მო იენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მო იენი
MoYan Hamburg 2008.jpg
დაბ. თარიღი 17 თებერვალი 1955(1955-02-17) (64 წლის)
დაბ. ადგილი გაომი
ფსევდონიმი Mo Yan ("don't speak")
საქმიანობა მწერალი[1] , რომანისტი, მასწავლებელი და სცენარისტი
ენა ჩინური ენა
მოქალაქეობა Flag of the People's Republic of China.svg ჩინეთი
ალმა-მატერი სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ხელოვნების აკადემია და პეკინის პედაგოგიური უნივერსიტეტი
Magnum opus Red Sorghum, The Republic of Wine და Life and Death Are Wearing Me Out
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში[2] [3], ნონინოს საერთაშორისო პრემია და honorary doctor of the Chinese University of Hong Kong

მო იენი (ჩინ. 莫言/Mò Yán/ — „მო იენი“; დ. 17 თებერვალი, 1955, შანდუნი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) — თანამედროვე ჩინელი მწერალი, ჰონკონგის ღია უნივერსიტეტის საპატიო ფილოლოოგის მეცნიერებათა დოქტორი[4]. ლიტერატურის ნობილიის პრემიის ლაურეატი 2012 წელს „მისი ჰალუცინაციური რეალიზმისთვის, რომელიც აერთიანებს ხალხურ ზღაპრებს ისტორიასთან და თანამებროებასთან“[5]. ქვეყნის გარეთ მეტად ცნობილი როგორც რომანის ავტორი, რომლის მიხედვითაც გადაღებული იყო ფილმი „წითელი სორგო“ [6].

ჩინური კრიტიკა მის ნაწარმოებებს მიაკუთვნებს „ფესვების მეძებარ ლიტერატურასთან და მაგიურ რეალიზმთან“[7]. ინგ ლი ჰუა მას უწოდებს „უდაოდ, ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი და ნაყოფიერი ჩინელი მწერალი დღეს“, რომლის წარმატების საიდუმლოც არის — მკაცრის და მიწიერის გარდაქმნა რაღაც დახვეწილში ლირიკული სიხარულის მისაღწევად, სადაც შეღწეულია მისი შრომა[8]. ჰარვარდ გოლდბლათი ამტკიცებს, რომ მისი სახელი იცის ყველა კომპეტენტურმა ჩინელმა, და მო იენის პატარა დედულეთს ადარებს ფოლკნერის იოკნაპატავას, მითითებით, რომ მწერალმა მიიღო ამბიციური პროექტი მეოცე საუკუნის ჩინური ისტორიის ქრონიკებით თავის ბესტსელერებში[9].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მო იენი — ეს ფსევდონიმია, ჩინურიდან თარგმნისას ნიშნავს „გაჩუმდის“. ნამდვილი სახელი — გუან მოიე (ჩინ. 管谟业/Guǎn Móyè/)[10].

დაიბადა, ინგ ლი ჰუას მონაცემების მიხედვით, 1955 წელს გაომში თანამედროვე საქალაქო ოლქი ვეიფანი შადუნის პროვინციაში (ამ ადგილის სოფელში მიმდინარეობს მისი ნაწარმოებების რიგითი ამბები), 11 წლისას „ლიტურატურული რევოლუციის“ გამო დაეტოვებინა სკოლა. 1976 წელს, რამდენიმე უარყოფითი პასუხის შემდეგ შეძლო მომხდარიყო ჯარში, სადაც ის პოლიტიკურ მუშათა პერსონალს შეუერთდა. ჯარში მან განათლების მიღება განაგრძო.

ჩინეთის მწერალთა ასოციაციაში 1986 წელს მოხვდა. შეიარაღებული ძალები 1997 წელს დატოვა და გადავიდა გაზეთის რედაქტორის წოდებაზე სამუშაოდ.

ამჟამად მო იენი იკავებს ჩინელ მწერალთა ასოციაციაში თავჯდომარის მოადგილეს თანამდებობას.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Mo Yan 14 2012.jpg

1980 წლების მეორე ნახევარში ლიტერატურაში აქტიურად შესული მო იენი და მასთან ერთად რამდენიმე თანამედროვე, როგორც წესი თანამედროვე ჩინური ლიტერატურის 5 თაობიდან განეკუთხვენება მეოთხეს[11].

მო იენმა ლიტერატურული კარიერა 1981 წელს დაიწყო და პირველი ნაწარმოები ტრადიციულ-რეალისტურ მანერაში შექმნა, მესამე პირში თხრობით. უკვე 1980-იანებში ის თვალნათლივ ცვლის წერის ხერხებს.

მკითხველის ყურადღების ქვეშ მოქცეული მო იენის პირველი ნაწარმოები გახდა მოთხრობა „ბოლოკი, წითელი გარედან და გამჭვირვალე შიგნიდან“, ამბავი სადაც მთხრობელის ხმა, მიმდინარეობისას ეხამება სოფლელი ობოლი-ბიჭის სახეს, რომელსაც ბუნების აღქმის დიდი მგრძნობელობა გააჩნია.

ნაწარმოები „წითელი სორგო“, გამოქვეყნებულია 1986 წელს, მინიჭებული ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული პრემია „წლის საუკეთესო მოთხრობა“ და მიიღო მსოფლიო აღიარება ისევე როგორც მისმა ეკრანიზაციამ, რომელიც ერთ წელიწადში განახორციელა ჯანგ იმოუმ[12]. არც ისე დიდ ნაწარმოებში იშლება ერთი ოჯახის ისტორია 1930-იან წლებში ანტი-იაპონური ომის ფონზე, მთხრობელად გვევლინება შვილიშვილი, მოვლენების მონაწილე. ეპიზოდებში ირღვევა ხაზოვანი თანმიმდევრობა.

მოი იენის ერთ-ერთი ბოლო წიგნია „დავიღალე დაბადებით და სიკვდილით“[13] არჩევს ურთიერთობას ფერმერისა და მიწას შორის, და მისი სხვა ნაწარმოებებთან შედარებით ნაკლებ ძალადობას შეიცავს და მეტ განჭვრეტას. ისტორია, რომელსაც უმრავლესობა მო იენის სუაკეთესო ნაწარმოებად აღიქვამს, მონაყოლია თაღლითის მიერ, რომელიც აწამეს მიწის რეფორმის დროს 1950 წელს და რომელიც 50 წლის მანძილზე ადევნებს თვალყურს მოვლენებს, იგი იბადება სხვადასხვა სახლის ცხოველების სახით[14].

ამ ნამუშევარს მიენიჭა ნიუმენის პრემია ჩინურ ლიტერატურაში. 2011 წელს კი მწერალმა მაო დუნის პრემია აიღო წიგნისთვის „ბაყაყი“. 2012 წელს დამტკიცდა ნობელის პრემიის ფლობელად ლიტერატურაში.

მწერლის პირადი აღიარების მიხედვით მის ნაწარმოებებზე დიდი გავლენა იქონიეს რაბლემ, გარსია მარკესმა და იულიამ ფოლკნერმა[7].

მო იენის შემოქმედება გადათარგმნილია 10-ზე მეტ ენაზე, ინგლისურის, ფრანგულის, გერმანულის და ნორვეგიულის ჩათვლის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #11926689X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2012/
  3. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  4. 莫言
  5. «The Nobel Prize in Literature 2012 — Prize Announcement». Nobelprize.org. 11 Oct 2012.(ინგლისური)
  6. Hong gao liang.(ინგლისური)
  7. 7.0 7.1 Хузиятова Н. К. Мо Янь // Духовная культура Китая (энциклопедия). В 6 т. Т. 3. Литература. Язык и письменность. М.: Вост. лит. 2008. С. 360.
  8. Li-Hua Ying. Historical Dictionary of Modern Chinese Literature. The Scarecrow Press, 2010. P. 140, 141
  9. Howard Goldblatt. Mo Yan. // Encyclopedia of Modern China. In 4 vol. Vol. 2. P. 617—618.
  10. Holding Up Half the Sky.(ინგლისური)
  11. Духовная культура Китая (энциклопедия). В 6 т. Т. 3. Литература. Язык и письменность. М.: Вост. лит. 2008. С. 172
  12. Erin Carlson.. (2012-10-11) Chinese Author Mo Yan Wins 2012 Nobel Literary Prize. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-11-22. წაკითხვის თარიღი: 2012-10-11.
  13. варианты английских переводов: Fatigue of Life and Death или en:Life and Death Are Wearing Me Out
  14. Li-Hua Ying. Historical Dictionary of Modern Chinese Literature. The Scarecrow Press, 2010. P. 142