ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
Jean-Marie Gustave Le Clézio-press conference Dec 06th, 2008-2.jpg
დაბ. თარიღი 13 აპრილი 1940(1940-04-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (79 წლის)
დაბ. ადგილი ნიცა[1]
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, რომანისტი, ესეისტი, საბავშვო მწერალი და ჟურნალისტი
ენა ინგლისური ენა, ესპანური ენა და ფრანგული ენა[8]
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი[9]
Flag of Mauritius.svg მავრიკი
ალმა-მატერი ბრისტოლის უნივერსიტეტი, ექს-მარსელის უნივერსიტეტი, ნიცის სოფია ანტიპოლისის უნივერსიტეტი და University of Provence - Aix-Marseille I
Magnum opus Le Procès-Verbal და დესერტი
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში[10] [11], საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, პრინც პიერის პრემია, სტიგ დაგერმანის პრემია და რენოდოს პრემია

ჟან-მარი გუსტავ ლეკლეზიო (ფრანგ. Jean-Marie Gustave Le Clézio; დ. 13 აპრილი. 1940, ნიცა) — ფრანგი მწერალი, რენოდოსა (1964) და ნობელის (2008) პრემიების ლაურეატი.

ლეკლეზიო დაიბადა ნიცაში ბრეტონელი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში. მისი წინაპრები ბრეტანიდან მავრიკზე XVIII საუკუნეში გადასახლდნენ. 8 წლის ასაკში ლეკლეზიო ოჯახთან ერთად ნიგერიაში გადასახლდა, სადაც მამამისი ბრიტანეთის არმიის ექიმად მუშაობდა.

1958-59 წლებში იგი ჯერ ბრისტოლის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ნიცის ლიტერატურათმცოდნოების ინსტიტუტში სწავლობს. ლონდონსა და ბრისტოლში რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ ლეკლეზიო აშშ-ში გადადის, სადაც მასწავლებლად მუშაობს. 1967 წელს სამხედრო სამსახურში ტაილანდში გაამწესეს, თუმცა იქიდან მალევე გაიწვიეს ბავშვთა პროსტიტუციის გამო მოწყობილი საპროტესტო აქციებისთვის და მექსიკაში გააგზავნეს. 1970-74 წლებში ის ემბერე-ვაუნაანის ინდიელებთან ცხოვრობდა პანამაში.

ლეკლეზიომ მაგისტრის ხარისხი ანრი მიშოს თემაზე დაიცვა ექს-ან-პროვანსის უნივერსისტეტში 1964 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1983 წელს — პერპინიანის უნივერსიტეტისთვის მექსიკის ისტორიაზე. 1975 წლიდან დაქორწინებულია ჟემიაზე, რომელიც წარმოშობით მაროკოელია. 1990 წლიდან წყვილი ალბუკერკში, ნიუ-მექსიკო, მავრიკსა და ნიცაში ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118570692 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. Nationalencyklopedin — 1999.
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. BD Gest'
  6. Munzinger-Archiv — 1913.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. LIBRIS — 2016.
  10. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2008/
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/