პოლ სეზანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ სეზანი
Paul Cézanne
Paul Cézanne 160.jpg
ავტოპორტრეტი
სრული სახელი: პოლ სეზანი
დაიბადა: 19 იანვარი, 1839
ექს-ან-პროვანსი
გარდაიცვალა: 22 ოქტომბერი, 1906
ექს-ან-პროვანსი
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა
მიმდინარეობა: პოსტიპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: ტყე, 1902–1904
ხელმოწერა

პოლ სეზანი (ფრანგ. Paul Cézanne) (დ. 19 იანვარი, 1839, ექს-ან-პროვანსი ― გ. 22 ოქტომბერი, 1906, იქვე) ― ფრანგი მხატვარი, რომელმაც იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება]

XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი და უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება XX საუკუნის სახვითი ხელოვნების განვითარებაში, პოლ სეზანი ექს-ან-პროვანსში 1839 წლის 19 იანვარს დაიბადა . იქვე ამთავრებს სკოლას. 1859-61 წლებში ის იურისპრუდენციას სწავლობს ექსში და ამავე დროს აგრძელებს ხატვის გაკვეთილებს, მიჰყვება რა სიყმაწვილის გატაცებას. მამის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის პროფესიად ხელოვნებას ირჩევს და ახლო მეგობარ ემილ ზოლასთან ერთად 1861 წელს პარიზში მიმგზავრება. დროთა განმავლობაში მამამისი დაჰყვა შვილის ნებას და შემდგომში მხარს უჭერდა მის არჩევანს. მოგვიანებით სეზანი მამისგან დიდ მემკვიდრეობას იღებს, რითაც მას კომფორტულად შეეძლო ცხოვრება და მხატვრობის გაგრძელება.

პარიზში ის ხვდება კამილ პისაროსა და სხვა იმპრესიონისტებს. ისინი ხშირად ხატავდნენ ხოლმე ერთად და სეზანის მომდევნო წლების ნამუშევრებში პისაროს ძლიერი გავლენა შეიმჩნევა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]