ჰაინრიხ ბიოლი
ჰაინრიხ ფიოდორ ბიოლი (დ. 21 დეკემბერი, 1917, კელნი — გ. 16 ივლისი, 1985) — გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1972). მიღებული აქვს თითქმის ყველა დასავლეთგერმანული ლიტერატურული პრემია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. მის ნაწარმოებებში ასახულია ომის, ანტიფაშისტური და ანტიმილიტარისტული თემები.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა კელნში, კათოლიკურ ოჯახში. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ კლასიკურ გიმნაზიაში აგრძელებს სწავლას. ვილჰელმ კაიზერის გიმნაზიის დამთავრება ბიოლს მაშინ მოუწია, როდესაც გერმანიაში ნაცისტური დიქტატურა დამყარდა. ბიოლს ნაციონალ-სოციალიზმისადმი ბავშვობიდანვე პასიური პროტესტის გრძნობა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიოლის მშობლიურმა ქალაქმაც, რომელიც გერმანული კათოლიციზმის ცენტრი იყო და სამღვდელოებას მოსახლეობაზე დიდი გავლენა ჰქონდა. მან სხვა ოთხ გიმნაზიელთან ერთად უარი თქვა „ჰიტლერიუგენდში“ გაწევრიანებაზე. კელნში არსებულ ატნინაცისტურ ატმოსფეროს ბიოლი იგონებს საკუთარ ავტობიოგრაფიულ ესეში „ჩემს შესახებ“.
გიმნაზიის დასრულების შემდგომ ბიოლი ჯერ დურგლად მუშაობდა, შემდეგ— ბუკინისტური წიგნების მაღაზიაში.
ლექსებსა და მოთრობებს სკოლაშივე წერდა. 1930 კელნის უნივესიტეტში ჩაირიცხა. 1939 წელს ის მეორე მსოფლიო ომი ს დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ბიოლმა ექვსი წელი გაატარა ჯარში. ჯერ საფრანგეთში იბრძოდა. შემდეგ უკრაინის ფრონტზე. ომის დროს, 1942 წელს, იქორწინა ანა–მარია ჩეხზე, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. 1945 წელს ამერიკელებს ტყვედ ჩაუვარდა. ომის წლებმა მას გაუძლიერა ანტიმილიტარისტული შეხედულებები.
დურგლობა ტყვეობის შემდგომაც გაიხსენა, თუმცა მალე კელნის უნივერსიტეტს დაუბრუნდა. პირველი მოთხრობები გამოაქვეყნა 1947 წელს. მისი პირველი რომანი იყო „სად იყავი, ადამ?“. მასში ჭარბობს ომგამოვლილი კაცის ფრონტული მოგონებები და რელიგიური თემატიკა. მომდევნო წიგნებში „და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა“, „უკაცო სახლი“, „ადრეული წლების პური“ უკვე მისი თანამედროვე დასავლეთი გერმანიაა ასახული. ეს რომანები ყვებიან უმამოდ დარჩენილ ბავშვებზე, ქვრივებზე, ომის ჭრილობებზე. რელიგიური მოტივების გვერდით ჩნდება სკეფსისი. რომანში „კლოუნის თვალთახედვით“ (1963) მთავარი გმირი უიმედობას ღმერთის უარყოფამდე მიჰყავს.
წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანების — პენკლუბის თავმჯდომარე იყო. მეორე მსოფლიო ომგამოვლილებს და, საზოგადოდ, ყოველგვარ ძალადობას თავგამოდებით აკრიტიკებდა , განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა დევნილთა პრობლემებს. საქართველოს ორჯერ ესტუმრა — 1966 და 1972 წლებში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ჰაინრიხ ბიოლი
- თენგიზ პატარაია, „ჰაინრიხ ბიოლი და უკაცო სახლი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი ISBN 978-9941-410-09-3 — 2009 წ.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
- ↑ 6.0 6.1 BD Gest'
- ↑ 7.0 7.1 Munzinger-Archiv — 1913.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur
- ↑ 10.0 10.1 Archive of Fine Arts — 2003.
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Dictionary of Irish Biography — Cambridge University Press, Royal Irish Academy, 2009.
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118512676 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1972/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ http://www.stadt-koeln.de/politik-und-verwaltung/presse/polnische-dankbarkeitsmedaille-fuer-heinrich-boell
|
- დაბადებული 21 დეკემბერი
- დაბადებული 1917
- გარდაცვლილი 16 ივლისი
- გარდაცვლილი 1985
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- გეორგ ბიუხნერის პრემიის მფლობელები
- გერმანელი მწერლები
- XX საუკუნის გერმანელი რომანისტები
- გერმანელი მამაკაცი რომანისტები
- ჰაინრიხ ბიოლი
- გერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- რომის კათოლიკური ეკლესიის მწერლები
- კელნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით