პერ ლაგერკვისტი (შვედ.Pär Lagerkvist; დ. 23 მაისი, 1891 — გ. 11 ივლისი, 1974) — შვედი მწერალი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. პრემია შემდეგი ფორმულირებით მიიღო: "მხატვრული ძლიერებისა და მწერლის თავისუფალი განსჯისათვის, რომელიც კაცობრიობის წინაშე მდგარ მარადიულ კითხვებზე ეძიებდა პასუხებს". ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩნდა ლექსებითა და ნოველების კრებულით „ხალხი“ (1912). I მსოფლიო ომმა განაპირობა პესიმისისტური მოტივები მისი ნოველების კრებულში „რკინა და ადამიანები“ (1915), ექსპრესიონისტული ლექსების კრებულებში „შიში“ (1916), „ქაოსი“ (1919) და სხვა. ლაგერკვისტის პიესებში „უკანასკნელი ადამიანი“ (1917), „მარადი ღიმილი“ (1920), „უჩინარი“ (1923) და სხვა. სინამდვილე წარმოდგენილია აბსურდად და ქაოსად, ხოლო ბოროტება განყენებულ მეტაფიზიკურ საწყისად. რეალისტური ტენდენცია შეიმჩნევა სატირული ნოველების კრებულში „ბოროტი საგები“ (1924) და ავტობიოგრაფიულ რომანში „სინამდვილის სტუმარი“ (1925). ლაგერკვისტს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები, პიესები, თეორიული ნაშრომები და სხვა.