რაულ ჰაუსმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაულ ჰაუსმანი

რაულ ჰაუსმანი 1919 წელს
დაიბადა 12 ივლისი, 1886
დაბადების ადგილი ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 1 თებერვალი, 1971
გარდაცვალების ადგილი ლიმოჟი, საფრანგეთი
ეროვნება ავსტრიელი
სფერო კოლაჟი
ფოტოგრაფია
სკულპტურა
მწერალი
მიმდინარეობა დადაიზმი
ცნობილი ნამუშევრები „მექანიკური თავი“ ანუ „ჩვენი დროის სული“

რაულ ჰაუსმანი (გერმ. Raoul Hausmann; დ. 12 ივლისი, 1886 — გ. 1 თებერვალი, 1971) — ავსტრიელი ხელოვანი და მწერალი. დადაიზმის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა. მისმა ექსპერიმენტულმა ფოტოგრაფიულმა კოლაჟმა, ხმოვანმა პოეზიამ და ინსტიტუციონალურმა კრიტიკამ დიდი გავლენა მოახდინა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ განვითარებულ ევროპულ ავანგარდიზმზე.

დაიბადა ავსტრიის ქალაქ ვენაში. 1901 წელს 14 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ბერლინში გადავიდა. ადრეული განათლება ხელოვნებაში მამამისისგან მიიღო, რომელიც პროფესიონალი კონსერვატორი და მხატვარი იყო. 1905 წელს შეხვდა დადაიზმის ექსცენტრულ არქიტექტორ იოჰანეს ბაადერს. დაახლოებით იმავე პერიოდში შეხვდა მევიოლინე ელფრიდე შეფერს, რომელზედაც მან იქორწინა 1908 წელს. ერთი წლის შემდეგ შეეძინათ ქალიშვილი ვერა. 1908 წელს ჩააბარა ხელოვანთა სკოლაში ქალაქ ბერლინში, სადაც 1911 წლამდე დარჩა.

აქტიურ მონაწილეობას იღებდა თანამედროვე ხელოვნების პრობლემების საკითხების გადაჭრაში. ხშირად გვევლინებოდა როგორც თეორეტიკოსი და ხელოვნების კრიტიკოსი. 1918 წელს ი. ბაადერთან და რიხტერთან ერთად დააარსა ბერლინური „დადას კლუბი“ და მისი ბეჭვდითი ორგანო დადა. ფაშიზმის პერიოდში ემიგრირებული იყო. მისი ცნობილი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „მექანიკური თავი“ ანუ „ჩვენი დროის სული“ (დაახლ. 1919–1920 წწ).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hausmann R. Courrier Dada. Paris, 1958;
  • Giroud M. Raoul Hausmann: „Je ne suis pas un photographe“. Paris, 1975;
  • Benton T. Raoul Hausmann and Berlin Dada. Ann Arbor, 1987.