რომენ როლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომენ როლანი
Romain Rolland 1915.jpg
დაბ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
დაბ. ადგილი კლამსი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი Script error: No such module "Infocards".
გარდ. ადგილი ვეზლე, საფრანგეთი
საქმიანობა დრამატურგი, ესეისტი, სამხატვრო ისტორიკოსი,ნოველისტი
ეროვნება ფრანგი
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და ლუდოვიკ დიდის ლიცეუმი
პერიოდი 1902–1944
Magnum opus Jean-Christophe
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში, ფემინას პრემია და საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია
Romain Rolland ვიკისაწყობში

რომენ როლანი (ფრანგ. Romain Rolland); (*29 იანვარი 186630 დეკემბერი 1944) — ფრანგი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში 1915 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ფრანგი მწერალი რომენ როლანი დაიბადა კლამსიში, 1866 წელს. უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ისტორიული მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. რამდენიმე წლით მივლინებული იყო რომში, სადაც დაწერა პირველი ნაშრომი, ისტორიული ესე "ლუი დე ბერკენის უკანასკნელი პროცესი". შემდგომი ორი ნაშრომი მის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენდა: "თანამედროვე ლირიკული თეატრის საწყისები" და "XVI საუკუნის იტალიური მხატვრობის დაცემის მიზეზები".

პარიზში დაბრუნების შემდეგ როლანი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა "ეკოლ ნორმალსა" და სორბონში. ასწავლიდა ხელოვნების ისტორიასა და მუსიკათმცოდნეობას. როლანმა გამოაქვეყნა "გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება": "ბეთჰოვენი", "მიქელანჯელო", "ტოლსტოი" და "ჰენდელი". 1898 წლიდან იგი თეატრმა გაიტაცა. პიესები "მგლები", "დანტონი", "14 ივლისი" შეადგენენ "რევოლუციური თეატრს". მოგვიანებით ამ ციკლს ემატება კიდევ რამდენიმე პიესა. პიესების მეორე ციკლს ავტორმა "რწმენის ტრაგედიები" უწოდა სახელად.

1903 წლიდან როლანმა დაიწყო გამოქვეყნება თავისი ცნობილი რომანისა – "ჟან-კრისტოფი", რომელიც ათი ტომისაგან შედგება. ამ "მუსიკალური რომანით, გმირული სიმფონიით" როლანს სურდა თანამედროვეებში გაეღვიძებინა მორალური ენერგიის, კეთილშობილების, მეგობრობისა და მაღალი მისწრაფებების გრძნობები. 1913 წელს როლანმა ფრანგული აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1919 წელს გამოდის "კოლა ბრონიანი". მწერლის შემდგომი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია "კლერამბო", "მოხიბლული სული", ოთხტომიანი ნაშრომი ბეთჰოვენის შესახებ და სხვა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მწერალი შვეიცარიაში იმყოფებოდა და იქ წერდა თავის ცნობილ მოწოდებას, რომელშიც მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანს მოუწოდებს შეწყვიტოს ურთიერთჟლეტა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში როლანი ჩაბმული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა პროგრესისა და სამართლიანობისათვის. ხელმძღვანელობდა ომის საწინააღმდეგო შეკრებებს, უარი თქვა გოეთეს მედლის მიღებაზე, რომელიც მას ჰიტლერის მთავრობამ მიანიჭა. გამოქვეყნებული აქვს სტატიები: "როგორ შევუშალოთ ხელი ომს", "სალამი რუსეთის რევოლუციას". იგი ჩამოვიდა სსრკ–ში, შეხვდა გორკის და საბჭოთა კავშირის მეგობარი გახდა.

რომენ როლანი დიდ თაყვანს სცემდა თაგორსა და განდის, ბოროტების წინააღუმდგომლობის თეორიას, რაც ნათლად ჩანს ნაწარმოებებში "მაჰათმა განდი", "ცოცხალი ინდოეთის მისტიკისა და მოქმედების შესახებ", "ინდოეთი", "რამაკრიშნას ცხოვრება" და სხვა.

სიცოცხლის ბოლო წლებში როლანი მშობლიურ ვეზლეში ცხოვრობდა და დღიურებზე მუშაობდა, წერდა ავტობიოგრაფიულ მემუარებს: "შინაგანი მოგზაურობა"; დაწერა მოგონებები შარლ პეგის შესახებ და სხვა.

როლანი გარდაიცვალა 1944 წელს, ვეზლეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 542-543

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]