შმუელ აგნონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შმუელ აგნონი
Agnon.jpg
დაბ. თარიღი 17 ივლისი 1888(1888-07-17)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბუჩაჩი[2]
გარდ. თარიღი 17 თებერვალი 1970(1970-02-17)[5] [2] [6] [3] [4] (81 წლის)
გარდ. ადგილი იერუსალიმი[2]
დასაფლავებულია Mount of Olives Jewish Cemetery
საქმიანობა მწერალი[2] , რომანისტი[2] და პოეტი[2]
ენა იდიში[2] და ებრაული ენა[5] [2]
მოქალაქეობა Flag of Austria-Hungary (1869-1918).svg ავსტრია-უნგრეთის იმპერია
Flag of the German Empire.svg გერმანიის იმპერია
Flag of Germany (3-2 aspect ratio).svg ვაიმარის რესპუბლიკა
Palestine-Mandate-Ensign-1927-1948.svg ბრიტანული მანდატი პალესტინაში
Flag of Israel.svg ისრაელი
ჟანრი მოთხრობა და რომანი
Magnum opus Tel ou tel, The Bridal Canopy, Invité pour la Nuit, Those Were the Days, Une histoire simple, Days of Awe და Q7041117?
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში[2] [7] [8], Bialik Prize[2] , ისრაელის პრემია[2] , Bialik Prize[2] , ისრაელის პრემია და ვაიცმანის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი
შვილ(ებ)ი Emuna Yaron

შმუელ იოსებ აგნონი (ებრ. שמואל יוסף עגנון; დ. 17 ივლისი, 1888, ბუჩაჩი, აღმ. გალიცია — გ. 17 თებერვალი, 1970, იერუსალიმი) — ებრაელი მწერალი, ისრაელის ენის აკადემიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ჯერ ლვოვში, შემდეგ გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. 1924 წლიდან კი იერუსალიმში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1904 წელს. წერდა ივრითზე. შმუელ აგნონის შემოქმედება რეალისტურია. მისი მხატვრული სტილი ენათესავება ეროვნულ ფოლკლორს, შუა საუკუნეების დიდაქტიკურ ლიტერატურას, და ზოგი თავისებურების მიხედვით, თანამედროვე ევროპული მწერლების შემოქმედებას (ფ. კაფკა, თ. მანი). აგნონის ღრმად ფსიქოლოგიური ნაწარმოებების მთავარი გმირები ძირითადად ან უბრალო გალიციელი ებრაელები არიან (რომანი „ქალის გათხოვება“, 1931) ან პალესტინის პირველი ებრაული კოლონისტები (რომანი „გუშინ, გუშინწინ“, 1946-1947). აღსანიშნავია მისი რომანები: „და გასწორდა მრუდი“ (1912), „შუა ზღვაში“ (1935), „სტუმარი ღამეს გაათევს“ (1955), მოთხრობები და ნოველები: „ქვიშის გორაკი“ (1935), „უბრალო მოთხრობა“ (1935), „მტერი?... მოყვარე“ და სხვა.

შმუელ აგნონი ნობელისა (1966) და რამდენიმე ეროვნული პრემიის ლაურეატია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]