შინაარსზე გადასვლა

უენდელ მერედით სტენლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სტენლი.
უენდელ მერედით სტენლი
ინგლ. Wendell Meredith Stanley
დაბ. თარიღი 16 აგვისტო, 1904(1904-08-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი რიჯვილი[10] [11] [12]
გარდ. თარიღი 15 ივნისი, 1971(1971-06-15)[13] [14] [1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] (66 წლის)
გარდ. ადგილი სალამანკა[15] [16] [13]
დასაფლავებულია Sunset View Cemetery[17]
მოქალაქეობა  აშშ[18] [19] [20]
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ვირუსოლოგი, ქიმიკოსი[21] [22] [23] , უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[24]
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი, ილინოისის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და The Rockefeller University
ალმა-მატერი ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში, ერლჰამის კოლეჯი და Richmond High School
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[25] , ნობელის პრემია ქიმიაში[26] [27] , უილარდ გიბსის ჯილდო[28] , ფრანკლინის მედალი, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის პრემია გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის, Silliman Memorial Lectures, უილიამ ჰენრი ნიკოლსი მედალი[29] , ჯონ სკოტის მედალი[30] და doctor honoris causa from the University of Paris[31] [32]
გავლენა მოახდინეს

უენდელ მერედიტ სტენლი (ინგლ. Wendell Meredith Stanley; (დ. 16 აგვისტო, 1904, რიჯევილი, ინდიანას შტატი – გ. 15 ივნისი, 1971, სალამანკა, ესპანეთი) – ამერიკელი ვირუსოლოგი და პროფესორი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1926 წელს დაამთავრა ერლემის კოლეჯი (რიჩმონდი, ინდიანას შტატი). 1929 წლიდან მუშაობდა ილინოისის უნივერსიტეტში, 1930 წლიდან - მიუნხენის უნივერსიტეტში. 1931 წელს დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამედიცინო კვლევების როკფელერის ინსტიტუტში (ნიუ-იორკი) სამუშაოდ, 1932 წლიდან გადავიდა პრინსტონის იმავე როკფელერის სახელობის ინსტიტუტში. 1948 წლიდან უენდელ სტენლი ბერკლის უნივერსიტეტის (კალიფორნია) პროფესორია. 1941 წელს არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1963 წელს ნიუ-იურკის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

1946 წელს უენდელ სტენლიმ ჯ.ნორტროპთან და ჯ.სამნერთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ქიმიაში.

უენდელ სტენლის კვლევის სფერო ვირუსოლოგია იყო. მან პირველმა, 1935 წელს მოახერხა თამბაქოს ვირუსის გამოკრისტალება და ზედმიწევნით შესწავლა. წინამორბედთა შრომათა გაანალიზებისას იგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თამბაქოს მოზაიკის ვირუსი ცილოვანი მოლეკულა იყო. საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად მეცნიერმა უმძიმესი შრომა გასწია. მან დაიწყო იმით, რომ შეაგროვა ვირუსით დაავადებული ერთი ტონა თამბაქოს ფურცელი. იგი ამ ფურცლებს წურავდა, წვენს ასუფთავებდა და მასში შემავალ ცილას იკვლევდა. შედეგად სტენლიმ მიიღო ერთი სუფრის კოვზი მიკროსკოპული ნემსისებრი კრისტალები. ამ კრისტალების ყოველმხრივი შემოწმებით მან დაამტკიცა, რომ ისინი მთლიანად ცილისაგან შედგებიან და არაფერს შეიცავენ, გარდა თამბაქოს მოზაიკის ვირუსისა. ვირუსოლოგიისათვის ამ ექსპერიმენტს კოლოსალური მნიშვნელობა ჰქონდა. ფაქტობრიად, ამ კვლევამ პრინციპული გარდატეხა შეიტანა ვირუსების შესწავლის საქმეში. სტენლის მიერ გამოკრისტალებული თამბაქოს მოზაიკის ვირუსი პირველი ვირუსია, რომელზე მანიპულაციები და შემდგომი კვლევები გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, სტენლის წყალობით დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცებულია, რომ ვირუსი შედგება ორი ნივთიერებისაგან - ცილისა და ნუკლეინის მჟავისაგან.

სტენლის ნაშრომი "ვირუსები და სიცოცხლის ბუნება", რომელიც მან თავის კოლეგა ე.ეველენთან ერთად დაწერა, ვირუსოლოგიაში კლასიკად ითვლება. ქართულ ენაზე წიგნი ალექსი მთვარელიძემ თარგმნა და გამოსცა გამომცემლობა "ნაკადულმა" 1969 წელს.

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Cohen S. S. Stanley, Wendell Meredith (16 August 1904–15 June 1971), Nobel Prize-winning scientist // American National Biography Online / S. Ware[New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1201666
  4. 4.0 4.1 გუგენჰაიმის მუზეუმი — 1937.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. http://kids.britannica.com/comptons/art-162039/Wendell-Stanley-in-1970?&articleTypeId=31
  11. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1038/npg.els.0002918/pdf
  12. http://www.princeton.edu/~achaney/tmve/wiki100k/docs/Ridgeville,_Indiana.html
  13. 13.0 13.1 http://www.britannica.com/EBchecked/topic/563251/Wendell-Meredith-Stanley
  14. http://www.nndb.com/edu/705/000068501/
  15. http://biography.yourdictionary.com/wendell-meredith-stanley
  16. http://www.aai.org/about/History/Notable_Members/Nobel/Stanley_Wendell.html
  17. Find a Grave — 1996.
  18. http://www.britannica.com/EBchecked/topic/416856/Nobel-Prize/93434/The-prizes
  19. http://www.encyclopedia.com/topic/Wendell_Meredith_Stanley.aspx
  20. http://www.huffingtonpost.com/dan-agin/book-review-viruses-plagu_b_347648.html
  21. http://www.nndb.com/honors/288/000130895/
  22. http://www.nndb.com/org/084/000099784/
  23. NNDB — 2002.
  24. Indiana Authors and their Books, 1917-1966 / D. E. ThompsonWabash College, 1974.
  25. Guggenheim Fellows database
  26. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1946/
  27. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  28. https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
  29. https://www.newyorkacs.org/nicholsmedalists.html
  30. https://thejohnscottaward.github.io/jsc/1901-1950.html
  31. Onze nouveaux docteurs "honoris causa" de l'université de Paris / J. FenoglioParis: Société éditrice du Monde, 1947. — P. 4. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
  32. L'Information universitaire — 1947. — ISSN 2024-3693