მისის მუნი ქმართან, ალკოჰოლიზმით დაავადებულ ყასაბთან, განქორწინების შემდეგ გახსნის პანსიონს კლერკებისთვის. მისი ქალიშვილი პოლი, რომელიც ამავე პანსიონში მუშაობს, სიმღერითა და მამაკაცებთან ფლირტით ირთობს თავს. მისის მუნი ხვდება მისი ქალიშვილის და ახალგაზრდა მამაკაცის, მისტერ დორანის ურთიერთობის შესახებ. ოცდათხუთმეტი წლის მისტერ დორანი ღვინით მოვაჭრე კათოლიკურ კომპანიაში მუშაობს უკვე დიდი ხანია კლერკად. შაბათობით, პოლი სტუმრებისთვის მღეროდა ხოლმე პანსიონში. მაშინ როცა ის მღეროდა სიმღერას „მე ვარ ურჩი გოგონა“[1], მისტერ ზაკ ბოუნი აღნიშნავს და მისტერ დორანს გადაულაპარაკებს რომ, ეს სწორედ მისი საქმეაო.[2] მისის მუნი, მიზანმიმართულად და დიდი მონდომებით ცდილობს მახეში გააბას მისტერ დორანი. მან, ერთ კვირა დილას გადაწყვიტა ახალგაზრდა კაცს დალაპარაკებოდა და ეიძულებინა მისი ქალიშვილი პოლი მოეყვანა ცოლად ან დამუქრებოდა რომ ამხელდა მის უღირს საქციელს. მთხრობელი კარგად აღგვიწერს თუ როგორ მერყეობს დორანი, ერთ მხარეს სამსახურის დაკარგვის საფრთხე, მეორე მხარეს კი ქორწინება დაბალი კლასის წარმომადგენელ, გაუნათლებელ და ვულგარულად მოსაუბრე გოგოზე. მას შემდეგ რაც პოლი ოთახში შემოდის და დორანს ეუბნება გავიდეს დედამისთან, რომელსაც ყმაწვილთან საქმე აქვს, მკითხველისთვის ნათელი ხდება ყმაწვილის ფიქრები და შეხედულებები მომავალ ქორწინებაზე. ამბავი კი იმით სრულდება, რომ მისის მუნი პოლის უხმობს, რადგან მისთვის რაღაც აქვს სათქმელი.