უილიამ გოლდინგი
სერ უილიამ ჯერალდ გოლდინგი (ინგლ. William Gerald Golding; დ. 19 სექტემბერი, 1911 — გ. 19 ივნისი, 1993) — 1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი. XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორი.
უილიამ გოლდინგი დაიბადა 1911 წელს კორნუოლში[24].დაამთავრა მარლბოროუს სკოლა, რის შემდეგაც ჩაირიცხა ბრასენოსის კოლეჯში (ოქსფორდი). ცხოვრების განმავლობაში ბევრი სპეციალობით იყო დაკავებული. ის იყო სკოლის მასწავლებელი, ლექტორი, მეზღვაური, მუსიკოსი, მწერალი, მსახიობი. ბავშვობიდან უნდოდა გამხდარიყო მეცნიერი, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა. ოქსფორდში სწავლისას უილიამი ინგლისურ ლიტერატურას გაეცნო. 1935 წელს დაიბეჭდა მისი პოემების კრებული.
1940 წელს ჩაეწერა საზღვაო ფლოტში.[25] უილიამ გოლდინგმა 6 წელი ზღვაში გაატარა. ომის შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად. შემდეგ ხელმეორედ დაუბრუნდა თავის ძველ საქმიანობას და წერა დაიწყო. მწერლის ინტერესის სფეროებმა გავლენა მის ნაწარმოებებზეც მოახდინა. უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი ბუზთა ბატონი (1954) — უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას“ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან. ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული. 1963 წელს ნაწარმოების მიხედვით ფილმიც გადაიღეს.
უილიამ გოლდინგი 1993 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. 2008 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ მას 50 საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ავტორთა სიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა[26].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უილიამ გოლდინგი“ ვიკისაწყობში.- უილიამ გოლდინგი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- უილიამ გოლდინგი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- უილიამ გოლდინგი — ნამუშევრები საიტზე Open Library
- უილიამ გოლდინგის ბიოგრაფია (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #118696165 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Nationalencyklopedin — 1999.
- 1 2 Find a Grave — 1996.
- 1 2 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- 1 2 https://web.archive.org/web/20170324040659/http://jeugdliteratuur.org/auteurs/william-golding
- 1 2 NooSFere — 1999.
- 1 2 Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
- 1 2 Babelio — 2007.
- 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija / A. Vujić — LZMK, 2005.
- 1 2 Munzinger Personen
- 1 2 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew, D. Cannadine — Oxford: OUP, 2004.
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- 1 2 Catalog of the German National Library
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1983/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://thebookerprizes.com/fiction/backlist/1980
- 1 2 The London Gazette 51558 — 1988. — გამ. 51558. — გვ. 13986.
- ↑ https://www.sorbonne.fr/doctor-honoris-causa-de-paris-iii/
- ↑ http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
- ↑ Kevin McCarron, ‘Golding, Sir William Gerald (1911–1993)’, Oxford Dictionary of National Biography, Oxford University Press, Sept 2004; online edn, May 2006 accessed 13 Nov 2007
- ↑ Raychel Haugrud Reiff, William Golding: Lord of the Flies, page 58 (Marshall Cavendish, 2010). ISBN 978-0-7614-4276-9
- ↑ The 50 greatest British writers since 1945 დაარქივებული 2011-04-25 საიტზე Wayback Machine. . The Times (5 January 2008). Retrieved on 1 February 2010.
| ||||||||||||||||||||
- დაბადებული 19 სექტემბერი
- დაბადებული 1911
- გარდაცვლილი 19 ივნისი
- გარდაცვლილი 1993
- დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- ბუკერის პრემიის ლაურეატები
- ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორები
- ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრები
- ბაკალავრი-რაინდები
- ბრიტანელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ინგლისელი დრამატურგები
- XX საუკუნის ინგლისელი რომანისტები
- XX საუკუნის ინგლისელი პოეტები
- XX საუკუნის ბრიტანელი დრამატურგები
- ინგლისელი მწერლები
- ინგლისელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ინგლისელი ისტორიული რომანისტები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით
- მწერლები ანბანის მიხედვით