დიმიტრი შოსტაკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „დიმიტრი შოსტაკოვიჩი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. დიმიტრი შოსტაკოვიჩი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
დიმიტრი შოსტაკოვიჩი
რუს. Дмитрий Шостакович

დიმიტრი შოსტაკოვიჩი (1950)
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დიმიტრი დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩი
დაბ. თარიღი 12 (25) სექტემბერი, 1906[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[11] [8]
გარდ. თარიღი 9 აგვისტო, 1975(1975-08-09)[11] [2] [12] [13] [14] [15] [4] [5] [7] [8] [9] [10] (68 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[11] [8]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი მოდერნიზმი, ნეოკლასიციზმი
საქმიანობა კომპოზიტორი, პიანისტი
ხელმოწერა
საიტი shostakovich.ru
დიმიტრი შოსტაკოვიჩი ვიკისაწყობში

დიმიტრი დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩი (რუს. Дмитрий Дмитриевич Шостакович; დ. 25 სექტემბერი, 1906, სანქტ-პეტერბურგი ― გ. 9 აგვისტო, 1975, მოსკოვი) — რუსი საბჭოთა კომპოზიტორი და პიანისტი. ითვლება XX საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს კომპოზიტორად, უნიკალური ჰარმონიული ენით და ისტორიული მნიშვნელობით, რაც სტალინის მმართველობის ქვეშ მის მოღვაწეობას უკავშირდება.[16]

დიმიტრი შოსტაკოვიჩი ცნობილი საბჭოთა კავშირის მარშალ მიხეილ ტუხაჩევსკის პატრონაჟით გახდა, თუმცა, მოგვიანებით, საბჭოთა მთავრობასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მიღებული აქვს მრავალი სახელმწიფო ჯილდო და 1947-1962 წლებში რსფსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი, 1962 წლიდან გარდაცვალებამდე კი სსრკ-ის უზენაესი საბჭოს წევრიც იყო.

შოსტაკოვიჩი მრავალ განსხვავებულ სტილს და მუსიკალურ ხერხს იყენებდა. მისი მუსიკა ხასიათდება მკვეთრი კონტრასტებით, გროტესკის ელემენტებითა და ტონალური გაურკვევლობით. მასზე დიდი გავლენა მოახდინა ნეოკლასიკურმა სტილმა, რომლის წამომწყებიც იგორ სტრავინსკი იყო, აგრეთვე, განსაკუთრებით სიმფონიებში, გუსტავ მალერის გვიანი რომანტიზმის გავლენასაც განიცდიდა.

შოსტაკოვიჩის საორკესტრო მუსიკა მოიცავს 15 სიმფონიას და ექვს კონცერტს. კამერული მუსიკის სახით შექმნილი აქვს 15 სიმებიანი კვარტეტი, ერთი საფორტეპიანო კვინტეტი, ორი საფორტეპიანო ტრიო და ორი პიესა სიმებიანი ოქტეტისთვის. სოლო საფორტეპიანო ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ორი სონატა, ადრეული პრელუდიები და გვიანდელი 24 პრელუდია და ფუგა. სხვა ნამუშევრებს შორისაა: სამი ოპერა, რამდენიმე ვოკალური ციკლი, ბალეტები და მნიშვნელოვანი რაოდენობის მუსიკა ფილმებისთვის, რომელთაგანაც განსაკუთრებით ცნობილია „მეორე ვალსი“ (თხზ. 99), მუსიკა ფილმიდან პირველი ეშელონი“ (1955–1956),[17] აგრეთვე, მუსიკალური სიუიტები ფილმისთვის „კრაზანა“ (1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოსტაკოვიჩის დაბადების ადგილი (ამჟამად სკოლა №267). მარცხნივ ჩანს მემორიალური დაფა

დიმიტრი შოსტაკოვიჩი დაიბადა სანქტ-პეტერბურგში, პოდოლსკაიას ქუჩაზე. იგი დიმიტრი ბოლესლავის ძე შოსტაკოვიჩის და სოფია ვასილის ასული კოკულინას სამი შვილიდან მეორე იყო. შოსტაკოვიჩის პაპა მამის მხრიდან, თავდაპირველი გვარით Szostakowicz, წარმოშობით პოლონელი კათოლიკე იყო (მისი ფესვები ქალაქ ვილეიკადან მოდიოდა, რომელიც ამჟამად ბელარუსის ტერიტორიაზეა), თუმცა უფრო ახლო წინაპრები ციმბირიდან ჰყავდა.[18] ბოლესლავ შოსტაკოვიჩი (პოლ. Bolesław Szostakowicz) 1863-64 წლებში იანვრის აჯანყებაში მონაწილე რევოლუციონერი იყო. დიმიტრი კარაკოზოვის მიერ მეფე ალექსანდრე II-ს მკვლელობის მცდელობის შემდეგ დაწყებული რეპრესიების ფარგლებში იგი 1866 წელს ნარიმში (ტომსკთან ახლოს) გადაასახლეს.[19] გადასახლების ვადის გასვლის შემდეგ მან ციმბირში დარჩენა გადაწყვიტა, მოგვიანებით კი, ირკუტსკში წარმატებული ბანკირი გახდა და დიდი ოჯახიც შექმნა. მისი ვაჟი, დიმიტრი ბოლესლავის ძე შოსტაკოვიჩი, კომპოზიტორის მამა, ამ გადასახლებაში დაიბადა 1875 წელს. სწავლობდა ფიზიკას და მათემატიკას სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, რომელიც 1899 წელს დაამთავრა და შემდგომში, ინჟინრად მუშაობდა დიმიტრი მენდელეევთან სანქტ-პეტერბურგში, წონის და ზომის ერთეულების ბიუროში. 1903 წელს დაქორწინდა ასევე ციმბირიდან დედაქალაქში ჩამოსულ სოფია ვასილის ძე კოკულინაზე, რომელიც ადგილობრივი, ციმბირული წარმოშობის ოჯახიდან იყო.[19]

მათმა ვაჟმა, დიმიტრი დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩმა მნიშვნელოვანი მუსიკალური ნიჭი ცხრა წლის ასაკში გამოავლინა, მას შემდეგ, რაც დედასთან ფორტეპიანოზე მეცადინეობა დაიწყო. იგი იოლად იმახსოვრებდა მუსიკას, რომელიც დედამისს წინა გაკვეთილებზე ჰქონდა დაკრული, რამდენჯერმე კი „გამოიჭირეს“, როცა უკრავდა მუსიკას წინა გაკვეთილებიდან და თავს ისე აჩვენებდა, თითქოს მის წინ დადებულ ნოტებს კითხულობდა.[20] 1918 წელს დაწერა სამგლოვიარო მარში კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის ორი ლიდერის სიკვდილის გამო, რომლებიც ბოლშევიკმა მეზღვაურებმა მოკლეს.[21]

1919 წელს, 13 წლის ასაკში, ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიაში, რომელსაც მაშინ ალექსანდრე გლაზუნოვი ხელმძღვანელობდა. იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს შოსტაკოვიჩის პროგრესს და ხელს უწყობდა მას.[22] ფორტეპიანოს სწავლობდა ლეონიდ ნიკოლაევთან, ელენა როზანოვასთან ერთწლიანი კლასის შემდეგ; კომპოზიციას მაქსიმილიან შტაინბერგთან, ხოლო კონტრაპუნქტსა და ფუგას ნიკოლაი სოკოლოვთან, რომელსაც დაუმეგობრდა კიდეც.[23] ასევე ესწრებოდა ალექსანდრე ოსოვსკის მუსიკის ისტორიის გაკვეთილებს.[24] შტაინბერგი ცდილობდა, შოსტაკოვიჩს დიდი რუსი კომპოზიტორების კვალზე გაძღოლოდა, თუმცა იმედი გაუცრუვდა, როცა აღმოაჩინა, რომ ეს უკანასკნელი თავის ნიჭს იგორ სტრავინსკის და სერგეი პროკოფიევის მიბაძვაში „ფლანგავდა“. შოსტაკოვიჩს პრობლემები ჰქონდა პოლიტიკური მონდომებულობის ნაკლებობის გამოც – 1926 წელს მარქსისტული მეთოდოლოგიის გამოცდაში ჩაიჭრა კიდეც. მისი პირველი მნიშვნელოვანი მუსიკალური მიღწევა იყო სიმფონია №1 (პრემიერა 1926 წელს შედგა), რომელიც სადიპლომო ნამუშევრის სახით შექმნა 19 წლის ასაკში. ამ ნამუშევრით მან მიხეილ ტუხაჩევსკის ყურადღება მიიქცია, რომელიც დაეხმარა მოსკოვში საცხოვრებლის და სამუშაოს პოვნაში და მძღოლსაც უგზავნიდა ხოლმე „ძალიან ელეგანტური ავტომობილით“ კონცერტებზე წასაყვანად.[25]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოსტაკოვიჩი 1925 წელს

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ შოსტაკოვიჩი ორმაგ კარიერას შეუდგა – როგორც საკონცერტო პიანისტი და როგორც კომპოზიტორი, თუმცა, დაკვრის მისეული, მშრალი სტილი დიდად დაფასებული არ იყო (მისი ამერიკელი ბიოგრაფი, ლორელ ფეი საუბრობს „ემოციურ თავშეკავებასა“ და „ინტენსიურ რიტმულ დრაივზე“). მიუხედავად ამისა, მისი გვარი „საპატიოდ აღინიშნა“ შოპენის პირველ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში ვარშავაში, 1927 წელს. კონკურსით იმედგაცრუება კომპოზიტორმა აპენდიციტს და მთლიანად პოლონელებით დაკომპლექტებულ ჟიურის მიაწერა. 1927 წლის აპრილში მას ბრმა ნაწლავი ამოაჭრეს.[26] კონკურსის შემდეგ შოსტაკოვიჩი შეხვდა დირიჟორ ბრუნო ვალტერს, რომელიც იმდენად მოიხიბლა მისი პირველი სიმფონიით, რომ იმავე წელს იდირიჟორა მისი პრემიერა ბერლინში. აგრეთვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სიმფონიამ ლეოპოლდ სტოკოვსკიზე, რომელმაც მომდევნო წელს, ფილადელფიაში მისი ამერიკული პრემიერა იდირიჟორა და პირველი ჩანაწერიც გააკეთა.

ამის შემდეგ შოსტაკოვიჩი კომპოზიციაზე კონცენტრირდა და როგორც შემსრულებელი, მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებების დაკვრით შემოიფარგლებოდა. 1927 წელს დაწერა სიმფონია №2 (ქვესათაურით „ოქტომბერს“), პატრიოტული ნაწარმოები დიდი პრო-საბჭოური საგუნდო ფინალით. ექსპერიმენტული ხასიათის გამო, მომდევნო, მე-3 სიმფონიის მსგავსად, ნაწარმოებს კრიტიკის მხრიდან პირველის მსგავსი ენთუზიაზმი არ მოჰყოლია.

1927 წელსვე დაიწყო შოსტაკოვიჩის ურთიერთობა ივან სოლერტინსკისთან, რომელიც ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე (1944) მისი უახლოესი მეგობარი იყო. მანვე გააცნო კომპოზიტორს მალერის მუსიკა, რომელმაც მე-4 სიმფონიიდან მოყოლებული მასზე ძლიერი გავლენა იქონია.

მეორე სიმფონიაზე მუშაობის პარალელურად შოსტაკოვიჩმა დაიწყო მუშაობა სატირულ ოპერაზე „ცხვირი“ (Нос), რომელიც ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობას ეფუძნებოდა. 1929 წლის ივნისში, კომპოზიტორის სურვილის საწინააღმდეგოდ, შედგა მისი საკონცერტო შესრულება, რასაც მძაფრი თავდასხმა მოჰყვა რუსეთის პროლეტარ მუსიკოსთა ასოციაციის (რუს. Российская Ассоциация Пролетарских Музыкантов, РАПМ) მხრიდან.[27] ოპერის სასცენო პრემიერას 1930 წლის 18 იანვარს ცუდი შეფასებები და მუსიკოსთა შორის გაურკვევლობა მოჰყვა.[28]

1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანების დასაწყისში შოსტაკოვიჩი მუშაობდა მშრომელი ახალგაზრდობის თეატრში (Театр рабочей молодёжи, ТРАМ ). ამ თანამდებობაზე მას ძალიან მცირე სამუშაო ჰქონდა, თუმცა იდეოლოგიური შეტევებისგან დაცული იყო. ამ პერიოდის დიდი ნაწილი მიეძღვნა მუშაობას ოპერაზე „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“ (Леди Макбет Мценского уезда), რომელიც პირველად 1934 წელს შესრულდა. ნაწარმოებს დაუყოვნებელი წარმატება ხვდა წილად, როგორც პოპულარულ, ისე ოფიციალურ დონეზე. იგი დაახასიათეს, როგორც „შედეგი სოციალისტური წყობის ზოგადი წარმატების და პარტიის სწორი პოლიტიკისა“ და როგორც ოპერა, რომელიც „შეიძლებოდა შეექმნა მხოლოდ საბჭოთა კომპოზიტორს, რომელიც საბჭოთა კულტურის საუკეთესო ტრადიციებზე იყო აღზრდილი“.[29]

შოსტაკოვიჩი და მისი პირველი მეუღლე, ნინა ვარზარი, 1932 წელს დაქორწინდნენ. თავდაპირველ სიძნელეებს 1935 წელს დაშორება მოჰყვა, თუმცა ისინი მალევე დაუბრუნდნენ თანაცხოვრებას მას შემდეგ, რაც ნინა მათ პირველ შვილზე, გალინაზე დაორსულდა.[30]

პირველი პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წლის 17 იანვარს იოსებ სტალინი ოპერას ეწვია ახალი ნამუშევრის, „წყნარი დონის“ სანახავად, რომელიც მიხეილ შოლოხოვის რომანზე იყო დაფუძნებული და ნაკლებად ცნობილ კომპოზიტორს, ივან ძერჟინსკის ეკუთვნოდა. წარმოდგენის დასასრულს კომპოზიტორს სტალინის ლოჟაში უხმეს და უთხრეს, რომ მის ნამუშევარს „მნიშვნელოვანი იდეოლოგიურ-პოლიტიკური ღირებულება ჰქონდა“.[31] 26 იანვარს სტალინი კვლავ მივიდა ოპერაში, ამჯერად ვიაჩესლავ მოლოტოვის, ანდრეი ჟდანოვის და ანასტას მიქოიანის თანხლებით, „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტის“ სანახავად. წარმოდგენის შემდეგ მან და მისმა ანტურაჟმა ოპერა უსიტყვოდ დატოვეს. შოსტაკოვიჩს, მეგობრის რჩევით, არხანგელსკში კონცერტი გაეუქმებინა, რათა ამ კონკრეტულ წარმოდგენას დასწრებოდა.[32] თვითმხილველთა გადმოცემით, როცა მესამე აქტის ბოლოს სცენაზე ავიდა, კომპოზიტორი „ფურცელივით თეთრი იყო“.[33] სოლერტინსკისთან გაგზავნილ წერილებში შოსტაკოვიჩი ჰყვება, თუ როგორი შიშით უყურებდა სტალინს, როცა ეს უკანასკნელი უსიამოვნოდ იშმუშნებოდა ლითონის ჩასაბერების და დასარტყამების ზედმეტად ხმამაღალ დაკვრაზე. არანაკლებ შემაძრწუნებელი იყო მისთვის სტალინის და მისი კომპანიონების სიცილი სერგეის და კატერინას სასიყვარულო სცენის დროს. მეორე დღეს შოსტაკოვიჩი არხანგელსკში გაემგზავრა. იქ ყოფნისას, 28 იანვარს შეიტყო „პრავდაში“ გამოქვეყნებული ტირადის შესახებ, სახელწოდებით „აბდაუბდა მუსიკის ნაცვლად“. სტატიაში გამოთქმული შენიშვნების მიხედვით, ოპერა „განზრახ დისონანტური, არეული ხმების წყება“ იყო.[34] ეს იყო სიგნალი ეროვნული მასშტაბის კამპანიისა, რომლის დროსაც საბჭოთა მუსიკალური კრიტიკოსები, რომლებსაც ოპერის თაობაზე დადებითი შეფასება ჰქონდათ გამოთქმული, იძულებული გახდნენ, ბეჭდური ფორმით უარეყოთ თავიანთი მოსაზრებები, ეთქვათ, რომ „ვერ შენიშნეს „ლედი მაკბეტის“ ის ნაკლები, რომლებიც „პრავდაში“ იყო ხაზგასმული“.[35] იყო გარკვეული წინააღმდეგობაც შოსტაკოვიჩის თაყვანისმცემელთა მხრიდან. მათ შორის იყო სოლერტინსკიც, რომელიც ლენინგრადში, ოპერის დაგმობისთვის მოწყობილ კომპოზიტორთა შეხვედრაზე გამოცხადდა და გაკიცხვის ნაცვლად, ნაწარმოები შეაქო. იქ მყოფთაგან ორმა მის აზრს მხარი დაუჭირა. ლენინგრადში დაბრუნებულ შოსტაკოვიჩს დაურეკა ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაურმა, რომლისთვისაც მარშალ ტუხაჩევსკის დაევალებინა, მოეკითხა და დარწმუნებულიყო, რომ კომპოზიტორი თავს კარგად გრძნობდა.[36]

6 თებერვალს „პრავდა“ კვლავ დაესხა თავს შოსტაკოვიჩს, ამჯერად, ბალეტისთვის „ბრწყინვალე ნაკადული“ (Светлый ручей), რომელიც დაგმობილი იყო, რადგან „ჟღარუნობდა და არაფერს გამოხატავდა“, ასევე, სწორად არ გადმოსცემდა კოლექტივში გლეხთა ცხოვრების სურათს.[37] მოსალოდნელი დაპატიმრებით შეშინებულმა შოსტაკოვიჩმა მოახერხა სსრ კულტურის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან, პლატონ კერჟენცევთან შეხვედრა, რომელმაც სტალინს და მოლოტოვს მოახსენა, რომ კომპოზიტორი დაარიგა, „უარეყო ფორმალისტური შეცდომები და შეექმნა რაიმე ისეთი, რაც გასაგები იქნებოდა ფართო მასებისთვის“. ასევე გადასცა, რომ შოსტაკოვიჩი აღიარებდა შეცდომას და ითხოვდა შეხვედრას სტალინთან, რაზეც უარი მიიღო.[38]

ამ კამპანიის შედეგად შეკვეთებმა იკლო და შოსტაკოვიჩის შემოსავალი დაახლოებით სამი მეოთხედით შემცირდა. მისი მეოთხე სიმფონიის პრემიერა 1936 წლის 11 დეკემბრისთვის იგეგმებოდა, მაგრამ კომპოზიტორმა ის უკან გაითხოვა, შესაძლოა, აკრძალვის გამოც. სიმფონია 25 წლის განმავლობაში, 1961 წლის 30 დეკემბრამდე აღარ შესრულებულა. ასევე აიკრძალა „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“. ცენზურაგავლილი ვერსია ახალი სათაურით, „კატერინა იზმაილოვა“, 1963 წლის 8 იანვარს შესრულდა. შოსტაკოვიჩის წინააღმდეგ მიმართული კამპანია სიგნალი აღმოჩნდა ისეთ სფეროებში მოღვაწე ხელოვანთათვისაც, როგორიც იყო მხატვრობა, არქიტექტურა, თეატრი და კინო. უპირველეს სამიზნეთა შორის იყვნენ მწერალი მიხეილ ბულგაკოვი, რეჟისორი სერგეი ეიზენშტეინი და თეატრის რეჟისორი ვსევოლოდ მაიერჰოლდი. იმავე წელს დაიწყო დიდი წმენდა, რომლის დროსაც კომპოზიტორის ბევრი ნათესავი და მეგობარი დააპატიმრეს ან მოკლეს. მათ შორის იყვნენ მარშალი ტუხაჩევსკი (დახვრიტეს დაპატიმრებიდან რამდენიმე თვეში), კომპოზიტორის დის ქმარი ვსევოლოდ ფრედერიკსი (გამორჩეული ფიზიკოსი, რომელიც საბოლოოდ, გაათავისუფლეს, მაგრამ სახლში მისვლამდე გარდაიცვალა); ახლო მეგობარი, ნიკოლაი ჟილიაევი (მუსიკათმცოდნე, რომელიც ტუხაჩევსკის ასწავლიდა, დაპატიმრებიდან მალევე დახვრიტეს); სიდედრი, ასტრონომი სოფია მიხაილოვნა ვარზარი (გაამწესეს ბანაკში, ყარაღანდაში); მეგობარი, მარქსისტი მწერალი გალინა სერებრიაკოვა (20 წელი ბანაკში გაატარა); ბიძა მაქსიმ კოსტრიკინი (გარდაიცვალა) და კოლეგები: ბორის კორნილოვი და ადრიან პიოტროვსკი (სიკვდილით დასაჯეს).[39] შოსტაკოვიჩის ერთადერთი შვება ამ პერიოდში მისი ქალიშვილის, გალინას დაბადება იყო (1936 წელს). ორი წლის შემდეგ დაიბადა მისი ვაჟი, მაქსიმი.

მეოთხე სიმფონიის გამოთხოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„პრავდაში“ ზემოხსენებული წერილების გამოქვეყნება შოსტაკოვიჩის მე-4 სიმფონიაზე მუშაობის პროცესს დაემთხვა. ნაწარმოები მნიშვნელოვან სტილისტურ ცვლილებას ასახავს, რაც მალერის და სხვა დასავლური გავლენების შედეგი იყო. ამ ცვლილების გამო მასზე მუშაობა კომპოზიტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. „პრავდაში“ სტატიების გამოჩენისას კომპოზიცია უკვე კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა, მასზე მუშაობა გააგრძელა და 1936 წლის დასასრულს პრემიერასაც გეგმავდა. დეკემბერში რეპეტიციებიც დაიწყო, თუმცა, რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით, კომპოზიტორმა ნაწარმოები უკან გაითხოვა. რამდენიმე მისი მეგობარი და კოლეგა, მაგალითად, ისააკ გლიკმანი, გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ ეს, სინამდვილეში, ოფიციალური აკრძალვა იყო, კომპოზიტორი კი დაარწმუნეს, იგი ნებაყოფლობით გადაწყვეტილებად გაესაღებინა.[40] ნებისმიერ შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ ამ ქმედებამ კომპოზიტორის სიცოცხლე და მისი ოჯახი იხსნა. მიუხედავად ამისა, მას არ უარუყვია ნაწარმოები და სიმფონიამ ნომერიც შეინარჩუნა. საფორტეპიანო ვერსია 1946 წელს გამოიცა, ხოლო ნაწარმოები, საბოლოოდ, 1961 წელს, სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შესრულდა.

1936-1937 წლებში, მეოთხე და მეხუთე სიმფონიებს შორის, იმ მიზნით, რომ თვალში არავის მოხვედროდა, შოსტაკოვიჩი მეტწილად კინომუსიკას ქმნიდა. აღნიშნული ჟანრი, გარდა იმისა, რომ სტალინის მოწონებით სარგებლობდა, საშიში პერსონალური გამოხატვისგანაც დაცლილი იყო.[41]

მეხუთე სიმფონია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიტორის პასუხი მის საწინააღმდეგო კამპანიაზე იყო სიმფონია №5, რომელიც მუსიკალურად უფრო კონსერვატიული იყო, ვიდრე მისი წინამორბედები. მისი პრემიერა ლენინგრადში, 1937 წლის 21 ნოემბერს შედგა და ფენომენალური წარმატება ხვდა წილად. სიმფონიამ მსმენელთა შორის ღრმა ემოციები და ცრემლებიც კი გამოიწვია.[42] წიგნში „აღიარება“ (Свидетельство), რომელიც, შოსტაკოვიჩის სავარაუდო მემუარებს შეიცავს, ვკითხულობთ: „ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ადამიანს, რომელიც ვერაფერს ხვდებოდა, შეეძლო ეგრძნო მეხუთე სიმფონია. რა თქმა უნდა ისინი ხვდებოდნენ, ხვდებოდნენ რა ხდებოდა მათ გარშემო და ხვდებოდნენ, თუ რას ეხებოდა მეხუთე“.[43]

წარმატებამ შოსტაკოვიჩის სტატუსი გამოასწორა. მუსიკალური კრიტიკოსებიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათი ჩათვლით, ვინც ადრე კომპოზიტორს ფორმალიზმში ადანაშაულებდნენ, ერთხმად აცხადებდნენ, რომ მან ისწავლა თავის შეცდომებზე და ნამდვილი საბჭოთა ხელოვანი გახდა. საგაზეთო სტატიაში, რომელიც შოსტაკოვიჩის სახელით გამოქვეყნდა, მეხუთე სიმფონია დახასიათებულია, როგორც „საბჭოთა არტისტის შემოქმედებითი პასუხი სამართლიან კრიტიკაზე“.[44] კომპოზიტორი დიმიტრი კაბალევსკი, ერთ-ერთი მათ შორის, ვინც „პრავდას“ სტატიების შემდეგ შოსტაკოვიჩთან კავშირი გაწყვიტა, აქებდა სიმფონიას და ულოცავდა ავტორს, რომ „არ დანებდა „მცდარ“ გზებზე სიარულის ცდუნებას“.[45]

ამ პერიოდშივე შექმნა შოსტაკოვიჩმა პირველი სიმებიანი კვარტეტი. კამერული ნაწარმოებები საშუალებას აძლევდა, დაკავებულიყო ექსპერიმენტებით და გამოეხატა იდეები, რომლებიც მიუღებელი იქნებოდა მისი უფრო საჯარო სიმფონიებისთვის. 1937 წლის სექტემბერში დაიწყო კომპოზიციის სწავლება ლენინგრადის კონსერვატორიაში, რამაც ფინანსური სტაბილურობა მოუტანა, მაგრამ შემოქმედებით მუშაობაში ხელს უშლიდა.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს, ვიდრე საბჭოთა ძალები ფინეთში შეჭრას შეეცდებოდნენ, პარტიის მდივანმა ლენინგრადში, ანდრეი ჟდანოვმა შოსტაკოვიჩს საზეიმო პიესა შეუკვეთა – „სიუიტა ფინურ თემებზე“, რომელიც სამხედრო ორკესტრის მიერ ჰელსინკიში საზეიმო აღლუმის დროს უნდა შესრულებულიყო. ზამთრის ომი წითელი არმიისთვის მწარე გამოცდილება გამოდგა, აღლუმი არ ჩატარებულა და შოსტაკოვიჩს ნაწარმოების ავტორობაზე ხმამაღლა არასოდეს განუცხადებია.[46] იგი 2001 წლამდე არ შესრულებულა.[47]

აღმოსავლეთის ფრონტის გახსნის შემდეგ (1941) შოსტაკოვიჩი თავდაპირველად ლენინგრადში დარჩა. სცადა სამხედრო სამსახურში შესულიყო, თუმცა ცუდი მხედველობის გამო არ მიიღეს. სანაცვლოდ, ლენინგრადის კონსერვატორიის მეხანძრეთა ბრიგადაში მოხალისედ ჩაეწერა და საბჭოთა ხალხს რადიოთიც მიმართა: listen . მისი ფოტო გაზეთებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოქვეყნდა.[48]

მისი უდიდესი წვლილი ომის დროს იყო სიმფონია №7. პირველი სამი ნაწილი კომპოზიტორმა ლენინგრადში დაწერა, ხოლო ნაწარმოები კუიბიშევში (ახლანდელ სამარაში) დაასრულა, სადაც ოჯახთან ერთად იყო ევაკუირებული. უცნობია, მართლაც დაწერა თუ არა მან ეს ნაწარმოები ლენინგრადის ბლოკადის გათვალისწინებით. ოფიციალურად, იგი აღიარეს ლენინგრადელი ხალხის მამაცური წინააღმდეგობის გამოხატულებად გერმანელი დამპყრობლების მიმართ, როგორც ნამდვილად პატრიოტული ხელოვნების ნაწარმი იმ დროს, როცა ხალხი მორალურ-ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებდა. სიმფონის პრემიერა დიდი თეატრის ორკესტრმა დაუკრა კუიბიშევში, რის შემდეგაც მალევე ის საზღვარგარეთ, ლონდონსა და შეერთებულ შტატებშიც შესრულდა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მისი პრემიერა ლენინგრადში, ალყაში მოქცეული ქალაქის რადიოს ორკესტრის მიერ. ორკესტრში სულ 14 მუსიკოსი იყო დარჩენილი, ამიტომ დირიჟორ კარლ ელიასბერგს მოუხდა მოეწვია ყველა, ვისაც რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა შეეძლო.[49]

შოსტაკოვიჩის ოჯახი 1943 წელს მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მერვე სიმფონიის პრემიერის დროს ბედი წითელი არმიისკენ იყო შემობრუნებული. შედეგად, პუბლიკა და რაც მთავარია, ხელისუფლება კომპოზიტორისგან მორიგ ტრიუმფალურ პიესას ელოდა, სანაცვლოდ კი მიიღო მე-8 სიმფონია, რომელიც შოსტაკოვიჩის შემოქმედებაში ალბათ ყველაზე ტრაგიკული და ძალადობით სავსე ნაწარმოებია. კომპოზიტორის იმიჯის შესანარჩუნებლად, რომელიც საბჭოთა ხალხსა და დასავლეთს შორის მნიშვნელოვან ხიდს წარმოადგენდა, მთავრობამ სიმფონიას „სტალინგრადი“ დარქვა, თითქოს იგი სტალინგრადის სისხლიან ბრძოლაში დაღუპულების გლოვა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ნაწარმოები კრიტიკას ვერ გადაურჩა. გადმოცემით, კომპოზიტორმა შემდეგი რამ თქვა:

როცა მერვე შესრულდა, ის ღიად გამოაცხადეს კონტრრევოლუციურ და ანტისაბჭოთა ნაწარმოებად. ისინი ამბობდნენ: „რატომ დაწერა შოსტაკოვიჩმა ოპტიმისტური სიმფონია ომის დასაწყისში და ტრაგიკული – ახლა? დასაწყისში ჩვენ უკან ვიხევდით, ახლა კი ვუტევთ, ვანადგურებთ ფაშისტებს. შოსტაკოვიჩი კი ტრაგიკულად იქცევა, ეს ნიშნავს, რომ ფაშისტების მხარესაა“.[50]

ნაწარმოები არაოფიციალურად 1956 წლამდე აკრძალული იყო.[51]

სიმფონია №9, წინამორბედისგან განსხვავებით, ბევრად მსუბუქი იყო. გავრილ პოპოვი წერდა, რომ იგი იყო ბრწყინვალე „ცხოვრების ხალისით და მხიარულებით“.[52] თუმცა 1946 წელს ისიც კრიტიკის საგანი გახდა. ისრაელ ნესტიევი კითხულობდა, შესაფერისი დრო იყო თუ არა „მსუბუქი და გასართობი ინტერლუდიისთვის შოსტაკოვიჩის მნიშვნელოვან ქმნილებათა შორის, დროებით უარყოფისთვის დიდი, სერიოზული პრობლემებისა გართობის გამო“.[53] New York World-Telegram-ის 1946 წლის 27 ივლისის სტატიაც მსგავსად უარყოფითი იყო: „რუს კომპოზიტორს არ უნდა გამოეხატა თავისი გრძნობები ნაციზმის დამარცხების გამო ასეთი ბავშვური მანერით“. შოსტაკოვიჩი აგრძელებდა კამერული მუსიკის შექმნას. აღსანიშნავია საფორტეპიანო ტრიო №2 (თხზ. 67), რომელიც სოლერტინსკის ხსოვნას ეძღვნება და სრულდება ტკბილ-მწარე, ებრაულ მოტივზე აგებული „totentanz-ით“. 1947 წელს, კომპოზიტორი რსფსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახდა.[54]

მეორე მხილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს შოსტაკოვიჩი, ბევრ სხვა კომპოზიტორთან ერთად, კვლავ იქნა მხილებული ფორმალიზმში, ამჯერად, ჟდანოვის დოქტრინით. ანდრეი ჟდანოვმა, რომელიც რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, შოსტაკოვიჩი და სხვა კომპოზიტორები, მათ შორის, პროკოფიევი და არამ ხაჩატურიანი არასათანადო და ფორმალისტური მუსიკის წერაში დაადანაშაულა. ეს მიმდინარე ანტიფორმალისტური კამპანიის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც კომპოზიციაში ყოველგვარი დასავლური გავლენის და ე.წ. „არა-რუსული“ შემოქმედების ამოძირკვა წარმოადგენდა. საბჭოს კონფერენცია დასრულდა დეკრეტით „ვ. მურადელის ოპერის „დიდი მეგობრობა“ თაობაზე“, რომელიც მიმართული იყო ყველა საბჭოთა კომპოზიტორისადმი და მათგან მხოლოდ „პროლეტარული“, მასებისთვის გასაგები მუსიკის შექმნას მოითხოვდა. ბრალდებული კომპოზიტორები, შოსტაკოვიჩის ჩათვლით, კომიტეტის წინაშე საჯარო ბოდიშის მოსახდელად დაიბარეს.[55][56] მისი ნაწარმოებების უმეტესობა აიკრძალა, ოჯახს კი პრივილეგიები ჩამოერთვა. იური ლიუბიმოვის თქმით, ამ პერიოდში კომპოზიტორი „დაპატიმრებას ღამით, სადარბაზოში, ლიფტის წინ ელოდა ხოლმე, რათა მისი ოჯახი მაინც არ შეწუხებულიყო.“[57]

დეკრეტის შედეგები კომპოზიტორებისთვის მძიმე აღმოჩნდა. შოსტაკოვჩი მათ შორის აღმოჩნდა, ვინც კონსერვატორიიდან საერთოდ დაითხოვეს. შემოსავლის დაკარგვა, რომელიც ამას მოჰყვა, მისთვის, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე დარტყმა იყო. სხვებს, ვინც კონსერვატორიაში დატოვეს, მძიმე, ეჭვიანობით სავსე ატმოსფეროში უხდებოდათ მუშაობა. არავის სურდა, მისი ნაწარმოები ფორმალისტურად ყოფილიყო მიჩნეული, ამიტომ ბევრმა ანტიპროლეტარული მუსიკის წერაში საკუთარი კოლეგების დადანაშაულებას მიჰყო ხელი.[58]

შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შოსტაკოვიჩი სამი კატეგორიის მუსიკას წერდა: კინომუსიკას გადასახადების გადასახდელად, ოფიციალურ ნაწარმოებებს ოფიციალური რეაბილიტაციის იმედით და სერიოზულ მუსიკას „ქვედა უჯრისთვის“. ბოლო კატეგორიაში შედიოდა სავიოლინე კონცერტი №1 და ვოკალური ციკლი „ებრაული ხალხური პოეზიიდან“. ეს ციკლი იმ დროს დაიწერა, როცა ომისშემდგომი ანტისემიტური კამპანია დაწყებული იყო. ხშირი იყო დაპატიმრებები. დააკავეს, მათ შორის, ი. დობრუშინი და იდიცკი, რომელთა წიგნიდანაც აიღო შოსტაკოვიჩმა ტექსტები აღნიშნული ციკლისთვის.[59]

შოსტაკოვიჩის მუსიკასა და საცხოვრებელ პირობებზე არსებული შეზღუდვები 1949 წელს შემსუბუქდა, როცა სტალინმა გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო ხელოვანთა წარმომადგენლობის გაგზავნა ნიუ-იორკში, კულტურულ და სამეცნიერო კონგრესზე მსოფლიო მშვიდობისათვის და რომ შოსტაკოვიჩიც მათ შორის უნდა ყოფილიყო. შოსტაკოვიჩისთვის ეს დამამცირებელი გამოცდილება აღმოჩნდა, რომლის კულმინაციაც იყო პრეს-კონფერენცია ნიუ-იორკში, სადაც მისგან წინასწარ მომზადებული სიტყვის წაკითხვას მოითხოვდნენ. ნიკოლოზ ნაბოკოვი, რომელიც აუდიტორიაში იმყოფებოდა, იხსენებდა „ნერვიულ და აკანკალებულ ხმას“, რომლითაც კომპოზიტორმა კითხვა დაიწყო, ხოლო შემდეგ იძულებული გახდა შეეწყვიტა, ხოლო „სიტყვა ინგლისურად გააგრძელა ტკბილმა რადიოს ბარიტონმა“.[60] მშვენივრად იცოდა რა, რომ შოსტაკოვიჩს არ შეეძლო საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოხატვა, ნაბოკოვმა საჯაროდ ჰკითხა მას, მხარს უჭერდა თუ არა იმხანად სტრავინსკის მუსიკის დაგმობას საბჭოთა კავშირში. შოსტაკოვიჩს, რომელიც სტრავინსკის დიდი თაყვანისმცემელი იყო და მისი მუსიკის გავლენასაც განიცდიდა, არჩევანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დადებითად ეპასუხა. ნაბოკოვმა უყოყმანოდ დაწერა, რომ შოსტაკოვიჩი იყო „არა თავისუფალი ადამიანი, არამედ მთავრობის მორჩილი ინსტრუმენტი“.[61] კომპოზიტორს მისთვის არასოდეს უპატიებია ეს საჯარო დამცირება.[62] იმავე წელს შოსტაკოვიჩს აიძულეს, დაეწერა კანტატა „ტყეთა სიმღერა“, რომელშიც სტალინი განდიდებულია, როგორც „დიდი მებაღე“.

სტალინის სიკვდილი (1953) უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო შოსტაკოვიჩის, როგორც შემოქმედის, რეაბილიტაციის საქმეში. ეს წელი აღინიშნა მისი მე-10 სიმფონიით. მასში გვხვდება რამდენიმე მუსიკალური ციტირება და კოდები (მათ შორის, DSCH – Dmitri Schostakowitsch და ელმირას მოტივი, რომელიც ელმირა ნაზიროვას შეეხება, პიანისტსა და კომპოზიტორს, რომელიც შოსტაკოვიჩის კონსერვატორიიდან გაგდებამდე მასთან სწავლობდა).[63] მათი სრული მნიშვნელობა დღესაც დავის საგანია. მძვინვარე მეორე ნაწილი კი, წიგნის „აღიარება“ მიხედვით, სტალინის მუსიკალურ პორტრეტს წარმოადგენს. მეათე სიმფონია მეხუთე და მეშვიდე სიმფონიებთან ერთად, კომპოზიტორის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებთა შორისაა. 1953 წელსვე შედგა „ქვედა უჯრაში“ შენახული რამდენიმე ნაწარმოების პრემიერაც.

40-50 წლის ასაკში შოსტაკოვიჩს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ორ მოსწავლესთან, გალინა უსტვოლსკაიასთან და ელმირა ნაზიროვასთან. ამის ფონზე გრძელდებოდა მისი პირველი, ღია ქორწინება ნინა ვარზართან, ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე (1954). უსტვოლსკაიას იგი 1937-1947 წლებში ასწავლიდა. მათი ურთიერთობის ხასიათი, რომელსაც მსტისლავ როსტროპოვიჩი „ფაქიზს“ უწოდებს, ძლიერ გაურკვეველია. ნინას სიკვდილის შემდეგ შოსტაკოვიჩმა უსტვოლსკაიას ხელი სთხოვა, თუმცა, უარი მიიღო.[64] კომპოზიტორის ქალიშვილი, გალინა, იხსენებს, რომ მამა უსტვოლსკაიას მათ დედინაცვლად გახდომის შესაძლებლობას მასთან და მაქსიმთან განიხილავდა.[65][66] უსტვოლსკაიას მეგობრის, ვიქტორ სუსლინის თქმით კი ქალი ღრმად იმედგაცრუებული იყო შოსტაკოვიჩზე კონსერვატორიის დამთავრების დროს (1947). ნაზიროვასთან ურთიერთობა, როგორც ჩანს, ცალმხრივი იყო და მეტწილად შემოიფარგლებოდა კომპოზიტორის მიერ მიწერილი წერილებით, რომლებიც 1953-1956 წლებით თარიღდება. 1956 წელს შოსტაკოვიჩი დაქორწინდა მეორე ცოლზე, კომსომოლის აქტივისტ მარგარიტა კაინოვაზე. წყვილი შეუფერებელი აღმოჩნდა და სამი წლის შემდეგ ისინი დაშორდნენ.

1954 წელს შოსტაკოვიჩმა დაწერა საზეიმო უვერტიურა (თხზ. 96). იგი 1980 წლის ოლიმპიური თამაშების მუსიკალურ თემად იქნა გამოყენებული.[67] (მისი თემა ფილმიდან „პიროგოვი“ (თხზ. 76a: ფინალი) 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში, ოლიმპიური ცეცხლის ანთებისას დაუკრეს.)

1959 წელს შოსტაკოვიჩი მოსკოვში, მისი მე-5 სიმფონიის საკონცერტო შესრულების შემდეგ სცენაზე გამოვიდა და მიულოცა ლენარდ ბერნსტაინს და ნიუ-იორკის ფილარმონიულ ორკესტრს. კონცერტი საბჭოთა კავშირში მათი ტურნეს შემადგენელი ნაწილი იყო. მოგვიანებით, იმავე წელს, ბერნსტაინმა და ნიუ-იორკის ფილარმონიულმა სიმფონია ბოსტონში, Columbia Records-ისთვის ჩაწერეს.

პარტიაში გაწევრიანება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს შოსტაკოვიჩის ცხოვრებაში მორიგი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – იგი კომუნისტურ პარტიას შეუერთდა. მთავრობას სურდა მისი დანიშვნა კომპოზიტორთა კავშირის გენერალურ მდივნად, თუმცა, ამისთვის პარტიის წევრობა იყო საჭირო. ნიკიტა ხრუშჩოვი კი, პარტიის პირველი მდივანი 1953-1964 წლებში, საბჭოთა ხელოვანებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ინტელიგენციის მოწინავე რიგებში მხარდაჭერას ეძებდა.[68] აღნიშნული მოვლენა სხვადასხვაგვარად იქნა გაგებული: როგორც მხარდაჭერის გამოხატულება კომპოზიტორის მხრიდან, როგორც ლაჩრული ქმედება, პოლიტიკური ზეწოლის შედეგი ან მისი თავისუფალი გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, სახელმწიფო აპარატი დანამდვილებით ნაკლებად რეპრესიული იყო, ვიდრე სტალინის სიკვდილამდე. მეორეს მხრივ კი, მისი ვაჟი იხსენებდა, რომ ამ მოვლენამ კომპოზიტორი ცრემლებამდეც კი მიიყვანა.[69] მოგვიანებით, მან ცოლს, ირინას უთხრა, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდა.[70] ლევ ლებედინსკის თქმით, იგი თვითმკვლელობისკენაც იყო მიდრეკილი.[71] 1962 წლიდან იგი საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დელეგატი იყო.[54] პარტიაში გაწევრიანებიდან მალევე „პრავდაში“ მისი სახელით გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია, რომელიც გმობდა ინდივიდუალიზმს მუსიკაში და რომლებიც, სინამდვილეში, მას არ ეკუთვნოდა. პარტიაში გაწევრიანებითვე იძულებული გახდა ბოლოს და ბოლოს დაეწერა ლენინისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოები, რისი პირობაც რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა დადებული. ეს იყო 1961 წელს დასრულებული სიმფონია №12, სახელწოდებით „1917 წელი“, რომელიც ბოლშევიკურ რევოლუციას აღწერს.[72] ამავე პერიოდში დაიწყო მისი ჯანმრთელობის გაუარესება.

შოსტაკოვიჩი 1950 წელს

შოსტაკოვიჩის მუსიკალური პასუხი ზემოხსენებულ პიროვნულ კრიზისზე იყო სიმებიანი კვარტეტი №8, რომელიც სამ დღეში დაწერა. მისი ქვესათაურია „ფაშიზმისა და ომის მსხვერპლთა ხსოვნას“[73] და სავარაუდოდ, 1945 წლის დრეზდენის დაბომბვას უკავშირდება. მე-10 სიმფონიის მსგავსად, კვარტეტი შეიცავს მისი ძველი ნაწარმოებების ციტირებებს და კომპოზიტორის მუსიკალურ მონოგრამას. 1960 წლის 19 ივლისით დათარიღებულ წერილში მეგობართან, ისააკ გლიკმანთან მან აღიარა: „დავიწყე ფიქრი, რომ თუ ერთ დღესაც მოვკვდები, არავინ დაწერს მუსიკას ჩემს მოსაგონრად, ამიტომ, უმჯობესია, თავადვე დავწერო“.[74] შოსტაკოვიჩის სხვა კოლეგებმა, მათ შორის, ნატალია ვოვსი-მიხელსმა[75] და ჩელისტმა ვალენტინ ბერლინსკიმ[76] ასევე იცოდნენ მერვე კვარტეტის ბიოგრაფიული მნიშვნელობის შესახებ. პიტერ ჯ. რაბინოვიცი ასევე გამოყოფს კვარტეტში არსებულ ფარულ მინიშნებებს რიხარდ შტრაუსის „მეტამორფოზებზე“.[77]

1962 წელს შოსტაკოვიჩი მესამედ დაქორწინდა, ირინა სუპინსკაიაზე. ის გლიკმანს სწერდა: „მისი ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ 27 წლის არის. სხვა მხრივ ის ბრწყინვალეა: ჭკვიანი, მხიარული, პირდაპირი და ძალიან სათნო“.[78] გალინა ვიშნევსკაიას მიხედვით, რომელიც შოსტაკოვიჩებს კარგად იცნობდა, ქორწინება ძალიან ბედნიერი იყო: „მხოლოდ მასთან იპოვა დიმიტრი დიმიტრის ძემ ნამდვილი ოჯახური მყუდროება... უეჭველია, რომ [ირინამ] მისი სიცოცხლე რამდენიმე წლით გაახანგრძლივა“.[79] ნოემბერში შოსტაკოვიჩმა განახორციელა დირიჟორობის ერთადერთი მცდელობა, როცა ნიჟნი-ნოვგოროდში რამდენიმე თავისი ნაწარმოები იდირიჟორა.[80] სხვა დროს, დირიჟორობაზე უარს ამბობდა და ნერვებს და ავადმყოფობას იმიზეზებდა ხოლმე.

იმავე წელს დაუბრუნდა ანტისემიტიზმის თემას სიმფონიით №13 („Бабий Яр“). ნაწარმოებში გამოყენებულია ევგენი ევტუშენკოს რამდენიმე ლექსი, რომელთაგანაც პირველი ეძღვნება II მსოფლიო ომის დროს დახოცილ უკრაინელ ებრაელებს. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება იმაზე, თუ რამდენად დიდი იყო ამასთან დაკავშირებული რისკი: ლექსი საბჭოთა პრესაში გამოქვეყნებული იყო და არ იყო აკრძალული, თუმცა წინააღმდეგობრივად მიიჩნეოდა. სიმფონიის პრემიერის შემდეგ ევტუშენკო აიძულეს, დაემატებინა სტროფი, სადაც ხაზგასმული იყო, რომ ბაბი იარის ხოცვა-ჟლეტის დროს ებრელებთან ერთად რუსები და უკრაინელებიც დაიხოცნენ.

1965 წელს შოსტაკოვიჩმა ხმა აღიმაღლა პოეტ იოსებ ბროდსკის დასაცავად, რომელსაც ხუთი წლით გადასახლება და მძიმე სამუშაო ჰქონდა მისჯილი. მან ხელი მოაწერა პროტესტს ევტუშენკოსთან და სხვა ხელოვანებთან ერთად, რომელთა შორისაც იყვნენ კორნეი ჩუკოვსკი, ანა ახმატოვა, სამუილ მარშაკი და ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი. პროტესტის შედეგად სასჯელი შემსუბუქდა და ბროდსკი ლენინგრადში დააბრუნეს.

გვიანდელი წლები და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს შოსტაკოვიჩმა შექმნა მუსიკა რუსული ფილმისთვის „ჰამლეტი“, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა The New York Times-ში: „შექსპირის მჭევრი სიტყვების ნაკლებობა რამდენადმე კომპენსირდება ბრწყინვალე და ამაღელვებელი მუსიკით, რომელიც დიმიტრი შოსტაკოვიჩს ეკუთვნის. მას დიდი ღირსება და სიღრმე გააჩნია, გარკვეულ მომენტებში კი შესაფერისი სიველურე და არსერიოზულობაც“.[81]

ცხოვრების ბოლო პერიოდში შოსტაკოვიჩს ქრონიკული ავადმყოფობა აწუხებდა, თუმცა სიგარეტსა და არაყს თავს არ ანებებდა. 1958 წლიდან მოყოლებული ტანჯავდა ავადმყოფობა, რომელიც განსაკუთრებით მოქმედებდა მის მარჯვენა ხელზე და რომლის გამოც იძულებული გახდა ფორტეპიანოზე დაკვრისთვის თავი დაენებებინა. 1965 წელს დასმულ დიაგნოზის მიხედვით, ეს პოლიომიელიტი იყო. 1966 და 1971 წლებში გულის შეტევაც გადაიტანა. ასევე, რამდენჯერმა დაეცა, რის შედეგადაც ორივე ფეხი მოტეხილი ჰქონდა. 1967 წელს წერილში წერდა: „მიზანი მიღწეულია 75%-ით (მარჯვენა ფეხი მოტეხილია, მარცხენა ფეხი მოტეხილია, მარჯვენა ხელი არ მუშაობს). ახლა ისღა დამრჩენია, მარცხენა ხელი მოვიტეხო და ჩემი კიდურების 100% მწყობრიდან იქნება გამოსული“.[82]

ფიქრი სიკვდილზე გავლენას ახდენდა მის გვიანდელ ნაწარმოებებზე, როგორიცაა გვიანი კვარტეტები და 1969 წელს დაწერილი სიმფონია №14 (სიმღერების ციკლი, რომელში გამოყენებული ლექსებიც სიკვდილის თემაზეა). ამ პიესაში შოსტაკოვიჩის მუსიკალური ენა ყველაზე ექსტრემალურია. იყენებს თორმეტტონიან თემებს და რთულ პოლიფონიას. ნაწარმოები თავის ახლო მეგობარს, ბენჯამინ ბრიტენს მიუძღვნა, რომელმაც მისი დასავლური პრემიერა 1970 წელს, ალდებურგის ფესტივალზე იდირიჟორა. სიმფონია №15 (1971), განსხვავებით წინამორბედისგან, მელოდიური და რეტროსპექტიულია, ციტირებს ვაგნერს, როსინის და თავისივე მე-4 სიმფონიას.

შოსტაკოვიჩი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა 1975 წლის 9 აგვისტოს. ჩატარდა სამოქალაქო ცერემონია და იგი მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს.[83] სიკვდილამდე მისი სახელი უკვდავყოფილი იქნა, როცა ანტარქტიკაში, ალექსანდრეს კუნძულის ერთ-ერთ ნახევარკუნძულს შოსტაკოვიჩის ნახევარკუნძული ეწოდა.[84] მიუხედავად იმისა, რომ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით უკვე 1960-იანი წლებიდან იტანჯებოდა, კომპოზიტორი თავის მუსიკას და კორესპონდენციას ყოველთვის თავად წერდა, მაშინაც კი, როცა მისი მარჯვენა ხელი პრაქტიკულად, გამოსაუსადეგარი გახდა, რაც მისი განსაკუთრებით ძლიერი ხასიათის ნიშანი იყო.

შოსტაკოვიჩი ხმას აძლევს საბჭოთა მუსიკოსების ადმინისტრაციული საბჭოს არჩევნებში, მოსკოვი, 1974

მას დარჩა მესამე ცოლი, ირინა; ქალიშვილი, გალინა და ვაჟი, მაქსიმი. ეს უკანასკნელი, თავად პიანისტი და დირიჟორი, მამის რამდენიმე ნაწარმოების მიძღვნის ადრესატი და პირველი შემსრულებელი იყო. არსებობს რამდენიმე ნაწარმოების ჩანაწერი თავად კომპოზიტორის შესრულებითაც, ხოლო მისი მუსიკის მნიშვნელოვან შემსრულებლებს შორის აღსანიშნავია ემილ გილელსი, მსტისლავ როსტროპოვიჩი, ტატიანა ნიკოლაევა, დავიდ ოისტრახი და „ბეთჰოვენის კვარტეტის“ წევრები.

მისი უკანასკნელი ნაწარმოები იყო სონატა ალტისთვის, რომელიც პირველად 1975 წლის 28 დეკემბერს, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ შესრულდა.

შოსტაკოვიჩის მუსიკალური გავლენა გვიანდელ კომპოზიტორებზე შედარებით უმნიშვნელოა, თუმცა ალფრედ შნიტკემ განავითარა მისი ეკლექტურობა და კონტრასტი დინამიურსა და სტატიურს შორის; ანდრე პრევინის მუსიკაში ხშირად ჩანს კავშირი გაორკესტრების შოსტაკოვიჩისეულ მანერასთან. მისი გავლენა ასევე ჩანს რამდენიმე სკანდინავიელი კომპოზიტორის შემოქმედებაშიც, როგორიცაა, მაგალითად, ლარს-ერიკ ლარსონი.[85] ბევრი რუსი თანამედროვე და მისი მოსწავლე ლენინგრადის კონსერვატორიაში ასევე იყო მისი მუსიკის გავლენის ქვეშ. მათ შორისაა გერმან ოკუნევი, ბორის ტიშჩენკო (რომლის მე-5 სიმფონიაც (1978) შოსტაკოვიჩის ხსოვნას ეძღვნება), სერგეი სლონიმსკი და სხვები. ავან-გარდის დაკნინებასთან და კომპოზიტორის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით დებატების განვითარებასთან ერთად, გაიზარდა შოსტაკოვიჩის კონსერვატიული მუსიკალური ენის პოპულარობაც.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოსტაკოვიჩის მუსიკა იყენებს გაფართოებულ ტონალობას და რომანტიკული მუსიკალური ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა მასში გვხვდება ატონალობის და ქრომატიზმის ელემენტებიც. ზოგიერთ გვიანდელ ნაწარმოებში (მაგალითად, სიმებიანი კვარტეტი №12) აგრეთვე იყენებს ბგერათრიგებს. მის შემოქმედებაში დომინირებს სიმფონიების და სიმებიანი კვარტეტების ციკლები (15 სიმფონია და ამდენივე კვარტეტი). სიმფონიები მისი კარიერის მანძილზე საკმაოდ თანაბრადაა განაწილებული, ხოლო კვარტეტები, ძირითადად, ბოლო პერიოდშია თავმოყრილი. მის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებთა შორისაა სიმფონია №5, სიმფონია №7, სიმებიანი კვარტეტი №8 და სიმებიანი კვარტეტი №15. სხვა ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ოპერები „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“, „ცხვირი“ და დაუმთავრებელი „მოთამაშეები“, გოგოლის კომედიის მიხედვით; ექვსი კონცერტი (ორ-ორი ფორტეპიანოს, ვიოლინოს და ჩელოსთვის); ორი საფორტეპიანო ტრიო და დიდი ოდენობით კინომუსიკა.

შოსტაკოვიჩის მუსიკა აჩვენებს ბევრი იმ კომპოზიტორის გავლენას, რომელთა მუსიკასაც იგი თაყვანს სცემდა: ბახისა ფუგებსა და პასაკალიებში; ბეთჰოვენის – გვიანდელ სიმებიან კვარტეტებში; მალერისა სიმფონიებში და ბერგის – მუსიკალური კოდებისა და ციტატების გამოყენებაში. რუს კომპოზიტორთა შორის განსაკუთრებულ პატივს სცემდა მოდესტ მუსორგსკის, რომლის ოპერებიც „ბორის გოდუნოვი“ და „ხოვანშჩინა“ ხელახლა გააორკესტრა. მუსორგსკის გავლენა განსაკუთრებით აშკარაა „ლედი მაკბეტის“ ცივ სცენებში და მე-11 სიმფონიაში, ასევე, მის სატირულ ნაწარმოებში „პატარა ანტიფორმალისტური სამოთხე“ (Антиформалистический раёк).[86] პროკოფიევის გავლენა კარგად ჩანს ადრეულ საფორტეპიანო მუსიკაში, როგორიცაა პირველი სონატა და პირველი საფორტეპიანო კონცერტი.[87] რუსული საეკლესიო და ხალხური მუსიკის გავლენა კი ნათელი ხდება 1950-იან წლებში შექმნილი ნაწარმოებებიდან a capella გუნდისთვის.

შოსტაკოვიჩის დამოკიდებულება სტრავინსკისთან ფრიად ორაზროვანი იყო. გლიკმანს სწერდა: „სტრავინსკის, როგორც კომპოზიტორს, ვაღმერთებ. სტრავინსკი, როგორც მოაზროვნე, მძულს“.[88] განსაკუთრებით უყვარდა „ფსალმუნების სიმფონია“, რომლის საკუთარი საფორტეპიანო ვერსიაც ავტორს აჩუქა მისი ვიზიტისას საბჭოთა კავშირში, 1962 წელს. (ორი კომპოზიტორის შეხვედრა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა. თვითმხილველები მოგვითხრობენ შოსტაკოვიჩის უკიდურეს ნერვიულობაზე და სტრავინსკის „სისასტიკეზე“ მის მიმართ.)[89]

ბევრი კომენტატორი შენიშნავს წყვეტას 1936 წელს მხილებამდელ ექსპერიმენტულ ნამუშევრებსა და უფრო კონსერვატიულ ნაწარმოებებს შორის, რომლებიც მას მოჰყვა. კომპოზიტორმა ფლორა ლიტვინოვას უთხრა: „პარტიის მითითებების გარეშე უფრო მეტ ბრწყინვალებას ვაჩვენებდი, მეტ სარკაზმს გამოვიყენებდი, შევძლებდი, საკუთარი იდეები ღიად წარმომეჩინა ნაცვლად მათი შეფარვისა“.[90] 1934-1935 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებში შოსტაკოვიჩი თავის გავლენებს შორის ალბან ბერგს, არნოლდ შონბერგს, ერნსტ კრენეკს და „განსაკუთრებით, სტრავინსკის“ ასახელებს.[91] მნიშვნელოვანი ნაწარმოებები ამ ადრეული პერიოდიდან არის სიმფონია №1, რომელშიც კონსერვატორიის აკადემიურობა შერწყმულია მის მოდერნისტულ მისწრაფებებთან; ოპერა „ცხვირი“ („ყველაზე შეუპოვრად მოდერნისტული მის სასცენო ნამუშევრებს შორის“[92]); „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტი“, რომელიც მის წინააღმდეგ კამპანიის დასაწყისი აღმოჩნდა და სიმფონია №4, რომელიც გროუვის ლექსიკონში აღწერილია, როგორც „შოსტაკოვიჩის იმ დრომდე მიღწეული მუსიკალური განვითარების კოლოსალური სინთეზი“.[93] მეოთხე სიმფონიაში პირველად წამოიწია წინა პლანზე მალერის გავლენამ, რაც იმ გზის მომასწავებელი იყო, რომელიც შოსტაკოვიჩმა რეაბილიტაციისთვის გაიარა. კომპოზიტორისვე აღიარებით, წინამორბედი ორი სიმფონია ყველაზე ნაკლებად წარმატებული იყო.[94]

1936 წლის შემდეგ შოსტაკოვიჩის სიმფონიური მუსიკა გარეგნულად კონსერვატიული გახდა, შესაძლო ფარული პოლიტიკური შემადგენლის მიუხედავად. ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრ კამერულ მუსიკას წერდა, რადგან ეს სფერო საშუალებას აძლევდა განეხორციელებინა განსხვავებული და ხშირად, უფრო ბნელი იდეები გარედან ჩარევის შიშის გარეშე.[95] მისი კამერული ნაწარმოებები მეტწილად ტონალურია, თუმცა მათში მოცემულია ნაკლებად მხიარული განწყობები, რომლებიც უფრო საჯარო ნაწარმოებებში მიუღებელი იქნებოდა. აღნიშნული განსაკუთრებით აშკარაა გვიანდელ კამერულ ნაწარმოებებში,[96] რომელთაგან ზოგში იყენებდა ბგერათრიგებს, თუმცა, მათ ეპყრობოდა, როგორც მელოდიურ თემებს და არა როგორც სერიებს. გვიანდელი შემოქმედებიდან აგრეთვე აღსანიშნავია ვოკალური მუსიკა, რომლებშიც გამოყენებულია ტექსტები სიყვარულის, სიკვდილის და ხელოვნების თემაზე.

ებრაული თემატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებრაული თემატიკის მიმართ ინტერესს შოსტაკოვიჩი სტალინის ანტისემიტურ კამპანიამდეც (გვიანი 1940-იან და ადრე 1950-იანი წლები) იჩენდა. მას განსაკუთრებით მოსწონდა ებრაული მუსიკის შესაძლებლობა, „აეგო მხიარული მელოდიები სევდიანი ინტონაციებისგან“.[97] მისი ნაწარმოებებიდან, რომლებიც ებრაულ თემებს შეიცავს, აღსანიშნავია სიმებიანი კვარტეტი №4 (1949), სავიოლინე კონცერტი №1 (1948) და „ოთხი მონოლოგი პუშკინის ლექსებზე“ (1952), ასევე, საფორტეპიანო ტრიო №2 (1944). ებრაული თემების გამოყენებისთვის დამატებითი შთაგონება იყო მოშე ბერეგოვსკის თეზისი ებრაულ ხალხურ მუსიკაზე, რომელსაც კომპოზიტორი 1946 წელს გაეცნო.

1948 წელს ებრაული ხალხური სიმღერების წიგნი შეიძინა, რომელზე დაყრდნობითაც შექმნა სიმღერების ციკლი „ებრაული ხალხური პოეზიიდან“. თავდაპირველად დაწერა რვა სიმღერა, რომელიც აჩვენებდა საბჭოთა კავშირში ებრაელთა ყოფის სიძნელეებს. შემდგომ, ამის დასაფარად, დაამატა კიდევ სამი სიმღერა, რომელიც აჩვენებდა იმ დიდებულ ცხოვრებას, რომელიც ებრაელებს ჰქონდათ საბჭოთა რეჟიმის პირობებში. მიუხედავად ნაწარმოების ნამდვილი მნიშვნელობის დამალვის მცდელობისა, კომპოზიტორთა კავშირმა უარი თქვა მასზე ნაბართვის გაცემაზე 1949 წელს, იმ ანტისემიტური წნეხის ქვეშ, რომელსაც იმ დროს მოეცვა სახელმწიფო. „ებრაული ხალხური პოეზიიდან“, სხვა აკრძალული ნაწარმოებების მსგავსად, მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ შესრულდა.[98]

საკუთარი მუსიკის ციტირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოსტაკოვიჩი მთელი შემოქმედების მანძილზე იყენებდა მუსიკალურ ციტირებებს. მსგავსი სტილისტური მახასიათებელი სხვა კომპოზიტორებთანაც მოიპოვება, თუმცა შოსტაკოვიჩთან ის მუსიკის განმსაზღვრელი თვისებაა. იგი სხვა კომპოზიტორების ციტირებას საკუთარი მუსიკის ციტირებას არჩევდა, რომელთა საშუალებითაც მუსიკათმცოდნეები მის სხვადასხვა ნაწარმოებებს ერთმანეთთან აკავშირებენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია მთავარი თემა კატერინას არიიდან „Серёжа, хороший мой“, რომელიც „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტის“ მეოთხე მოქმედებაში ჟღერს. იგი თანხლებას უწევს კატერინას საყვარელთან – სერგეისთან შეხვედრის დროს. არიის მშვენიერება ამოსუნთქვასავითაა სცენის დაძაბულ, ინტენსიურ გარემოში. იგი კარგად ეწყობა დიალოგსაც, როდესაც კატერინა საყვარელს ციხეში სტუმრობს. იგივე თემა ტრაგიკულად ჟღერს, როცა სერგეი ღალატობს მას, ადანაშაულებს თავის დაპატიმრებაში და ახალ საყვარელს პოულობს.

25 წელზე მეტი ხნის შემდეგ შოსტაკოვიჩი ამავე თემას ციტირებს მე-8 სიმებიან კვარტეტში. მის მძიმე, სამგლოვიარო თემებს შორის ერთადერთი მსუბუქი და სასიხარულო მომენტი სწორედ სერიოჟას თემის გაჟღერებაა ჩელოს მიერ, მეოთხე ნაწილის დაახლოებით მესამე წუთზე. ციტირება იყენებს კატერინას იმედს იმ იმედის დემონსტრირებისთვის, რომელიც ფაშისტების მიერ ჩაგრულებს აქვთ.[99]

თემა კიდევ ერთხელ გვხვდება მე-14 სიმებიან კვარტეტში. იგი კვლავ ჩელოს შემოჰყავს, თუმცა, სრულიად განსხვავებული მიზნით. მე-14, რომელიც ბოლოა შოსტაკოვიჩის „კვარტეტების კვარტეტიდან“, ეძღვნება „ბეთჰოვენის კვარტეტის“ წევრს, ჩელისტ სერგეი შრინსკის. სწორედ ამ მიძღვნის გამოხატულებაა აღნიშნული თემა.[100]

გამოცემები გარდაცვალების შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს მუსიკოლოგმა ოლგა დიგონსკაიამ აღმოაჩინა შოსტაკოვიჩის ხელნაწერები მოსკოვის გლინკას სახელობის მუსიკალური კულტურის ცენტრალურ სახელმწიფო მუზეუმში. მუყაოს ყუთში მოთავსებული იყო შოსტაკოვიჩის ხელნაწერი „მუსიკალური ესკიზების, პიესების და პარტიტურების 300-მდე გვერდი“. დიგონსკაიას თქმით, „კომპოზიტორის მეგობარმა მოქრთამა შოსტაკოვიჩის სახლის მოსამსახურე, რათა რეგულარულად მიეტანა მისთვის შოსტაკოვიჩის მიერ გადაყრილი ნაწერები. მათი გარკვეული ნაწილი ბოლოს გლინკას მუზეუმში აღმოჩნდა... აღნიშნული არქივი შეიცავდა დიდი რაოდენობით პიესებსა და კომპოზიციებს, რომლებიც სრულიად უცნობი იყო, ან მათი იდენტიფიცირება მხოლოდ ირიბად შეიძლებოდა“.[101]

ნაპოვნ ნაწარმოებთა შორის იყო პროლოგის საფორტეპიანო და ვოკალური ესკიზები ოპერისთვის „ორანგო“ (1932). ისინი ბრიტანელმა კომპოზიტორმა ჯერარდ მაკბერნიმ გააორკესტრა და 2011 წლის დეკემბერში მათი პრემიერა ლოს-ანჯელესის ფილარმონიულმა ორკესტრმა შეასრულა.[101][102][103][104][105][106]

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკბერნის მიხედვით, შოსტაკოვიჩის მუსიკის შეფასებისას აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ იგი ორიგინალური ხედვით გამოირჩევა, სხვები კი ფიქრობენ, რომ ის „ცარიელი და მეორადია“.[107] უილიამ უოლტონმა, მისმა ბრიტანელმა თანამედროვემ, შოსტაკოვიჩს „XX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი“ უწოდა.[108] მუსიკოსი დევიდ ფენინგი გროუვის ლექსიკონში ასკვნის, რომ „ურთიერთსაწინააღმდეგო ოფიციალური მოთხოვნების და ზეწოლის, თანამოქალაქეთა მასობრივი ტანჯვის და მისივე იდეების ფონზე ჰუმანიტარიზმის და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, მან შეძლო კოლოსალური ემოციური ძალის მქონე მუსიკალური ენის შექმნა“.[109]

ზოგიერთი თანამედროვე კომპოზიტორი საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი. პიერ ბულეზი უარყოფდა შოსტაკოვიჩის მუსიკას და მას „მალერის მეორე, ან სულაც, მესამე გამოწურვას“ უწოდებდა.[110] რუმინელი კომპოზიტორი და ანტონ ვებერნის მოწაფე, ფილი გერშკოვიჩი შოსტაკოვიჩს უწოდებდა „გიჟს ტრანსში“.[111] გავრცელებული შენიშვნაა, რომ შოსტაკოვიჩის სტილი ვულგარული და უხეშია: იგორ სტრავინსკი „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტის“ შესახებ წერდა, რომ ის „ბრუტალურად“ და „მონოტონურად“ ჟღერდა.[112] ინგლისელი კომპოზიტორის და მუსიკოლოგის რობინ ჰოლოუეის აღწერით, მისი მუსიკა იყო „ნაცრისფერი მელოდიაში და ჰარმონიაში, ქარხნულად მომუშავე სტრუქტურაში და შინაარსობრივად – მხოლოდ რიტორიკა და იძულება“.[113]

1980-იან წლებში ფინელი დირიჟორი და კომპოზიტორი, ესა-პეკა სალონენი კრიტიკულად იყო განწყობილი შოსტაკოვიჩის მუსიკის მიმართ და მის დირიჟორობაზე უარს აცხადებდა. მაგალითად, 1987 წელს მან თქვა:

შოსტაკოვიჩი, მრავალი მხრივ, სტრავინსკის პოლარულად საწინააღმდეგო ძალაა. [...] როცა მე ვთქვი, რომ მისი მე-7 სიმფონია მოსაწყენი და არასასიამოვნო კომპოზიციაა, ხალხმა მიპასუხა: „დიახ, დიახ, მაგრამ იფიქრეთ ამ სიმფონიის წარმომავლობაზე“. ასეთ დამოკიდებულებას სიკეთე არავისთვის მოაქვს.[114]

მას შემდეგ სალონენმა შოსტაკოვიჩის რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა და ჩაწერა, მათ შორის, 1-ლი და მე-2 საფორტეპიანო კონცერტები (1999), 1-ლი სავიოლინე კონცერტი (2010), პროლოგი ოპერისთვის „ორანგო“ და მე-4 სიმფონია (2012).

სიმართლეა ის, რომ შოსტაკოვიჩი აქტიურად სესხულობდა მასალას და სტილებს როგორც წინამორბედი კომპოზიტორების, ისე პოპულარული მუსიკისგან და „მდაბალი“ მუსიკისთვის დამახასიათებელი ვულგარულობა მის „უდიდეს ეკლექტურობაზე“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გავლენაა.[115] მაკბერნი ამის საწყისს იმ ავან-გარდულ სახელოვნებო წრეებში ხედავს, რომელშიც შოსტაკოვიჩი კარიერის დასაწყისში იყო გაერთიანებული და ამტკიცებს, რომ ეს სესხებები წინასწარ მოფიქრებული ხერხი იყო, რომელიც კომპოზიტორს საშუალებას აძლევდა, მუსიკის მასშტაბური სტრუქტურა შეექმნა.[116]

პიროვნული თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოსტაკოვიჩს არაერთი უცნაური პიროვნული თვისება გააჩნდა. მისი ქალიშვილის მიხედვით, იგი „შეპყრობილი იყო სისუფთავით“.[117] სინქრონიზებას უკეთებდა საათებს თავის ბინაში და რეგულარულად უგზავნიდა ბარათებს საკუთარ თავს, რათა შეემოწმებინა, რამდენად გამართულად მუშაობდა საფოსტო სამსახური. ელიზაბეტ უილსონი თავის წიგნში „შოსტაკოვიჩი: მოგონებები ცხოვრებაზე“ (1994 წლის გამოცემა) მისი ნერვიულობის არაერთ შემთხვევას აღწერს. მიხეილ დრუსკინი იხსენებს, რომ კომპოზიტორი, ახალგაზრდობაშიც კი, „ფაქიზი და ნერვიულად აღგზნებადი“ იყო.[118] როგორც იური ლიუბიმოვი აღნიშნავს, „ის ფაქტი, რომ შოსტაკოვიჩი სხვებზე უფრო მოწყვლადი და მგრძნობიარე იყო, უეჭველად წარმოადგენდა მისი გენიალურობის მნიშვნელოვან თვისებას“.[119]

შედარებით მსუბუქ ხასიათზე ყოფნისას მისი ერთ-ერთი მთავარი გასართობი სპორტი იყო, თუმცა, მონაწილეობას ყურება ან მსაჯობა ერჩივნა (იყო ფეხბურთის კვალიფიციური რეფერი). მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი ლენინგრადის (ამჟამად სანქტ-პეტერბურგის) „ზენიტი“ იყო, რომლის თამაშსაც რეგულარულად უყურებდა.[120] აგრეთვე, მოსწონდა კარტის თამაში, განსაკუთრებით, პასეანსი.

უყვარდა სატირიკოსი მწერლები, როგორიცაა გოგოლი და მიხეილ ზოშჩენკო. ამ უკანასკნელის გავლენა კარგად ჩანს მის წერილებში, სადაც საბჭოთა ოფიციოზის დამცინავი პაროდიები გვხვდება. თავად ზოშჩენკო კომპოზიტორის ხასიათის წინააღმდეგობრიობაზე საუბრობდა: „ის ფაქიზია, მსხვრევადი, ჩაკეტილი და უზომოდ პირდაპირი, ნამდვილი ბავშვი... [მაგრამ ასევე, არის] ჯიუტი, ენამწარე, ძალიან განათლებული, ალბათ ძლიერიც, დესპოტური და არცთუ კარგი ბუნების“.[121]

ბუნებით ძალიან დამყოლი იყო. ფლორა ლიტვინოვას თქმით, „მისთვის სრულიად შეუძლებელი იყო, ვინმესთვის „არა“ ეთქვა“.[122] ეს ნიშნავდა, რომ მისი დათანხმება, ხელი მოეწერა ოფიციალურ განცხადებებზე, საკმაოდ იოლი იყო. ამათგან ერთ-ერთი ანდრეი სახაროვის საჯარო მხილება იყო 1973 წელს.[123] მისმა ქვრივმა, მოგვიანებით, გაზეთ Helsingin Sanomat-ს განუცხადა, რომ კომპოზიტორის გვარი უნებართვოდ გამოიყენეს.[124] მეორეს მხრივ, მონდომებული იყო, დახმარებოდა ადამიანებს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის პოსტზე და უზენაესი საბჭოს დეპუტატად ყოფნისას. ოლეგ პროკოფიევის მიხედვით, „მან იმდენი ხალხის დახმარება სცადა... რომ მის თხოვნებს სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ“.[123][125] როცა ჰკითხეს, სწამდა თუ არა ღმერთის, შოსტაკოვიჩმა უპასუხა: „არა და ამის გამო ძალიან ვწუხვარ“.[123]

რევიზიონიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთ ნაწარმოებში შოსტაკოვიჩი საკუთარ თავს გამოხატავდა მოტივით DSCH (შემადგენლობა: რე-მი-დო-სი).

შოსტაკოვიჩის პასუხი ოფიციალურ კრიტიკაზე და ის, თუ რამდენად იყენებდა მუსიკას გარკვეული სახის ფარული დისიდენტობისთვის, კამათის საგანია. ერთი შეხედვით, იგი ეთანხმებოდა მთავრობის პოლიტიკას და პოზიციებს, კითხულობდა სიტყვებს და ხელს აწერდა სტატიებს, რომლებიც სამთავრობო ხედვას გამოხატავდა.[126] თუმცა, აშკარაა, რომ რეჟიმის ბევრი ასპექტი არ მოსწონდა, რასაც ადასტურებს მისი ოჯახი, მისი წერილები ისააკ გლიკმანთან და სატირული კანტატა Антиформалистический раёк, რომელშიც სასაცილოდაა აგდებული „ანტიფორმალისტური“ კამპანია და რომელიც მის გარდაცვალებამდე დამალული იყო.[127] ასევე, ახლო მეგობრობა აკავშირებდა საბჭოთა კავშირის მარშალ მიხეილ ტუხაჩევსკისთან, რომელიც 1937 წელს, დიდი წმენდის დროს სიკვდილით დასაჯეს.

გაურკვეველია, თუ რა დოზით გამოხატავდა შოსტაკოვიჩი ოპოზიციურ განწყობას სახელმწიფოს მიმართ თავის მუსიკაში. რევიზიონისტული ხედვა წინ წამოსწია სოლომონ ვოლკოვმა 1979 წელს გამოცემული წიგნით „აღიარება“ (Testimony), რომელიც, მისივე განცხადებით, შოსტაკოვიჩის მემუარებისგან შედგებოდა. წიგნის მიხედვით, კომპოზიტორის ბევრი ნაწარმოები შეიცავს კოდირებულ ანტისამთავრობო გზავნილებს, რაც შოსტაკოვიჩს იმ რუსი ხელოვანების ტრადიციის გამგრძელებლად წარმოაჩენს, რომლებიც ცენზურას ჭკუით სჯობნიდნენ და რომელიც, სულ მცირე, ალექსანდრე პუშკინიდან იწყება. იგი იყენებდა მუსიკალურ ციტირებებს და მოტივებს, რომელთაგანაც აღსანიშნავია მისი მუსიკალური ხელმოწერა – DSCH მოტივი.[128] მისი დიდი ხნის მუსიკალური პარტნიორი, ევგენი მრავინსკი ამბობდა, რომ „შოსტაკოვიჩი ძალიან ხშირად თავის განზრახვას ძალიან სპეციფიკური სურათებით და მინიშნებებით გადმოსცემდა“.[129]

რევიზიონისტულ მიდგომას შემდგომში მხარი დაუჭირეს შოსტაკოვიჩის შვილებმა, მაქსიმმა და გალინამ, თუმცა, მაქსიმმა 1981 წელს განაცხადა, რომ ვოლკოვის გამოცემული წიგნი მამამისის ნამუშევარი არ იყო.[130] ვოლკოვი ასევე ამტკიცებს, „აღიარებაშიც“ და წიგნში „შოსტაკოვიჩი და სტალინი“, რომ მთავრობასთან დამოკიდებულებაში კომპოზიტორმა სალოსის, ან „კარის მასხარის“ როლი მოირგო. სხვა რევიზიონისტებს შორის აღსანიშნავია იან მაკდონალდი, რომლის წიგნში „ახალი შოსტაკოვიჩი“ მოცემულია მისი მუსიკის რევიზიონისტული ინტერპრეტაციები და ელიზაბეტ უილსონი, რომლის წიგნი „შოსტაკოვიჩი: მოგონებები ცხოვრებაზე“ იმოწმებს კომპოზიტორის ბევრი ნაცნობის მოსაზრებას.

მუსიკოსები და მკვლევარები, მათ შორის, ლორელ ფეი[131] და რიჩარდ ტარუსკინი ეჭვქვეშ აყენებენ ვოლკოვის წიგნის ავთენტურობას და მნიშვნელობას და აცხადებენ, რომ ვოლკოვმა იგი გადამუშავებული სტატიების, ჭორების და შესაძლოა, კომპოზიტორისგან მომდინარე გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე შეადგინა. ფეის არგუმენტები მოცემულია 2002 წელს დაბეჭდილ სტატიაში,[132] სადაც იგი მიუთითებს, რომ წიგნის ხელნაწერის ის გვერდები, რომლებიც შოსტაკოვიჩმა ხელმოწერით დაადასტურა, მისივე ადრინდელი სტატიების სიტყვა-სიტყვითი რეპროდუქციებია და სადავო მასალას არ შეიცავს. ამის საწინააღმდეგოდ, ალან ბ. ჰოუმ და დიმიტრი ფეოფანოვმა აღნიშნეს, რომ ხელმოწერილი გვერდებიდან მინიმუმ ორი შეიცავს სადავო მასალას. მაგალითად, „მე-3 თავის პირველი გვერდი, სადაც შოსტაკოვიჩი აღნიშნავს, რომ მემორიალური დაფა, რომელიც ამბობს: „ამ სახლში ცხოვრობდა ვსევოლოდ მაიერჰოლდი“, ასევე უნდა ამბობდეს: „და ამავე სახლში მისი ცოლი მხეცურად მოკლეს“.[133]

ჩანაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს შოსტაკოვიჩის პატივსაცემად გამოცემული რუსული საფოსტო მარკა

1958 წლის მაისში, პარიზში ვიზიტის დროს შოსტაკოვიჩმა ჩაწერა თავისი ორი საფორტეპიანო კონცერტი დირიჟორ ანდრე კლუიტანსთან ერთად, ასევე, რამდენიმე მცირე ზომის საფორტეპიანო ნაწარმოები. ისინი ვინილზე გამოსცა ჯერ EMI-მ, შემდეგ, ხელახლა, Seraphim Records-მა, ბოლოს კი, ციფრული გადამუშავების შემდეგ, ისინი კომპაქტ-დისკზეც გამოიცა. კომპოზიტორმა ორივე აღნიშნული კონცერტი სტერეო ფორმატშიც ჩაწერა Μелодия-სთვის. ის აგრეთვე უკრავს ფორტეპიანოზე ჩელოს სონატას (თხზ. 40) ჩანაწერებში, დანიილ შაფრანთან და ასევე, მსტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად, სავიოლინე სონატაში (თხზ. 134) დავიდ ოისტრახთან და საფორტეპიანო ტრიოში (თხზ. 67) ოისტრახთან და ჩელისტ მილოშ სადლოსთან ერთად. არსებობს მოკლე ხმოვანი ფილმი, რომელშიც შოსტაკოვიჩი ასრულებს სოლოს 1930-იან წლებში შესრულებული მისი საფორტეპიანო კონცერტის დასკვნითი მომენტებიდან. ასევე, შოსტაკოვიჩის სიცოცხლის ბოლო წელს, გადაიღეს ფერადი ფილმი, სადაც ის თავისი ერთ-ერთი ოპერის რეპეტიციას ზედამხედველობს.[134] უდიდესი მიღწევა იყო EMI-ს მიერ „მცენსკის მაზრის ლედი მაკბეტის“ ორიგინალი, ცენზურაგაუვლელი ვერსიის ჩაწერა. მანამდე არსებობდა სულ მცირე ერთი ჩანაწერი ცენზურაგამოვლილი ვერსიისა, სახელწოდებით „კატერინა იზმაილოვა“, რომელიც შოსტაკოვიჩმა საბჭოთა ცენზურის დასაკმაყოფილებლად გააკეთა, მაგრამ როცა მსტისლავ როსტროპოვიჩმა და მისმა მეუღლემ, სოპრანო გალინა ვიშნევსკაიამ ბოლოს და ბოლოს მიიღეს დასავლეთში ემიგრაციის უფლება, კომპოზიტორი ემუდარებოდა მათ, სრული, თავდაპირველი პარტიტურა ჩაეწერათ, რაც 1979 წელს მოხდა. კატერინას პარტიას ვიშნევსკაია ასრულებს, სერგეის პარტიას – ნიკოლაი გედა, ბორის ისმაილოვისას – დიმიტერ პეტკოვი. მათთან ერთად მონაწილე ბრწყინვალე მეორეხარისხოვან შემადგენლობას და ლონდონის სიმფონიურ ორკესტრს როსტროპოვიჩი დირიჟორობს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბელგია: სამეფო სამეცნიერო, სამწერლობო და გამოყენებითი ხელოვნების აკადემიის წევრი (1960)[135]

ფინეთი: უიჰურის სიბელიუსის პრიზი (1958)[54]

საბჭოთა კავშირი:

სოციალისტური შრომის გმირი (1966)[136]
ლენინის ორდენი (1946, 1956, 1966)[137]
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (1971)[54]
შრომის წითელი დროშის ორდენი (1940)[54]
სსრკ სახალხო არტისტი (1954)[54]
რსფსრ სახალხო არტისტი (1948)[54]
მშვოდობის საერთაშორისო პრიზი (1954)[54]
ლენინური პრემია (1958 – მე-11 სიმფონიისთვის „1905“)[54]
სსრკ სახელმწიფო პრემია (1941 – საფორტეპიანო კვინტეტისთვის; 1942 – მე-7 სიმფონიისთვის; 1946 – მე-2 საფორტეპიანო ტრიოსთვის; 1950 – ტყეთა სიმღერა; 1952 – 10 პოემა გუნდისთვის)[54]
რსფსრ გლინკას სახელობის სახელმწიფო პრემია (1968 – პოემისთვის სტეფან რაზინის სიკვდილით დასჯა ბანის, გუნდის და ორკესტრისთვის)[54]
რსფსრ გლინკას სახელობის სახელმწიფო პრემია (1974 – მე-14 სიმებიანი კვარტეტისთვის და საგუნდო ციკლისთვის ერთგულება)[54]

გაერთიანებული სამეფო: სამეფო ფილარმონიული საზოგადოების ოქროს მედალი (1966)[138]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(1979) -, 1st, Faber and Faber. ISBN 978-0-571-11829-8. 
(2000) -, 7th, Proscenium. ISBN 978-0-87910-021-6. 
(2004) -, 25th, Hal Leonard. ISBN 978-161774771-7. 
(1994) -, 1st, Princeton University Press. ISBN 978-069102971-9. 
(2006) -, 2nd, Faber and Faber. ISBN 978-057122050-2. 
(2006b) -, 2nd, Princeton University Press. ISBN 978-0691128863. 
- (2nd ed. - Kindle) Faber and Faber. 2010. ISBN 978-057126115-4.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118642472 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  5. 5.0 5.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  6. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
  9. 9.0 9.1 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 11.2 Шостакович Дмитрий Дмитриевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. Taruskin R., Brown D. Encyclopædia Britannica
  13. SNAC — 2010.
  14. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  15. Academy of Arts, Berlin — 1696.
  16. Fanning, David. Shostakovich, Dmitry. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 30 April 2014
  17. Fay (2000), p. 7
  18. 19.0 19.1 Wilson (2006), p. 4
  19. Fay (2000), p. 9
  20. Fay (2000), p. 12
  21. Fay (2000), p. 17
  22. Fay (2000), p. 18
  23. Fairclough & Fanning (2008), p. 73
  24. McSmith, Andy (2015) Fear and the Muse Kept Watch, the Russian Masters - from Akhmativa and Pasternak to Shostakoviich and Eisenstein - under Stalin. New York: New Press, გვ. 171. ISBN 978-1-62097-079-9. 
  25. The New Grove (2001)
  26. Wilson (2006), p. 84
  27. Wilson (2006), p. 85
  28. Shostakovich/Grigoryev & Platek (1981), p. 33
  29. Fay (2000), p. 80
  30. McSmith, Andy Fear and the Muse Kept Watch, გვ. 172. 
  31. Classical Music (8 March 2004). „When opera was a matter of life or death“. London: Telegraph. ციტირების თარიღი: 7 November 2011.
  32. Wilson (2006), pp. 128–129
  33. Fay, Laurel Shostakovich, გვ. 84–85. 
  34. Downes, Olin. "Shostakovich Affair shows shift in point of view in the U.S.S.R.", The New York Times. 12 April 1936. p. X5.
  35. McSmith, Andy Fear and the Muse Kept Watch, გვ. 175–176. 
  36. Wilson (2006), p. 130
  37. McSmith, Andy Fear and the Muse Kept Watch, გვ. 174–5. 
  38. Wilson (2006), pp. 145–6
  39. Wilson (2006), pp. 143–4
  40. Shostakovich/Volkov (1979), p. 59
  41. Volkov (2004), p. 150
  42. Shostakovich/Volkov (2000), p. 135
  43. Taruskin (2009), p. 304
  44. Wilson (2006), p. 152.
  45. Edwards (2006), p. 98
  46. MTV3: Shostakovitshin kiistelty teos kantaesitettiin (in Finnish)
  47. Wilson (2006), p. 171.
  48. Blokker (1979), p. 31
  49. Shostakovich/Volkov (2000), p.162.
  50. Wilson (2006), p. 203.
  51. Fay (2000), p. 147
  52. Fay (2000): p. 152.
  53. 54.00 54.01 54.02 54.03 54.04 54.05 54.06 54.07 54.08 54.09 54.10 54.11 Hulme (2010), pp. xxii-xxix
  54. Blokker (1979), pp. 33-34
  55. Wilson (2006), p. 241
  56. Wilson (1994), p. 183
  57. Wilson (1994), p. 252
  58. Wilson (2006), p. 269
  59. Nabokov (1951), p. 204
  60. Nabokov (1951), p. 205
  61. Wilson (2006), p. 274
  62. Wilson (2006), p. 304.
  63. Fay (2000), p. 194.
  64. Fay (2000), p. 194
  65. Wilson (2006), p. 297
  66. 1980 Summer Olympics Official Report from the Organizing Committee, vol. 2 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2006.
  67. Wilson (1994), pp. 373–80.
  68. Ho & Feofanov (1998), p. 390
  69. Manashir Yakubov, Programme notes for the 1998 Shostakovich seasons at the Barbican, London).
  70. Wilson (1994), p. 340.
  71. MacDonald (2006), p. 247
  72. Blokker (1979), 37.
  73. Glikman: pp. 90–91
  74. Wilson (2006), p. 263.
  75. Wilson (2006), p. 281.
  76. Rabinowitz, Peter J. (May 2007). „The Rhetoric of Reference; or, Shostakovich's Ghost Quartet“. Narrative. 15 (2): 239–256. doi:10.1353/nar.2007.0013. JSTOR 30219253. ციტირების თარიღი: 5 December 2017.
  77. Shostakovich/Glikman (2001), p. 102.
  78. Vishnevskaya (1985), p. 274
  79. Wilson (2006), pp. 426–7.
  80. Crowther, Bosley, in New York Times, 15 September 1964.
  81. Shostakovich/Glikman (2001), p. 147.
  82. „Dmitri Shostakovich Dead at 68 After Hospitalization in Moscow“. The New York Times (ინგლისური). 1975-08-11. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-02-09.
  83. Shostakovich Peninsula დაარქივებული 2018-08-13 საიტზე Wayback Machine. USGS 01-JAN-75
  84. Lars-Erik Larsson. Retrieved on 18 November 2005.
  85. Fay (2000), pp. 119, 165, 224.
  86. The New Grove (2001), p. 288, 290
  87. Shostakovich/Glikman (2001), p. 181.
  88. Wilson (1994), pp. 375–7.
  89. Wilson (1994), p. 426.
  90. Fay (2000), p. 88.
  91. The New Grove (2001), p. 289.
  92. The New Grove (2001), p. 290.
  93. Shostakovich/Glikman (2001), p. 315.
  94. იხ. აგრეთვე: The New Grove (2001), p. 294.
  95. The New Grove (2001), p. 300.
  96. Wilson (1994), p. 268.
  97. Wilson (1994), pp. 267–9.
  98. Harris, Stephen. (9 April 2016) Quartet No. 8. ციტირების თარიღი: 18 February 2018.
  99. Harris, Stephen. (24 August 2015) Quartet No. 14. ციტირების თარიღი: 18 February 2018.
  100. 101.0 101.1 Loiko, Sergei L.; Johnson, Reed (27 November 2011). "Shostakovich's 'Orango' found, finished, set for Disney Hall". Los Angeles Times. Retrieved 17 February 2012.
  101. Loiko, Sergei L.; Johnson, Reed. Shostakovich's 'Orango' found, finished, set for Disney Hall. Los Angeles Times (27 November 2011). ციტირების თარიღი: 17 February 2012.
  102. Ayala, Ted. (7 December 2011) No Monkey Business with LAPO's World Premiere of Shostakovich's 'Orango'. Crescenta Valley Weekly. ციტირების თარიღი: 10 April 2012.
  103. Sirén, Vesa (6 აპრილი 2009). „Šostakovitšin apinaooppera löytyi“ [The ape opera by Shostakovich was found]. Helsingin Sanomat (ფინური). Helsinki: Sanoma Oy. pp. C1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2009.
  104. Unknown Shostakovich Opera Discovered (21 March 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2009. ციტირების თარიღი: 5 April 2009
  105. Philadelphia Orchestra program, 27 October 2011
  106. McBurney (2002), p. 283
  107. British Composers in Interview by R Murray Schafer (Faber 1960).
  108. The New Grove (2001), p. 280
  109. McBurney (2002), p. 288.
  110. McBurney (2002), p. 290.
  111. McBurney (2002), p. 286.
  112. Holloway, Robin (26 August 2000). „Shostakovich horrors“. The Spectator: 41. ციტირების თარიღი: 29 June 2015.
  113. Salonen, Esa-Pekka & Otonkoski, Lauri: Kirja – puhetta musiikitta, p. 73. Helsinki: Tammi. ISBN 951-30-6599-5
  114. Haas, Shostakovich's Eighth: C minor Symphony against the Grain p. 125.
  115. McBurney (2002), p. 295.
  116. Michael Ardov,Memories of Shostakovich p. 139.
  117. Wilson (1994), pp. 41–5.
  118. Wilson (1994), p. 183.
  119. Mentioned in his personal correspondence (Shostakovich, tr. Phillips (2001)), as well as other sources.
  120. Quoted in Fay (2000), p. 121.
  121. Wilson (1994), p. 162.
  122. 123.0 123.1 123.2 Fay (2000), p. 263.
  123. Vesa Sirén: "Mitä setämies sai sanoa Neuvostoliitossa?" in Helsingin Sanomat on page A 6, 2 November 2018
  124. Wilson (1994), p. 40.
  125. Wilson (2006), pp. 369–70.
  126. Wilson (2006), p. 336.
  127. This appears in several of his works, including the Pushkin Monologues, Symphony No. 10, and String Quartets Nos 5, 8 & 11.
  128. Wilson (1994), p. 139.
  129. „Shostakovich's son says moves against artists led to defection“. The New York Times (English). New York. 14 May 1981. ციტირების თარიღი: 31 March 2017.
  130. Fay (2000), p. 4
  131. 'Volkov's Testimony reconsidered' Fay (2002)
  132. Ho/Feofanov (1998), p. 211
  133. Dmitri Shostakovich filmed in 1975 during rehearsals. YouTube (9 January 2008). ციტირების თარიღი: 7 November 2011.
  134. Index biographique des membres et associés de l'Académie royale de Belgique (1769-2005). (in French)
  135. Shostakovich: A Life, Laurel E. Fay, p. 249
  136. Shostakovich: A Life, Laurel E. Fay, pp. 153; 198; 249