კეტრინ პორტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კეტრინ პორტერი
სრული სახელი კელი რასელ პორტერი
(მომავალში კეტრინ ენ პორტერი)
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1890
დაბადების ადგილი ინდიან კრიკი, ტეხასი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 18 სექტემბერი, 1980 (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი სილვერ სპრინგი, მერილენდი, აშშ
დასაფლავებულია ტეხასი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, ესეისტი, კრიტიკოსი
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[1] , Emerson-Thoreau Medal, წიგნის ეროვნული პრემია ფანტასტიკისათვის[2] , პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[3] და ო. ჰენრის პრემია[4]
მეუღლე ჯონ ჰენრი კუნცი (1906-1915)
ნათესავ(ებ)ი Paul Porter[5]

ქეთრინ ენ პორტერი (დ. 15 მაისი, 1890 — გ. 18 სექტემბერი, 1980) — ამერიკელი ჟურნალისტი, ესეისტი, მოთხრობების და რომანების მწერალი, პოლიტიკური აქტივისტი. 1962 წელს მისი რომანი „Shool of Fools“ გახდა ყველაზე გაყიდვადი რომანი ამერიკაში, მაგრამ მისმა მოთხრობებმა ბევრად უფრო კრიტიკული შეფასება მიიღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეტრინ ენ პორტერი დაიბადა ინდიან კრიკში, ტეხასის შტატში, როგორც კალი რასელ პორტერმა ჰარისონ და მერი ელის პორტერების ოჯახში. მისი დაბადების სახელია კელი რასელ პორტერი. [6]

კეტრინ პორტერის ბავშვობის სახლი კაილში, ტეხასი

1892 წელს, როდესაც პორტერი ორი წლის იყო, გარდაეცვალა დედა (მისი უკანასკნელი ჩვილის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ). პორტერის მამამ თავის ოთხი გადარჩენილი შვილი (უფროსი ძმა გარდაიცვალა ბავშვობაში) საცხოვრებლად დედამისთან, კეტრინ ენ პორტერთან, ტეხასის შტატში, ქალაქ კაილში გადაიყვანა. ბებიის გავლენა გახდა მომავალში კეტრინის სახელის გადარქმევის მიზეზი. ბებია გარდაიცვალა, როდესაც თერთმეტი წლის კელი იმყოფებოდა ტეხასის ქალაქ მარფაში ნათესავების მოსანახულებლად.

ბებიის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახი ცხოვრობდა ტეხასის და ლუიზიანას რამდენიმე ქალაქში, სადაც რჩებოდნენ ნათესავებთან ან ცხოვრობდნენ ნაქირავებ ოთახებში. ყველგან სადაც ოჯახი რჩებოდა, სწავლობდა თავისუფალ სკოლებში, ხოლო 1904 წლიდან ერთი წლის განმავლობაში თომასის სკოლაში, ტეხასში, სან ანტონიოს კერძო მეთოდისტურ სკოლაში სწავლობდა. ეს იყო მისი ერთადერთი ოფიციალური ფორმალური განათლება, რომელიც კეტრინმა გრამატიკული სკოლის გარდა მიიღო.

1906 წელს, თექვსმეტი წლის ასაკში, პორტერმა დატოვა სახლი და იქორწინა ჯონ ჰენრი კუნცზე ლუფკინში, ტეხასი. მოგვიანებით მოექცა მის რელიგიაზე, რომის კათოლიციზმზე. [7] კუნცი, ტეხასის მდიდარი ოჯახის ვაჟი, მჩაგვრელი იყო; ერთხელ, სიმთვრალეში კეტრინი ჩამოაგდო კიბეებიდან, რამაც ტერფის მოტეხილობა გამოიწვია. ისინი ოფიციალურად გაშორდნენ 1915 წელს. [6]

1914 წელს გაიქცა ჩიკაგოში, სადაც თამაშობდა უმნიშვნელო როლებს ფილმებში. შემდეგ დაბრუნდა ტეხასის შტატში და მუშაობდა პატარა ქალაქის გასართობ წრეში, როგორც მსახიობი და მომღერალი. 1915 წელს განქორწინებასთნ ერთად გადაიკეთ სახელი კეტრინ ენ პორტერზე. ამავე წელს მას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს და შემდეგ ორი წელი გაატარა სანატორიაში, სადაც გადაწყვიტა მწერალი გამხდარიყო. ამასთან, ამ პერიოდში გაირკვა, რომ მას ბრონქიტი ჰქონდა და არა ტუბერკულოზი. 1917 წელს, მან დაიწყო წერა „Fort Worth“ კრიტიკოსისთვის, სადაც აკრიტიკებდა დრამებს და წერდა ჭორებს საზოგადოებისთვის. 1918 წელს, მან დაწერა „Rocky Mountain News“ დენვერში, კოლორადო. იმავე წელს კეტრინი თითქმის გარდაიცვალა დენვერის 1918 წლის გრიპის პანდემიის დროს. როდესაც თვეების შემდეგ საავადმყოფოდან გაათავისუფლეს, იგი გაფითრებული და სრულიად მელოტი იყო. როდესაც ხელახლა გაეზარდა თმა, იგი თეთრი იყო და მუდმივად ჭაღარად დარჩა. ეს მოვლენები აისახა მის მოკლე რომანების ტრილოგიაში, გაფითრებული ცხენი, გაფითრებული მხედარი (1939), რისთვისაც მან 1940 წელს მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების საზოგადოების პირველი ოქროს მედალი ლიტერატურის დარგში. [8]

1919 წელს პორტერი საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკის სოფელ გრინვიჩში და თავი გაჰქონდა სხვებისთვის ნაწარმოებების წერით. ძირითადად წერდა ბავშვთა მოთხრობებს და ეწეოდა პუბლისცისტურ საქმიანობას. ნიუ-იორკში გატარებულმა ერთმა წელმა რადიკალური პოლიტიკური გავლენა მოახდინა მასზე; 1920 წელს სამუშაოდ გაემგზავრა მექსიკაში ჟურნალების გამომცემლობისთვის, სადაც გაეცნო მექსიკის მემარცხენე მოძრაობის წევრებს, მათ შორის დიეგო რივერას. საბოლოოდ, პორტერი იმედგაცრუებულ იქნა რევოლუციური მოძრაობის და მისი ლიდერების მიმართ. 1920-იან წლებში იგი ასევე გახდა მკაცრად კრიტიკულად განწყობილი რელიგიისადმი და ასე დარჩა სიცოცხლის ბოლო ათწლეულამდე, როდესაც კვლავ ირწმუნა რომის კათოლიკური ეკლესია. [9]

1920-1930 წლებში პორტერი მოგზაურობდა მექსიკასა და ნიუ-იორკს შორის და დაიწყო მოთხრობების და ესეების გამოქვეყნება.

პორტერი 1943 წელს გახდა ხელოვნებისა და წერილების ეროვნული ინსტიტუტის არჩეული წევრი და იყო მწერალი რამდენიმე კოლეჯსა და უნივერსიტეტში, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტში, მიჩიგანის უნივერსიტეტში და ვირჯინიის უნივერსიტეტში. [10]

1948 და 1958 წლებში ასწავლიდა სტენფორდის უნივერსიტეტში, მიჩიგანის უნივერსიტეტში, ვაშინგტონის და ლის უნივერსიტეტებში და ტეხასის უნივერსიტეტში, სადაც მისმა არატრადიციულმა სწავლებამ მის პოპულარობაა შეუწყო ხელი სტუდენტებს შორის.

პორტერმა 1962 წელს გამოაქვეყნა მისი ერთადერთი რომანი — „სულელების გემი“. ეს დაფუძნებული იყო 1931 წლის ოკეანის კრუიზის შესახებ, რომლის დროსაც მან ვერა-კრუზიდან გერმანიამდე იმგზავრა. რომანის წარმატებამ საბოლოოდ მის ფინანსურ უსაფრთხოებას მისცა (სავარაუდოდ, 500000 დოლარად გაყიდა უფლებები ფილმ „სულელების გემზე“).

პორტერი გარდაიცვალა სილვერ სპრინგის ქუჩაზე, მონტგომერიში, მერილენდის შტატში, 1980 წლის 18 სექტემბერს, 90 წლის ასაკში, და მისი ფერფლი დედის გვერდით დაკრძალეს ტეხასის შტატის Indian Creek-ის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „The United States In Literature“, გვ. 346, ილინოისი, 1985

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.gf.org/fellows/all-fellows/katherine-anne-porter/
  2. https://www.nationalbook.org/people/katherine-anne-porter/
  3. https://www.pulitzer.org/winners/katherine-anne-porter
  4. https://theparisreview.org/authors/4539/katherine-anne-porter
  5. http://hdl.handle.net/1903.1/1531
  6. 6.0 6.1 Johnston, Laurie. "Katherine Anne Porter Dies at 90; Won a Pulitzer for Short Stories". The New York Times, September 19, 1980. (ფასიანი რეგისტრაცია)
  7. Unrue 2005, p. 45.
  8. Lavers, Norman. "Katherine Anne Porter." Critical Survey Of Long Fiction, Fourth Edition (2010): 1. Biography Reference Center. Web. 4 Apr. 2014.
  9. Unrue 2005, pp.xv-xx (contains a Katherine Anne Porter chronology).
  10. Hathcock, Barrett. "Katherine Anne Porter." Katherine Anne Porter (2005): 1. Biography Reference Center. Web. 4 Apr. 2014.