ჯონ გოლზუორთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯონ გოლზუორთი
John Galsworthy 2.jpg
დაბადების თარიღი 14 აგვისტო 1867(1867-08-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი Kingston upon Thames
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი 1933(1933-01-31)[1] [13] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[1] [13]
დასაფლავებულია ჰაიგეიტის სასაფლაო
ფსევდონიმი John Sinjohn
საქმიანობა დრამატურგი, მწერალი, რომანისტი და სცენარისტი
ენა ინგლისური ენა[2]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom.svg გაერთიანებული სამეფო[14]
Flag of the United Kingdom.svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ჰეროუს სკოლა და ახალი კოლეჯი
Magnum opus The Forsyte Saga, Saint's Progress, The Silver Box, Strife და Justice
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[15] [16]
ხელმოწერა Autograph Galsworthy.svg

ჯონ გოლზუორთი (ინგლ. John Galsworthy; დ. 14 აგვისტო, 1867, ლონდონი ― გ. 31 იანვარი, 1933, იქვე) — ინგლისელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1932).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ლონდონელი ვექილის შვილი ჯონ გოლზუორთი დაიბადა 1867 წელს. დაამთავრა საშუალო კლასის წარმომადგენელთა შვილებისათვის განკუთვნილი პრივილეგირებული სასწავლებელი და ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მშობლების და პირადად მისი სურვილი იყო საფუძვლიანად შეესწავლა საზღვაო სამართალი, რის გამოც ორი თუ სამი წელი სავაჭრო გემზე მოგზაურობაში გაატარა. ასე შემოიარა ევროპა, სამხრეთი არქიპელაგი, ავსტრალია, აშშ და რუსეთი. ბეჭდვა 1897 წლიდან დაიწყო. გოლზუორთიმ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა თავისი კალმის ძალა. ნოველებსა და პიესებში მწერალმა მრავალი დასამახსოვრებელი სახე გამოკვეთა. იგი, როგორც ჭეშმარიტ რეალისტს შეჰფეროდა, თვალს არ არიდებდა არც სოციალურ ყოფით ამბებს. სწორედ ამ სოც-ფსიქოლოგიურ თემათა სიუხვემ განაპირობა მისი, როგორც მწერლისა და დრამატურგის წარმატება.

ჯონ გოლზუორთი იმ რჩეულ, მცირერიცხვოვან მწერალთა ჯგუფს ეკუთვნის, რომლის კალამმა მომავალ თაობებს და ისტორიის ანალებს სამუდამოდ შემოუნახა გარდასულ დროში მცხოვრებ ადამიანთა ფერუცვლელი, ამაღლებული სიყვარულის განცდის წადილი, მისკენ ლტოლვა. მწერალმა დაურიდებლად აღწერა აგრეთვე ადამიანთა სულმდაბალი, ანგარებიანი, ეგოისტური მიდრეკილებანი. გოლზუორთიმ უკვდავი ფუნჯით დაგვისურათხატა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის გარიჟრაჟზე ბრიტანეთის კუნძულების საშუალო კლასის და მისი ზედაფენის წარმონადგენელთა პიროვნული ცხოვრების ამბები და საზოგადოებრივი ურთიერთობანი. და როგორც პირადად თვითონ უყვარდა თქმა: ქაღალდზე შემოუნახა ისტორიას ადამიანები, მათი ურთიერთობანი და განცდები ისე, როგორც ჰერმეტულად დახურულ ქილებში პომიდორს ინახავენ საკუთარ წვენში... ჩვენი ეპოქით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მათი იქიდან ამოღება, ხილვა, ფერის, გემოსა და სურნელის შეგრძნება”.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ყურადღება მიიქცია მწერლის პირველივე პიესამ ვერცხლის კოლოფი. ამ პიესაში გოლზუორთიმ ამხილა ბურჟუაზიულ კანონმდებელთა ფარისევლობა. პიესაში სრულიად აშკარად ჩანს, რომ ინგლისის სასამართლლოს ორი კანონი გააჩნია, ერთს, უფრო ლმობიერს შეძლებულთათვის იყენებს, მეორეს, უფრო მკაცრსა და პირქუშს - ღარიბების წინააღმდეგ. ამ თემის გაღრმავებასა და ინგლისის სასამართლოს კიდევ უფრო ულმობელ მხილებას ეძღვნება პიესა მართლმსაჯულება. გოლზოურთი ინგლისელ მწერალთა შორის ის პიონერია, ვინც თავისი პიესის ”ბრძოლის” გმირებად მუშათა კლასის წარმომადგენლები გამოიყვანა.

გოლზუორთის კალამს მრავალი პიესა ეკუთვნის. მათი რიცხვი ოცდაათამდე აღწევს. მის მეგობარსა და სახელგანთქმულ კრიტიკოსს ედვარდ გარნეთს მწერლის პიესები და ნოველები ფორსაიტების საგის ტოლფასოვნად მიაჩნდა. გოლზუორთის ნოველები ერთიანად სოციალ-ფსიქოლოგიურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
  2. 2.0 2.1 2.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  8. 8.0 8.1 Discogs — 2000.
  9. 9.0 9.1 filmportal.de — 2005.
  10. 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia Catalana, 1968.
  13. 13.0 13.1 Кагарлицкий Ю. И. Голсуорси Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 7 : Гоголь — Дебит. — С. 39.
  14. LIBRIS — 2012.
  15. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1932/
  16. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/