შინაარსზე გადასვლა

ნატალია გონჩაროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატალია გონჩაროვა-პუშკინა

ალექსანდრე ბრიულოვის შესრულებული ნატალია პუშკინას პორტრეტი, აკვარელი, 1831-1832
მშობლიური სახელი Наталья Николаевна Гончарова-Пу́шкина
დაბადების სახელი Наталья Николаевна Гончарова
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1812
კარიანი, ტამბოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 დეკემბერი, 1863 (51 წლის)
სანკტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
მეუღლე(ები) ალექსანდრე პუშკინი (1831-1837)
პეტრე ლანსკოი (1844-1863)
შვილ(ებ)ი მარია პუშკინა-გარტუნგი
ალექსანდრ პუშკინი
გრიგორი პუშკინი
ნატალია პუშკინა-დუბელტი
ალექსანდრა ლანსკაია-არაპოვა
სოფია ლანსკაია
ელიზავეტა ლანსკაია
მშობლები მამა: ნიკოლაი აფანასის ძე გონჩაროვი
დედა: ნატალია ივანეს ასული ზაგრიაჟსკაია-გონჩაროვა
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი (1988)

ნატალია ნიკოლაის ასული გონჩაროვა, პირველ ქორწინებაში პუშკინა, მეორე ქორწინებაში - ლანსკაია (რუს. Ната́лья Никола́евна Гончаро́ва; დ. 8 სექტემბერი [ძვ.სტ. 27 აგვისტო], 1812, კარიანი, ტამბოვის გუბერნია — 8 დეკემბერი [ძვ. სტ. 26 ნოემბერი] 1863 სანკტ-პეტერბურგი) — ალექსანდე პუშკინის მეუღლე. მისი გარდაცვალებიდან 7 წელში გათხოვდა გენერალ პეტრე ლანსკოიზე. მისი როლი პუშკინის ცხოვრებასა და მოვლენებში, მათ შორის მის ბოლო დუელში, ჯერ კიდევ ხდება დისკუსიის საგანი.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატალია გონჩაროვების 7 შვილიან ოჯახში მეხუთე შვილი იყო. ყველაზე უმცროსი ქალიშვილი - სოფია 1818 წელს დაიბადა და გარდაიცვალა[1]. ნატალია დაიბადა სოფელ კარიანში, ტამბოვის გუბერნიაში, ზაგრიაჟსკების საგვარეულო მამულში, სადაც გონჩაროვები გადავიდნენ 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის დროს. ბავშვობა და ახალგაზრდობა ნატალიამ გაატარა “იაპოლეცის” მამულში მოსკოვში და “პოლოტნიანი ზავოდში” კალუგის გუბერნიაში.

ვითარება ოჯახში საკმაოდ დაძაბული იყო. "პოლოტნიანი ზავოდში" ყველაფერს განკარგავდა ნატალიას ბაბუა აფანასი. ნათესავებს უწევდათ აეტანათ სახლში მისი საყვარელი ფრანგი მადამ ბაბეტტი. ნატალიას მამა, ნიკოლოზი, ამაოდ ცდილობდა შეეჩერებინა მამის მფლანგველობა - 1815 წელს ნიკოლოზი მამამ საქმეების მართვას ჩამოაშორა. ნატალიას მშობლები გადავიდნენ მოსკოვში, უმცროსი ქალიშვილი კი ბაბუას დაუტოვეს, რომელიც მას ათამამებდა და ხელის გულზე ატარებდა. ამის შემდეგ გონჩაროვამ ბაბუასთან კიდევ 3 წელი დაჰყო.[1].

განათლებულ და ნიჭიერ ნიკოლოზს 1814 წლის ბოლოს შემდეგ ფსიქიკური დაავადება სჭირდა. ნათესავების თქმით დაავადება გამოიწვია ცხენიდან ჩამოვარდნამ, თუმცა მოგვიანებით შეიტანეს ეჭვი დიაგნოზში მეუღლის წერილებში დახასიათებული მისი ალკოჰოლის პრობლემიდან გამომდინარე. ასევე შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო მისი უეცრად საოჯახო საქმეებისა და ქონების განკარგვისგან ჩამოშორებასთან, რასაც იმის გააზრებაც მოჰყვებოდა, რომ აფანასი ოჯახს აკოტრებდა - 40 წლის განმავლობაში მან თითქმის 30 მილიონიანი ქონება გააკოტრა.[1][2]

ნატალიას დედა - ნატალია ივანეს ასული მძიმე ხასიათის მქონე, მბრძანებლობის მოყვარული ქალბატონი იყო, რომელსაც კვალი დაამჩნია შეუმდგარმა ოჯახურმა ცხოვრებამ. როგორც ალექსანდრა არაპოვა - ნატალია ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან, იწერება, დედამისს არ უყვარდა საკუთარი ბავშვობის შესახებ საუბარი. ნატალია ივანეს ასული შვილებს მკაცრად ზრდიდა და მათგან უსიტყვოდ დამორჩილებას ითხოვდა.[1]

გონჩაროვების არქივში შენახული სასწავლო რვეულებით თუ ვიმსჯელებთ, ნატალიამ და მისმა დებმა - ეკატერინემ და ალექსანდრამ, სახლში კარგი განათლება მიიღეს. ბავშვებს ასწავლიდნენ რუსულსა და მსოფლიო ისტორიას, გეოგრაფიას, რუსულ ენასა და ლიტერატურას.[3] ფრანგულის გარდა, რომელსაც უმცროსი გონჩაროვები კარგად ფლობდნენ (მოგვიანებით ნატალია აღიარებდა, რომ ფრანგულად წერა მას რუსულად წერაზე მეტად უადვილდებოდა)[4] ისინი ასევე შეისწავლიდნენ გერმანულ და ინგლისურ ენებს. უფროსმა ძმა დიმიტრიმ “მრავალი წარმატებით” დაასრულა მოსკოვის უნივერსიტი, ივანმა - კერძო პანსიონი[1], ხოლო სერგეიმ მიიღო განათლება სახლში. პუშკინისტი ლარისა ჩერკაშინას აზრით, ნატალიამ და მისმა უმცროსმა ძმა სერგეიმ ერთი და იმავე პროგრამით მიიღეს განათლება.[5].

  • Раевский, Н. А., В замке Бродяны // Избранное. — М, Художественная литература, 1978. — გვ. 24.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Ободовская, Дементьев 1987.
  2. Вацуро, Вадим Эразмович 1998.
  3. Черкашина, Л., Наталья Гончарова. Что производит красоту в стихотворстве? // Независимая газета, 1999, გვ. 8.
  4. Раевский, Н. А., 1978, გვ. 24
  5. Черкашина 2010.