პატრიკ უაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატრიკ უაიტი
დაბადების თარიღი 28 მაისი, 1912(1912-05-28)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 1990(1990-09-30)[1] [2] [3] [4] (78 წლის) ან 29 სექტემბერი, 1990(1990-09-29)[7] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი სიდნეი[8]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, დრამატურგი, პოეტი, სცენარისტი და ავტობიოგრაფი
მოქალაქეობა  ავსტრალია
ალმა-მატერი Cheltenham College, სამეფო კოლეჯი და The King's School, Tudor House
ჟანრი პროზა
Magnum opus Voss
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[9] [10], მაილზ ფრანკლინის პრემია, წლის ავსტრალიელი, მაილზ ფრანკლინის პრემია და Companion of the Order of Australia
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი Manoly Lascaris
ნათესავ(ებ)ი James Cobb White და Henry Luke White

პატრიკ ვიქტორ მარტინდეილ უაიტი (ინგლ. Patrick Victor Martindale White; დ. 28 მაისი, 1912 — გ. 30 სექტემბერი, 1990) — ავსტრალიელი მწერალი, რომელმაც 1935 წლიდან 1987 წლამდე, გამოაქვეყნა: 12 ნოველა, 3 მოკლე ისტორიის კოლექცია და 8 პიესა.

ეპიკური და ფსიქოლოგიური თხრობის ხელოვნებისათვის, რომლითაც ლიტერატურა მსოფლიოს ახალ ნაწილად იქვა,[11] 1973 წელს, მას გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.[12] უაიტი პირველი ავსტრალიელია, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. მას 1957 წელსა და 1961 წელს, ასევე გადაეცა მილი ფრანკლინის ლიტერატურული ჯილდო.

ბავშვობა და ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიკ უაიტი 1912 წლის 28 მაისს, დაიბადა ლონდონში. არის ავსტრალიელების, ვიქტორ მარტინდეილ უაიტის და რუთ უაიტის შვილი.[13] როდესაც უაიტი 6 თვის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად სიდნეიში, ავსტრალიაში დაბრუნდა, სადაც იგი ოჯახის მოსამსახურესთან, ძიძასთან და თავის დასთან ერთად ცხოვრობდა. 1916 წელს, საცხოვრებლად გადავიდნენ აღმოსავლეთ სიდნეიში, გარეუბან „ელიზაბეტ ბეი“-ში.

ოთხი წლის ასაკში უაიტს გაუნვითარდა ასთმა, რომელიც მას, მემკვიდრეობით დედის ბაბუისგან ერგო. ბავშვობაში, არასასურველი ჯანმრთელობის გამო, ეწეოდა არააქტიურ ცხოვრებას.[14]

მისი სიყვარული თეატრისადმი ადრეულ ასაკში იწყება. 6 წლის ასაკში, დედამისმა უაიტი, სპექტაკლის, – „The Merchant of Venice“-ის სანახავად წაიყვანა. თეატრმა უაიტის დაინტერესება გამოიწვია, რაც მის ცხოვრებაზე აისახა კიდეც, ოჯახის მეგობრებისთვის, იგი ცეკვავდა და ხშირად ასრულებდა თეატრალურ ნომრებს.[15]

5 წლის ასაკში, საცხოვრებელი სახლის მახლობლად, დადიოდა საბავშვო ბაღში.[16]

10 წლის ასაკში სასწავლებლად გაგზავნეს პანსიონატში, – „Tudor House School“-ში, რომელიც სამხრეთ უეილსში, მაღალმთიან ადგილას მდებარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადაპტაციისთვის მას გარკვეული დრო დასჭირდა. პანსიონატში უაიტმა პიესების წერა დაიწყო, წერისას იგი ხშირად ეხებოდა საკმაოდ მნიშვნელოვან თემებს. 1924 წელს, როცა პანსიონატს ფინანსური პრობლემები შეექმნა, პანსიონატის დირექტორმა, უაიტის მშობლებს პატრიკის ინგლისში, საჯარო სკოლაში გაგზავნა ურჩია.[17]

უაიტის ბავშვობის სახლი, „ელისაბედ ბეი“-ში

უაიტი სასწავლებლად, ინგლისის „ჩელტენჰამის კოლეჯში“ გადავიდა. კოლეჯში გატარებულ წლები მან შემდეგ აღწერა როგორც „4 წლიანი პატიმრობა“.[18] პატრიკი არასოციალური იყო, მას ნაცნობების მცირე წრე ჰქონდა. დისტანციური ურთიერთობისდა მიუხედავად, იგი ზოგჯერ, მშობლებთან ერთად ევროპის სხვადასხვა ადგილებში ისვენებდა. იგი ასევე დიდ დროს ატარებდა მის ბიძასთან, ჯეკ უაიტკომბთან ერთად. 1927 წლიდან 1929 წლამდე, როდესაც უაიტი მის პირველ წიგნზე „13 პოემაზე“ მუშაობდა, ჯეკის ქალიშვილი ელისაბედ უაიტკომბი მისი მრჩეველი იყო.

ლონდონის კოლეჯში სწავლისას, იგი დაუახლოვდა რონალდ უოტერალს, რომელიც შემდეგ მისი ერთადერთი ახლო მეგობარი გახდა. მან ერთხელ თავის მშობლებს ჰკითხა, თუ შეეძლო სკოლის დატოვება და სამსახიობო კარიერის შექმნა, თუმცა მშობლებმა განუცხადეს, რომ სკოლის დატოვების უფლებას იმ შემთხვევაში მისცემდნენ თუ იგი თავის სახლში, ავსტრალიაში დაბრუნდებოდა.

მოგზაურობა მსოფლიოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1932 წლიდან 1935 წლამდე, უაიტი ინგლისში ცხოვრობდა, სადაც იგი კემბრიჯის უნივერსიტეტში ფრანგულ და გერმანულ ლიტერატურას სწავლობდა.

კემბრიჯში სწავლისას, მან გამოაქვეყნა პოეტური კოლექცია, სახელწოდებით, „გუთნის კაცი და სხვა პოემები“ და დაწერა პიესა სახელწოდებით, – „Bread and Butter Women“, რომელიც მოგვიანებით შეასრულა სამოყვარულო ჯგუფმა (რომელშიც შედის მისი და სუზანიც). მას შემდეგ რაც, 1935 წელს უაიტმა მიიღო ხელოვნების ბაკალავრიატის ხარისხი, იგი დასახლდა ლონდონში. სადაც მან დაიწყო უფრო აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება, ახალი მხატვრული ნამუშევრების შექმნის გარდა, მან გადაამუშავა ადრე დაწერილი გამოუქვეყნებელი ნოველა, სახელწოდებით „ბედნიერი ველი“.

1937 წელს გარდაიცვალა უაიტის მამა, რომელმაც მას მემკვიდრეობით ათი ათასი ფუნტი სტერლინგი დაუტოვა. მისდა საბედნიეროდ ბედი მას საშუალებას აძლევდა, რომ მას თავისი მთლიანი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ნოველა „ბედნიერი ველის“ გამომცემლის პოვნამდე, მან კიდევ ორი პიესა დაწერა. ნოველა „ბედნიერი ველი“ ავსტრალიისგან განსხვავებით, ლონდონში კარგად იყიდებოდა. ამის შემდეგ მან ახალი ნოველის, „ღამეს“ წერა დაიწყო, რომლის წერაც, უარყოფითი შეფასებების გამო შეწყვიტა.

1936 წელს, მან გაიცნო ცნობილი ავსტრალიელი მხატვარი, როი დე მაისტრე, რომელიც შემდგომ მისი ახლო მეგობარი გახდა. უაიტმა თავისი პირველი ნოველა „ბედნიერი ველი“ როი დე მაისტრეს მიუძღვნა და დაადასტურა კიდეც, მისი გავლენა თავის მხატვრულ ნამუშევრებზე.

1930-იანი წლების ბოლოს უაიტი დროს ამერიკაში: მასაჩუსეტსში და ნიუ-იორკში ატარებდა, ამავდროულად წერდა თავის შემდეგ მხატვრულ ნამუშევარს, სახელწოდებით „ცოცხლები და მკვდარი“.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, უაიტი ბრუნდება ლონდონში და „სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების“ წევრი ხდება, სადაც იგი ხვდება არმიის ოფიცერს და შემდგომ უკვე თავისი ცხოვრების პარტნიორს, მენოლი ლასკარისს.[19]

უაიტი და ლასკარისი კაიროში, 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 1963 წელს,[20] უაიტის დედის გარდაცვალების შემდეგ, გადავიდნენ ავსტრალიაში, სადაც ისინი ცხოვრების ბოლომდე ცხოვრობდნენ.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს, სიდნეის თეატრალურმა კომპანიამ, სცენაზე უაიტის პიესა „The Season at Sarsaparilla“ დადგა. 2010 წელს, უაიტის ნოველამ „The Vivisector“-მა აღიარება მოიპოვა.[21][22]

2011 წელს, უაიტის ნოველის მიხედვით გადაიღეს ავსტრალიური დრამა „ქარიშხლის თვალი“, რომელშიც მონაწილეობა ჯუდი დეივისმა, ჯეფრი რაშმა, და შარლოტ რემპლინგმა მიიღეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  8. Deutsche Nationalbibliothek Record #118767607 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  9. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1973/
  10. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  11. "Nobel Prize in Literature 1973 – Press Release". Nobelprize.org. Nobel Media AB 2014. Web. 7 May 2017.
  12. Australian Nobel Prize Winners. Whitehat.com.au (2 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 September 2011. ციტირების თარიღი: 1 September 2011.
  13. Marr, David (1991). Patrick White, a life. Milsons Point, NSW: Random House, გვ. 4. ISBN 0091825857. 
  14. Patrick White - Biographical. website. Nobelprize.org. ციტირების თარიღი: 5 December 2013.
  15. Marr, David (1991). Patrick White, a life. Milsons Point, NSW: Random House, გვ. 37–38. ISBN 0091825857. 
  16. Marr, David (1991). Patrick White, a life. Milsons Point, NSW: Random House, გვ. 33. ISBN 0091825857. 
  17. Marr, David (1991). Patrick White, a life. Milsons Point, NSW: Random House, გვ. 57–66. ISBN 0091825857. 
  18. Liukkonen, Petri. Patrick White. Kuusankoski Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2015.
  19. Webby, Elizabeth (2000). The Cambridge Companion to Australian Literature. Cambridge University Press, გვ. 235. ISBN 0-521-65843-8. 
  20. Death notice, SMH, 2 November 1963. Ruth White's death occurred on 29 October. Details from a Ryerson Index search
  21. Australian authors shortlisted for lost Man Booker Prize. The Sydney Morning Herald (26 March 2010). ციტირების თარიღი: 7 April 2010.
  22. Sorensen, Rosemary. (27 March 2010) Patrick White on 'Lost Booker' shortlist. The Australian. ციტირების თარიღი: 7 April 2010.