უოლე შოინკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
უოლე შოინკა
Wole Soyinka in 2018.jpg
დაბადების თარიღი 13 ივლისი 1934(1934-07-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (86 წლის)
დაბადების ადგილი აბეოკუტა[1]
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი, რომანისტი[9] , ფილოსოფოსი, ესეისტი, პროფესორი, მწერალი[10] და ავტორი
ენა ინგლისური ენა[11]
ეროვნება იორუბა[12]
მოქალაქეობა Flag of Nigeria.svg ნიგერია
ალმა-მატერი ლიდზის უნივერსიტეტი, University of Ibadan და ლონდონის უნივერსიტეტი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[13] [14], Nigerian National Order of Merit Award, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია[15] , Benson Medal, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Weilheim Literature Prize, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, Fellow of the African Academy of Sciences[16] , Q96602942? და პრისტონის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
შვილ(ებ)ი Olaokun Soyinka

უოლე შოინკა (ინგლ. Wole Soyinka; დ. 13 ივლისი, 1934) — ნიგერიელი დრამატურგი, პოეტი და ესეისტი. 1986 წელს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.[17] შოინკა პირველი აფრიკელია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.[18]

დაიბადა აბეოკუტაში. სწავლობდა ნიგერიის „იბადანის უნივერსიტეტში“,[19] და ინგლისში „ლიდზის უნივერსიტეტში“.[20] ნიგერიაში და ინგლისში სწავლის შემდეგ, მუშაობდა ლონდონში, „Royal Court Theatre“-ში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ნიგერიის პოლიტიკაში, იბრძოდა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. 1967 წელს, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს 2 წლით დააპატიმრა „გენერალ იაკუბუ გუონის ფედერალურმა მთავრობამ“.[21]

1975 წლიდან 1999 წლამდე, შედარებითი ლიტერატურის პროფესორი იყო „Obafemi Awolowo University“-ში.[22] ამერიკის შტატებში ყოფნის დროს, 1988 წლიდან 1991 წლამდე,[23][24] აფრიკის კვლევებსა და თეატრალურ ხელოვნებას ასწავლიდა „ქორნელის უნივერსიტეტში“, შემდეგ კი „ემორის უნივერსიტეტში“. ლას-ვეგასში, „ნევადას უნივერსიტეტში“ იყო კრეატიული წერის პროფესორი. იგი ასევე მუშაობდა ჰარვარდის, ოქსფორდის და იელის უნივერსიტეტში.[25][26]

2017 წლის დეკემბერში, „ევროპის თეატრის პრემია“ მიენიჭა „სპეციალური პრემიის“ კატეგორიაში.[27][28]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უოლე შოინკა 1934 წლის 13 ივლისს დაიბადა აბეოკუტაში, ნიგერიაში. მამამისი სამუელ შოინკა იყო მინისტრი და აბეოკუტაში მდებარე, „წმინდა პეტრეს სკოლის“ ხელმძღანელი. დედამისი გრეის შოინკა რომელიც ასევე ანგლიკანი იყო, ფლობდა მაღაზიას, და იყო პოლიტიკური აქტივისტი. შოინკა რელიგიურ ოჯახში გაიზარდა, ადრეულ ასაკში მღეროდა ეკლესიის გუნდში. თუმცა, მოგვიანებით, ცხოვრების სხვა ეტაპზე გახდა ათეისტი[29][30]. მან თავისი ბავშვობის შესახებ ფართოდ ისაუბრა მოგონებებში, „ბავშვობის წლები“ (1981).[31]

1940 წელს, წმინდა პეტრეს დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აბეოკუტას გრამატიკის სკოლაში განაგრძო, სადაც მას ლიტერატურატული კომპოზიციებისთვის რამდენიმე ჯილდო გადასცეს. 1946 წელს სასწავლებლად გადავიდა „იბადანის სახელმწიფო კოლეჯში“, (იმ დროს იყო ნიგერიის ერთ-ერთი ელიტური საშუალო სკოლა).

1952 წელს, სახელმწიფო კოლეჯში კურსის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა „იბადანის უნვიერსიტეტში“ განაგრძო. მან ამ უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურა, ბერძნული და დასავლეთის ისტორია შეისწავლა. მის ლექტორებს შორის იყო ბრიტანელი ლიტერატორი, მოლი მეიჰუდი.[32] უნივერსიტეტში სწავლის დროს, შოინკამ და სხვა 6-მა სტუდენტმა დაარსეს ანტიკორუფციული სტუდენტური ორგანიზაცია, „Pyrates Confraternity“.

1954 წელს შოინკა საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში, სადაც მან ინგლისური ლიტერატურის სწავლა ლიდზის უნვიერსიტეტში განაგრძო (1954-1957). იგი აქ რამდენიმე ახალგაზრდა მწერალს შეხვდა. შოინკამ თავისი ნამუშევრების გამოქვეყნება და რედაქტორად მუშაობა სატირულ ჟურნალში „არწივი“ დაიწყო.

შოინკა სამჯერ დაქორწინდა და ორჯერ განქორწინდა. შვილები სამივე ქორწინებიდან ჰყავს. პირველად 1958 წელს, ბრიტანელ მწერალზე ბარბარა დიქსონზე დაქორწინდა, რომელიც მან 1950-იანებში ლიდზის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. ბარბარა მისი პირველი ვაჟის, ოლაუკუნ შოინკას დედაა. იგი მეორედ ნიგერიელ ბიბლიოთეკარზე, ოლაიდა აიდოუზე დაქორწინდა.[33] ამ ქორწინებიდან მას სამი ქალიშვილი და მეორე ვაჟი ეყოლა. მესამედ, 1989 წელს ფოლეიკ დოჰერტიზე დაქორწინდა.

2014 წელს მას პროსტატის კიბო დაუდგინდა.

ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინტერპრეტატორები (1964)
  • ანომიის სეზონი (1972)

მოკლე ისტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ორი ზღაპარი (1958)
  • Egbe's Sworn Enemy (1960)
  • მადამ ეიტენის დაარსება (1960)

მოგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მკვდარი კაცი: ციხის ჩანაწერები (1972)
  • ბავშვობის წლები (1981)
  • მოგზაურობა ესეის გარშემო (1990)

პოეტური კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სატელეფონო საუბარი (1963)
  • იდანრე და სხვა პოემები (1967)
  • დიდი თვითმფრინავი დაეჯახა დედამიწას (1969)
  • A Shuttle in the Crypt (1971)
  • ოგუნ აბიბიმანი (1976)
  • მანდელას დედამიწა და სხვა პოემები (1988)
  • ადრეული პოემები (1997)
  • სამარკენდი და სხვა ბაზრები რომლებიც ვიცი (2002)

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კონგის მოსავალი
  • კულტურა გარდამავალში
  • Blues for a Prodigal

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Шойинка Воле // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. SNAC — 2010.
  3. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. Discogs — 2000.
  6. Munzinger-Archiv — 1913.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. https://www.lenouveleconomiste.fr/financial-times/wole-soyinka-ecrivain-nigerian-prix-nobel-de-litterature-61711/
  10. http://www.leaders-afrique.com/wole-soyinka/
  11. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. http://fr.reingex.com/Wole-Soyinka.shtml
  13. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1986/
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  15. https://www.anisfield-wolf.org/books/ake-the-years-of-childhood/?sortby=author&auth=SOYINKAWOLE0
  16. https://aasciences.ac.ke/fellow/soyinka-wole
  17. The Nobel Prize in Literature 1986 Wole Soyinka. The Nobel Prize. ციტირების თარიღი: 10 December 2013.
  18. Africa's Nobel Prize winners: A list. ციტირების თარიღი: 2020-05-27
  19. The Nobel Prize in Literature 1986 en-US. ციტირების თარიღი: 18 April 2019
  20. Soyinka, Wole (2000) Aké: The Years of Childhood. Nigeria: Methuen, გვ. 1. ISBN 9780413751904. ციტირების თარიღი: 8 February 2019. 
  21. name="Vistas">Theresia de Vroom, "The Many Dimensions of Wole Soyinka" Archived 5 June 2013 საიტზე Wayback Machine. , Vistas, Loyola Marymount University. Retrieved 17 April 2012.
  22. Obafemi Awolowo University, Ile-Ife » Brief History of the University. ციტირების თარიღი: 4 October 2016
  23. Soyinka, Wole 1934– en. ციტირების თარიღი: 22 December 2017
  24. https://ecommons.cornell.edu/bitstream/handle/1813/25283/019_37.pdf?sequence=1&isAllowed=y
  25. Profile of Nobel Laureate Wole Soyinka. The University of Alberta. ციტირების თარიღი: 10 December 2013.
  26. Posey, Jacquie. “Nigerian Writer, Nobel Laureate Wole Soyinka to Speak at Penn“, The University of Pennsylvania, 18 November 2004. ციტირების თარიღი: 10 December 2013. 
  27. Wole Soyinka Wins The Europe Theatre Prize - PM NEWS Nigeria“, PM NEWS Nigeria, 12 December 2017. (en-US) 
  28. Soyinka Wins 2017 Europe Theatre Prize“, Concise News, 15 December 2017. (en-US) 
  29. Wole Soyinka Biography and Interview. American Academy of Achievement.
  30. Wole Soyinka (2007). Climate of Fear: The Quest for Dignity in a Dehumanized World. Random House LLC, გვ. 119. ISBN 9780307430823. „I already had certain agnostic tendencies—which would later develop into outright atheistic convictions— so it was not that I believed in any kind of divine protection.“ 
  31. Wole Soyinka (1981). Ake: The Years of Childhood. ISBN 9780679725404. ციტირების თარიღი: 14 March 2015. 
  32. Lyn Innes. “Molly Mahood obituary“, The Guardian, 26 March 2017. ციტირების თარიღი: 27 March 2017. 
  33. (1996) The Who's Who of Nobel Prize Winners, 1901-1995. Oryx Press, გვ. 89. ISBN 9780897748995. ციტირების თარიღი: 4 April 2015.