ჰენრიკ იბსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰენრიკ იბსენი
Henrik Ibsen av Eilif Peterssen 1895.jpg
დაბ. თარიღი 20 მარტი 1828(1828-03-20)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი შიენი[13]
გარდ. თარიღი 23 მაისი 1906(1906-05-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (78 წლის)
გარდ. ადგილი ოსლო
დასაფლავებულია Vår Frelsers gravlund[14] [15]
ფსევდონიმი Brynjolf Bjarme
საქმიანობა დრამატურგი, პოეტი, ავტორი და ლიბრეტისტი
ენა გერმანული ენა და ნორვეგიული ენა[1]
ეროვნება ნორვეგიელები
მოქალაქეობა ნორვეგია[16]
ჟანრი დრამა და პოეზია
Magnum opus პერ გიუნტი, თოჯინების სახლი, მოჩვენებები, ხალხის მტერი, გარეული იხვი, ჰედა გაბლერი და Rosmersholm
ჯილდოები წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი, დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი და პოლარული ვარსკვლავის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი
მეუღლე სიუზანა იბსენი
შვილ(ებ)ი სიგურდ იბსენი და ჰანს იაკობ ჰენრიკსენი
ხელმოწერა Henrik Ibsen's signature.png
საიტი ibsen.nb.no

ჰენრიკ იბსენი (ნორვ. Henrik Ibsen; დ. 20 მარტი, 1828, შიენი, ნორვეგია — გ. 23 მაისი, 1906, ქრისტიანია) — ნორვეგიელი დრამატურგი, ნორვეგიული ნაციონალური თეატრის ერთ-ერთი შემქმნელი, მუშაობდა სკანდინავიურ საგებზე დაფუძნებულ დრამებსა და ისტორიულ პიესებზე. ჰენრიკ იბსენი ავტორია ფილოსოფიურ–სიმბოლური დრამატული პოემებისა "ბრანდი (პოემა)" (1866) და "პერ გიუნტი" (1867), კრიტიკული სოციალურ–რეალისტური დრმაების "თოჯინების სახლი" (1879), "მოჩვენებები" (1881). დრამებში "გარეული იხვი" (1884), "ჰედა გაბლერი" (1890), "მშენებელი სოლნესი" (1892) გაძლიერებულია ფსიქოლოგიზმისა და სიმბოლიზმის ნიშნები, რომლებიც აახლოებენ ნაწარმოებებს მე–19 საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელ ნეორომანტიკურ ხელოვნებასთან. თავის ნაწარმოებებში იბსენი ცდილობდა გაეხატა პროტესტი თავისი დროის საზოგადოებრივი წყობილებისთვის, ითხოვდა რა ადამიანის მაქსიმალურ ემანსიპაციას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრიკ იბსენი დაიბადა 1828 წელს ნორვეგიაში მდიდარი კომერსანტის ოჯახში, რომელიც მომავალი მწერლის ბავშვობაშივე 1836 წელს გაკოტრდა.

1844 წელს ჰენრიკ იბსენმა აფთიაქში დაიწყო მუშაობდა. სწორედ მაშინ შექმნა მან პირველი ლექსები და დრამა "კატილინა" (1850), რომელთა მოტივები ასახიერებენ ევროპაში მიმდინარე 1848 წლის რევოლუციების მოვლენებს. 1850 წელს ქრისტიანიაში დაიდგა იბსენის პიესა "გოლიათთა ბორცვი". 1852–1857 წლებში ქალაქ ბერგენში ხელმძღვანელობდა პირველ ნაციონალურ ნორვეგიულ თეატრს, ხოლო 1857-1862 წლებში – ნორვეგიულ თეატრს ქრისტიანიაში. ასევე ჰენრიკ იბსენის შექმნილია დრამა პერ გიუნტი რომლის საფუძველზეც შექმნა ედვარდ გრიგმა მუსიკა სპექტაკლისათვის.

1864—1891 წლებში ცხოვრობდა რომში, დრეზდენსა და მიუნხენში. 1862 წელს ჰენრიკ იბსენმა შექმნა "სიყვარულის კომედია", რომელშიც იმდროინდელი ნორვეგიის სატირული სურათი გადმოგვცა.

სახალხო–ისტორიულ დრამაში "ბრძოლა სამეფო ტახტისთვის" (1864) იბსენმა გადმოსცა გამარჯვება გმირისა, რომელიც პროგრესიულ ისტორიულ მისიას ასრულებდა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაჯილდოებულია დანებროგისა და პოლარული ვარსკვლავის ორდენით, არის წმინდა ოლაფის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Henrik Ibsen — 2006. — ISBN 978-0-19-977378-7, 978-0-19-989991-3
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 RKDartists
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  7. 7.0 7.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 1987. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. 8.0 8.1 KulturNav — 2015.
  9. 9.0 9.1 Norsk biografisk leksikonKunnskapsforlaget.
  10. 10.0 10.1 Norsk kunstnerleksikon
  11. 11.0 11.1 BD Gest'
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. Ибсен Генрик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. http://www.disnorge.no/gravminner/korrigering.php?id=441558
  15. http://www.begravdeioslo.no/maler/grav/grave_id/12289
  16. http://www.imdb.com/name/nm0406585/