ჰარი მარტინსონი
ჰარი მარტინსონი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 6 მაისი 1904[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [5] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბადების ადგილი | Q10541678?[10] |
გარდაცვალების თარიღი | 11 თებერვალი 1978[1] [2] [3] [4] [5] [6] [5] [8] [13] [9] [11] [12] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტოკჰოლმი[14] |
დასაფლავებულია | Silverdals cemetery[15] |
საქმიანობა | მწერალი[9] , პოეტი, რომანისტი და სამეცნიერო ფანტასტი მწერალი |
ენა | შვედური ენა[1] |
ეროვნება | შვედები |
მოქალაქეობა |
![]() |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[16] [17], დობლუგის პრემია[9] , Samfundet De Nio's Grand Prize და Bellman Prize |
მეუღლე | მოა მარტინსონი |
საიტი | harrymartinson.org |
ჰარი მარტინსონი (შვედ. Harry Edmund Martinson; დ. 6 მაისი, 1904 — გ. 11 თებერვალი, 1978) — შვედი მწერალი და პოეტი. 1974 წელს ეივინდ იუნსონთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „პოეტური შემოქმედებისათვის, რომელიც ნამის წვეთებს ატყვევებს და კოსმოსის ანარეკლია“.[18] მათი ნობელიანტობა მძაფრი დავის საგანი გახდა, რადგან იმ დროს ორივე მწერალი შვედეთის აკადემიის წევრი იყო.[19]
მარტინსონს „XX საუკუნის შვედური პოეზიის დიად რეფორმატორსა და ყველაზე ორიგინალურ 'პროლეტარ' მწერალს უწოდებენ“.[20] მწერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა სიმბოლურ-ფანტასტიკურმა პოემამ „ანიარა“ (1956).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტინსონი 1904 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ შვედეთის ქალაქ ბლეკინგეში ვაჭრის ოჯახში დაიბადა.[21][22] ადრეულ ასაკშივე დაობლდა მამით, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისმა დედამ შვილები მიატოვა და აშშ-ში გადავიდა. მარტინსონმა ბავშვობის წლები ბავშვთა სახლებში გაატარა. თექვსმეტი წლის ასაკში გაიქცა და გემზე მეზღვაურად მოეწყო. მომდევნო რამდენიმე წელი ზღვაზე გაატარა, მოიარა სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ბრაზილია და ინდოეთი.[21]
რამდენიმე წლის შემდეგ მარტინსონი ფილტვებთან დაკავშირებულმა ჯანმრთელობის პრობლემამ აიძულა სამშობლოში დაბრუნებულიყო. შვედეთში იგი მოგზაურობდა, არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და საცხოვრებელი ადგილი.[21]
მარტინსონმა 1929 წელს რადიარდ კიპლინგის „შვიდი ზღვის“ გავლენით დაწერილი ლექსების კრებული „Spökskepp“ (მოჩვენებების გემი) გამოაქვეყნა, რითაც მისი პოეტური დებიუტი შედგა. თანამედროვე შვედ მწერლებთან მარტინსონის თანაავტორობით დაიწერა ანთოლოგია „ხუთი ახალგაზრდა“[23] რითაც შვედურ მოდერნიზმს ჩაეყარა საფუძველი.
მარტინსონის პოეზიას ახასიათებს ლინგვისტური ინოვაციები, მეტაფორების ხშირი გამოყენება, ბუნების სიყვარული, ღრმა ჰუმანიზმი, მისი სტილი ხშირად რეალისტური და ექსპრესიონისტულია.[22][24][25] 1935 წელს მან, როგორც რომანისტმა აღიარება მოიპოვა ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანით „Nässlorna blomma“ (აყვავებული ჭინჭრები), რომელიც დღესდღეობით ოცდაათზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
1929-1940 წლებში დაქორწინებული იყო მწერალ მოა მარტინსონზე, რომელიც სტოკჰოლმის ანარქისტულ გაზეთში Brand გაიცნო.[20] 1934 წელს მარტინსონმა სსრკ-ში იმოგზაურა, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური პასიურობის კრიტიკა გახდა მისი და მოას განქორწინების მიზეზი.[20] 1942 წელს მწერალმა ცოლად ინგრიდ ლინდკრანცი შეირთო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა.[20][21]
1949 წელს მარტინსონი შვედეთის აკადემიის პირველი პროლეტარი მწერალი წევრი გახდა.[20]
მარტინსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია პოეტური ციკლი „ანიარა“, რომელიც 1956 წელს გამოქვეყნდა. კომპოზიტორმა კარლ ბინგერ ბლუმდალმა 1959 წელს „ანიარას“ მიხედვით ოპერა დაწერა.[26][27]
მგრძნობიანე ბუნების მარტინსონისთვის რთული აღმოჩნდა იმ კრიტიკასთან გამკლავება, რომელიც მის ნობელიანტობას მოჰყვა. 1978 წლის 11 თებერვალს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით, სეპუკუს რიტუალით დაასრულა.[28][29]
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Vägen till Klockrike (გზა)
- Nässlorna blomma (აყვავებული ჭინჭრები)
- Vägen ut (უკან გასაბრუნებელი გზა)
ესეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Svärmare och harkrank
- Midsommardalen (შუა ზაფხულის ველი)
- Det enkla och det svåra (ადვილი და ძნელი)
- Utsikt från en grästuva
- Verklighet till döds (რეალობა სიკვდილს)
- Den förlorade jaguaren (დაკარგული იაგუარი)
- Resor utan mål (უმიზნო მოგზაურობანი)
პოემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Spökskepp
- მომთაბარე
- Passad (ქარი)
- Cikada
- ანიარა
- Gräsen i Thule
- Vagnen
- Dikter om ljus och mörker
- Tuvor
რადიო დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გრინგო
- Salvation (ხსნა)
- Lotsen från Moluckas
სასცენო დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Tre knivar från Wei
ფსალმუნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- De blomster som i marken bor
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჰარი მარტინსონი. Books and Writers
- ჰარი მარტინსონი — ნობელის პრემიის ოფიციალური საიტი
- ჰარი მარტინსონი — ენციკლოპედია ბრიტანიკა
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2.0 2.1 Harry E Martinson — 1917.
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 NooSFere — 1999.
- ↑ 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ 8.0 8.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 Martinson, Harry
- ↑ 10.0 10.1 Jämshögs kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker. Huvudserien, SE/LLA/13196/C I/10 (1895-1912), bildid: 00104804_00221, sida 222
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia Catalana, 1968.
- ↑ 12.0 12.1 GeneaStar
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118865854 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.svenskagravar.se/gravsatt/91756530 — Svenskagravar.
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1974/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ The Nobel Prize in Literature 1974. Nobel Foundation.
- ↑ Örjan Lindberger "Människan i tiden. Eyvind Johnsons liv och författarskap 1938–1976" Bonniers 1990, pp. 445–447
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 20.4 Harry Martinson French. ციტირების თარიღი: 27 March 2012.
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 Holm, Ingvar. „Harry Martinson“. Svenskt biografiskt lexikon. National Archives of Sweden. http://sok.riksarkivet.se/SBL/Mobil/Artikel/9140.
- ↑ 22.0 22.1 Harry Martinson – Biographical. Nobel Media AB (2014). ციტირების თარიღი: 4 March 2015.
- ↑ Kumm, Björn (12 December 1991). „Obituary: Artur Lundkvist“. The Independent. London. p. 13.
- ↑ Harry Martinson. Albert Bonniers Förlag.
- ↑ Harry Martinson – Britannica. ციტირების თარიღი: 29 June 2020.
- ↑ Johansson, Stefan. (31 May 2009) 50-åring ur kurs når ännu fram. Svenska Dagbladet. ციტირების თარიღი: 14 February 2014.
- ↑ Liukkonen, Petri. Harry Martinson. Kuusankoski Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2003.
- ↑ Hansson, Anita. Martinson begick harakiri. Aftonbladet (31 August 2000). ციტირების თარიღი: 21 December 2015.
- ↑ Gyllensten, Lars (2000). Minnen, bara minnen (Swedish). Stockholm: Albert Bonniers Förlag. ISBN 91-0-057140-7.
|
|
- დაბადებული 6 მაისი
- დაბადებული 1904
- გარდაცვლილი 11 თებერვალი
- გარდაცვლილი 1978
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში
- შვედი მწერლები
- შვედი ნობელის პრემიის ლაურეატები
- შვედეთის აკადემიის წევრები
- შვედურენოვანი მწერლები
- შვედი პოეტები
- XX საუკუნის შვედი პოეტები
- მამაკაცი პოეტები
- შვედი მამაკაცი რომანისტები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ანბანის მიხედვით