იასუნარი კავაბატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იასუნარი კავაბატა
Yasunari Kawabata 1938.jpg
დაბ. თარიღი 11 ივნისი 1899(1899-06-11)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი ოსაკა
გარდ. თარიღი 16 აპრილი 1972(1972-04-16)[2] [6] [3] [7] [8] [4] [9] [10] [5] (72 წლის)
გარდ. ადგილი ძუსი, კანაგავის პრეფექტურა, იაპონია[2]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, სცენარისტი და პოეტი
ენა იაპონური ენა[1]
ეროვნება იაპონელები
მოქალაქეობა Flag of Japan.svg იაპონია
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი
Magnum opus იძუს მოცეკვავე გოგო, თოვლიანი ქვეყანა, Thousand Cranes, The Old Capital, The House of the Sleeping Beauties და The Sound of the Mountain
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში[11] [12], კულტურის ორდენი, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენი, ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, კიკუტი კანის პრემია, Goethe Plaque of the City of Frankfurt და კულტურის დამსახურებული მოღვაწე
მეუღლე ჰიდეკო კავაბატა
ნათესავ(ებ)ი Kaori Kawabata

იასუნარი კავაბატა (დ. 11 ივნისი, 1899, ოსაკა — გ. 16 აპრილი, 1972, ძუსი) — იაპონელი მწერალი. იაპონიის ხელოვნების აკადემიის წევრი (1953). ნობელის პრემიის ლაურეატი (1968). თხზულებებს აქვეყნებდა 1921-იდან. 20-იან წლებში ემხრობოდა ნეოსენსუალისტების მოდერნისტულ ჯგუფს. მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ლირიკული მოთხრობა „იძუელი მოცეკვავე“ (1926). ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ გავლენით შექმნილ მოთხრობაში „კრისტალური ფანტაზია“ (1931) კავაბატამ მოგონებათა ფრაგმენტების საშუალებით წარმოსახა მარტოხელა ქალის ცხოვრება. მისი მოთხრობა „თოვლიანი ქვეყანა“ (1937) პოეტური ასოციაციებით ურთიერთდაკავშირებულ ნოველებს შეიცავს. კავაბატას მოთხრობას „ათასფრთიანი წერო“ (1951 (თარგმნილი ქართულად — „ინტელექტი“, 2009), იაპონიის ხელოვნების აკადემიის პრემია) საფუძვლად უდევს ჩაის კულტთან დაკავშირებული ძველი იაპონიის წეს-ჩვეულება. შინაგანი ლირიზმითაა გამსჭვალული რომანები „მთის კვნესა“ (1953), „ძველი დედაქალაქი“ (1961). კავაბატას მოთხრობა „მშვიდობის ბუდე“ თარგმნილია ქართულად („საუნჯე“, 1979, N 1). კავაბატა კლასიკური ეროვნული ლიტერატურის მიმდევარია. მის შემოქმედებას ახასიათებს სწრაფვა ფსიქიკური ანალიზისკენ, ინტერესი ქვეცნობიერისადმი, აგრეთვე ნატიფი სტილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118776940 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 Nationalencyklopedin — 1999.
  4. 4.0 4.1 filmportal.de — 2005.
  5. 5.0 5.1 Store norske leksikon — 1978.
  6. SNAC — 2010.
  7. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. Babelio
  9. BD Gest'
  10. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1968/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/