ბობ დილანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბობ დილანი
Bob Dylan - Azkena Rock Festival 2010 2.jpg
დილანი Azkena Rock Festival-ზე, ესპანეთი, 2010 წლის ივნისი
დაბ. თარიღი რობერტ ალენ ციმერმანი
24 მაისი, 1941 (1941-05-24) (76 წლის)
დულუთი, მინესოტა, აშშ
რეზიდენცია მალიბუ, კალიფორნია, აშშ
სხვა სახელები
  • ელსტონ განი
  • Blind Boy Grunt
  • ბობ ლენდი
  • რობერტ მილკვუდ თომასი
  • ტედჰემ პორტერჰაუსი
  • Lucky Wilbury
  • Boo Wilbury
  • ჯეკ ფროსტი
  • სერგეი პეტროვი
საქმიანობა
  • მომღერალი-სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
  • მწერალი
აქტიური 1959–დღემდე[1]
მეუღლე(ები) სარა დილანი
 (იქ. 1965; გაეყარა 1977)

კეროლინ დენისი
 (იქ. 1986; გაეყარა 1992)
შვილ(ებ)ი 6, მათ შორის – ჯესი და ჯეიკობი
ჯილდოები ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში (2016)
(იხ. აგრეთვე სრული სია)
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • კლავიშებიანი საკრავები
  • ჰარმონიკა
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი bobdylan.com

ბობ დილანი (/ˈdɪlən/, ნამდვილი სახელი — რობერტ ალენ ციმერმანი; დ. 24 მაისი, 1941, დულუთი, აშშ) — ამერიკელი სიმღერების ავტორი, მომღერალი, მხატვარი და მწერალი. ხუთ ათწლეულზე მეტია გასული, რაც იგი გავლენიანია პოპულარულ მუსიკაში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1960-იანებში, როდესაც „თაობის ხმად“ ჩამოყალიბდა[2], სიმღერებით „Blowin' in the Wind“ და „The Times They Are a-Changin'“, რომლებიც სამოქალაქო და ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მუსიკალურ ბაზად იყენებდა ხალხურ მუსიკას, 1965 წელს „Like a Rolling Stone“-ით ძალები უფრო პოპულარულ მუსიკაში მოსინჯა.

დილანის ტექსტები მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ თემებს. მათში პოპულარული მუსიკის არსებული საზღვრები გაფართოვდა და მიიზიდა 1960-იანების კონტრკულტურის წარმომადგენელთა ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შთაგონებული იყო ლიტლ რიჩარდის გამოსვლებით და ვუდი გათრის, რობერტ ჯონსონის და ჰენკ უილიამსის კომპოზიციური სტილისტიკით, შემდგომში დილანმა სხვა მუსიკალური ჟანრებიც მოირგო. 50 წელზე მეტი ხანგრძლივობის მქონე კარიერის პერიოდში მისმა მუსიკამ მოიცვა ხალხური, ბლუზური და კანტრის თემებიდან გოსპელურ, როკ-ენ-როლურ და როკაბილის ჟანრებამდე, ისევე, როგორც ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური ხალხური მუსიკის, ჯაზის და დიდი ამერიკული სიმღერების წიგნის ელემენტები. დილანი უკრავს გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე და ჰარმონიკაზე. 1980-იანებიდან იგი ცვალებადი შემადგენლობით გამოდის კონცერტების სერიით Never Ending Tour. მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის და შემსრულებლის სახით უფრო ცნობილია, ასევე აღსანიშნავია მისი, როგორც კომპოზიტორის წვლილი. 1994 წლიდან მოყოლებული გამოსცა ნახატების რამდენიმე ფოტოალბომიც, ხოლო მისი ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს წამყვან სამხატვრო გალერეებში.

როგორც მუსიკოსს, ბობს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, რითაც ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვაში შემსრულებელია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის – 11 გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. იგი არის როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილის და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზებისს წევრი. 2008 წელს პულიცერის პრემიის ჟიურისგან მიენიჭა სპეციალური ჯილდო „პოპულარულ მუსიკასა და ამერიკულ კულტურაზე ღრმა გავლენისთვის, რაც აღინიშნება საოცარი პოეტური ძალის მქონე ლირიკული კომპოზიციებით“. 2012 წლის მაისში დილანმა მიიღო თავისუფლების მედალი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან. 2016 წელს მას მიენიჭა ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში „დიდ ამერიკულ სიმღერების ტრადიციაში ახალი პოეტური ექსპრესიების შექმნისთვის“[3][4].

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბობ დილანის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bob Dylan. The Rock and Roll Hall of Fame and Museum
  2. Nobel laureate Bob Dylan: uneasy ‘voice of a generation’. inquirer.net (October 14, 2016).
  3. The Nobel Prize in Literature 2016. Nobelprize.org (October 13, 2016). წაკითხვის თარიღი: 2016-10-13.
  4. Bob Dylan wins 2016 Nobel Prize for Literature. CNN (October 13, 2016). წაკითხვის თარიღი: 2016-10-19.