მიხეილ შოლოხოვი
მიხეილ შოლოხოვი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 11 (24) მაისი 1905[1] |
დაბ. ადგილი | კრუჟილინსკი |
გარდ. თარიღი | 21 თებერვალი 1984[1] [2] [3] [4] [5] (78 წლის) |
გარდ. ადგილი | ვიოშენსკაია |
დასაფლავებულია | ვიოშენსკაია |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი, სცენარისტი, პოეტი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი |
ენა | რუსული ენა[1] |
ეროვნება | რუსები |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ჟანრი | რომანი, მოთხრობა და ნარკვევი |
Magnum opus | ბედი კაცისა და წყნარი დონი |
ჯილდოები | სსრკ სახელმწიფო და ლენინური პრემია |
შვილ(ებ)ი | მიხეილ შოლოხოვი და Sholokhova, Svetlana Mikhailovna |
ხელმოწერა |
![]() |
მიხეილ შოლოხოვი (რუს. Михаил Александрович Шолохов; დ. ძვ. სტილით 11 მაისი, ახ. სტილით 24 მაისი, 1905, ხუტორი კრუჟილინსკი, სტანიცა ვიოშენსკაია, როსტოვის ოლქი, — გ. 21 თებერვალი, 1984, სტანიცა ვიოშენსკაია, როსტოვის ოლქი) — რუსი მწერალი და კინოსცენარისტი, ჟურნალისტი. სსრკ სახელმწიფო (1941) და ლენინური (1960) პრემიების ლაურეატი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1939). ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1967, 1980). პოლკოვნიკი (1943). მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. სკკპ წევრი 1932 წლიდან. სკკპ ცკ-ის წევრი 1961 წლიდან. მიხეილ შოლოხოვს მსოფლიო აღიარება მოუპოვა რომანმა „წყნარი დონი“ (წგნ. 1-4, 1928-40), რომლისთვისაც მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1965 წელს. შოლოხოვის მეორე ეპიკური თხზულება იყო რომანი „გატეხილი ყამირი“ (წგნ. 1-2, 1932-60).
შოლოხოვის შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში. რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას 1933 წელს სურდა „გატეხილი ყამირის“ ეკრანიზაცია და სცენარიც დაწერა შოლოხოვთან ერთად, მაგრამ ჩანაფიქრი არ განხორციელებულა. შოლოხოვმა იმოგზაურა საქართველოში 1966 და 1968 წლებში. იყო სსრკ I-X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; მშვიდობის მსოფლიო საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია 5 ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118748823 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Find a Grave — 1995. — ed. size: 165000000
- ↑ filmportal.de — 2005.
|
- დაბადებული 24 მაისი
- დაბადებული 1905
- გარდაცვლილი 21 თებერვალი
- გარდაცვლილი 1984
- რუსი მწერლები
- საბჭოთა მწერლები
- რუსი სცენარისტები
- რუსი ჟურნალისტები
- ლენინური პრემიის ლაურეატები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სოციალისტური შრომის გმირები
- ლენინის ორდენის კავალრები
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენის კავალრები
- ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში
- სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრები
- სსრკ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ VI მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ VII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სსრკ X მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები