ინგმარ ბერგმანი
ინგმარ ბერგმანი | |
---|---|
![]() ინგმარ ბერგმანი გადაღებებზე | |
დაბადების სახელი | ერნსტ ინგმარ ბერგმანი |
დაბადების თარიღი |
14 ივლისი, 1918 უფსალა, შვედეთი |
გარდაცვალების თარიღი |
30 ივლისი, 2007 (89 წლის) ფორე, შვედეთი |
საქმიანობა | რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი |
აქტიური | 1944-2005 |
ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი |
ერნსტ ინგმარ ბერგმანი (შვედ. Ernst Ingmar Bergman; დ. 14 ივლისი, 1918, უფსალა — გ. 30 ივლისი, 2007, ფორე) — შვედი თეატრალური და კინო რეჟისორი, მწერალი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი წამყვანი კინოხელოვანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიას, თუმცა არ დაუმთავრებია, ვინაიდან ამ პერიოდში თეატრმა და შემდეგ კინომ გაიტაცა. კინოში პროფესიულ მოღვაწეობას 1941 წელს იწყებს, სცენარების რედაქტორობით. მცირე ხანში თავადაც წერს მცირე სცენარს, რომელიც 1944 წელს იყო ეკრანიზებული. მოგვიანებით თავად იწყებს ფილმების გადაღებას. მსოფლიო აღიარება მოუტანა მისმა სარეჟისორო ნამუშევრებმა 1950-1960-იან წლებში - „მარწყვის მდელო“, „მეშვიდე ბეჭედი“, „ზაფხულის ღამის ღიმილი“, „დუმილი“, „პერსონა“.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1955 — ზაფხულის ღამის ღიმილი (Sommarnattens leende)
- 1957 — მეშვიდე ბეჭედი (Det sjunde inseglet)
- 1958 — მარწყვის მდელო (Smultronstället)
- 1958 — ცხოვრების ზღვარზე (Nära livet)
- 1960 — ქალიშვილის წყარო (Jungfrukällan)
- 1961 — დაბურული შუშის მიღმა (Såsom i en spegel)
- 1963 — სიჩუმე (Tystnaden)
- 1966 — პერსონა (Persona)
- 1968 — სირცხვილი (Skammen)
- 1972 — ჩურჩული და კივილი (Viskningar och rop)
- 1973 — სცენები ქორწინებიდან (Scener ur ett äktenskap)
- 1975 — ჯადოსნური ფლეიტა (Trollflöjten)
- 1976 — პირისპირ (Ansikte mot ansikte)
- 1978 — შემოდგომის სონატა (Höstsonaten)
- 1982 — ფანი და ალექსანდერი (Fanny och Alexander)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შვედი კინორეჟისორები
- დაბადებული 14 ივლისი
- დაბადებული 1918
- გარდაცვლილი 30 ივლისი
- გარდაცვლილი 2007
- BAFTA-ს გამარჯვებულები (პიროვნებები)
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- გერმანულენოვანი რეჟისორები
- სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- მამაკაცი სცენარისტები
- შვედი მამაკაცი მწერლები
- შვედურენოვანი რეჟისორები
- შვედი სცენარისტები