შინაარსზე გადასვლა

არტურ შოპენჰაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტურ შოპენჰაუერი
გერმ. Arthur Schopenhauer
დაბ. თარიღი 22 თებერვალი, 1788(1788-02-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბ. ადგილი გდანსკი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა[16]
გარდ. თარიღი 21 სექტემბერი, 1860(1860-09-21)[16] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] (72 წლის)
გარდ. ადგილი მაინის ფრანკფურტი, Free City of Frankfurt, გერმანიის კავშირი[17]
დასაფლავებულია ფრანკფურტის მთავარი სასაფლაო[4]
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი[15] , მწერალი[18] , მუსიკოლოგი და მთარგმნელი
მუშაობის ადგილი ბერლინის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Ernestinum Gotha
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მეუღლე
მამა Heinrich Floris Schopenhauer
დედა იოჰანა შოპენჰაუერი
ხელმოწერა

არტურ შოპენჰაუერი (გერმ. Arthur Schopenhauer; დ. 22 თებერვალი 1788, დანციგი (ახლანდელი გდანსკი) — გ. 21 სექტემბერი, 1860 მაინის ფრანკფურტი) — გერმანელი ფილოსოფოსი-მიზანთროპი.

მის ყველაზე ცნობილ ნაშრომს წარმოადგენს „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ (გერმ.: Die Welt als Wille und Vorstellung), რომელშიც ის განმარტავს, რომ სამყაროს ამოძრავებს მუდმივი დაუკმაყოფილებლობა სურვილისა და მუდმივი ძიება დაკმაყოფილებისა. გააჩნდა რა გავლენა აღმოსავლური აზროვნებისა, ის შენიშავდა, რომ სიმართლე გაიაზრება ინდური საგების მეშვეობით; სწორედ ამიტომაც მისი ღვაწლი გამოსავლის ძიებაში მდგომარეობდა ორი მათგანის ვედანტიზმის და ბუდიზმის ნააზრევებში თუ გააზრებაში; მისი რწმენა ტრანსცედენტულ იდეალიზმში გახდა წყარო და მიზეზი მისი ათეიზმისა ისევე, როგორც ქრისტიანული ფილოსოფიის შესწავლისა.

როდესაც იგი 25 წლის იყო, გამოაქვეყნა სადოქტორო დისერტაცია „On the Fourfold Root of the Principle of Sufficient Reason“. მასში განიხილავდა ოთხ გამოკვეთილ ასპექტს, კვლევას, სამყაროს ფენომენალურობაზე, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ითქვას, რომ განიცდიდა ფენომენოლოგიის გავლენას. მან გავლენა მოახდინა ისეთ მოაზროვნეებზე როგორებიცაა ფრიდრიხ ნიცშე[19], რიხარდ ვაგნერი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი[20], ერვინ შრედინგერი, ალბერტ აინშტაინი, კარლ იუნგი, ლევ ტოლსტოი, ზიგმუნდ ფროიდი, სემიუელ ბეკეტი[21], თომას მანი და სხვა.

თავისი მთავარი შრომა „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“, შოპენჰაუერმა 30 წლის ასაკში დაწერა. 1844 წელს ამ წიგნის მეორე გამოცემა გამოქვეყნდა, განმარტებათა და შენიშვნების ახალი დანართით.

არტურ შოპენჰაუერი დაიბადა ქალაქ გდანსკში, მშობლებს ერქვათ იოჰანა შოპენჰაუერი და ჰენრიჰ ფლორ შოპენჰაუერი[22], ორივე მათგანი წარმოადგენდა შეძლებულ გერმანულ პატრიციათა ოჯახს. როდესაც პრუსიის სამეფოს ქალაქი გდანსკი ანექსირებულ იქნა პოლონეთის და ლიტვის გაერთიანების მიერ 1793 წელს, შოპენჰაუერების ოჯახი გადასახლდა ჰამბურგში. 1805 შოპენჰაუერის მამა თავს იკლავს[23] და ამ ფაქტიდან მცირე პერიოდში არტურის დედა გადადის ქალაქ ვაიმარში, შემდეგში კი გერმანიის ლიტერატურულ ცენტრში, რათა გაეგრძელებინა თავის სამწერლობო კარიერა. ერთი წლის შემდგომ, შოპენჰაუერი ტოვებს საოჯახო ბიზნესს ჰამბურგში და უერთდება დედამისს. 1799 წელს, ის იწყებს დაკვრას ფლეიტაზე[24].

1809 წელს ირიცხება გოთინგენის უნივერსიტეტის, სადაც ის ეუფლება მეტაფიზიკას და ფსიქოლოგიას გოთინგ ერნსტ შულცის ხელმძღვანელობით, რომელიც ავტორია წიგნის Aenesidemus (აენესიდემუსი). იგი ურჩევს მას, რომ კონცენტრირდეს პლატონისა და იმანუელ კანტის ნაშრომებზე. ბერლინში 1811 დან 1812 წლამდე, შოპენჰაუერი ესწრება სახელგანთქმული ფილოსოფოსის იოჰან გოტლიბ ფიხტეს და თეოლოგ ფრიდრიხ შლეიერმახერის ლექციებს.

1814 წელს შოპენჰაუერი იწყებს თავის გამორჩეულ ნაშრომზე მუშაობას „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“. ის ასრულებს ნაწარმოებს 1818 წელს და აქვეყნებს მას. დრეზდენში 1819 წელს შოპენჰაუერმა იშვილა გოგონა, რომელიც დაიბადა და დაიღუპა იმავე წელს[25][26]. 1820 წელს შოპენჰაუერი გახდა ლექტორი ბერლინის უნივერსიტეტის. იგი გეგმავდა თავის ლექციებს თანხვედრაში ისეთ გამოჩენილ ფილოსოფოსებთან, როგორიცაა გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, რომელსაც შოპენჰაუერი უწოდებს „მოუქნელ შარლატანს“[27]. რაც არ უნდა იყოს მხოლოდ ხუთი სტუდენტი ესწრებოდა მის ლექციებს უნივერსიტეტში და იგი გაშვებულ იქნა აკადემიიდან.

1821 წელს მას შეუყვარდა 18 წლის ოპერის მომღერალი კაროლინა რიჩტერი და მასთან ჰქონდა ურთიერთობა რამდენიმე წელიწადს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მან უარი თქვა დაქორწინებაზე.

1860 წლის 21 სექტემბერს არტურ შოპენჰაუერი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა[28].

  • Cartwright, David. Schopenhauer: A Biography, Cambridge University Press, 2010. ISBN 978-0-521-82598-6
  • Frederick Copleston, Arthur Schopenhauer, philosopher of pessimism (Burns, Oates & Washbourne, 1946)
  • O.F.Damm, Arthur Schopenhauer – eine Biographie, (Reclam, 1912)
  • Kuno Fischer, Arthur Schopenhauer (Heidelberg: Winter, 1893); revised as Schopenhauers Leben, Werke und Lehre (Heidelberg: Winter, 1898).
  • Eduard Grisebach, Schopenhauer – Geschichte seines Lebens (Berlin: Hofmann, 1876).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Nationalencyklopedin — 1999.
  4. 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. 9.0 9.1 Gardiner P. Schopenhauer, Arthur // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T076768
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 Internet Philosophy Ontology project
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  15. 15.0 15.1 15.2 The Fine Art Archive — 2003.
  16. 16.0 16.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118610465 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Шопенгауэр Артур // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  18. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  19. Addressed in: Cate, Curtis. Friedrich Nietzsche. Chapter 7.
  20. Culture & Value, p.24, 1933–4
  21. Stanford Encyclopedia of Philosophy
  22. Schopenhauer, Arthur (1999). Chronology. კემბრიჯის უნივერსიტეტი, გვ. xxx. ISBN 978-0-521-57766-3. 
  23. Safranski (1990), page 12. "There was in the father's life some dark and vague source of fear which later made him hurl himself to his death from the attic of his house in Hamburg."
  24. Cartwright, David E. (2010). Schopenhauer: a Biography. End of 2nd paragraph: Cambridge University Press, გვ. 30. ISBN 978-0-521-82598-6. 
  25. A Schopenhauer Timeline. Reocities.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 12 March 2010.
  26. Liukkonen, Petri. Arthur Schopenhauer. კუუსანკოსკი Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2009.
  27. Schopenhauer, Arthur. Author's preface to "On The Fourfold Root of the Principle of sufficient reason," page 1 (On the Fourfold Root of the Principle of Sufficient Reason on Wikisource.)
  28. Schopenhauer: his life and philosophy by H. Zimmern – 1932 – G. Allen & Unwin.