ბალთუსი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ბალთუსი}} |
ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (ფრანგ. Balthazar Klossowski de Rola; დ. 29 თებერვალი, 1908 — გ.18 თებერვალი, 2001) — პოლონური წარმოშობის ფრანგი ფერმწერი, რომლის ნამუშევრები ხაზგასმით ანტი-მოდერნისტული იყო. ბალთუსის სტილი უპირატესად კლასიკური და აკადემიურია, თუმცა მისი ტექნიკა და კომპოზიციები შთაგონებულია წინარერენესანსული ხანის ფერმწერების ნამუშევრებით, ხანაც თანამედროვე სიურეალისტების ტილოებს, განსაკუთრებით ჯორჯო დე კირიკოს ნამუშევრებს მოგვაგონებს.
მის ნამუშევრებზე ძირითადად გამოსახულია არიან გოგონები ეროტიკულ კონტექსტში. ბალთუსის ნამუშევრებში არაერთი შემოქმედის გავლენა იგრძნობა; მათ შორის, ემილი ბრონტეს ნაწერების, ლუის ქეროლის ნაწარმოებებისა და ფოტოების და ასევე, მაზაჩოს, პიერო დელა ფრანჩესკას, სიმონე მარტინის, პუსენის, ჟან ეტიენ ლიოტარის, იოზეფ რაინჰარდტის, ჟერიკოს, ენგრის, გოიას, ჟან-ბატისტ კამილ კოროს, კურბეს, ედგარ დეგას, ფელიქს ვალოტონის და პოლ სეზანის ფერწერული ნამუშევრების გავლენა. ბალთუსის საყვარელი კომპოზიტორი იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.