ფრიდრიხ შილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრიდრიხ შილერი
Friedrich Schiller by Ludovike Simanowiz.jpg
დაბ. თარიღი 10 ნოემბერი 1759(1759-11-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი მარბახ-ამ-ნეკარი, საღვთო რომის იმპერია[9] [2]
გარდ. თარიღი 9 მაისი 1805(1805-05-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (45 წელი)
გარდ. ადგილი ვაიმარი[9] [2]
დასაფლავებულია იაკობსფრიდჰოფ ვაიმარი და ვაიმარის თავადთა აკლდამა
საქმიანობა პოეტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ბიბლიოთეკარი, მწერალი, დრამატურგი, რომანისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, მთარგმნელი და ჟურნალისტი
ენა გერმანული ენა[10] და ფრანგული ენა
მოქალაქეობა ვიურტემბერგი
ალმა-მატერი კარლის სახელობის უმაღლესი სკოლა და იენის უნივერსიტეტი
ჟანრი balada და პიესა
Magnum opus ყაჩაღები, დონ კარლოსი, ვალენშტაინი, მარია სტიუარტი, William Tell, Intrigue and Love, On the Aesthetic Education of Man და Die Huldigung der Künste
მეუღლე Charlotte von Lengefeld
შვილ(ებ)ი Emilie von Gleichen-Rußwurm და Ernst von Schiller
ხელმოწერა Schiller Autogram.png

იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (გერმ. Johann Christoph Friedrich von Schiller; დ. 10 ნოემბერი 1759, ნეკარის მარბახი, ბადენ-ვიურტემბერგი -გ. 9 მაისი 1805, ვაიმარი, თიურინგია) — გერმანელი პოეტი, დრამატურგი და ისტორიკოსი.

ფრიდრიხ შილერი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესთან ერთად ითვლება გერმანული კლასიკური ლიტერატურის უდიდეს წარმომადგენლად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მარბახში, ვიურტერმბერგი, სამხედრო ექიმის იოჰან კასპარ შილერის და ელისაბედ ელიზაბეთ კოდვაისის ოჯახში. ჰყავდა ხუთი და. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა რელიგიურ-პიეტისტურ გარემოცვაში. დაამთავრა ლუდვიგსბურგის ლათინური სკოლა, სამხედრო სკოლაში ჯერ იურიდიულ, შემდეგ სამედიცინო განყოფილებაზე სწავლობდა. ამ პერიოდში მორალისტურ ფილოსოფიას, ინგლისელ და ფრანგ განმანათლებელთა იდეებს გაეცნო და ამერიკის განმათავისუფლებელი მოძრაობით დაინტერესდა . მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა უილიამ შექსპირის დრამატურგიამ.

ფრ. შილერის პირველ ნაწარმოებებში აშკარად ჩანს "ქარიშხლისა და შეტევის" თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი. იმავე იდეებსა და მხატვრულ პრინციპებს მიჰყვება ფრ. შილერის დრამა "ყაჩაღები" (გამოქვეყნდა 1781, დაიდგა 1782), რომელმაც დასაბამი მისცა ლირიკულად მძაფრ, პოლიტიკურად მიზანდასახულ და ემოციურად მოქმედ ახალი ტიპის დრამას. ამ პიესის იდეური პათოსი გაჰყვა მეორე, იტალიის ისტორიულ თემაზე აგებულ დრამასაც "ფიესკოს შეთქმულება გენუაში" (1783).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Либинзон З. Е. Шиллер // Краткая литературная энциклопедия მოს.: Советская энциклопедия, 1962. — ტ. 8.
  3. 3.0 3.1 Fischer H. Schiller, Friedrich von // Allgemeine Deutsche Biographie L: 1890. — ტ. 31. — S. 215–245.
  4. 4.0 4.1 Friedrich Schiller
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC
  7. 7.0 7.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  8. 8.0 8.1 IMSLP — 2006.
  9. 9.0 9.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118607626 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. http://data.bnf.fr/ark:/12148/cb11887510q