იმრე კერტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იმრე კერტესი
Kertész Imre cropped.jpg
იმრე კერტიში 2007 წელს
დაბადების თარიღი 9 ნოემბერი, 1929
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 2016
გარდაცვალების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
დასაფლავებულია კერეპეში
საქმიანობა მწერალი
ენა უნგრული ენა[1]
ეროვნება უნგრელი და ებრაელი
მოქალაქეობა Flag of Hungary.svg უნგრეთი
Magnum opus Fatelessness[2] და Liquidation
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[3] [4] [5], ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, Kossuth Prize, ჰერდერის პრემია, დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ერნსტ რეიტერის მედალი, Literaturpreis des Landes Brandenburg, Sándor Márai Prize, Milán Prize, Tibor Déry Prize, Friedrich-Gundolf-Preis, Order of Saint Stephen of Hungary, Grand Cross of the Order of Merit of Hungary, ალბერტ ფონ შამისოს პრემია, გოეთეს მედალი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Q876110?, ლაიფციგის წიგნების პრემია ევროპულ ურთიერთგაგებაში შეტანილი წვლილისათვის და Marion-Samuel-Preis

იმრე კერტესი (დ. 9 ნოემბერი, 1929 – გ. 31 მარტი, 2016) — უნგრელი მწერალი. 2002 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[6] მისი შემოქმედების ძირითადი თემებია ჰოლოკოსტი, დიქტატურული რეჟიმი და პიროვნული თავისუფლება.[7] კერტესი პირველი უნგრელი ნობელის პრემიის ლაურეატია.

ცხოვრება და შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კერტესი 1929 წლის 9 ნოემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ბურჟუაზიულ ებრაულ ოჯახში დაიბადა. როცა იგი 5 წლის იყო, მისი მშობლები, ლადისლავ და არანკა კერტესები ერთმანეთს გაეყარნენ, რის შემდეგაც იგი სკოლა-ინტერნატში სწავლობდა. 1940 წელს კერტესი საშუალო სკოლაში შევიდა, სადაც სპეციალურად ებრაელ მოსწავლეთათვის განკუთვნილ კლასში სწავლობდა.[8]

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კერტესი უნგრელ ებრაელებთან ერთად ოსვენციმის და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა. დახვრეტისგან თავის დასაცავად 14 წლის კერტესი გერმანელებს არწმუნებდა, რომ 16 წლის მუშა იყო.[9] 1945 წელს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა და კერტესი ბუდაპეშტში დაბრუნდა.[10] 1948 წელს მან საშუალო სკოლა დაამთავრა[11] და ჟურნალში რედაქტორად და მთარგმნელად დაიწყო მუშაოდა. ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ კერტეში სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან მან უარი თქვა მათი რეჟიმის მხარდაჭერაზე.[10] გარკვეული დროის მაინძილზე იგი საწარმოში მუშაობდა.[12] 1953 წლიდან კერტეშმა შტატგარეშე ჟურნალისტური მოღვაწეობა დაიწყო. იგი თარგმნიდა სხვადასხვა გერმანულენოვანი მწერლების ნამუშევრებს, რომელთა შორის იყვნენ ფრიდრიხ ნიცშე, ზიგმუნდ ფროიდი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი და ელიას კანეტი. [7] ალბერ კამიუსა და ჟან-პოლ სარტრის ეგზისტენციალური რომანების ზეგავლენით, კერტესი ტოტულარ საზოგადოებაში ინდივიდის ბედით დაინტერესდა, სადაც მის ცხოვრებას მასზე ზემდგომები წყვეტენ.[7]

მწერლის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მისი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანია სახელოწოდებით „უმწეობა“ (Sorstalanság), რომელიც 15 წლის ბიჭის ტრაგიკულ გამოცდილებას გვაცნობს, საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებულ დროსა და მის შედეგებზე გვიყვება. კერტესმა რომანი 1969-1973 წლებში დაწერა და 1975 წელს გამოსცა. „უმწეობა“ უნგრეთის ტოტალურ კომუნისტურ სისტემას ასახავს, ამიტომ კომუნისტურმა რეჟიმმა წიგნი გამოსვლისთანავე დაგმო.[7] რომანის მიხედვით 2005 წელს უნგრელმა რეჟისორმა ლაიოშ კოლტაიმ კერტეშის სცენარისტობით ფილმი გადაიღო. კერტეშის მომდევნო ნამუშევრები: „ფიასკო“ და „კადიში არ დაბადებული ბავშვისთვის“ ჰოლოკოსტის ტრილოგიის მეორე და მესამე ნაწილებს წარმოადგენს.[10] უნგრეთში დემოკრატიის დამყარების შემდეგ კერტესის ნამუშევრები ინგლისურ ენაზე ითარგმნა.[7]

მოღვაწეობის დაწყებიდანვე კერტესის ნამუშევრებს უნგრეთში დიდად არ აფასებდნენ, ამიტომ მწერალი გერმანიაში გადავიდა, სადაც გამომცებლებისა და კრიტიკოსებისგან აქტიური მხარდაჭერის, მკითხველთაგან კი პატივისცემის ობიექტი გახდა. მადლიერების ნიშნად, კერტესმა თავისი არქივი ბერლინის ხელოვნების აკადემიას გადასცა.[13]

2004 წელს მწერალს გოეთეს სახელობის პრემია გადაეცა.[12]

სიცოცხლის ბოლო წლებში კერტესს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. მას პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. მწერალი 2016 წლის 31 მარტს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Digital Literary Academy
  3. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2002/press.html
  4. Digital Literary Academy
  5. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  6. „The Nobel Prize in Literature 2002 – Imre Kertész“. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 9 February 2008.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Pablo Gorondi. „Nobel literature laureate Imre Kertesz dies at 86“. Associated Press. ციტირების თარიღი: 31 March 2016 – წარმოდგენილია The Seattle Times-ის მიერ.
  8. Literaturnobelpreisträger Kertész gestorben: Der Retter seiner Seele German. Tagesschau (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  9. Kandell, Jonathan (31 March 2016). „Imre Kertesz, Nobel Laureate Who Survived Holocaust, Dies at 86“. The New York Times. ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  10. 10.0 10.1 10.2 Imre Kertész, Holocaust survivor and Nobel laureate, dies at 86. The Guardian (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  11. Elhunyt Kertész Imre Hungarian (31 March 2016). ციტირების თარიღი: 31 March 2016.
  12. 12.0 12.1 George Gomori. (31 March 2016) Imre Kertész obituary. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 April 2016.
  13. In New Memoir, Hungarian Holocaust Survivor Imre Keresz Remains a Voice of Dissent. ციტირების თარიღი: 9 June 2020.