პეტერ ჰანდკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიტერ ჰანდკე
Peter-handke.jpg
ჰანდკე 2009 წელს
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1942 (1942-12-06) (77 წლის)
დაბადების ადგილი გრიფენი, ავსტრია
საქმიანობა
ენა გერმანული ენა[1] და ფრანგული ენა
ეროვნება ავსტრიელი
მოქალაქეობა
ალმა-მატერი გრაცის უნივერსიტეტი
პერიოდი 2019
ჟანრი რომანი, მოთხრობა, პოეზია, თეატრი, ესე, სცენარი და დღიური
Magnum opus
ჯილდოები გეორგ ბიუხნერის პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში[2] [3]
მეუღლე სოფი სემინი
შვილ(ებ)ი ემინა ჰენდკი და ლეოკიდა ჰენდკი
ხელმოწერა Signature of Peter Handke.svg

პეტერ ჰანდკე (გერმანული წარმოთქმა: [ˈhantkə]; დ. 1942 წლის 6 დეკემბერი) — ნობელის პრემიის ლაურეატი რომანისტი, დრამატურგი, თარჯიმანი, პოეტი, რეჟისორი და სცენარისტი ავსტრიიდან. ჰანდკეს ნობელის პრემია ლიტერატურაში გადაეცა 2019 წელს „გავლენიანი ნაშრომისათვის, რომელმაც ლინგვისტურმა გამჭრიახობამ გამოიკვლია ადამიანის გამოცდილების პრეიფერია და სპეციფიკა.“[4]

1960-იანი წლების ბოლოს, ჰანდკე აღიარებული იქნა, პიესა Publikumsbeschimpfung-ისა (საზოგადეობის შეურაწყოფა) და რომან Die Angst des Tormanns beim Elfmeter-ისთვის (მეკარის ნერვიულობა პენალტის დარტყმისას). დედამისის თვითმკვლელობის შემდეგ 1971 წელს, ჰანდკემ მისი ცხოვრება გამოსახა რომან Wunschloses Unglück-ში (მწუხარება სიზმრების მიღმა). ჰანდკე იყო გრაცერის ჯგუფის წევრი, გრაცერის ავტორთა შეხვედრის წევრი და ფრანკფუერტის ავტორთა გამომცემლობის სახლის თანადამფუძნებელი. ის მუშაობდა რეჟისორ ვიმ ვენდერსითან ერთად, რამაც ისეთი ფილმების შექმნა გამოიწვია როგორიცაა Der Himmel über Berlin (ბერლინის ცა).

პეტერ ჰანდკემ ასევე მიიღო სხვა ჯილდოებიც, როგორებიცაა, გეორგ ბიუხნერის პრემია 1973 წელს, ვილენკას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია 1987 წელს და ავსტრიის ნესტროის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის 2018 წელს.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანდკე დაიბადა გრიფენში, ნაცისტურ გერმანიის (დღეს ავსტრიის) პროვინცია გაუ კართინაში.[5] მამმისი, ერიკ შჩონმენი ბანკირი და ვერმახტის ჯარისკაცი იყო, რომელსაც პეტერი ზრდასრულობამდე არ შეხვედრია. დედამისი მარია, კართინიელი სლოვენი, დაქორწინდა ბრუნო ჰანდკზე, ტრამვაის მემანქანის და და ვერმახტის ჯარისკაცზე ბერლინიდან, პეტერის დაბადებამდე.[6] ოჯახი ცხოვრობდა ბერლინის პანკოვის რაიონში 1944-1948 წლებში, რომელიც შემდგომში საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ იყო. მარია ჰანდკეს აქ კიდევ ორი შვილი ეყოლა: პეტერის ნახევარდა და ნახევარძმა. ოჯახი შემდგომში დედამისის ქალაქ გრიფენში დაბრუნდა. პეტერის მიმართ მამამთილი ძალზედ ძალადობრივი იყო, ალკოჰოლიზმის დამსახურებით.[6] ჰანდეს გარემოცვამ განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულობა შეზღუდვების მიმართ.

1954 წელს, ჰანდკე გაგზავნეს ბიჭების კათოლიკურ ინტერნატ-სკოლა მარიუმში ტანზენბერგის სასახლესთან, სანქტ-ფაიტ-ან-დერ-გლანში. სადაც მას გამოსცა მის პირველი ნამუშევრები სკოლის გაზეთ ფაკელში.[6] 1959 წელს ის გადავიდა კლაგენფურტში სადაც დაასრულა საშუალო განათლება და 1961 წელს დაიწყო გრაცის უნივერსიტეტის იურიფიულ ფაკულტეტზე სწავლ.[5]

ჰანდკეს დედამ 1971 წელს თავი მოიკლა, რაც აირეკლა პეტერის რომან Wunschloses Unglück-ში (მწუხარება სიზმრების მიღმა).[5][7]

გრაცის დატოვების შედეგ ჰანდკე ცხობრობდა დიუსელდორფში, ბერლინში, კრონბერგში, პარიზში, აშშ-ში (1978-1979 წლებში) და ზალცბურგში (1976-1988 წლებში).[8] 1990 წლის შემდეგ ცხოვრობს შავილში, პარიზთან ახლოს.[9] 2016 წელს მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი პეტერ ჰანდკე:ტყეში, შეიძლება დაიგვიანოს, რომლის რეჟისორიც კანინა ბელცი იყო.[10] 2006 წელს, ჰანდკე ნომინირებული იყო ჰაინრიხ ჰაინის პრემიაზე, თუმცა პრემია 50 000 ევროს ოდენობით დამტკიცებული უნდა ყოფილიყო დიუსელდორფის ქალაქის საბჭოს მიერ. ხოლო ქალქის საბჭოს მნიშვნელოვანმა პარტიებმა განაცხადეს რომ ისინი არ მისცემდნენ ხმას ჰანდკეს, რამაც პრემიიდან ჰანდეკ მოხსნა გამოიწვია.[11] 2012 წლის შემდეგ, ჰანდკე არის სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი. ის არის სერბეთის მართმადიდებლური ეკლესიის წევრი.[12][13]

2019 წლის ნოემბრის ოფიციალურმა გამოძიებამ დაამტკიცა რომ ჰანდკემ შეიძლება დაკარგა ავსტრიის მოქალაქეობა, როდესაც იუგოსლავიის პასპორტი და მოქალქეობა მიიღო 1990-იანი წლების ბოლოს.[14]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაცში სწავლისას, ჰანდკემ საკუთარი თავი ჩამოაყალიბა როგორც მწერალი და შეუერთდა გრაცერ ჯგუფის გრაცის ახალგაზრდა მწერლების ასიციაციას.[8] ჯგუფი უშვებდა ლიტერატურულ გაზეთ მანუსკრიპტს, სადაც დაიბეჭდა ჰანდკეს პირველი ნამუშევრები.[5] ჯგუფის წევრები ასევე იყვნენ ვულფგენგ ბაუერი და ბარბარა ფრიშხმუთი.[15]

ჰანდეკემ სწავლა მიატოვა 1965 წელს,[5] მას შედეგ რაც გერმანულმა გამომცემლობა შუკრამ ვერლაგმა გამოსაცემად მიიღო მისი რომანი Die Hornissen (ჰორნეტები).[16] ჰანდკემ საერთაშორისო ყურადღება 1966 წლის ჯგუფი 47-ის ავანტგარდი ხელოვნების შეხვედრისას, პრინცტონ, ნიუ-ჯერსიში მიიპყრო.[17] ამავე წელს, მისი პიესა საზოგადოების შეურაწყოფა დაიდგა ფრანკფურტის კოშკის თეატრში, კლაუს პეიმანის ხელმძღვანებლობით.[16][17] ჰანდკე გახდა გამომცემლობა გერმ. Verlag der Autoren (ავტორთა გამომცემლობა)-ის თანადამფუძლენებილი 1969 წელს ახალი კომერციული კონცეპტით, რადგანაც იგი მწერლებს ეკუთვნოდა.[18] ის ასევე იყო გრაცერის ავტორთა კრების თანადამფუძნებელი 1973 წელს[19] და მისი წევრი იყო 1977 წლამდე.[8]

ჰანდკეს პირველი პიესა საზოგადოების შეურაწყოფა, რომლის პრემიერაც 1966 წელს ფრანკფურტში შედგა და ჰანდკე ცნობილი გახადა,[17] იყო ერთ-ერთი ექსპერიმენტალური პიესა კონვენციური ისტორიის გარეშე.[5] მის მეორე პიესა კასპერში, ჰანდკე კასპერ ჰაუსერის ისტორიას მოექცა როგორც „კონფორმისტურლი სოციალური ზეწოლის ალეგორია“.[17]

ხედვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996 წელს, ჰანკეს მოგხაურობის ლიტერატურა Eine winterliche Reise zu den Flüssen Donau, Save, Morawa und Drina oder Gerechtigkeit für Serbien-მა (მოგზაურობა მდინარეებისაკენ: სამართლიანობა სერბეთისათვის) შექმნა სკანდალი, რადგანაც ნაწარმოებში სერბეთი წარმოდგენილი იყო იუგოსლავიის ომების მსხვერპლი. ამავე ნაწარმოებში ჰანდკემ დასავლური მედია გააკრიტიკა ომის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების არასწორად წარმოდგენისათვის.[20]

2014 წელს, ჰანდკემ ნობელის პრემია ლიტერატურაში „ცირკად“ გამოაცხადა და მისი გაუქმება მოითხოვა.[21]

2020 წლის თებერვალში, სიმა ავრამოვიჩმა, სერბეთის რესპუბლიკის დეკორაციების კომისიის პრეზიდენტიმა, ახსნა რომ ჰანდკეს, „სერბეთის და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ რადგანაც ის „იცავდა სერბულ სიმართლეს“, გადაეცემოდა კარაგეორგის ვარსკვლავის ორდენი.[22][23]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. https://www.nobelprize.org/prizes/literature/2019/handke/facts/შვედეთის აკადემია, 2019.
  3. http://masterdataapi.nobelprize.org/2.0/laureate/980
  4. The Nobel Prize in Literature 2019.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 „Peter Handke“. Britannica.com. http://www.britannica.com/EBchecked/topic/254210/Peter-Handke.
  6. 6.0 6.1 6.2 Peter Handke / österreichischer Schriftsteller de. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  7. Curwen, Thomas (5 January 2003). „Choosing against life“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  8. 8.0 8.1 8.2 Wenders, Wim. Peter Handke. ციტირების თარიღი: 16 September 2010.
  9. Messie und Messias / Wie wohnt eigentlich der Schriftsteller Peter Handke? Ein Hausbesuch. Süddeutsche Zeitung 8 October 2011
  10. Peter Handke – Bin im Wald. Kann sein, dass ich mich verspäte... de. Filmportal.de. ციტირების თარიღი: 14 May 2017.
  11. German Politicians to Block Prize for Milosevic Sympathizer. Deutsche Welle (May 31, 2006). ციტირების თარიღი: 16 September 2010.Eklat in Düsseldorf: Kein Heine-Preis für Handke - Politiker verweigern Zustimmung. too much -->
  12. Ian Traynor: Stand up if you support the Serbs / Austrian writer Peter Handke does, and his pro-Milosevic stance has enraged fellow artists. The Guardian, 21 April 1999
  13. James Smyth: Handke in Another Tempo wordpress.com
  14. „Nobel Prize Winner Handke Admits Having Yugoslav Passport“. The Associated Press. AP. 8 November 2019. ციტირების თარიღი: 25 November 2019.
  15. Wakounig, Marija (2018) East Central Europe at a Glance: People - Cultures - Developments. Munster, Germany: LIT Verlag, გვ. 302. ISBN 9783643910462. ციტირების თარიღი: 11 October 2019. 
  16. 16.0 16.1 Peter Handke / österreichischer Schriftsteller de. Suhrkamp Verlag. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 Hutchinson, Ben (23 August 2011). „Peter Handke's wilful controversies“. The Times Literary Supplement. ციტირების თარიღი: 11 October 2019.
  18. Martin Lüdke: 50 Jahre "Verlag der Autoren" / Mit Enthusiasmus gegründet Deutschlandfunk, 11 March 2019
  19. 40 Jahre Grazer Autorenversammlung ORF 15 June 2013
  20. Sage, Adam. (29 July 2006) Theatre boss's dismissal splits artistic community.
  21. Mitchell, Charlotte. (10 October 2019) Olga Tokarczuk and Peter Handke win Nobel literature prizes. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 12 October 2019.
  22. Vučić dodijelio Handkeu Orden Karađorđeve zvijezde sh (15 February 2020). ციტირების თარიღი: 20 May 2020.
  23. Vučić odlikovao Zemana i Handkea sh (15 April 2020). ციტირების თარიღი: 20 May 2020.