კონსტანტინოს კავაფისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინოს კავაფისი
ბერძ. Κωνσταντίνος Πέτρου Καβάφης

დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1863(1863-04-29)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ალექსანდრია[7] [6]
გარდაცვალების თარიღი 29 აპრილი, 1933(1933-04-29)[1] [2] [3] [4] [5] [8] [9] [6] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი ალექსანდრია[7] [6]
საქმიანობა პოეტი[6]
ენა ახალი ბერძნული ენა და ფრანგული ენა
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 ეგვიპტე
 საბერძნეთი[10]
Magnum opus The Cavafy Publications 1891-1934
ხელმოწერა
კონსტანტინოს კავაფისის გარდაცვალების ნიღაბი

კონსტანტინოს კავაფისი — ასევე ცნობილი, როგორც კონსტანტინე ან კონსტანტინოს პეტრუ კავაფისი (ბერძ. Κωνσταντίνος Π. Καβάφης) (დ. 29 აპრილი [ძვ. სტ. 17 აპრილი] 1863 — გ. 29 აპრილი, 1933) — ბერძენი პოეტი, ჟურნალისტი და სამოქალაქო მოღვაწე[11]. ცნობილია პოეტურობის განსაკუთრებული მანერით, სტილითა და ინდივიდუალიზმით, რითაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ბერძნულ, ისე — დასავლურ ლიტერატურაში.

კავაფისი ავტორია 154 პოეტური ქმნილებისა, რომელთაგანაც დიდი ნაწილი დაუსრულებელია ან ჩანახატის ფორმა აქვს. ცხოვრების განმავლობაში ხშირად ცდილობდა, გამოექვეყნებინა თავისი შემოქმედება ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში ან საკუთარი ხარჯებით გამოეცა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსები ორმოცი წლის ასაკის შემდგომ პერიოდშია შექმნილი და გამოიცა მხოლოდ გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავაფისი დაიბადა 1863 წელს ალექსანდრიაში, ბერძნულ ოჯახში და მოინათლა ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. მისი მშობლები იყვნენ პეტროს იოანისი (Πέτρος Ἰωάννης) და ქარიკლეა (Χαρίκλεια). მამამისი დაკავებული იყო სავაჭრო საქმით, ადრეული პეროდიდანვე ცხოვრობდა ინგლისში და მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა. მას შემდეგ, რაც კონსტანტინოსს მამა გარდაეცვალა, 1870 წლიდან დედასთან ერთად ლივერპულში გადადის საცხოვრებლად. 1877 წელს ფინანსური პრობლემების გამო კავაფისი ოჯახთან ერთად ალექსანდრიაში ბრუნდება საცხოვრებლად.

1882 წელს ალექსანდრიაში განვითარებული საომარი მოქმედებების გამო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მიემგზავრება კონსტანტინოპოლში. 1885 წელს კავაფისი ისევ ალექსანდრიაში ბრუნდება, სადაც დარჩენილი წლები გაატარა. თავდაპირველად ჟურნალისტიკაში იწყებს მოღვაწეობას, შემდეგ კი ეგვიპტის საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროში, სადაც ოცდაათ წელს გაატარებს. 1891 წლიდან 1904 წლამდე კავაფისი თავის პოეტურ შემოქმედებას ავრცელებდა ხელნაწერის სახით, მხოლოდ ვიწრო სამეგობრო წრეში. გარდაიცვალა ხორხის კიბოთი 1933 წლის 29 აპრილს, საკუთარ სამოცდამეათე დაბადების დღეზე. მხოლოდ გარდაცვალების შემდგომ გახდა კავაფისი პოპულარული, რასაც მოწმობს მისი პოეტური კრებულების გამოცემები როგორც ბერძნულ ენაზე, ისე — თარგმანები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგმანები ქართულ ენაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კავაფისი კ., სულის სახლში, ახალბერძნულიდან თარგმნა, შენიშვნები და კომენტარები დაურთო იზა ორჯონიკიძემ, ლოგოსი, თბილისი, 2005.
  • კავაფისი კ., კედლები, ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ანდრო ბარნოვმა, ლოგოსი, თბილისი, 1999.
  • კავაფისი კ., კედლები, ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ, კრებული „მნემოსინე“, თბილისი, 2006, გვ. 170.
  • კავაფისი კ., ლექსები, საუნჯე, №მთარგმნელი ს. ნარიმანიძე, თბილისი, 1989, გვ.42-44.
  • კავაფისი კ., ლექსები, საუნჯე №2, ახალბერძნულიდან თარგმნა იზა ორჯონიკიძემ,თბილისი, 1986, გვ.193-201.

ნაშრომები კონსტანტინოს კავაფისზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამრეკელი თ., კონსტანტინოს კავაფისის ლექსების კომპოზიციური ორგანიზაციის პრინციპები, თბილისი, 2004.
  • ნარკვევები ახალბერძნულ ლიტერატურაში, ლოგოსი, თბილისი, 2005.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 IMSLP — 2006.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  7. 7.0 7.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118640054 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. LIBRIS — 2012.
  11. "Before Time Could Change Them". Theoharis Constantine. 2001. pp. 13–15.