ვარსკვლავებიანი ღამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარსკვლავებიანი ღამე
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1889
ტიპი ზეთის საღებავები, ტილო
სიმაღლე 73
სიგანე 92
ქალაქი ნიუ-იორკი
მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ვარსკვლავებიანი ღამე (ნიდერლ. De sterrennacht) — ნიდერლანდელი პოსტ-იმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, შესრულებული ზეთის საღებავებით, ტილოზე, 1889 წლის ივნისში. სურათზე გამოსახულია სოფლისა და ცის ხედი მზის ამოსვლამდე, სენ-რეიმ-დე-პროვანსის თავშესაფრის აღმოსავლეთ ფანჯრიდან.[1][2] ნახატი 1941 წლიდან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ინახება. ინ აღიარებულია დასავლური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად.[3][4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
„ვაღიარებ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ვარსკვლავების დანახვა ყოველთვის ოცნების გუნებაზე მაყებებს.“

შეიძლება ამიტომაცაა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, კერძოდ არლში ყოფნისას, ვან გოგი ხშირად უბრუნდებოდა ღამის თემას. არლში მან ღამის ორი შესანიშნავი პეიზაჟი დახატა: „კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე“ და „ვარსკვლავებიანი ღამე მდინარე რონაზე“. ორივე ტილო 1888 წლის სექტემბერშია შექმნილი.

ცხრა თვის შემდეგ მან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სურათი შექმნა. მაისი იყო და იგი უკვე ერთი თვის განმავლობაში ნებაყოფლობით მკურნალობდა სენ-რემი-დე-პროვანსის სანატორიუმში, საიდანაც ახლობლებს წერილებს სწერდა. მათ ერთმანეთს ენაცვლებოდა სიმშვიდე და თანაგრძნობა სხვა პაციენტებისადმი. იგი ისე აუღელვებლად ყვება თავისი დეპრესიის შესახებ, თითქოს ქრონიკას წერდეს, რომლის მთავარი გმირიც თითონ არ არის და ეს მით უფრო გასაკვირია, რომ იმ დროს მწვავე შეტვა ხშირად უმეორდება. სამაგიეროდ მისმა ტილოებმა ახალი თავისებურება შეიძინა, რაც მისი მდგომარეობის ლოგიკური შედეგი იყო. სწირედ ამ ახალი სტილითაა შესრულებული ნახატი „ვარსკვლავებიანი ღამე“

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სურათი დიდი დინამიზმისა და ენერგიის გამოხატულებაა, რაც მანამდე მხატვრობაში იშვიათი იყო. როგორც გერმანელი ფილოსოფოსი და ფსიქიატრი კარლ იასპერსი აღნიშნავდა ვან გოგის შესახებ დაწერილ ნაშრომებში, საგანი, როგორც ინდივიდუალური, კერძო ცნება, თანდათანობით ქრება და ადგილს უთმობს საერთო ორომტრიალს. მისი თქმით ვან გოგს აღარ სურდა რაიმეს აღწერა, ის თავისი სულიერი მდგომარეობის გამოხატვას ესწრაფოდა. კაშკაშა მთვარეს ერწყმის მოელვარე კვიპაროსების მონუმენტური და ბნელი სილუეტი. წითლით შემოვლებული და ყვითლად დაწინწკლული ხეები აწონასწორებს ცის ბრწყინვალებას და კლაკნილი ხაზების მიუხედავად სრულყოფილ სახეს სძენს ნამუშევარს. ვინსენტი არ ჩანდა ძალიან კმაყოფილი ამ ნამუშევრით, რადგანაც იგი გოგენთან აახლოვებდა, მაგრამ „ვარსკვლავებიანი ღამე“ ნამდვილად იშვიათი საგანძურია ვან გოგის შემოქმედებიდან.

თავშესაფრიდან დახატული სხვა ნახატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი მხატვრები, ვან გოგი, გამომცემლობა პალიტრა L, თბ., 2010

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pickvance 1986
  2. Naifeh და Smith 2011
  3. Moyer, Edward. Interactive canvas lets viewers stir Van Gogh's 'Starry Night' (14 February 2012). ციტატა: „"...one of the West's most iconic paintings: Vincent van Gogh's 'The Starry Night.'"“ წაკითხვის თარიღი: 12 June 2015.
  4. Kim, Hannah. Vincent van Gogh’s The Starry Night, now pocket-sized! (27 May 2010). ციტატა: „"Instantly recognizable and an iconic image in our culture, Vincent van Gogh’s The Starry Night is a touchstone of modern art and one of the most beloved works..."“ წაკითხვის თარიღი: 12 June 2015.