შინაარსზე გადასვლა

აბდულრაზაკ გურნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბდულრაზაკ გურნა
ინგლ. Abdulrazak Gurnah
სუაჰ. Abdulrazak Gurnah
არაბ. عبد الرزاق سالم قرنح[1]

აბდულრაზა გურნა
დაბადების თარიღი 1948[2] [3] [4] [5] ან 20 დეკემბერი, 1948(1948-12-20) (77 წლის)
დაბადების ადგილი ზანზიბარი, ზანზიბარი, ტანზანია[6]
საქმიანობა რომანისტი, უნივერსიტეტის პროფესორი, პროზაიკოსი, რედაქტორი[7] , მწერალი[7] [2] და ფილოლოგი[2]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
 ტანზანია
ალმა-მატერი კენტის უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი
ჟანრი პროზა
Magnum opus გაუდაბურება, სამოთხე, Gravel Heart, ზღვასთან, უკანასკნელი ძღვენი, პილიგრიმთა გზა, Admiring Silence, Dottie და Memory of Departure
ჯილდოები ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი[8] , ნობელის პრემია ლიტერატურაში[9] , საპატიო დოქტორი[10] და honorary doctorate of the University of Lleida[11]

აბდულრაზაკ გურნა (დ. 20 დეკემბერი, 1948) ― ტანზანიელი რომანისტი და აკადემიკოსი. დაიბადა ზანზიბარის სასულთნოში, ხოლო 1960-იან წლებში, ზანზიბარის რევოლუციის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში გადასახლდა.[12] მის ცნობილ რომანებს შორისაა: „სამოთხე“ (1994), რომელიც ბუკერის პრემიისა და ვაითბრიდის პრემიის მოკლე სიაში შეიტანეს; „გაუდაბურება“ (2005); და „ზღვასთან“ (2001), რომელიც ბუკერის პრემიის გრძელ სიასა და Los Angeles Times-ის წიგნის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.

2021 წელს აბდულრაზაკ გურნას ლიტერატურაში ნობელის პრემია მიენიჭა „კულტურათა და კონტინენტთა მორევში კოლონიალიზმის შედეგებისა და ლტოლვილთა ბედის უკომპრომისო და თანამგრძნობი წარმოჩენისთვის.“[12][13][14] ამჟამად კენტის უნივერსიტეტის ინგლისური და პოსტკოლონიური ლიტერატურის ემერიტუს-პროფესორია.[15]

ადრეული წლები და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულრაზაკ გურნა 1948 წლის 20 დეკემბერს ზანზიბარის სასულთნოში დაიბადა, რომელიც დღეისთვის ტანზანიის ნაწილია.[16] ზანზიბარის რევოლუციის შედეგად ადგილობრივი აფრიკელი რევოლუციონერების მიერ არაბული ელიტის დამხობის შემდეგ, 18 წლის გურნამ კუნძული დატოვა[14][12] და 1968 წელს ინგლისში ჩავიდა, როგორც ლტოლვილი. აბდულრაზაკ გურნა არაბული წარმოშობისაა.[17]

თავდაპირველად კენტერბერის ქრისტეს ეკლესიის კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ კენტის უნივერსიტეტში გადავიდა,[18] სადაც 1982 წელს სადოქტორო თეზისის, „დასავლეთაფრიკული ლიტერატურის კრიტიკის კრიტერიუმები“, დაცვის შემდეგ ფილოსოფიის დოქტორის წოდება მიიღო.[19][16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.alarabiya.net/culture-and-art/2021/10/08/-عبدالرزاق-قرنه-ما-قصة-صاحب-نوبل-الجديد-وعلاقة-الأدب-بالجينات؟
  2. 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #120520435 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. CONOR.SI
  4. Biblioteka Narodowa
  5. Trove — 2009.
  6. https://www.youm7.com/story/2021/10/7/فوز-التنزانى-عبد-الرزاق-جرنة-بجائزة-نوبل-فى-الأدب-لعام/5487602
  7. 1 2 Národní autority České republiky
  8. https://rsliterature.org/fellows/abdulrazak-gurnah/
  9. nobelprize.orgNobel Foundation.
  10. https://www5.open.ac.uk/students/ceremonies/sites/www.open.ac.uk.students.ceremonies/files/files/Honorary%20graduate%20cumulative%20list(7).xlsx
  11. https://www.udl.cat/ca/organs/secretaria/honoris/gurnah/
  12. 1 2 3 „Nobel Literature Prize 2021: Abdulrazak Gurnah named winner“. BBC News (ინგლისური). 7 October 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2021. ციტირების თარიღი: 9 October 2021.
  13. The Nobel Prize in Literature 2021 (7 October 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2021. ციტირების თარიღი: 7 October 2021
  14. 1 2 Flood, Alison (7 October 2021). „Abdulrazak Gurnah wins the 2021 Nobel prize in literature“. The Guardian (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2021. ციტირების თარიღი: 7 October 2021.
  15. Professor Abdulrazak Gurnah. University of Kent | School of English (7 October 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2021. ციტირების თარიღი: 9 October 2021
  16. 1 2 King, Bruce (2004). The Oxford English Literary History. Oxford: Oxford University Press, გვ. 336. ISBN 978-0-19-957538-1. OCLC 49564874. 
  17. „Abdulrazak Gurnah wins the Nobel prize in literature for 2021“. The Economist. 7 October 2021.
  18. Hand, Felicity. „Abdulrazak Gurnah (1948–)“, The Literary Encyclopedia. ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი 2021.  დაარქივებული 19 June 2018[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  19. (1989) Annual Bibliography of English Language and Literature for 1986. W. S. Maney & Son, გვ. 588. ISBN 0-947623-30-2.