შინაარსზე გადასვლა

პაბლო ნერუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაბლო ნერუდა
ესპ. Pablo Neruda
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1904(1904-07-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16]
დაბადების ადგილი პარალი, ჩილე[1] [14]
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი, 1973(1973-09-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [17] [14] [15] [16] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანტიაგო, ჩილე[1] [14]
დასაფლავებულია Isla Negra
ფსევდონიმი Pablo Neruda[18] [19]
საქმიანობა პოეტი[15] , დიპლომატი, პოლიტიკოსი, ლირიკოსი, ავტობიოგრაფი და მწერალი[20] [21]
ენა ესპანური ენა
მოქალაქეობა  ჩილე
ალმა-მატერი ჩილეს უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია და პროზა
Magnum opus Crepusculario[22] , Twenty Love Poems and a Song of Despair[22] , Residence on Earth[22] , Q5839976?[22] , Canto General[22] , Q18432683?[22] , Arte de pájaros[22] და Splendor and Death of Joaquin Murieta[22]
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[23] [24] , ლიტერატურის ეროვნული პრემია[21] , მშვიდობის საერთაშორისო პრემია, სტალინის საერთაშორისო პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის, სან-მარკოსის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Atenea awarding, პერუს მზის ორდენის კავალერი, Viareggio-Versilia International Prize[25] , Grawemeyer Award for Music Composition, honorary doctor of the Pontifical Catholic University of Chile, Golden Wreath და Order of the Aztec Eagle
მეუღლე Delia del Carril, Marijke Antonieta Hagenaar Vogelzang და Matilde Urrutia
ხელმოწერა

რიკარდო ელისერ ნეფტალი რეიეს ბასოალტო (ესპ. Ricardo Eliécer Neftalí Reyes Basoalto ცნობილია ფსევდონიმით პაბლო ნერუდა ესპ. Pablo Neruda; დ. 12 ივლისი, 1904, პარალი, ჩილე — გ. 23 სექტემბერი, 1973, სანტიაგო, ჩილე) — ჩილელი პოეტი, დიპლომატი, სენატორი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურზე.

დაიბადა ცენტრალური ჩილეს პატარა ქალაქ პარალში, რკინიგზელისა და პედაგოგის ოჯახში. დედა ადრევე გარდაეცვალა ტუბერკულოზით.

ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს. 1927-1932 წლებში დიპლომატიურ სამსახურში იყო მიანმარში, შრი-ლანკაში, სინგაპურში, ინდონეზიაში. 1933 წელს კონსულად დანიშნეს არგენტინაში. 1934 წლიდან კი კონსულია ბარსელონაში.

1936 წელს დაწყებულ ესპანეთის სამოქალაქო ომში, როგორც ყველა კულტურის წარმომადგენელი, თანაუგრძნობდა რესპუბლიკელებს.

1939-1943 წლებში კონსულია მექსიკაში. 1943 წელს დაბრუნდა ჩილეში და შეუდგა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1945 წელს აირჩიეს ჩილეს სენატის წევრად, სადაც წარმოადგენდა ჩრდილოეთის რეგიონებს ანტოფაგასტას და ტარაპაკას. ამავე წლის 15 ივლისს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. ამავე წელს მიიღო ეროვნული ლიტერატურული პრემია.

1948 წლის 6 იანვარს პაბლო ნერუდამ სენატის სხდომაზე ჩილეს პრეზიდენტს გაბრიელ გონსალეს ვიდელას საჯაროდ უწოდა ამერიკის მარიონეტი, რის გამოც მას ჩამოართვეს დეპუტატის მანდატი და იძულებული იყო გადასულიყო არალეგალური ცხოვრების წესზე. 1949-1953 წლებში ემიგრაციაშია ჯერ არგენტინაში შემდეგ საფრანგეთში. 1970-1972 წწ. სალვადორ ალიენდეს მთავრობის ელჩია საფრანგეთში.

1971 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. 1972 წელს მძიმედ ავადმყოფი პაბლო ნერუდა დაბრუნდა ჩილეში. 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ, სანტიაგოში მდებარე მისი სახლი გაძარცვეს. თავად მწერალი კი გარდაიცვალა კლინიკაში გადატრიალებიდან 12 დღეში. ნერუდას დაკრძალვა გახდა პირველი მასობრივი დემონსტრაცია აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118587005 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Pablo Neruda
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 IMSLP — 2006.
  7. 7.0 7.1 Discogs — 2000.
  8. 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 Eesti biograafiline andmebaas ISIK
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  15. 15.0 15.1 15.2 The Fine Art Archive
  16. 16.0 16.1 Munzinger Personen
  17. Academy of Arts, Berlin — 1696.
  18. Neruda P. Confieso que he vivido: MemoriasBarcelona: Seix Barral, 1974. — P. 194–195. — ISBN 1-4000-8761-9
  19. Alonso G. L. 1930-1980, cincuenta años de historia argentina — გვ. 159. — ISBN 950-077-007-5
  20. Czech National Authority Database
  21. 21.0 21.1 Premio Nacional de Literatura
  22. 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 22.5 22.6 22.7 Istituto dell'Enciclopedia Italiana Enciclopedia on line
  23. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1971/
  24. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  25. http://www.premioletterarioviareggiorepaci.it/premi/vincitori/2-Premio%20Internazionale%20Viareggio-Versilia
  26. 26.0 26.1 26.2 26.3 http://www.cervantesvirtual.com/obra-visor/neruda-1/html/01dcd770-82b2-11df-acc7-002185ce6064_47.html
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 27.5 https://it.wikipedia.org/wiki/Pablo_Neruda