ოდისეას ელიტისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოდისეას ელიტისი
ბერძ. Οδυσσέας Ελύτης
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1911(1911-11-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ჰერაკლიონი, Cretan State
გარდაცვალების თარიღი 18 მარტი, 1996(1996-03-18)[1] [2] [3] [4] [5] [7] [8] [9] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი ათენი
დასაფლავებულია First Cemetery of Athens
ფსევდონიმი Οδυσσέας Ελύτης[10]
საქმიანობა მთარგმნელი, პოეტი, ხელოვნების კრიტიკოსი და მწერალი
ენა ბერძნული ენა
მოქალაქეობა  საბერძნეთი
ალმა-მატერი ათენის უნივერსიტეტი
Magnum opus Axion Esti
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[11] [12]
მეუღლე
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ოდისეას ელიტისი (ბერძ. Οδυσσέας Ελύτης, ფსევდონიმი ოდისეას ალეპუდელის ბერძ. Οδυσσέας Αλεπουδέλλης, დ. 2 ნოემბერი, 1911 — გ. 18 მარტი, 1996) — რომანტიკული მოდერნიზმის მთავარი წარმომადგენელი საბერძნეთსა და მსოფლიოში. 1979 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიტისის ოჯახი (ალეპუდელისი), 1917

ოდისეასი იყო ალეპუდელისების შთამომავალი. ალეპუდელისები იყვნენ ზეითუნის ზეთის მრეწველი ოჯახის ლესბოსიდან. თავად ელიტისი დაიბადა ჰერაკლიონში, კუნძულ კრეტაზე, 1911 წლის 2 ნოემბერს. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად ათენში გადავიდა, სადაც პოეტმა საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი ათენის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში აუდიტორის კურსებს დაესწრო. [13]

1935 წელს ელიტისმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსი ჟურნალში New Letters ( Νέα Γράμματα ), მეგობარ გიორგიოს სეფერისის თხოვნით. [13]

1969 - 1972 წლებში, 1967-1974 წლების საბერძნეთის სამხედრო ხუნტის პირობებში, ელიტისი გადასახლდა პარიზში. [13] იგი რომანტიკულად იყო დაკავშირებული ლირიკოს და მუსიკათმცოდნე მარიანინა კრეზთან, რომელმაც შემდგომში წარუდგინა საზოგადოებას და უმასპინძლა ლეგენდარულ საბავშვო რადიო-გადაცემას „აქ ლილიპუტის მიწაა“. ელიტისი გამუდმებით პრივატული და მარტოხელა პიროვნება იყო, რომელიც პოეტური ჭეშმარიტებისა და იდეალებისკენ მიისწრაფოდა.

ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წელს იგი ასრულებდა სამხედრო დავალებებს. არმიის იუნკერის სტატუსით გაწევრიანდა კორფუს ეროვნულ სამხედრო სკოლაში. ის პირადად დაეხმარა დედოფალ ფრედერიკას როდესაც იგი გერმანიიდან ჩავიდა მემკვიდრე პრინც პავლესთან დაქორწინების მიზნით. ომის დროს იგი დაინიშნა მეორე ლეიტენანტად, თავდაპირველად განთავსდა პირველი არმიის კორპუსის შტაბში, შემდეგ გადავიდა 24-ე პოლკში, საბრძოლო მოედნების პირველ ხაზზე. ელიტისი სპორადულად გამოსცემდა ლექსებსა და ნარკვევებს ლიტერატურულ სამყაროში თავდაპირველი გამოჩენის შემდეგ. [13]

იყო ბერძნული ხელოვნების კრიტიკოსთა ასოციაციის წევრი. [14]

პროგრამის დირექტორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი ორჯერ იყო საბერძნეთის ეროვნული რადიო ფონდის პროგრამის დირექტორი (1945–46 და 1953–54), ბერძნული თეატრის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი, ბერძნული რადიოსა და ტელევიზიის ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე საკონსულტაციო საბჭოს წევრი. საბერძნეთში ტურისტების ეროვნული ორგანიზაციის კომიტეტის წევრი ათენის ფესტივალზე. 1960 წელს მას მიენიჭა სახელმწიფოს პირველი პოეზიის პრემია, 1965 წელს - ფენიქსის ორდენი და 1975 წელს მას მიენიჭა თესალონიკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის საპატიო დოქტორის (ჰონორის კაუზა) წოდება და მიიღო ქალაქ მიტილენის საპატიო მოქალაქეობა .

მოგზაურობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948–1952 და 1969–1972 წლებში ცხოვრობდა პარიზში. პარიზში აქვეყნებდა ნამუშევრებს იმ დროის ყველა ცნობილ მხატვრებთან და ფილოსოფოსებთან (კოსტას აქსელოზი, ჟან-პოლ სარტრი, ფრანსუა გილოტი, რენე დუმალი) თანამშრომლობით. ელიტისსა და ტერიადს აკავშირებდათ ძლიერი მეგობრობა, რომელიც 1939 წელს გამყარდა ელიტისის ლექსების პირველი წიგნის გამოცემით, სახელწოდებით „ორიენტაციები“. ორივე, ელიტისი და ტერიადი, წარმოშობით იყვნენ ლესბოსიდან და ჰქონდათ ორმხრივი სიყვარული ბერძენი მხატვრის თეოფილეს მიმართ. პარიზიდან დაიწყო მოგზაურობა და შემდეგ მოინახულა შვეიცარია, ინგლისი, იტალია და ესპანეთი. 1948 წელს იგი იყო საბერძნეთის წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო შეხვედრებზე. 1949 წელს ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო კავშირის დამფუძნებელ კონგრესზე იმყოფებოდა პარიზში და 1962 წელს რომში. [13]

1961 წელს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით, მან იმოგზაურა აშშ-ში და „მსგავსი მოწვევებით“ მოინახულა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი 1963 წელს და ბულგარეთი 1965 წელს. [13]

1976 წელს მას მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში „მისი ბერძნულ ტრადიციებზე დაფუძნებული პოეზიისათვის, რომელიც ესთეტიკური სიძლიერითა და ინტელექტუალური სიცხადით წარმოაჩენს თანამედროვე ადამიანის ბრძოლას თავისუფლებისათვის“.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოდისეას ელიტისი მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, როდესაც გარდაიცვალა 1996 წლის 18 მარტს, ათენში გულის შეტევით, 84 წლის ასაკში.

პოეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიტისის პოეზია ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიურად არსებობდა. მის შემოქმედებაში შეინიშნებოდა თემატიკის ფართო სპექტრი და სტილისტური განსხვავებულობა. ის აქცენტს აკეთდა იმ სიტყვებზე, რომლებიც იშვიათად გამოიყენებოდა და მგზნებარებით გამოირჩედა. ის დაესესხა ძველ საბერძნეთსა და ბიზანტიას. მან განსაკუთრებული ყურადღება მიუძღვნა დღევანდელ ელინიზმს, რომლის მცდელობამ - გარკვეულწილად, ფსიქიკურ და სენტიმენტალურ ასპექტებზე დაყრდნობით - მოახდინა მოდერნისტული მითოლოგიის რეკონსტრუქცია. მისი მთავარი მცდელობა იყო ხალხის სინდისისგან, დაუსაბუთებელი ქენჯნისაგან, განთავისუფლება და ბუნებრივი ელემენტების შევსება ეთიკური ძალების საშუალებით. მის მიზანს წარმოადგენდა გამოხატვის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიღწევა და საბოლოოდ, წარმატების მისაღწევად სინათლის საიდუმლოებასთან მიახლოება. „მზის მეტაფიზიკაში“ ის გვევლინება როგორც „თაყვანისმცემელი“ - კერპთაყვანისმცემელი საკუთარი განმარტებით. ტექნიკის პარალელურმა ფორმამ განაპირობა შიდა არქიტექტურის ჩამოყალიბება, რაც აშკარად ჩანს მის მრავალ ლექსში. ფენომენურ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს „ეს არის ნამდვილი შეხვედრა“ (Το Άξιον Εστί). ამ ნამუშევრისთვის მუსიკა დაწერა მიკის თეოდორაკისმა. ეს იყო პატივისცემის გამომხატველი ჰიმნი, რომლის ტექსტსაც ყველა ბერძენი მღეროდა, როგორც უსამართლობის, წინააღმდეგობის გაწევის, მშვენიერების, სილამაზისა და მუსიკალური ფორმის სიმბოლოს. ელიტისის თეორიული და ფილოსოფიური იდეები გამოიხატა ესეების სერიაში, სახელწოდებით „ღია ფურცლები“ (Ανοιχτά Χαρτιά). პოეზიის შექმნის გარდა, მან საკუთარი თავი მიუძღვნა ლექსებისა და თეატრის თარგმნას, ასევე სურათების კოლაჟების სერიას. გამოქვეყნებულია მის მიერ თარგმნილი ლექსები, როგორც ავტონომიური წიგნები, ანთოლოგია და პერიოდული გამოცემები თერთმეტ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • From Nobel Lectures, Literature 1968–1980, Editor-in-Charge: Tore Frängsmyr, Editor: Sture Allén, World Scientific Publishing Co., Singapore, 1993.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Nationalencyklopedin — 1999.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Babelio — 2007.
  8. 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. https://www.nobelprize.org/prizes/facts/facts-on-the-nobel-prize-in-literature/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1979/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Odysseus Elytis – Biographical. nobelprize.org
  14. Association of Greek Art Critics, International Association of Art Critics. AICA-HELLAS History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11.