შინაარსზე გადასვლა

ვიურტემბერგის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიურტემბერგი გერმანიის იმპერიის შემადგენლობაში

ვიურტემბერგის სამეფო (გერმ. Königreich Württemberg) არსებობდა გერმანიაში 1806 წლიდან 1918 წლამდე. წინამორბედი — იმავე სახელწოდების საჰერცოგო. მმართველები — ვიურტემბერგის დინასტიიდან. დედაქალაქი — შტუტგარტი. ამჟამად ყოფილი სამეფოს ტერიტორიები შედის ბადენ-ვიურტემბერგის შემადგენლობაში.

1890 წლის მდგომარეობით სამეფოში იყ 9844 დასახლებული პუნქტი, მათ შორის 136 ქალაქი. უფრო მსხვილ ქალაქებში 1904 წელს მოსახლეობა შეადგენდა: შტუტგარტში — 196 ათასს, ულმში — 46 ათასს, ჰაილბრონში — 41 ათასს, ესლინგენში — 30 ათასს, კანშტადტში — 29 ათასს; დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში იყო არაუმეტეს 25 ათასი მცხოვრებისა.

წელიმოსახლეობა
18321 578 147
18461 752 538
18611 720 708
18701 881 505
18851 971 118
18952 036 522
18902 081 151
19002 169 480
19102 437 574

რელიგიური დაყოფის მიხედვით, სამეფოში ლუთერანობა ბატონობდა. 1885 წლის 1 დეკემბერს ვიურტემბერგში იყო 1 377 805 ლუთერანი, 598 223 კათოლიკე, 5986 სხვა ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე და 13 171 ებრაელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]