბრიელ გარსია მარკესი, ჩესლავ მილოში, სოლ ბელოუ, ალექსანდრე სოლჟენიცინი, იასუნარი კავაბატა და სხვები. ნობელის პრემია 1901 წლიდან 2019 წლამდე გადაეცა 116 ადამიანს, რომელთანაგანაც 101 კაცია, ხოლო 15 − ქალი. პრიზი 4 განსაკუთრებულ შემთხვევაში 2 ადამიანს გადაეცა, 7 შემთხვევაში კი არავის გადასცემია. პრემია გადაეცა ავტორებს, რომლებიც 25 სხვადასხვა ენაზე წერდნენ. ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი იყო რადიარდ კიპლინგი, რომელიც 1907 წელს დაჯილდოებისას 41 წლის გახლდათ. პრემიის გადაცემისას ლაურეატთაგან ასაკით ყველაზე დიდი იყო დორის ლესინგი (2007 წელს იგი 88 წლის გახლდათ). სიკვდილის შემდეგ გადაეცა ნობელის პრემია ერიკ აქსელ კარლფელდტს. პრემია ორჯერ უარყვეს და არ მიიღეს: ბორის პასტერნაკმა 1958 წელს და ჟან-პოლ სარტრმა 1964 წელს.

ნობელის მითითებების ინტერპრეტაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფრედ ნობელის მითითებებმა იმ პრიზისთვის, რომელიც კანდიდატს უნდა გადასცემოდა − „უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის“ და „იდეალური მიმართულებით“ წერა − დიდი დისკუსია გამოიწვია. პრიზის ადრეულ ისტორიაში ნობელის „იდეალი“ იკითხებოდა, როგორც „მაღალი და ხმის იდეალიზმი“. კრიტერიუმების სიმრავლე ხასიათდება მისი კონსერვატიული იდეალიზმით, ეკლესიის, სახელმწიფოს და ოჯახის წმინდა ადგილის დაცვის შედეგად პრიზები მიიღეს: ბიორნსტიერნე ბიორნოსმა, რადიარდ კიპლინგმა და პაულ ჰაიზემ. პირველი მსოფლიო ომის დროს არსებობდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, რომელიც ნაწილობრივ ხსნის სკანდინავიელი მწერლებისთვის მინიჭებული ჯილდოების რაოდენობას. 1920-იან წლებში „იდეალური მიმართულება“ უფრო გულუხვად იქნა განმარტებული, როგორც „ფართო კაცთმოყვარეობა“, ხოლო მწერლები, როგორებიც არიან ანატოლ ფრანსი, ჯორჯ ბერნანდ შოუ და თომას მანი, 1930-იან წლებში დააჯილდოვეს პრიზით „უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის“. ისინი განმარტეს, როგორც ყველასათვის ხელმისაწვდომი მწერლები, იმ ავტორებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: სინკლერ ლუისი და პერლ ბაკი. 1946 წლიდან განახლებულმა აკადემიამ შეცვალა აქცენტი და დაიწყო ლიტერატურული პიონერების დაჯილდოება, როგორებიც არიან ჰერმან ჰესე, ანდრე ჟიდი, ტ. ს. ელიოტი და უილიამ ფოლკნერი. ამ ეპოქიდან „უდიდესი სარგებელი კაცობრიობისთვის“-ს ინტერპრეტაციას უფრო ექსკლუზიური და კეთილშობილური გზა ჰქონდა, ვიდრე მანამდე. 1970-იანი წლებიდან აკადემია ხშირად ყურადღებას აქცევდა მნიშვნელოვან, მაგრამ საერთაშორისო დონეზე შეუმჩნეველ მწერლებს. მან დააჯილდოვა ისეთი მწერლები, როგორებიც არიან: ისააკ ბაშევის ზინგერი, ელიას კანეტი და იარლოსლავ სეიფერტი.

1986 წლიდან აკადემიამ ნობელის ანდერძში აღიარა საერთაშორისო მიღწევები, რამაც უარყო კანდიდატების ეროვნულობაზე რაიმე მოსაზრება. ავტორები მთელი მსოფლიოდან დაჯილდოვდნენ. ესენი იყვნენ: ნაჯიმ მაჰფუზი ეგვიპტიდან, ოქტავიო პასი მექსიკიდან, ნადინ გორდიმერი სამხრეთ აფრიკიდან, დერეკ უოლკოტი წმინდა ლუციიდან, ტონი მორისონი, სიაში პირველი აფრიკელ-ამერიკელი, კენძაბურო ოე იაპონიიდან და გაო სინძიანი, პირველი ლაურეატი, რომელიც ჩინურად წერს. 2000-იან წლებში ჯილდო ვ. ს. ნაიპულს, მარიო ვარგას ლიოსას და ჩინელ მწერალს, მო იენის მიენიჭათ, მაგრამ კატეგორიაში „პრიზი მთელი მსოფლიოსთვის“ პოლიტიკა ნაკლებად შესამჩნევია, რადგან აკადემიამ ძირითადად დააჯილდოვა ევროპელი და ინგლისურენოვანი მწერლები დასავლური ლიტერატურული ტრადიციიდან. 2015 წელს მხატვრული მწერლის იშვიათი პრემია სვეტლანა ალექსიევიჩს მიენიჭა.

ნობელის პრემია ლიტერატურაში შეიძლება ორი ადამიანისთვის საერთო იყოს. მიუხედავად ამისა, აკადემია პრიზებს უხალისოდ აზიარებდა, ძირითადად იმიტომ, რომ წარმოდგენილი იყო კომპრომისის შედეგი. საერთო პრიზით დაჯილდოვდნენ ფრედერიკ მისტრალი და ხოსე ეჩეგარაი ი ეისაგირე 1904 წელს და კარლ ადოლფ გელერუპი და ჰენრიკ პონტოპიდანი 1917 წელს. ფაქტობრივად, ორივე იზიარებდა კომპრომისის შედეგებს. აკადემია ასევე ყოყმანობდა პრიზის ორ ავტორს შორის გაყოფაზე, რათა ემართათ რისკი და პრემია ერთ ლაურეატს გადასცემოდა. საერთო პრიზები გამონაკლისია და უფრო განახლებულმა აკადემიამ საერთო პრიზებით მწერლები მხოლოდ ორ შემთხვევაში დააჯილდოვა: შმუელ აგნონი და ნელი ზაქსი 1966 წელს და ეივინდ იუნსონი და ჰარი მარტინსონი 1974 წელს.

კონკრეტული ნაწარმოების აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატები დაჯილდოებული არიან ცხოვრებისეული ნაწარმოებისთვის, მაგრამ აკადემიამ ცალკეულ შემთხვევებში გამოარჩია კონკრეტული ნამუშევარი კონკრეტული აღიარებისთვის. მაგალითად: კნუტ ჰამსუნს 1920 წელს პრემია მიენიჭა „მისი მონუმენტური ნაწარმოებისთვის „მიწის მადლი““, თომას მანს 1929 წელს −„უწინარეს ყოვლისა, მისი რომანისთვის „ბუდენბროკები“, რომელიც დროთა განმავლობაში აღიარებულ იქნა თანამედროვე ლიტერატურის კლასიკურ ნიმუშად“, ჯონ გოლზუორთის 1932 წელს − „არისტოკრატული თხრობის ხელოვნებისთვის, რომელიც საუკეთესოდაა გამოხატული მის რომანში „ფორსაიტების საგა“, და მიხეილ შოლოხოვს 1965 წელს − „მისი მხატვრული სიძლიერისა და გულწრფელობისთვის, რითაც მან საკუთარ ეპოსში „წყნარი დონი“ რუსი ხალხის ცხოვრების ისტორიული მონაკვეთი წარმოაჩინა“.

მიუხედავად იმისა, რომ ნობელის პრემია ლიტერატურაში გახდა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია, შვედეთის აკადემიამ ჯილდოს გადაცემის გამო მნიშვნელოვანი კრიტიკა მიიღო. პრიზი „ფართოდ იქცა პოლიტიკურ-მშვიდობის პრემიად ლიტერატურულ შენიღბვაში“, რომლის მოსამართლეებიც ზიანს აყენებენ ავტორებს მათგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო. 2016 წლის მდგომარეობით, პრემიის მიმღები 113 პირიდან 16 სკანდინავიელი იყო. აკადემიაში ხშირად ვარაუდობდნენ, რომ ეს იყო მიკერძოება ევროპელი და განსაკუთრებით − შვედი ავტორების მიმართ.

პრიზის მიღების კრიტერიუმების შესახებ ნობელის „ბუნდოვანმა“ ფორმულირებამ განმეორებითი დაპირისპირება გამოიწვია. თავდაპირველად შვედურ ენაში სიტყვა „idealisk“ ითარგმნებოდა, როგორც იდეალი. ნობელის კომიტეტის ინტერპრეტაცია წლების განმავლობაში მრავალფეროვანია. ბოლო წლებში ის ნიშნავს იდეალიზმის ერთგვარ სახეობას, რომელიც ადამიანს ფართო უფლებებს ანიჭებს.

დაპირისპირებები ნობელის პრემიის არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნობელის პრემიის არჩევნების საპირისპირო ვერსია იყო 1901 წლიდან 1912 წლამდე, როდესაც კომიტეტს კონსერვატორი კარლ დეივიდ ვირსენი მართავდა. ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ჰენრიკ იბსენი, ემილ ზოლა იმ ავტორების სასარგებლოდ იქნენ უარყოფილი, რომელთა წიგნებსაც ნაკლებად კითხულობენ.

1901 წელს პირველი პრიზი მიენიჭა ფრანგ პოეტს სიული პრიუდომს, რომელიც მკაცრად გააკრიტიკეს. ბევრს სჯეროდა, რომ ცნობილ რუს ავტორს, ტოლსტოის − უნდა მიეღო პირველი ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ფილოსოფოს რუდოლფ კრისტოფ ოიკენის არჩევა ნობელის პრემიის ლაურეატად 1908 წელს ფართოდ განიხილებოდა, როგორც ლიტერატურაში ნობელის პრემიის ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა. ამ წლის მთავარი კანდიდატები იყვნენ პოეტი ალგერნონ სვიბერნი და სელმა ლაგერლოფი, მაგრამ კანდიდატებზე აკადემიის აზრი გაიყო და, კომპრომისის სახით, აკადემიის წარმომადგენელმა, ოიკენმა, ნობელის „იდეალურ მიმართულებაზე“ ინტერპრეტაცია წამოიწყო, როგორც ლიტერატურის დარგში კანდიდატმა, რომელზე შეთანხმებაც შესაძლებელი იყო.

1909 წელს ნობელის პრემიის ლაურეატად სელმა ლაგერლოფის არჩევამ გამოიწვია ცხარე დებატები მისი ნაწერებისა და მნიშვნელობის გამო, რომელმაც შელახა ყველა დროის სალიტერატურო ეტიკეტი და იმდროინდელი ღირსება.

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას და შემდეგ უშუალო შედეგების მიღებისას გატარდა ნეიტრალური პოლიტიკა იმ მწერლების სასარგებლოდ, რომლებიც არ იყვნენ ჩართული პირველ მსოფლიო ომში. 1915 წელს პაციფისტი ავტორი, რომენ როლანი დაჯილდოვდა. ომის წლების გარდა, სკანდივიელი მწერლები იყვნენ რჩეული მწერლები, მაგრამ მათი ჯილდოები უკუგდებული იყო.

1931 წელს პრემია მიენიჭა პოეტს და შვედეთის აკადემიის ყოფილ მუდმივ მდივანს ერიკ აქსელ კარლფელდტს, რომელიც იმავე წლის დასაწყისში გარდაიცვალა. პრიზი საკამათო იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლიტერატურაში ნობელის პრემია მწერალს გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა, არამედ იმის გამოც, რომ აკადემიამ ადრე ამავე ლიტერატურული ეპოქის ორი სხვა შვედი მწერალი დააჯილდოვა: სელმა ლაგერლოფი 1909 წელს და ვერნერ ფონ ჰეიდსამი 1916 წელს.

პერლ ბაკს, როგორც ლაურეატს, ნობელის პრემიის ისტორიაში ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ. 1938 წელს მან მიიღო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია „მისი მდიდარი და ჭეშმარიტი ეპიკური შემოქმედებისთვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს, და მისი ბიოგრაფიული შედევრებისთვის“. მისი შემდგომი ნამუშევრები ვერ ჯდებოდა პრემიის სტანდარტებში. ის იყო პირველი ამერიკელი ქალი, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

1962 წელს ნობელის პრემია ჯონ სტეინბეკმა მიიღო. გადაწყვეტილება, რომ სტეინბეკისთვის გადაეცათ პრემია, ერთ-ერთ შვედურ გაზეთში აღწერილია, როგორც „ყველაზე დიდი შეცდომა პრემიის ისტორიაში“. როდესაც „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ კომიტეტს დაუსვა კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ მიენიჭა წოდება ისეთ ავტორს, რომელიც პრემიისთვის შეუფერებელი იყო, მას უპასუხეს, რომ მათ სჭირდებოდათ, წოდება ისეთი ვინმესთვის მიენიჭებინათ, ვისაც ჯერ არ ჰქონდა მოხდენილი გავლენა თანამედროვეებზე. ხოლო როდესაც თავად სტეინბეკს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ჯილდოზე და ეკუთვნოდა თუ არა ის, უპასუხა: „არა, ნამდვილად“. არსებული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებშიც მითითებული იყო აღნიშნული წლის კანდიდატები, აღმოჩნდა, რომ ის იყო არჩეული ყველაზე ცუდი კანდიდატების სიიდან, როგორც საუკეთესო კანდიდატი: „არ არის არცერთი ნათელი და ცხადი კანდიდატი ნობელის პრემიისთვის, წელს კომიტეტი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფება“.

1964 წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია ჟან-პოლ სარტრს მიენიჭა, მაგრამ მან მასზე უარის თქვა. წერილში ნათქვამია: „ იგივე არ არის, თუ ჟან-პოლ სარტრს მოვაწერ ხელს ან თუ ხელი მოვაწერე ჟან-პოლ სარტს, როგორც ნობელის პრემიის ლაურეატს. მწერალმა უარი უნდა თქვას საკუთარი თავის ინსტიტუციად გადაკეთებაზე, თუნდაც ეს მოხდეს ყველაზე საპატიო ფორმით“. მიუხედავად ამისა, მას მიენიჭა პრიზი.

საბჭოთა დისიდენტი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი, 1970 წლის პრემიის ლაურეატი, არ დასწრებია ნობელის პრემიის ცერემონიას სტოკჰოლმში იმის შიშით, რომ სსრკ შემდგომ მის დაბრუნებას ხელს შეუშლიდა. მას შემდეგ, რაც შვედეთის მთავრობამ უარი თქვა სოლჟენიცინის საპატიო ცერემონიაზე და მოსკოვის საელჩოს ლექციაზე, სოლჟენიცინმა საერთოდ უარი თქვა ჯილდოზე. მისი კომენტარის თანახმად, შვედების მიერ დადგენილი პირობები „თავად ნობელის პრემიის შეურაცხყოფა იყო“. სოლჟენიცინმა არ მიიღო ჯილდო და საპრიზო თანხა 1974 წლის 10 დეკემბრამდე, საბჭოთა კავშირში დეპორტაციამდე.

1974 წელს გრეჰემ გრეინს, ვლადიმერ ნაბოკოვსა და საულ ბულერმს სჯეროდათ, რომ, სავარაუდოდ, იქნებოდნენ პრემიის ლაურეატობის კანდიდატები, მაგრამ აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება შვედეთის ავტორებისთვის: ევინდ ჯონსონისა და ჰარი მარტინსონის ერთობლივი ჯილდოს მინიჭების შესახებ, თუმცა უცნობია ერთობლივი ჯილდო მათი ქვეყნის გარეთ. მათ ნობელის პრემია ლიტერატურაში მიიღეს 1976 წელს.1997 წელს იტალიელი საშემსრულებლო მხატვრის დარიო ფოსთვის დაწესებული ჯილდო ზოგმა კრიტიკოსმა „საკმაოდ მარტივად“ მიიჩნია. ვატიკანის გაზეთისთვის „L’Osservatero Romano“ სიურპრიზი იყო პრიზისთვის ფოს შერჩევა: „პრიზის მიცემა ვინმესთვის, ვინც საეჭვო ნამუშევრების ავტორია, არის ყველა წარმოსახვის მიღმა“.[1] სალმან რუშდი და არტურ მილერი მტკიცედ ემხრობოდნენ პრიზის მიღებას, მაგრამ მოგვიანებით ნობელის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი იქნებოდნენ „ძალიან პროგნოზირებადები, ძალიან პოპულარულები“. 2004 წლის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის არჩევა გააპროტესტა შვედეთის აკადემიის წევრმა კნუტ ანლუნდმა, რომელსაც 1996 წლიდან არ ჰქონდა აქტიური როლი აკადემიაში. ანლუნდმა თანამდებობა დატოვა, რადგან გაირკვა, რომ იელინეკის შერჩევამ ჯილდოს რეპუტაციას „გამოუსწორებელი ზიანი“ მიაყენა.

2016 წელს ბობ დილანი იყო პირველი მუსიკოსი,რომელსაც გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში. ჯილდომ საკმაოდ დიდი დავა გამოიწვია იმის გამო, რომ დილანის ლიტერატურული მიღწევები არ იყო თანაბრად კონკურენტული სხვებთან მიმართებით. ბობ დილანის დაჯილდოებას მომხრეების გარდა, ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. მას ბევრი გამოჩენილი პირი და გამოცემა აკრიტიკებდა. მის მხარდამჭერ გუნდში მხოლოდ მისი მეგობრები ერთიანდებოდნენ.

2019 წელს პეტერ ჰანდკესთვის ნობელის პრემიის გადაცემასაც ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან ის 1990 წელს იუგოსლავიის ომში მხარს სერბეთს უჭერდა. ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა, ხოლო კოსოვოს პრეზიდენტმა განაცხადა,რომ „ნობელის პრემიაზე ამ გადაწყვეტილებამ საშინელი ტკივილი და უზარმაზარი მსხვერპლი მოიტანა“. ის გააკრიტიკა ამ ომში მებრძოლმა ბევრმა ადამიანმა და სხვადასხვა პოლიტიკოსმა. შვედურმა აკადემიამ კი დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და განაცხადა: „შვედურ აკადემიას მიზანმიმართულად არ გადაუცია პრიზი ომის კრიმინალისა და დანაშაულებისა და გენოციდის ჩამდენისთვის“. მათ განაცხადეს: „ჩვენ ვერ ვიპოვეთ იმის რეალური მტკიცებულება, რაც იწერება, რომ თითქოს ის შეტაკების წევრი იყო სამოქალაქო საზოგადოებაში. ის იბრძოდა თანაბარი უფლებებისთვის და ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების პატივისცემისთვის“.

ეროვნულობაზე დამყარებული კრიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიზის ევროპელ კანდიდატსა და შვედებზე ფოკუსირება ნაწილობრივ იყო კრიტიკის საგანი, შვედური გაზეთების მხრიდანაც კი. ლაურეატების უმრავლესობა ევროპელი იყო. შვედებმა თავად მთელი აზიის კონტინენტზე (7 ნობელის პრემია), აგრეთვე ლათინურ ამერიკაზე (7 ნობელის პრემია, თუ გავითვალისწინებთ დერეკ უოლკოტსაც) მეტი პრიზი (8 ნობელის პრემია) მიიღეს. 2009 წელს Horace Engdahl-მა, რომელიც იმ დროს აკადემიის მდივანი იყო, გამოაცხადა: „ევროპა ჯერ კიდევ ცენტრია ლიტერატურისა“. მანვე განაცხადა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ იზოლირებულია, ისინი არ იღებენ საკმარის მონაწილეობას დიდ ლიტერატურულ დიალოგებში“. 2009 წელს, როდესაც Horace Engdahl-ი პეტერ ენგლუნდმა ჩაანაცვლა, მან უარყო ეს აზრი („არსებობენ ავტორები,რომლებიც იმსახურებენ და აქვთ პოტენციალი, მიიღონ ნობელის პრემია, და მათ შორის იგულისხმებიან ამერიკელები“) და ამ პრემიის ევროცენტრული განწყობა. მან განაცხადა: „მე ვფიქრობ, ეს პრობლემაა, ჩვენ მივისწრაფვით ლიტერატურისკენ,რომელიც ევროპაშია შექმნილი და რომელიც ევროპულ ტრადიციებში ჯდება“. ამერიკული კრიტიკა ცნობილია, როგორც გამოძახილი საკუთარი ქვეყნიდან. ამის ნათელი მაგალითია ფილიპ როთი, თომას პიჩონი, კორმაკ მაკ-კართი და სხვები. 2009 წლის ლაურეატმა ჰერტა მიულერმა, რომელიც უწინ გერმანიის ფარგლების გარეთ ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ ბევრჯერ იქნა დასახელებული ფავორიტად ნობელის პრემიის ისტორიაში, შეცვალა შვედეთის აკადემიის აზრი და ხედვა, რომელიც ტენდენციური და ევროცენტრული იყო. 2010 წელს პრიზი მარიო ვარგას ლიოსას, პერუს მკვიდრს გადაეცა. ეს გადაწყვეტილება შეფასდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. 2011 წელს, როდესაც პრემია შვედ პოეტს ტომას ტრანსტრიომერს გადასცეს, იმდროინდელმა შვედეთის აკადამიამ განაცხადა, რომ ამ პრიზის გადაცემა არ იყო დამყარებული პოლიტიკაზე, ცნების აღწერით „literature for dummies“. შემდგომ კი მომდევნო ორი ჯილდო გადაეცათ არაევროპელებს, კერძოდ, ჩინელ ავტორს მო იენსა და კანადელ მწერალს ელის მანროს. ფრანგი ავტორის, პატრიკ მოდიანოს 2014 წლის გამარჯვებამ განაახლა კითხვები ევროცენტრიზმთან დაკავშირებით.

ლიტერატურული მიღწევების გამოტოვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურაში ნობელის პრემიის ისტორიაში ბევრი ლიტერატურული მიღწევა დარჩა შეუმჩნეველი. ლიტერატურის ისტორიკოსმა კელ ესპარკმა აღიარა: „რაც შეეხება ადრეულ პრიზებს, ცუდი არჩევანისა და უხეშად გამოტოვების გაკიცხვა ხშირად გამართლებულია. უნდა დაჯილდოებულიყვნენ: ტოლსტოი, იბსენი და ჰენრი ჯეიმზი, ნაცვლად სიული პრიუდომისა, იოკენისა და ჰაიზესა“. არსებობს უარყოფითი მხარეები, რომლებიც ნობელის კომიტეტის კონტროლს სცილდება, მაგალითად, ავტორის ადრეული გარდაცვალება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სკანდინავიელი დაჯილდოვდა, ორი ყველაზე ცნობილი მწერალი, ნორვეგიელი დრამატურგი ჰენრიკ იბსენი და შვედი ავტორი ავგუსტ სტრინდბერგი, კომიტეტმა არაერთხელ გამოტოვა. მაგრამ სტრინდბერგი ფლობს ცალკეულ განსხვავებებს, რომ მიენიჭა ანტინობელის პრემია, რომელსაც მიენიჭა პოპულარული აღიარება, და ეროვნული ხელმოწერა, რომელიც მას 1912 წელს წარუდგინა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ჯალმა ბრინინგმა.

პოლ ვალერი თორმეტჯერ იყო ნომინირებული 1930-1945 წლებში, მაგრამ ის გარდაიცვალა მაშინ, როცა აკადემია აპირებდა მისთვის პრიზის გადაცემას 1945 წელს.

ჯეიმზ ჯოისმა დაწერა წიგნები, რომლებიც თანამედროვე ბიბლიოთეკის 100 საუკეთესო რომანებს შორის პირველ და მესამე ადგილებზეა, მაგრამ ჯოისი პრემიაზე ნომინირებული არასოდეს ყოფილა. თუმცა ჯოისს უდავოდ მიენიჭებოდა პრემია, 1940-იანი წლების ბოლოს რომ ეცხოვრა, მაშინ, როცა აკადემიამ ლიტერატურული პიონერების დაჯილდოება დაიწყო.

არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი პრემიაზე რამდენჯერმე იყო ნომინირებული, მაგრამ, როგორც ბორხესის ბიოგრაფი ედვინ უილიამსიონი აცხადებს, სავარაუდოდ, აკადემიამ მას პრიზი არგენტინისა და ჩილეს მემარჯვენე სამხედრო დიქტატორების მხარდაჭერის გამო არ მიანიჭა.

გრაჰამ გრინი პრემიაზე ნომინირებული იყო ოცჯერ, 1950-1966 წლებში. ეს იყო ცნობილი კანდიდატი, რომელსაც პრიზი 1960-იან წლებში მიენიჭა. აკადემია მისთვის პრიზის გადაცემის გამო გააკრიტიკეს.

შვედეთის აკადემიის არქივის თანახმად, რომელიც გაზეთმა „Le Monde“-მ შეისწავლა 2008 წელს, მათი გახსნის შესახებ, ფრანგი რომანისტი და ინტელიგენტი ანდრე მალროქსი სერიოზულად განიხილებოდა 1950-იან წლებში. მალროქსი კონკურენციას უწევდა ალბერ კამიუს, მაგრამ რამდენჯერმე იქნა უარყოფილი, თუმცა კამიუს მიენიჭა პრიზი 1957 წელს.

ვ. ჰ. აუდენი ლიტერატურაში ნობელის პრემიაზე ათჯერ იყო წარდგენილი 1960-იან წლებში და რამდენჯერმე იყო პრიზის საბოლოო კანდიდატებს შორის. 1967 წელს აუდენი გრეჰემ გრინსა და პრიზით დაჯილდოებულ გვატემალელ ავტორ მიგელ ანგენ არტურიასთან ერთად ერთ-ერთი საბოლოო კანდიდატი იყო.

მსგავსი საერთაშორისო პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურაში ნობელის პრემია არ არის ერთადერთი ლიტერატურული პრემია, რომლის მიღების უფლება ყველა ეროვნების მწერალს აქვს. სხვა ღირსშესანიშნავ საერთაშორისო ლიტერატურულ პრიზებს მიეკუთვნება Neustadt International Prize for Literature, ფრანც კაფკას პრემია, საერთაშორისო წიგნის პრემია და 1960-იან წლებში Formentor Prix International. სხვა პრიზებისგან განსხვავებით, Neustadt International Prize for Literature ორჯერ იქნა მინიჭებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. İtaly S Barbed Political Jester Dario Fo Wins Nobel Prize. ციტირების თარიღი: 2025-08-09